„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატია ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება. „ამომრჩევლის მოსყიდვა დასტურდება, ჩვენ სასამართლოში დავუდასტურებთ, რომ ადამიანების მასობრივი გადმოწერა ამ ოლქში უკავშირდება მოსყიდვას, ეს გამოჩნდა „ტვ პირველის“ მასალითაც, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ ბინის მიღების სანაცვლოდ გააკეთეს …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 29 მარტი
29 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 22 903, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 175, PCR ტესტით – 2 728. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 592 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 102, ქვემო ქართლში – 39, შიდა ქართლში – 50, გურიაში – …
Continue reading “კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 29 მარტი”
სააკაშვილი ბათუმელ ამომრჩეველს მიმართავს – „არ გაყიდოთ თქვენი ხმები“
„არ გაყიდოთ თქვენი ხმები“ – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ფეისბუქის საშუალებით მიმართავს ბათუმელ ამომრჩეველს, რომელმაც 2 აპრილს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი უნდა გააკეთოს. ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ოპოზოციური ერთობის კანდიდატის – მათე ფუტკარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნებია. „…ამ არჩევნებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოში უახლოეს …
Continue reading “სააკაშვილი ბათუმელ ამომრჩეველს მიმართავს – „არ გაყიდოთ თქვენი ხმები“”
„20 ათასზე მეტი შემოვიდა“ – ეკონომიკის მინისტრი უკრაინიდან ლტოლვილებზე
„დაახლოებით 20 ათასზე მეტი შემოვიდა, თუმცა გასულებიც არიან,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია საქართველოს, რა ფინანსური რესურსი დაიხარჯება და როგორ? ლევან დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია საქართველოს. მას გაუჭირდა ამ დრომდე უკრაინელი დევნილებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის …
Continue reading “„20 ათასზე მეტი შემოვიდა“ – ეკონომიკის მინისტრი უკრაინიდან ლტოლვილებზე”
დაზარალებული დაიღუპა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში ბრალდებული გაამართლეს
ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა პირველად მიიღეს გადაწყვეტილება – ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას უპირებდა, მსაჯულებმა გაამართლეს. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი არ საჩივრდება. შემთხვევა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს, გასული წლის ივნისში მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, პოლიციელებს დაახლოებით 30 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ის უზბეკეთის მოქალაქე იყო და ბოლო წელიწად-ნახევარი ბათუმში ცხოვრობდა მაქსიმე …
Continue reading “დაზარალებული დაიღუპა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში ბრალდებული გაამართლეს “
კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 მარტი
28 მარტის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 12 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 460, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 749, PCR ტესტით – 1 711. დღეის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 638 ადამიანი.
მთავრობა შაქრისა და ხორბლის მარაგზე – „არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა“
„არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა,“ – აღნიშნა დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს შაქრისა და პურის ფქვილის მარაგთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მას ჰკითხეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარაგსა და შაქარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ გაძვირდა. მინისტრის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა უსაფუძვლოდ მოიმარაგა შაქარი. „ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ვიხილეთ ყველამ …
Continue reading “მთავრობა შაქრისა და ხორბლის მარაგზე – „არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა“”
ახალი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება
ახალი აგროკრედიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 21 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, აგროკრედიტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს 18 პროცენტი. „ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლიანი კულტურებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, დააფინანსებენ საბრუნავ სახსრებს და ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: სათესლე მასალის შეძენა, საწვავი, …
Continue reading “ახალი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება”
ისევ ვაჭრობენ სტალინით თბილისის აეროპორტში – ვის ევალება რეაგირება ტირანის ბიუსტის გაყიდვაზე
რა რეაგირება მოჰყვა საბჭოთა ტირანის ბიუსტების გაყიდვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? – ინფორმაცია თბილისის აეროპორტში ვერ მოგვაწოდეს და ვერც სუს-ში, სადაც, წესით, უნდა ემსჯელათ არის თუ არა სტალინის ბიუსტი საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლო, რომლის გამოყენებაც კანონით აკრძალულია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯიხური, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით აქვთ გაცემული და ამ საკითხზე რეაგირება მათ კომპეტენციას …
„ალტ-ინფოები“ თუ დუგინის ძმაკაცი ვასაძეები ალაგდება, თუ ამოვკვეთთ თავად სიმსივნეს – ინტერვიუ
„ეს ბოლო შანსია,“ – ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელსაც სტალინის ბიუსტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაჭრობაზე ვკითხეთ, ამბავზე, რომლის შესახებაც ევროპარლამენტარმა რამდენიმე დღის წინ იკითხა: „საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?“ პუბლიცისტი მიიჩნევს, რომ რეალურად სტალინის ბიუსტები მხოლოდ „აისბერგის“ წვერია, ხოლო ქვეყანა, როგორც გემი, შესაძლოა, ამ აისბერგს ეჯახება. ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ახლა გადამწყვეტ …
უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ
უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციას, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები არიან, ესწრებიან ბათუმში მცხოვრები უცხოელებიც. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მატერიალური დახმარებისკენაც მოუწოდებენ. სოლიდარობის აქციაზე ბათუმის ევროპის მოედანზე სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათზე იკრიბებიან, დასვენების დღეებში – 4 საათზე. ————– რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას …
Continue reading “უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ”
ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს
„უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია უკრაინის მიწაზე მოკვდეს,“ – გვიყვება კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძე, როგორც მოხალისე, პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი, …
Continue reading “ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს”
52 წლის ქალს ბათუმში ტყუპი შეეძინა
52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ბათუმში ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. კლინიკა „მედინას“ ინფორმაციით, სადაც ტყუპები დაიბადნენ, დავითის წონა დაბადების დროს 2.34 კგ იყო, ხოლო მარიამის – 2.44. ტყუპები სიმაღლეში ერთი ზომა აქვთ – 45 სმ. არიან. ახალშობილები საკეისრო ოპერაციის გზით გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს. მთავარი ფოტო: ნარი ფაღავა ახალშობილ ტყუპებთან …
„რუსული გემების კაპიტნები აწი ვარსკვლავებს უნდა დააკვირდნენ“ – კაპიტანი
„ეს ნიშნავს იმას, რომ მოუწევთ ასტრონავიგაციის გამოყენება, ანუ აწი უნდა დააკვირდნენ მთვარეს, ვარსკვლავებს, რომ უსაფრთხოდ მივიდნენ ნაპირამდე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ამირან წერეთელი. ის შორეული ნაოსნობის კაპიტანია და ვთხოვეთ შეეფასებინა „Lloyd`s Register Voyage“ სისტემიდან რუსული გემების ჩახსნა. Charter97.org -ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით რუსული გემები ვეღარ ისარგებლებენ ელექტრონულ სანავიგაციო სქემებს. კომპანია „Lloyd`s Register“ არის საერთაშორისო სერვისების მიმწოდებელი …
Continue reading “„რუსული გემების კაპიტნები აწი ვარსკვლავებს უნდა დააკვირდნენ“ – კაპიტანი”
„დეშეკა არ შემხვდა“ – დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაშია
„დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ ))) ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ,“ – წერს ფეისბუქში ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც საბრძოლველად უკრაინაში წავიდა. დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე საბრძოლო დავალებას ელოდება. ის ფეისბუქგვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს. „ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა, ასეთი მეომრების …
Continue reading “„დეშეკა არ შემხვდა“ – დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაშია”
ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“
„არ ვიცი, რა გააკეთეს ჩემი უსაფრთხოებისთვის… 10 ადამიანზე მივაწოდე ინფორმაცია, ვინც მემუქრება და არავინ გამოუკითხავთ. მე რეალურ საფრთხეს ვხედავ“, – ამბობს სამირა ბაირამოვა, სამოქალაქო აქტივისტი მარნეულიდან. მან 14 მარტს მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრებზე პროტესტის ნიშნად უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სამირა ბაირამოვამ ფეისბუქის მესინჯერში შეურაცხმყოფელი და მუქარის შინაარსის შემცველი …
Continue reading “ვინც მემუქრება, პოლიციას არ გამოუკითხია – სამირას ალტ ინფოს პარტიამ „2 დღე მისცა“”
კაჩინსკის ძეგლის დამზადება პოლონეთმა დააფინანსა, ესკიზი შეთანხმებული იყო – ძეგლის ავტორი
„გვინდოდა გამოსულიყო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც რიგითი პოლონელი, უშუალო ადამიანი, ადამიანებთან ახლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქანდაკე თემურ მახარაძე. ის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძეგლის თანაავტორია. ძეგლზე თემურ მახარაძემ ოლეგ პატარიძესთან ერთად იმუშავა. კაჩინსკის ძეგლი ბათუმის ახალ ბულვარში გუშინ, 17 მარტს, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს. „კაჩინსკი გამოვიდა წინასწარმეტყველი. ლეხ კაჩინსკის მსგავსი გვერდით დგომა …
უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა – ჩალაგაშვილი
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ გურამ ჩალაგაშვილმა დაუდასტურა, რომელიც უკრაინაში ქართველ მებრძოლებთან ერთად იბრძვის რუსული არმიის წინააღმდეგ. ქართველი მებრძოლები გუშინ, ღამით, მორიგი საბრძოლო იერიშის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილის თქმით, მებრძოლები დაბომბვის დროს დაიღუპნენ. გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ოჯახებისთვის მებრძოლების დაღუპვის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. „ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია …
Continue reading “უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა – ჩალაგაშვილი”
„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის? სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად? ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს …
Continue reading “„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
გადამზიდავი კომპანიების აქცია დაწყებამდე დაიშალა – „მინისტრმა დღესვე შეგხვდებითო“
სატვირთო მანქანების მფლობელმა გადამზიდავი კომპანიების მესაკუთრეებმა ბათუმში დაანონსებული აქცია მას შემდეგ აღარ გამართეს, როცა გაიგეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მათთან შეხვედრას აპირებს. ისინი სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან გაჩერებული ათეულობით ტრაილერის დაუყოვნებლივ გამოტარებას ითხოვენ. დღეს, 17 მარტს, სატვირთო მანქანების მფლობელი გადამზიდავი კომპანიის მესაკუთრეები ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეიკრიბნენ და აპირებდნენ პროტესტის ნიშნად სარფის გასასვლელის …
Continue reading “გადამზიდავი კომპანიების აქცია დაწყებამდე დაიშალა – „მინისტრმა დღესვე შეგხვდებითო“”
აჭარაში კოვიდის 32 შემთხვევა დადასტურდა – 17 მარტის მონაცემები
17 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 888 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 620 კვლევა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 218, PCR ტესტით – 2 402. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთში …
Continue reading “აჭარაში კოვიდის 32 შემთხვევა დადასტურდა – 17 მარტის მონაცემები”
მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა
დღეს ყველა წუხს, მაგრამ ხვალ ალბათ მხოლოდ სტატისტიკაში ასახავს ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა თეა ვადაჭკორიას დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც გადაუგზავნიან, სადაც ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, თეა ვადაჭკორია, აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო და გუშინ, 15 მარტს, დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე. ამავე ავარიის …
Continue reading “მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა”
ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა
„პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია,“ – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო კლინიკებში, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 15 მარტს, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მოათავსეს. ავარიის დროს დაიღუპა აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორია. ავარიის შედეგად დაშავდა მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლების მინისტრი. ის „მედცენტრშია“ მოთავსებული. კლინიკაში გვითხრეს, რომ მას საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება განათლების …
Continue reading “ავარია ავტობანზე – როგორია დაშავებულების მდგომარეობა”
კორონავირუსის 1099 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 მარტის მონაცემები
16 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით საქართველოში გარდაიცვალა 10 ადამიანი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებულია სულ 21 281 ტესტი, მათ შორის, PCR ტესტი – 19 101. დღეის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1068 პაციენტი.
„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში
„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …
Continue reading “„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში”
ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?
იცით თუ არა, ვინ არიან პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრები? მაგალითად, მიხაილო პოდოლიაკი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინჩართვების დროს ხშირად ახსენებს ან თან ახლავს, ის წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა და ბელარუსიიდან გამოაძევეს. პოდოლიაკი ახლა ზელენსკის ძირითადად საინფორმაციო პოლიტიკის კუთხით აძლევს რჩევებს. პოდოლიაკი არ არის ერთადერთი, ვინც ზელენსკის გარემოცვაში საინფორმაციო ტექნოლოგიებს კარგად იცნობს. „ბათუმელებმა“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის …
Continue reading “ზელენსკის უახლოესი გარემოცვა – ვინ არიან ისინი?”
პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისის დახურვა ქობულეთშიც მოსთხოვეს
„გამოვიდა ოფისიდან კაცი და გვითხრა, რა, ომი გინდათო? ჩვენ ვუთხარით, რომ ომში ვართ უკვე,“ – ამბობს მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელმძღვანელი ბათუმში, თამარ კურატიშვილი. ის დღეს, 14 მარტს, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ოზურგეთში წავიდა, სადაც აქცია ისევ ამ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დაიწყო. „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიაა და მას ოფისები დაატოვებინეს …
Continue reading “პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისის დახურვა ქობულეთშიც მოსთხოვეს”
კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა – 14 მარტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 1 461 ადამიანი.
შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მას ვკითხეთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, როგორც ეს გააკეთეს სირიაში? სირია, კონკრეტულად კი, ალეპო, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელების“ წინა ინტერვიუშიც ახსენა, როცა გვესაუბრა რუსეთის …
Continue reading “შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
„ჩვენ აქ არ გველოდებიან“ – „დოჟდის“ ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისშია
„ჩვენ აქ არ გველოდებიან,“ – ეს შთაბეჭდილება გაუჩნდა ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე საქართველოშია. ეკატერინე კოტრიკაძე „დოჟდის“ ჟურნალისტია, იმ სატელევიზიო არხის, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დახურეს პუტინის რუსეთში, ხოლო კრიტიკული არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. ეკატერინე კოტრიკაძეს ვესაუბრეთ რუსეთის იმ აუდიტორიაზე, რომელიც „დოჟდის“ უყურებდა და, ბუნებრივია, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის რეჟიმის მიმართ. …
რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
ყარაბაღი ახსენდება გადამდგარ გენერალს რუსეთ-უკრაინის ომის საუბრის დროს დღეს, 11 მარტს, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს. სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება ომი „პატარ-პატარა შეტაკებების“ ეტაპზე გადაიყვანოს და უკრაინა ასე „გამოფიტოს“. გადამდგარი გენერალი ინტერვიუს დროს გვიმხელს წინათგრძნობას – „გაყინვის ფაზამდე“ რუსეთი კიდევ ერთ ფართომასშტაბიან შეტევას წამოიწყებს პაუზის შემდეგ, რომელიც ახლა აქვს რუსეთს აღებული დასუსტებული არმიის მოსაძლიერებლად. …
Continue reading “რა ძალები დარჩა რუსეთს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან”
20 გარდაცვლილი და კოვიდის 1543 შემთხვევა – 11 მარტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 1543 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა 13 873 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 10 859, PCR ტესტი – 3 014. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1 695 ადამიანი.
ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა
ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, დღეს, 10 მარტს, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში 8 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვია. „სახლი სულ დაიწვა, გარეთ ვართ, ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ფულიც დამეწვა დაახლოებით 8 ათასი ლარი,“ – ამბობს კაკო შავაძე, ვისი სახლიც დაიწვა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი ფულს საცხოვრებელი ბინის შესაძენად აგროვებდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახს დღეს …
Continue reading “ოჩხამურში სახლი დაიწვა და ფულიც, რომელსაც ოჯახი აგროვებდა”
პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს
ხულოს შემდეგ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი შუახევშიც დახურეს. „3 დღის წინ იქირავეს ჩემი საკუთრება. მე მეგონა ძიძიგურის პარტია, კონსევრატორები ვართო, ასე მითხრეს და მერე გავიგე, რომ თურმე სხვა პარტია ყოფილა… 600 ლარი უნდა გადაეხადათ, ასე შევთანხმდით ზეპირად, ხელშეკრულება არ დაგვიდია. არ მომწონს ის, როგორც მოიხსენებენ ისინი მუსლიმებს, მე ეს გადმომცეს და ვნახე… მოვთხოვე …
Continue reading “პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს”
ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება
ოპოზიცია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა,”- აღნიშნულია ოპოზიციური ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე თემაზე: ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე …
Continue reading “ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება”
კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 მარტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 240, PCR ტესტით – 2 405. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 1 889 პაციენტი.