მთავარი,სიახლეები

ჩაქვში ტრაილერი და ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა 2 კაცი

20.05.2022 • 4115
ჩაქვში ტრაილერი და ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა – დაიღუპა 2 კაცი

ჩაქვში ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი დაიღუპა.

შეჯახების შემდეგ ავტომანქანებს ცეცხლი მოედო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებს ცხედრები უკვე დამწვარი დახვდათ. ავარიის მონაწილე კიდევ ერთ პირს კი, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: