„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია“ – სტრასბურგის ექსმოსამართლე „უკრაინის საქმეზე“ მუშაობს

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად შეარჩიეს. ეს ჯგუფი უკრაინის პროკურატურას უნდა დაეხმაროს, ომის დანაშაულისთვის რუსეთს პასუხი რომ აგებინოს. ნონა წოწორია ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, რადგან სამხედრო საიდუმლოებაა. რამდენად მოხერხდება რუსეთის დასჯა სამართლებრივად და რას გააკეთებს …

„პუტინ ხუილოს“ დაძახებიდან 1 თვის შემდეგ დამაჯარიმა პოლიციამ“ – რა გადაწყვიტა მოსამართლემ

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა გაამართლა „სირცხვილიას“ აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელმაც ბათუმში პირველ მარტს გამართულ აქციაზე ამბობდა: „პუტინ ხუილო“. საინტერესო ამ შემთხვევაში ისაა, რომ თამარ კურატიშვილი აქციაზე არ დაუკავებიათ, მაგრამ პოლიციელებმა მას ამ აქციიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი. „28 მარტს, აქციაზე დაკავებული ლუკა და ანდრია ფენების სასამართლო პროცესზე მოწმედ დამიბარეს და იქ ვთქვი, …

სააკაშვილის მიზანმიმართულ სიკვდილს ცდილობენ – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„ისინი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის ფატალური შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გათვლილი აქვთ ამ შედეგის პლიუს-მინუსები, ჩათვლილი აქვთ, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნება,“ – ამბობს ნონა წოწორია, ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მისი შეფასებით, ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდ აუცილებლად წააგებს დავას „სააკაშვილის საქმეზე“, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს განცდა აქვს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის „დღევანდელი პოლიტიკური ამოცანა გაცილებით უფრო …

ბათუმი-რიგა – ავიარეისი 8 მაისიდან შესრულდება

„პირველად დაინიშნა ბათუმი-რიგის მიმართულებით ავიარეისი, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი რეგიონის პოზიციებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 28 აპრილს, აჭარის მთავრობის სხდომაზე. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, ბათუმი-რიგის მიმართულებით ავიარეისები 8 მაისიდან შესრულდება კვირაში ერთხელ. თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შემდეგი სამი კვირა საგანგებო რეჟიმში მუშაობა …

80 წლის კაცმა ბათუმის მერიას სასამართლოც მოუგო, მაგრამ საკუთარ მიწას მაინც არ უფორმებენ

„ორჯერ მოვუგე სასამართლო ბათუმის მერიას და არ ასრულებენ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილებასაც როცა არ ასრულებენ, ვის მივმართო?“ – კითხულობს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრები შოთა დევაძე. მან მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 2021 წლის 12 ნოემბერს გამოცემული აღსრულების ფურცელი გვაჩვენა, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მერიაში არ შეუსრულებიათ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. მისი შეუსრულებლობა …

სურსათის ფასების ზრდა შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ენერგორესურსების ფასი და, შესაბამისად, სურსათის ფასის ზრდა სავარაუდოდ 2024 წლის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომი უკრაინაში არის მთავარი შოკი ბაზრებისთვის და ეს ისტორიულად მაღალი სასაქონლო ფასებია. ანგარიშის მიხედვით, ენერგორესურსების ფასი 2022 წელს დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. ენერგორესურსებზე ფასის ასეთი ზრდა 1973 წლის მერე არ ყოფილა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, …

ფეისბუქში შეღავათიან სესხებს ჰპირდებოდნენ და განაცხადში ფულს იღებდნენ – პროკურატურამ 1 პირი დააკავა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საუბარია ფეისბუქში ყალბი გვერდის შექმნაზე, სადაც ადამიანებს შეღავათიან კრედიტებს ჰპირდებოდნენ, განაცხადის შევსება კი ფასიანი იყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე ოდენობით …

რა იცვლება ბათუმში პარკირების წესებში – აჭარის დეპუტაციის ინიციატივა პარლამენტში

პარლამენტმა დღეს, 26 აპრილს, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბათუმში პარკირების წესებს არეგულირებს. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 3 პრიმა მუხლს, რაც ითვალისწინებს „ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას“. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, პარკირების შესახებ სამართალდარღვევებზე ბათუმში კომპეტენტურ ორგანოებს ფოტოს და ვიდეოს გადაღების უფლება ექნებათ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის …

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – რა სამუშაოს ასრულებს მერიაში დასაქმებული სოცდაუცველი

„ძირითადად ხელმძღვანელი რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ: უფრო ფოტოებს ვუღებ სკვერებს და მოედნებს, ხეებს, ტროტუარის ფილებს, რამე თუ იქნება დაზიანებული, ეს უნდა დავაფიქსირო. გავდივარ ძირითადად ქუჩებში, ესაა ჩემი საქმე,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები რუსუდან ტარიელაძე, ის სოციალურად დაუცველია და უკვე ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს. რუსუდან ტარიელაძე სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის …

რუსები დღე-ღამეში 40 კმ-ით შესვლას გეგმავდნენ, შედიან მხოლოდ 4-3 კილომეტრით – ინტერვიუ

„მოულოდნელობის ეფექტით მოქმედებას ვეღარ ახერხებენ რუსები, მათ აშინებთ ინიციატივა,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და სამხედრო რუკაზე მიგვითითებს, სადაც ჩანს, რომ რუსებმა არათუ ღრმა შემოვლა და ალყის შეკვრა ვერ მოახერხეს, არამედ უკრაინის ვერცერთი ფორტიფიცირებული ხაზი ვერ გაარღვიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ომის მეორე ფაზა ერთი კვირის წინ დაიწყო. პუტინი 9 მაისისთვის ემზადება. რას ჩაითვლის რუსეთი …

„დამნაშავე ყოველთვის სხვაა“ – რას ასწავლიან რუსულ პროპაგანდისტულ ანიმაციებში I ვიდეო

რა ქმნის სიცრუის, დამახინჯებული ისტორიის, ან გეოგრაფიის ეფექტს, რასაც რუსეთში აჩვენებენ ბავშვებს, ამჯერად უკვე პირველივე კლასიდან? – ეს სამივე რესპონდენტს ვკითხეთ, ვისაც თანამედროვე რუსულ ანიმაციურ ფილმებზე ვესაუბრეთ. მაგალითად, ერთ-ერთ ანიმაციაში რუსეთი ძალიან კეთილი ვანიაა, უკრაინელი „კოლია“ კი ჯერ ითხოვს მიკოლი დამიძახეთო, ხოლო შემდეგ ის ბიჭი, ამერიკის დროშებიანი მაისური რომ აცვია, აქეზებს სხვების ჩაგვრისკენ. რუს ვანიას …

რა ელის ბათუმის პრომინადს, რომელიც შტორმმა ჩამოშალა – კვლევისთვის 19 700 ლარი გამოიყო 

ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობაში ვერ ამბობენ, აღადგენენ თუ არა პრომინადს ბათუმის ახალ ბულვარში ზაფხულის სეზონის დაწყებამდე. ამ ეტაპზე თებერვალში ჩამონგრეული პრომინადს იკვლევენ, რაც კომპანია „ქოსთ დიზაინმა“ აპრილის ბოლოს, ანუ რამდენიმე დღეში უნდა დაასრულოს. ამავე კომპანიამ სანაპიროს აღდგენის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს. ეს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა. შტორმმა ბათუმის …

10 გრამამდე მარიხუანის საზღვარზე შემოტანა პატიმრობით აღარ დაისჯება – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომშრალი მარიხუანის [არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით], პირადი მოხმარების მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანა სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ. მანამდე ორი თვით ადრე კი, ნიკოლაი სიმონიანს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის …

კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთით ადამიანებს ვეღარ დასჯიან. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 21 აპრილს, მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონით მარიხუანას მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება, უსამართლობაა ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება კანაფის ფისის შემთხვევაში. დავის საგანი იყო ნორმატიული ჩანაწერი, …

კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარაში – 9, იმერეთში – 20, ქვემო ქართლში – 9, შიდა ქართლში – 7, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში -1, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა …

კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 21 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. stopcov.ge-ის მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის, 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 26, ქვემო ქართლში – 10, შიდა …

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს

„ოფისი დღეს დილით გაქურდული დაგვხვდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა ბოლქვაძე. მისი თქმით, პარტიის ხელვაჩაურის ოფისის ფანჯარა სპეციალური ხელსაწყოებით გახსნეს და მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს. „მაგიდაზე იყო მცირე ოდენობის ფულიც, რაზეც ხელი არ უხლიათ. დიდი ალბათობით, ინტერესი იყო კომპიუტერზე, რადგან იქ ინახება ჩვენი მონაცემები… ეს არის „ქურდული ოცნების“ მიერ წახალისებული, ქურდული იმიტომ, რომ …

კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 აპრილი

20 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით არავინ გარდაცვლილა. დღეს, 20 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში – 13, იმერეთში – 39, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 11, კახეთში – 9, მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში …

„რუსეთი ღრმა ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს“ – ინტერვიუ

„რუსეთი ღრმა, შემოვლითი ალყის გაკეთებას და უკრაინული დაჯგუფების განადგურებას ვერ შეძლებს,“ – ასეთია გადამდგარი გენერლის პროგნოზი რუსეთის აგრესიის მეორე ფაზაზე უკრაინაში. ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ 9 აპრილს ინტერვიუში ამბობდა, რომ 10 დღეში რუსეთი მორიგ შეტევას დაიწყებდა. დღეს, 19 აპრილს, უკრაინაში რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, დაახლოებით ორ კვირა-ნახევარში რუსეთს ისევ დასჭირდება პაუზა, როცა …

ბათუმის საკრებულომ გახარიას პარტიაში გადასული თანამშრომელი სამსახურში უნდა აღადგინოს

„სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობდა,“ – ამბობს გია აბულაძე, ის ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი იყო და 2021 წლის 25 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მანამდე, ორი დღით ადრე, გია აბულაძემ ფეისბუქზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტი გაავრცელა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სრულად დააკმაყოფილა გია აბულაძის სასარჩელო მოთხოვნები: გათავისუფლების შესახებ …

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინაში ბუჩის მერს შეხვდნენ

ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოდან უკრაინაში ქალაქ ბუჩის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე ფეისბუქზე აქვეყნებს. შეხვედრას გია აბულაძის გარდა ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, ასევე, პარლამენტის წევრი ენმ-დან დავით ხაჯიშვილი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მათე გაბაიძე. უკრაინაში სხვადასხვა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის …

„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება. „ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, …

„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ? „30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, …

კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში –0, შიდა ქართლში – 1, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში –2, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 4 970, მათ შორის, ანტიგენის …

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებულ უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება რუსეთის ომს უკრაინაში და მიიჩნევს, რომ ყოველდღე შესაძლოა გააქტიურდეს ომის ახალი ეტაპი. „დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“, – დასძინა მან ინტერვიუს დროს. თუმცა …

„ხელისუფლებას ეშინია და უნდა, რომ საზოგადოებასაც ეშინოდეს“ – ინტერვიუ

„ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდო ქვეყანა შენი შიშებით, რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა გაანულო,“ – ყველაზე მეტად ამ რისკს ხედავს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ხელისუფლების რიტორიკაში რუსეთის მიმართ. მისი აზრით, შესაძლოა რუსეთს უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს თავი აღარც კი ჰქონდეს, მაგრამ საქართველომ თავად ვეღარ აღიქვას თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად. ზვიად ქორიძესთან ინტერვიუ რუსეთზე საუბრით დავიწყეთ: არის თუ …

კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 15 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარაში – 9, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში –12, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 21, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში –4, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 20 318, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი …

რა აჩვენა ბოლო სხდომაზე აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა მოსამართლეს 

პრორუსული „უკვდავი პოლკი“ და ამ ორგანიზაციის 3 წლის წინანდელი განცხადება გაახსენა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. 3 წლის წინ – 2019 წლის 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყვეს. „უკვდავი პოლკი“ კი მაშინ ამ აქტს გამოეხმაურა. „იმპიჩმენტზე ყველაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა „უკვდავმა პოლკმა“, რუსული დეზინფორმაციისა და იდეოლოგის ამ განშტოებამ. დაწერეს …

კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 13 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 45, ქვემო ქართლში -20, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 15, კახეთში – 11, მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და …

საქმე, რომელშიც უზენაესის მოსამართლე ფიგურირებს, ევროსასამართლომ დასაშვებად ცნო

საქმე, რომელშიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო. საჩივრის ავტორმა თამარ ხაჭაპურიძემ უკვე მიიღო ევროსასამართლოსგან დასაშვებობის დამადასტურებელი წერილი. თამარ ხაჭაპურიძემ 2016 წელს თქვა, რომ  თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის ცემაზე იმავე დღეს დაიწყო, ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას საღამოს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა …

„აფეთქებები არ არის, მაგრამ რთული დღეები ელის უკრაინას“ – კობა ხაბაზი

„ეს დღეები შედარებით სტაბილური სიტუაციაა, აფეთქებები არ არის, მაგრამ ყველა ვხდებით, რომ რთული დღეები ელის უკრაინას,“ – ამბობს უკრაინაში მყოფი კობა ხაბაზი. მისი თქმით, ქართველი მოხალისეების უმრავლესობა ისევ უკრაინაში რჩება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს, 12 აპრილს, ფეისბუქში დაწერა, რომ უკრაინას ტოვებს და „მალე დავბრუნდები უფრო მეტი ქართველით“. „მე რა ინფორმაციაც მაქვს, ირაკლი ოქრუაშვილი …

მანქანა 2 დღეში მეორედ გამიტეხეს, მოიპარეს ხურდა ფული და მეხსიერების ბარათი – მოქალაქე

„ორ დღეში უკვე მეორედ გამიტეხეს მანქანა ბათუმში,“ – ამბობს მოქალაქე ია კიწმარიშვილი. მისი თქმით, პირველ შემთხვევაში, რაც 9 აპრილს მოხდა, ავტომანქანიდან მხოლოდ 5 ლარის ხურდა ფული წაიღეს, დღეს დილით კი, მას ავტომანქანიდან მხოლოდ მეხსიერების ბარათი დახვდა წაღებული. ორივე შემთხვევა ღამით, ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა. მესაკუთრემ ავტომანქანა დილით ნახა გატეხილი. ორივე შემთხვევაში ავტომანქანას სამკუთხა მინები ჩაუმსხვრიეს. მოქალაქე …

საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა – გველის თუ არა კიდევ ერთი არჩევნები ბათუმში

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო ისევ ვერ შეიკრიბა. „ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ არის,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს თენგიზ აფხაზავამ. ის ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და საკრებულოს სხდომის ჩასატარებლად ემზადებოდა ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ამჯერად სხდომაზე ოპოზიცია არ გამოცხადდა, „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატის დასწრება კი, კვორუმისთვის საკმარისი არ არის. დღეს სხდომაზე არ მოსულა საკრებულოს …

ოპოზიცია დასწრებას არ აპირებს – შეიკრიბება თუ ვერა ბათუმის საკრებულო

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს დღეს, 12 აპრილს, ჩანიშნულ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. „არ მივდივართ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება რამაზ ჯინჭარაძის სისხლით მოპოვებული მანდატი ვაღიაროთ. დავესწროთ რიჟვაძე-ჩიქოვანის სანახაობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისადმი,“ – განაცხადა დღეს ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან რეზო ხარაზმა. საკრებულოს სხდომას დასწრებას არც „ლელოს“ და გახარიას პარტიის „თავისუფლებისთვის“ …

ბათუმის საკრებულოში „ოცნება“ შარშან დაწყებული სხდომის ხვალ გაგრძელებას გეგმავს

ხვალ, 12 აპრილს, ბათუმის საკრებულო შეიკრიბება და თავმჯდომარის არჩევასაც აპირებს. „გთხოვთ, ჩანიშნოთ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხების გადასაწყვეტად…“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა საკრებულოს აპარატს წერს. ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს დაიწყო, თუმცა სხდომაზე ვერ დასრულდა. მიზეზი, რის გამოც, „ოცნება“ გასულ წელს დაწყებული სხდომის …

„პატრიარქთან მიტროპოლიტ დიმიტრის მითოსური დამოკიდებულება აღარ აქვს“ – ინტერვიუ

„პატრიარქის კულტის მიმართ რომ არ არსებობდეს ეს შიში, ეპისკოპოსების უფრო წრფელ პოზიციებს მოვისმენდით,“ – ამ ფაქტორის გამო თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ვერ გაფართოვდება მღვდელმთავრების წრე, ვინც ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა. თეოლოგის დაკვირვებით, საპატრიარქომ ახლა „ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი პოზიცია არჩია – პოზიცია დამოკიდებულია ომის შედეგზე, საპატრიარქო გამარჯვებულის მხარეს დადგება. თეოლოგის აზრით, …

Exit mobile version