„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან

„ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ თვითორგანიზებულ აქციას მოაწყობენ ჩეჩნეთში დედები,“ – ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა ხდება ახლა კავკასიაში? რამდენად შეცვლის კავკასიას რუსეთ-უკრაინის ომი? კავკასიოლოგის დაკვირვებით, ომში ჩართული ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია უკიდურესად დაბალია და ამის გამოხატულებაა დედების აქციაც. ექსპერტის აზრით, განსხვავებულია, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიზნები, ხოლო კავკასიაში რეალობის შეცვლა მეტწილად იმაზეა …

ბათუმის ახალ ბულვარს ისევ უტევს ზღვა, რა გადაწყვიტა მერიამ?

„მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები“, – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესცენტრში, სადაც დღეს, 9 მარტს, ვიკითხეთ: რა გადაწყვიტა მერიამ ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრების კუთხით? გუშინ, 8 მარტს, ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ისევ ჩავარდა და ტრაქტორიც ჩაიყოლა. ამ ტრაქტორით ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხის გაწმენდას გეგმავდა „ბათუმის წყალი“. პრომინადის ნაწილი წაიღო და პლაჟის ინფრასტრუქტურა დააზიანა ზღვამ შტორმის დროს, 7 …

თორნიკე რიჟვაძე კიევის უნივერსიტეტის განცხადებას პასუხობს

„მოიცალეს“ ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის,“ – დაწერა დღეს, 9 მარტს, ფეისბუქში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძე ვრცელი განმარტებით ეხმიანება კიევის უნივერსიტეტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რიჟვაძის სწავლა კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ასევე, მედიაში 7 მარტს გავრცელებულ მისსავე კომენტარს, როცა ჟურნალისტის კითხვაზე – …

„ბოლო 2 ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიული შეფასება ჩამოუყალიბა გურამ ჩალაგაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობამ, ორმა დღემ და ღამემ, როცა სამხედრო გამოცდილების არმქონე კაცს პირდაპირ ცხელ წერტილში მოუხდა ბრძოლა. „ბოლო ორი ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით,“ – გვიყვება გურამ ჩალაგაშვილი. – „ინტენსიურ სროლებში მოვყევით, არტილერია და ჰაერი მუშაობდა აქტიურად, ასეულობით ჭურვი გამოუშვეს ჩვენი მიმართულებით. ეცადნენ, …

ამაღამ მეც ჯარს ვუერთდები, კიევი უნდა დავიცვათ – უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი

„ახლა მოხუცებს დავუტოვეთ საჭმელი… ისევ მოხალისე ვარ, მაგრამ რეზერვისტად ჩავეწერე უკვე, ალბათ, ამაღამ მეც ომში წავალ,“ – ამბობს მირო ვანაძე, ის ბათუმელი სპორტსმენია და ბოლო 5 წელი უკრაინაში ცხოვრობს. ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძემ საქართველოში დაბრუნებას მოხალისეობა არჩია – ის პურს აცხობს და არიგებს კიევის ქუჩებში. მირო გვიყვება, რომ კიევის შემოგარენის, ასევე ჟიტომირსა და ჩერნოგოვზე …

რა შეცვალეს კანდიდატებმა უკრაინის ომის შემდეგ – 2 აპრილს ბათუმში არჩევნებია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ 24 თებერვლიდან, ბათუმში შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საჯარო საარჩევნო აქტივობები აღარ აქვთ. „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ომის დაწყების შემდეგ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა, ხოლო ოპოზიციური ერთობის კანდიდატს, მათე ფუტკარაძეს, მხოლოდ კარდაკარ შეხვედრები აქვს. ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ამ არჩევნებზე ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ …

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს პუტინს, თუკი იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს? – ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე და პრაქტიკულად რა პროცედურები არსებობს, ვიდრე ვინმე „წითელ ღილაკს“ თითს დააჭერდეს?  …

ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის შექმნილი რუსული დაჯგუფების 30% განადგურებულია

„ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. ის ჯერჯერობით ომის დასრულებას არ ელის, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზას ელოდება. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. „ბათუმელებმა“ მასთან …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამლები გაიაფდა

„უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტამდე არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე, როგორც მინიმუმ განახევრებულია ფასები“ – განაცხადა დღეს, 7 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი,“ – აღნიშნა პრემიერმა. მას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელ მედიკამენტს გულისხმობდა, …

როდის იქნება შესაძლებელი სისხლის ჩაბარება უკრაინელების დასახმარებლად

საქართველოში უკრაინელების მხარდასაჭერად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: donor.moh.gov.ge სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, თავად სისხლის ბანკებიდან დაუკავშირდებიან მოქალაქეებს. „ბათუმელები“ ბათუმში სისხლის ბანკ „ჰემას“ და კლინიკა „მედცენტრს“ დაუკავშირდა, სადაც ასევე აქვთ სისხლის ბანკი. „ჯერ …

მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას. „ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით …

„არ გავჩუმდეთ“- ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს

„მოტივაციას გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა…. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ  რაშიც დარწუნებული ვარ ასე იქნება, ეს მთლიანი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის …

„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა. ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის. ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. …

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

„გაურკვეველია რამდენ ხანს, ან თუნდაც უკრაინელებს შეუძლიათ გაუძლონ უაღრესად დიდ და უპირატეს რუსულ ძალას, ან გააგრძელებს თუ არა ბატონი ზელენსკი იმ როლის შესრულებას, რომლისთვისაც მას რეპეტიცია არ ჰქონია,“ – რამდენიმე დღის წინ წერდა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იხსენებდა, რომ ზელენსკის, რომელმაც დემოკრატიის გადასარჩენად სამყაროს მომართვა შეძლო, მხოლოდ კომიკოსის გამოცდილება აქვს.  მსოფლიო მედიის …

კოვიდის 1365 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 მარტი

4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1365 ახალი შემთხვევა დადასატურდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა 9671 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 495, PCR ტესტით – 3 176.  აჭარაში დადასტურდა კოვიდის 63 ახალი შემთხვევა.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 913 ადამიანი.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ომიკრონის B.A.2 შტამი. ქვეყანაში …

სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გადადო. საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია. „არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე …

მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …

საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს, რა იცვლება ამით – საია განმარტავს

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. ეს გადაწყვეტილება მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინის ელჩი საქართველოდან უკრაინის პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად გაიწვია, ხოლო თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მოთხოვნად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დროულად გაკეთება დასახელდა. მანამდე, „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო 2024 წელს გააკეთებდა. რა იცვლება …

ბათუმიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს – ნივთების შეგროვება გრძელდება

ბათუმიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტრაული ტვირთი გაგზავნეს. ნივთების შეგროვება უკრაინელებისთვის გრძელდება. უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების პროცესს ბათუმში სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო საბჭო უზრუნველყოფს, უკრაინის საკონსულოსთან შეთანხმებით. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბათუმიდან ჰუმანიტარულ ტვირთს ჯერ თბილისში ჩაიტანენ, შემდეგ კი, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით, პოლონეთიდან შევა უკრაინაში. ბათუმში სამ მისამართზეა შესაძლებელი ნივთების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დატოვება ჰუმანიტარული ტვირთისთვის: …

43 გარდაცვლილი და კოვიდის 3115 ახალი შემთხვევა – 3 მარტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 3115 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 3 მარტის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 3025 ადამიანი.

ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

„ეს დაკავება იყო უკანონო, ახლაც არ არსებობს საფუძველი, რომ ისევ იზოლატორში იყვნენ, ეს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნებია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში საპროტესტო აქციის 8 მონაწილის დაკავებაზე. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები პუტინისა და …

ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს. „თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ …

„მაინც წავალთ“ – კობა ხაბაზი სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში არ გაუშვეს

„ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს ეს ხელისუფლება მთელ ქვეყანას… ჩვენ მაინც წავალთ უკრაინაში, ვერავინ დამიშლის, გადავალ თურქეთში ან აზერბაიჯანში და იქიდან წავალ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი კობა ხაბაზი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინაში აპირებდა მოხალისედ წასვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის საშუალება არ მისცა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა …

ომს უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი კაცი ემსხვერპლა

რუსეთ-უკრაინის ომს ბათუმელი ასლან ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასლან ბოლქვაძე 37 წლის იყო. ის ბოლო 10 წელი კიევში ცხოვრობდა, ხოლო გუშინ, 28 თებერვალს, სამხედრო შეტაკების დროს დაიჭრა. ახლობლების ინფორმაციით, ასლან ბოლქვაძე სამოქალაქო პირი იყო. „მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ – ამბობს მამუკა ქამაშიძე, ასლან ბოლქვაძის ნაცნობი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთ-უკრაინის …

კორონავირუსის 6847 ახალი შემთხვევა დადასტურდა – პირველი მარტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 6847 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 36 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4479 ადამიანი.

რა განსხვავებული აზრი დააფიქსირა მოსამართლემ „ლონდა თოლორაიას საქმეზე“

„სრულიად გაურკვეველია რა სამართლებრივ მოცემულობას, არგუმენტაციას ეფუძნება მოსამართლეთა მსჯელობა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით,“ – კატეგორიულია მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე კოლეგა მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც დღეს, 28 თებერვალს უარი უთხრეს სახელმწიფო ინსპექტორს სადავო ნორმების შეჩერებაზე. ლონდა თოლორაია ხვალიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება. შესაბამისად, დღეს ბოლო დღე იყო, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო დაეკმაყოფილებინა, ან უარი ეთქვა ლონდა თოლორაიასთვის. …

კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს. გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე. გადამდგარი გენერლის აზრით, …

25 გარდაცვლილი და კოვიდის 2465 ახალი შემთხვევა – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2465 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4595 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროშია – 417. ამ დროისთვის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 605 472 , ბოლო 24 საათში – 2 465 მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 504 161 , ბოლო 24 საათში – 12 840 მათ შორის, გარდაცვლილი – 16 163 , ბოლო 24 საათში …

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. …

საკონსტიტუციო სასამართლო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ სერჰი ჰოლოვატის მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.  „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მძიმე მომენტში,“ …

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომა ქათამაძე, ქართველი მებრძოლი უკრაინაში. ის აჭარის რეგიონში ცხოვრობს და იანვრიდან შეუერთდა კიევში „ქართულ ლეგიონს“. „აქტიური საბრძოლო მოქმედებებია, მაგრამ ვცდილობთ ვიყოთ უსაფრთხოდ, ყველას ჩვენ-ჩვენი დავალება გვაქვს და ამას მივყვებით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ აგრესიას გაუმკლავდეს, მუშაობს არტილერია, გვყავს სადესანტო და საავიაციო ძალები. რაც მთავარია, უკრაინელი …

ირაკლი ღარიბაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა საჭირო არ არის

„უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა პიარის თანხლებით არ არის ჩვენი ხელწერა… უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ სიტუაციაში, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს,“ – აღნიშნა დღეს, 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ტარდება უსაფრთხოების საბჭოს სხდომა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს რუსეთთან მიმართებით ორჯერ ახსენა სიტყვა „პრაგმატული“. …

უკრაინელი ჟურნალისტი დონეცკიდან: უმრავლესობა არსად წასვლას არ აპირებს

„უკვე ყველა მიმართულებით არის სამხედრო აგრესია, მე ახლა დონეცკის ოლქში ვარ, ბახმუთში, ეს ბრძოლის ველის უკანა ხაზია,“ – ამბობს სტას კოჟლიუკი, ის უკრაინელი ჟურნალისტია და დღეს დონეცკის ოლქში მუშაობს, როგორც ფრილანსერი. სტასმა „ბათუმელების“ რამდენიმე კითხვაზე მოახერხა პასუხის გაცემა. „ამ დილის ხუთ საათზე დონეცკში ყველა აფეთქებების ხმამ გამოგვაღვიძა…“ – გვიყვება სტას კოჟლიოუკი, რომლის დაკვირვებითაც ხალხში პანიკა …

„ვიგერიებთ მტერს“ – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა. ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე. „ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული …

„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება …

საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ბათუმში მოვალეობის შესრულება მოსთხოვეს – თოლორაიას საქმე

დღეს, 23 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები ტრანსპარანტებს მიღმა ყველაზე ხშირად სიტყვა „ისტორიულს“ ახსენებდნენ – „საკონსტიტუციო სასამართლოს 3 დღე დარჩა, რომ დემოკრატია დაიცვას, ეს ისტორიული მომენტია,“ – აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები. სამოქალაქო ორგანიზაციები – „არ გადადო“, „სირცხვილია“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლეებს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას შუამდგომლობის განხილვა მოსთხოვეს. საქმე უნდა განიხილოს …

Exit mobile version