„უკვე დაწყებულია ტექნიკის მობილიზაცია და იმ კვირიდან კომპანიამ სამუშაოები უნდა განაახლოს,“ – გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ ბათუმი – ახალციხის გზის შესახებ, სადაც მოსახლეობას უკვე გავლაც კი უჭირს. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე, „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს და ტენდერებსაც ატარებს, თუმცა ზამთარშიც, აქტიური სათხილამურო სეზონის დროს, ტრანსპორტირება უგზოობის …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
„აქ გავლა შეუძლებელი გახადეს“ – კურორტ „გოდერძისკენ“ მიმავალი გზა | ვიდეო
„გზაზე გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადეს… რეაბილიტაციის დაწყებამდე ამხელა პრობლემები არ იყო… მოხრეშვას ვითხოვთ და იმასაც არ აკეთებენ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ რიყეთში მცხოვრები გიგლა ანთაძე. ეს კურორტ „გოდერძისკენ“, ასევე „ბეშუმისკენ“ მიმავალი გზაა. წლებია ხელისუფლება ამ გზის მოწყობის დაპირებას გასცემს, ტენდერებსაც ატარებს და სამუშაოებსაც, თუმცა მოქალაქე აღწერს, რომ შედეგი საპირისპიროა. „გზაზე ვეღარ დავდივართ საერთოდ,“ – ამბობს …
Continue reading “„აქ გავლა შეუძლებელი გახადეს“ – კურორტ „გოდერძისკენ“ მიმავალი გზა | ვიდეო”
დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ
„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს. სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა …
Continue reading “დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ”
ქობულეთში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა
ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.
მოსამართლემ ირაკლი კუპრაძე გაამართლა, ისიც „მონას“ დაძახებისთვის დააკავეს
ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა. ის 2 მარტს ბათუმში, სოლიდარობის აქციაზე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ მან პოლიციელებს „მონა“ უწოდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ „მონას“ დაძახება სამართალდარღვევად არ მიიჩნია – 4 აპრილს ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩიდან“ ცოტნე კობერიძე, რომელმაც …
Continue reading “მოსამართლემ ირაკლი კუპრაძე გაამართლა, ისიც „მონას“ დაძახებისთვის დააკავეს”
რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ
„მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო,“ – მძიმე პროგნოზი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს რუსეთ-უკრაინის ომზე. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, მაგრამ ხედავს, რომ რუსული არმია მორიგი შეტევისთვის ემზადება, უფრო ხელსაყრელი პირობებით. სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ამ ეტაპზეც უკრაინისთვის შეიარაღების დროულად …
ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაგებულ სითბოს, სიყვარულს… ვეცდები ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად, ვიყო ისეთი შვილი, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი, მადლიანი ქვეყანა, “ – უთხრა დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ლელა ვეფხვაძემ, ქალმა, რომელმაც 9 აპრილი ყველას დაამახსოვრა სიმღერით „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, …
Continue reading “ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა”
„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის“ – გონჩარენკომ თბილისში შეკრებილებს ქართულ ენაზეც მიმართა
„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს,“ – ქართულად ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს. დღეს, 9 აპრილს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე „დროას“ ორგანიზებით იმართება. „32 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა, თავისუფლებისთვის საბრძოლველად,“ – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის რადას დეპუტატმა. – „მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არამხოლოდ თქვენი, არამედ …
9 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პირებს შორის 6 უკრაინის მოქალაქეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 აპრილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 18, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – …
Continue reading “კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 აპრილი”
ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ
შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობა გასამართლდეს თავისი ჟურნალისტებით – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექს-მოსამართლესთან „წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან. რუსეთი არ აღიარებს და, შესაბამისად, კრემლი არც …
„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე
„ეკლესია ერთია“ – მიიჩნევს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – სხალთელი მთავარეპისკოპოსი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის პატრიარქი არაქრისტიანულად იქცევა …
Continue reading “„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე”
გერმანიამ რუსთავის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი საქართველოს გადმოსცა
„გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე,“ – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებული ვლადიმერ კაპანაძე სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსია და იგი 2007 წლიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. პროკურატურის მიერ ძებნილი ვლადიმერ კაპანაძე გერმანიიდან დღეს, 8 აპრილს …
Continue reading “გერმანიამ რუსთავის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი საქართველოს გადმოსცა”
კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 8 აპრილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 20 782, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 761, PCR ტესტით – 2 021, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 439 ადამიანი.
ქარისგან დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში რამდენიმე დღეა ვერ შეაკეთეს
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსის მოსაცდელი რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მოსაცდელი ამ დრომდე არ შეუკეთებიათ. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მოსაცდელი ძლიერმა ქარმა დააზიანა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აქ გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება სამუშაო. როდის დაზიანდა მოსაცდელი, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მისი შეკეთება? – მერიის პრესცენტრში კითხვებზე პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ მოგვაწოდეს. …
Continue reading “ქარისგან დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში რამდენიმე დღეა ვერ შეაკეთეს”
„რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა?“ – მიტროპოლიტი დიმიტრი კირილს
„…ის მტარვალები აღდგომას ერთმანეთს ეტყვიან: „ქრისტე აღსდგა“ სიხარულით და ასეთ უბედურებას სჩადიან,“ – აღნიშნა დღეს, 7 აპრილს, ქადაგების დროს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ რუსეთის პატრიარქს მიმართა და უთხრა, რომ რასაც ის აკეთებს, „არ არის ქრისტიანობა“. „ეს იყო სრულიად გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებულიო [მანამდე მიტროპოლიტმა გაიხსენა რუსეთის …
საქართველოს მთავრობის უკრაინასთან დაპირისპირების ქრონოლოგია ომის შემდეგ
„…კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ასწავლიან, რაც არ მგონია, მისაღები იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში,“ – თქვა ბუჩის ქუჩებში ჩაცხრილულ ადამიანებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“. მისი ეს განცხადება ერთი-ერთში დაემთხვა რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ თითქოს უკრაინამ ბუჩაში გვამების სცენა დადგა. „გვამები …
Continue reading “საქართველოს მთავრობის უკრაინასთან დაპირისპირების ქრონოლოგია ომის შემდეგ”
ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ბათუმში დანიშნულ ახალ მოსამართლეებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი ახალი მოსამართლეა – ნინო სახელაშვილი და გულიკო კაჟაშვილი. მათ უკვე დაიწყეს სამოსამართლეო უფლებამოსილების შესრულება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი 32 წლისაა. ის 1989 წლის 9 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში. 2010 წელს ნინო სახელაშვილმა დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, ხოლო 2012 წელს – ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა. ბიზნესის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ნინო სახელაშვილს 2011 წლიდან სტაჟიორობა …
Continue reading “ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ბათუმში დანიშნულ ახალ მოსამართლეებს”
კოვიდით ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 324 ახალი შემთხვევა
stopcov.ge-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. დადასტურდა კორონავიურუსის 324 ახალი შემთხვევა. ჩატარდა კვლევა ტესტით – 22 625, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 420, PCR ტესტით – 2 205. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 426 ადამიანი. დღეს, 7 აპრილს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარაში – 11, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 26, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო …
Continue reading “კოვიდით ბოლო 24 საათში არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 324 ახალი შემთხვევა”
„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში
„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით. თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში …
ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.
კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 აპრილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გადაიცვალა 3 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 540, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, PCR ტესტით – 2 528. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 482 ადამიანი.
მოსამართლემ გაამართლა კობერიძე, რომელმაც ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ცოტნე კობერიძე გაამართლა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება დღეს, 4 აპრილს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ცოტნე კობერიძემ გუშინ, 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, საჯაროდ უწოდა „ბიძინას მონა“. ამ შემთხვევის შემდეგ კობერიძე პოლიციელებმა დააკავეს. ცოტნე კობერიძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
„მეზობელი ქუჩას ღობავს“ – რატომ ვერ იცავს მერია გზას, სადაც ასფალტი დააგო
„ღობეს პირდაპირ ქუჩაზე აშენებს ჩვენი მეზობელი და არავინ აჩერებს, გზასაც არ გვიტოვებენ,“ – გვითხრეს ბათუმში, სვიშევსკის ჩიხში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებმაც გზის მისაკუთრების ამსახველი ფოტოები მოგვაწოდეს. მესაკუთრე მერაბ ანთაძეა, რომელსაც ამ გზის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი აქვს. მერიაში კი განმარტავენ, რომ მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვა არ წარუდგენია. მერიის მიერ ახალმოასფალტებულ გზაზე ნიშნულები ღობის ასაშენებლად გასული წლის ზაფხულში გაჩნდა. …
Continue reading “„მეზობელი ქუჩას ღობავს“ – რატომ ვერ იცავს მერია გზას, სადაც ასფალტი დააგო”
კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 აპრილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 184, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 587, PCR ტესტით – 1 597. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 491 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში …
Continue reading “კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 აპრილი”
ეს დროის მოგებას ჰგავს, ფრონტის გასწორებას დონბასზე – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„რუსეთისთვის ახლა მთავარი დარტყმის მიმართულება არის დონბასი,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, ახლა მეორე ეტაპია რუსეთ-უკრაინის ომის და სამხედრო დანაკარგები გადაწყვეტს – რა ელის, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას და დანარჩენ სამყაროს. გენერლის დაკვირვებით, ომის გასაგრძელებლად რუსეთი „ძალებს იკრებს,“ უკრაინა კი, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამხედრო აღჭურვილობას ელის, რამაც ომში წარმატებების ბედი უნდა განსაზღვროს. …
„წყალი უწყვეტად კირილეს მერე აღარ გვაქვს“ – რას ჰყვებიან გონიოელები არჩევნების წინ
„ხმა უნდათ, რომ ახლა მივცეთ, ხომ?“ – ხუმრობით ცდილობს ახსნას გონიოს ციხესთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გადათხრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სულხან კახაძემ. ის აქვე ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ გონიოში სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ, წყლის ახალი მილებისთვის კი, ეზოები „გადამწყვეტ“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადათხარეს. …
მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – ენმ „ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს
განახლება: მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 2 აპრილის არჩევნებზე მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევი კანდიდატები არიან „ქართული ოცნება“ – რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – მათე ფუტკარაძე. ___ „გაითვალისწინეთ, რომ რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატად 3 თებერვალს დასახელდა. 18 თებერვლამდე კი, ის მთავრობის განკარგულებით იმ კომისიის წევრი იყო, …
გირაოს შემდეგ გათავისუფლდებიან – „ალტ-ინფოს” ქობულეთის ოფისთან ჯგუფური ცემის საქმე
ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 5-5 ათასი ლარი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. საუბარია პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ქობულეთის ოფისთან 22 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც აქციის 3 მონაწილეს სცემეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 31 მარტს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებულები „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ. …
აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“
„შიმშილობა დავიწყე, რადგან საჭირო კვლევებისთვის დაფინანსება არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აპირებს ღამის გათევას. შადიმან ხოზრევანიძის თქმით, მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა წლებია აწუხებს, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მოქალაქეს არ წარუდგენია ანგარიშფაქტურა, რომლითაც დადგინდება, კონკრეტულად …
Continue reading “აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“”
სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო
„სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციმზსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია… “ – ეს ჯოხარ დუდაევმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, 27 წლის წინ, 1995 წელს თქვა, როცა რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებულ ომზე საუბრობდა. „თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს…, მსოფლიოს დიდი უბედურება ელის,“ – ამბობდა მაშინ ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ნათლად აღწერდა, რით განსხვავდება …
„ალტ-ინფოს“ პარტიის ქობულეთის ოფისთან 3 კაცს სცემეს – პროკურატურა 5 პირის დაკავებაზე
ჯგუფურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, 22 მარტის აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება. 22 მარტს ქობულეთში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ოფისის დახურვა მოითხოვეს. აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამჯერად კი, 5 პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა პროკურატურამ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ჯგუფურად …
4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ
გონიოს პოლიგონის პრობლემა, კანალიზაციის სისტემისთვის გამოყოფილი თანხის კოვიდბიუჯეტში გადარიცხვა, ნაგავსაყრელი და ჭოროხის გზა, რომელიც არ გაკეთდა – ეს 4 პრობლემა ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქიდან 30 მარტს შემაჯამებელ ბრიფინგზე დაასახელა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ. 2 აპრილს ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. ეს არჩევნები გადაწყვეტს, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. „არ აირჩიოთ ჩიქოვანის კლანი საკრებულოში,“ – …
Continue reading “4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ”
კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 მარტი
30 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 232, PCR ტესტით – 2 229. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 555 ადამიანი.
„კანონს არღვევენ“ – საია საარჩევნოდ 338 ადამიანის ბათუმში, ერთ მისამართზე ჩაწერაზე
„მისამართი უნდა იყო დაზუსტებული. კანონი ავალდებულებს რეესტრს ზუსტი მისამართის დადგენას. დამისამართების პრობლემა ბევრგან არსებობს და ეს გამოიყენა მმართველმა გუნდმა თავის სასარგებლოდ… ამ შემთხვევაში რეესტრი კანონს არღვევს,“ – გვიპასუხა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ წინასაარჩევნოდ ასობით ადამიანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ბათუმში გადმოწერაზე, კონკრეტულად კი, „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“. ამ მისამართზე …
მიქაუტაძის საქმის პოლიციელები სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემაში რჩებიან
ილია სააკაშვილი ერთ-ერთი სამართალდამცველია „მამუკა მიქაუტაძის საქმიდან“, რომელიც ახლა უკვე შსს-ს მაღალჩინოსანია – ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსია. ილია სააკაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო 2013 წელს, როცა თბილისში მცხოვრებმა მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წინა დღით მიქაუტაძემ ცოლს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვისას, პოლიციელებმა მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა …