რა ხდება, როცა ქალის დამორჩილებას ფარულად გადაღებული კადრებით ცდილობენ? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე განჩინებას გაეცნო 2023 წლიდან დღემდე: საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების, პირადი საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ასევე ადევნებას, რომელიც 2017 წლიდან გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ამ კატეგორიის საქმეებში მსხვერპლი ძირითადად ქალია – მოძალადის ცოლი, ან ყოფილი ცოლი. „ანას საქმეში“ კი [სტატიაში სახელები შეცვლილია], …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
ხელისუფლება არ იძიებს, რა მოხდა ადიგენში – მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს: დაიწყო თუ არა გამოძიება ადიგენში გუშინ, 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე? პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ამ უწყებას გამოძიება არ დაუწყია. საუბარია ადიგენის ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე – მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, …
„ეს იგივეა, მოკლა ადამიანი. ხელისუფლება თავადაა ეჭვმიტანილი“ – ბესელია ფარული კადრებით ქალების შანტაჟზე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს პირადი ცხოვრების ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ. სწორედ მას შემდეგ ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა – ამ მეთოდით ემუქრებიან უკვე არამხოლოდ ცნობილი ქალებს, არამედ დიასახლისებს და მოზარდ გოგონებსაც კი. კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა“ – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის …
ბათუმში 19 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც 5 მარტს გაუჩინარდა
ბათუმში 19 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ. ნიკა ცეცხლაძის მამა, ემზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ შვილი 5 მარტის შემდეგ აღარ უნახავთ. ნიკა ცეცხლაძე სტუდენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ შსს ჩართულია სამძებრო სამუშაოებში.
ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან
მას შემდეგ, რაც საქართველოში გავლენიან და ცნობილ რამდენიმე ქალს ფარული კადრები გაუვრცელეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ – ფარული კადრების გავრცელებით დაშანტაჟების შემთხვევებმა იმატა. ამ ტიპის დანაშაულის ჩადენა კი ძირიტადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. „კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური ფოტოების გავრცელებით ემუქრებოდა“ – ეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციაა იმაზე, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს …
Continue reading “ფარული კადრებით შანტაჟის ისტორიები სასამართლოდან”
„მარიონეტი მოსამართლე გოგუაძე კონსტიტუციის, ხალხის უვადო მტერი“ – პროტესტი საშაურმეზე
„ვითხოვ, პასუხისგებაში მიეცეს ინსპექტორი, რომელმაც გასული წლის 8 მარტს ჩემს თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა. ამ შემთხვევას დღემდე არ იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური,“ – აცხადებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ეს ის კაცია, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გასულ წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“. კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის ეს მოქალაქე …
„მაღაზიიდან 1 სნიკერსი გამოიტანა“ – ყაჩაღობაში ბრალდებულს 12 წლამდე პატიმრობა ელის
„დილით შემოვიდა შეტყობინება მაღაზიის დაყაჩაღებაზე,“ – უთხრა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს ბათუმის მე-6 განყოფილების ინსპექტორმა, ცოტნე ქართველიშვილმა, რომელსაც ბრალდებული კაცი შემთხვევის ადგილთან ახლოს, „ინტურისტის“ წინ გაჩერებულ ავტომანქანაში უპოვია. „ეს ის მაღაზიაა, რომელიც პოლიციის განყოფილების გვერდითაა, დაახლოებით 50 მეტრში?“ – მოწმეს ჩაეკითხა ადვოკატი შოთა ხორავა. „დიახ,“ – მოკლედ მოუჭრა ადვოკატს სამართალდამცველმა. დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
მამიდაა წასული ემიგრაციაში, ნათესავები, ცუდია ჩემთვის ემიგრაცია – სტუდენტების გამოკითხვა ბათუმში
„ვითხოვთ ტარიფის გაზრდას“ – კიდევ რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები ბათუმში
„ვითხოვთ მომსახურების ტარიფების გაზრდას და საკომისიოების შემცირებას“, – ძირითადად ამ ორი მოთხოვნით ტაქსის მძღოლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია ისევ მოაწყვეს. ტაქსის მძღოლები აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება. ტაქსის მძღოლები გაფიცვას აპირებენ, თუ მათ მოთხოვნებს დამსაქმებლები არ შეასრულებენ. „ბათუმელები“ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ დაუკავშირდა ტაქსის აპლიკაციის მესაკუთრეებს. „მაქსიმში“ …
Continue reading “„ვითხოვთ ტარიფის გაზრდას“ – კიდევ რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები ბათუმში”
ქობულეთის შემოვლით გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა გაზზე მუშაობდა. უცნობია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ჩამქრალია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფოტო: კევინ ქართველიშვილმა
რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი
როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისი, რომელიც დღეს, 5 მარტს, ისევ ცალმხრივად ჩაიკეტა? – გზების დეპარტამენტის პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომპანია, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, „დაჯარიმდა და სამუშაოები 2 თვეში უნდა დასრულდეს“. გზების დეპარტამენტის პრესცენტრში სამუშაო დღის ბოლომდე ვერ დაგვიზუსტეს, როდის დაჯარიმდა კომპანია და როდიდან აითვლება ეს 2 თვე? უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე …
Continue reading “რომელი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა ბათუმში და როდის გაიხსნება ხალვაშის გამზირი”
ბათუმში ბანკომატზე კაცს 1000 ლარი დახვდა – როგორ გაასამართლეს ქურდობაში ბრალდებული
3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა ბათუმელ ნუგზარ ჩ.-ს, რომელსაც ქურდობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, მას ბანკომატის თანხის მოსაწოდებელ აპარატში სხვისი 1000 ლარი დახვდა და აიღო. ნუგზარ ჩ. გამართლდა. ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის თებერვალში მიიღო. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ ბრალდებული პოლიციას არ დაუკავშირდა, თუმცა მოსამართლეების …
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 4 მარტიდან, ბათუმში ახალი სამარშრუტო ხაზი #18 ამოქმედდა. ახალ სამარშრუტო ხაზზე დანიშნული ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: შარაშიძის ქუჩა, მამია ვარშანიძის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, აბუსერიძის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, საბაგირო. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზი მოსახლეობის თხოვნით აამოქმედეს. ბათუმში ახალ სამარშრუტო ხაზებზე ავტობუსების დანიშვნას …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის ახალი სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა”
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაფიცვას აანონსებენ – „კომპანიებმა საკომისიო 20 %-მდე გაგვიზარდეს“
„საკომისიო 10 – 12%-დან 20 %-მდე აიყვანეს“, „ვითხოვთ ხელშეკრულებას“ – ამბობდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც დღეს, 4 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ტაქსის მძღოლები სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. ისინი განმარტავენ, რომ აპლიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მუშაობას აზრი აღარ აქვს, აპლიკაციით კი, სადაც დამსაქმებელი კლიენტს ტაქსის მძღოლებთან აკავშირებს, უსამართლო პირობებია. „დაფასებას ვითხოვთ. მე „იანდექსში“ ვმუშაობ, ყველას …
„ოცნება“ აანონსებს ჰომოფობიური კანონის მიღებას, რამდენად აინტერესებს ეს ხალხს – გამოკითხვა ბათუმში
რატომ ვერ იღებს ინტერნეტმედია სასამართლო სხდომას? – დავა საკონსტიტუციოში
შეიძლება თუ არა საერთო სასამართლოებში პროცესს ინტერნეტმედია იღებდეს? – ამ საკითხზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 29 თებერვალს განიხილა. „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ სარჩელში დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ინტერნეტმედიას უზღუდავს საერთო სასამართლოებში სხდომის ვიდეო გადაღებას, ან სასამართლო პროცესის Live-ში ჩართვას. სასამართლო პროცესზე ვიდეოგადაღების უფლება კანონით საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რომელიც ვალდებულია ჩანაწერი გადასცეს მასობრივი ინფორმაციის …
Continue reading “რატომ ვერ იღებს ინტერნეტმედია სასამართლო სხდომას? – დავა საკონსტიტუციოში”
არის ქართული სასამართლო პროტესტის ჩახშობის ინსტრუმენტი? – როგორ მუშაობს საკონსტიტუციო
„ხელისუფლება სასამართლოს იყენებს, როგორც ინსტრუმენტს, ჩაახშოს პროტესტი, აღწევს კიდეც ამ მიზანს…“ – მიიჩნევს კოტე ჩაჩანიძე, ერთ-ერთი აქტივისტი, ვინც პროტესტის გამოხატვის გამო 2015 წელს დასაჯეს. კოტე ჩაჩანიძე თბილისში „პანორამას“ მშენებლობას აპროტესტებდა: „პანორამა არა …ლე“ – ამ პლაკატების „მოშორებას“ ითხოვდა პოლიციელი აქტივისტისგან. კოტე და სხვა აქტივისტებიც დააკავეს. მოსამართლემ დაკავებულები წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააჯარიმა. პანორამა აშენდა. ეს საქმე …
ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ძმის სანადირო თოფით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია 2023 წლის 2 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ხელვაჩაურში, სოფელ კიბეში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. სასამართლო პროცესებზე მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებული მკვლელობის მოტივად მშობლების შეურაცხყოფას ასახელებდა და არასასურველ სასიყვარულო ურთიერთობას. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი …
Continue reading “ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ
„ჩემს სოფელში ბევრად უფრო დიდია მთა, ვიდრე წაბლანაში იყო,“ – ამბობს ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. ის ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს და გეოლოგებს, რომელიც მის სოფელს შეისწავლიან: „ნაპრალები, რაც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა ჩემს სოფელში, წაბლანას ცნობილი ტრაგედიის დროს, ახლა კიდევ უფრო გაფართოვდა. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა. ჩვენ შველა გვჭირდება, მაგრამ არავინ არ გვაქცევს …
Continue reading “„ჩვენ შველა გვჭირდება“ – სოფელ კვატიაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ”
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარია. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სამსართულიან სახლში გაჩნდა, რომლის პირველ სართულზეც ავტონაწილების მაღაზიაა. სამაშველო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხანძარი ავტონაწილების მაღაზიის სასაწყობე ნაგებობაში გაჩნდა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ამ სამსახურს ინფორმაცია ხანძრით დაშავებულების შესახებ არ აქვს.
როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ
„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე. ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, …
„მიწაში რომ მოვემწყრევი, მერე განიხილავენ? – ადამიანები საშიშ გარემოში, მეწყერთან მარტო
ნარკოდანაშაულზე 270 პირი დავაკავეთ, 27 ნარკორეალიზატორი და დამდებები – შსს
საქართველოში ნარკოდანაშაულის ჩადენის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორია. ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 23 თებერვალს, გაავრცელეს. შსს-ს ინფორმაციით, 270 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე პერიოდში დააკავეს. „მიმდინარე წლის დასაწყისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 270 …
Continue reading “ნარკოდანაშაულზე 270 პირი დავაკავეთ, 27 ნარკორეალიზატორი და დამდებები – შსს”
პუტინი უკან ვეღარ დაიხევს, ანუ რა ხდება უკრაინაში ომის 2 წლის თავზე – ინტერვიუ გენერალთან
„უკრაინა ძირითადად გადასულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ამ გამოფიტვას ემსახურება ასეთი მცირე წარმატებებიც, რაც რუსეთს ძალიან დიდი ფასი უჯდება: ცოცხალი ძალა, სხვა დანაკარგები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს რესურსები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას. განსაკუთრებით ცოცხალ ძალაზეა ლაპარაკი,“ – დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა, რომელსაც ვკითხეთ, რა ჩანს მისთვის ამ გადასახედიდან, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის …
„2 წლის ბავშვთან ერთად გამოვიქეცი, ღამით დასარჩენი არ მაქვს“ – რა ჩანს ძალადობაზე ახალ განაჩენებში
ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც უზენაეს სასამართლოს განჩინება 2024 წელს მიუღია, კაცი ცოლს ავტომანქანაში კონდიციონერის ზომის გამო ეჩხუბა – პროკურატურის ვერსიით, სახეში გაარტყა ხელი. მოსამართლემ კაცი ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ მიიჩნია, მეორე ეპიზოდში – დამნაშავედ. მეორე ეპიზოდი სახლში ძალადობას ეხებოდა. მოძალადეს მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა – 100 საათით. საერთო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, …
რა ფუქცია აქვს ლითონის კონსტრუქციებს? – გამოკითხვა ბაგრატიონის ქუჩის ახალ სკვერში
„მგონია, ცისფერ მთებში ვთამაშობ“ – იუსტიციის საბჭოს მონიტორი
„მთელი წელია მაქვს განცდა, რომ „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ და ფოიეში ველოდები კიდევ ერთ უარყოფას სხდომასთან დაკავშირებით“, – გვიყვება მარიამ ქვარიანი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამის იურისტი. ის საიას და „სასამართლოს გუშაგის“ მონიტორებთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომებს აკვირდება. მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, ევროინტეგრაციის პროცესში იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო …
Continue reading “„მგონია, ცისფერ მთებში ვთამაშობ“ – იუსტიციის საბჭოს მონიტორი “
„აქ 500 ძაღლია, ისინი დაბრუნდებიან ქუჩებში“ – რატომ ანგრევს მერია ბათუმში თავშესაფარს
„გვეშინია აივნიდან დენმა არ აგვიტაცოს“ – კაცი, რომლის სახლზეც მაღალი ძაბვის სადენები გაატარეს
„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს. ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, …
„კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო“ – რა მოაწყვეს ბაგრატიონის ქუჩის სკვერში 2 მილიონად
„ეს კროსვორდივითაა, უნდა გამოიცნო, რა არის,“ – ხუმრობის განწყობაზე დგება მოქალაქე ბათუმში, რომელსაც ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სკვერში ჩადგმულ ლითონის კონსტრუქციების შესახებ ვკითხეთ. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში დაგვიდასტურეს, რომ ლითონის კონსტრუქცია, რაც ამ სკვერში უკვე დაამონტაჟეს, მხოლოდ დეკორაციული თაღია, ღამით ნათდება და მას აღარაფერი დაემატება. აქ უპასუხოდ …
ქაოსური სხდომები – რა გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგით
„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს. ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, …
Continue reading “ქაოსური სხდომები – რა გამოიკვეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგით”
„წამოვიყვან ჩემს 400 ძაღლს და მერიასთან დავდგები“ – რატომ ანგრევენ ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს
„გამოდის, 500 მიუსაფარი ძაღლი და კატა უნდა დაუბრუნდეს ქალაქის ქუჩებს, ეს იქნება კატასტროფა,“ – ამბობს თინა დიასამიძე, რომელსაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ჩააბარა წერილი ძაღლების თავშესაფრის „პირვანდელ მდგომარეობაში“ დაბრუნებაზე. ეს მოთხოვნა პრაქტიკულად ბათუმში არსებული ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟს ნიშნავს. ბათუმის მერიაში არ აქვთ პასუხი: როდის გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე, ან სად უნდა წაიყვანონ 500-მდე მიუსაფარი ცხოველი …
რა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის 3 ბრალდებულს
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დამნაშავედ მიიჩნია: ალექსანდრე ახვლედიანი, ლუკა ჯიბლაძე და დავით მენაბდე. საუბარია 2023 წლის 18 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: 19 წლის გიორგი ალხანიშვილი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოკლეს. მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს და ტყისპირას დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგის სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 5 წლით და 6 …
Continue reading “რა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის 3 ბრალდებულს”
პეტიცია ბახმაროში მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ
მოქალაქეები პეტიციით – „ბახმაროს გადასარჩენად“ ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციის ავტორები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანების გაუქმებას სთხოვენ, რომლის საფუძველზეც კომპანია „ორბი“ კურორტზე კომპლექსის მშენებლობას იწყებს. „მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს …
Continue reading “პეტიცია ბახმაროში მასშტაბური კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ”
კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებოდა – საგამოძიებო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული კაცი 45 წლისაა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულს 2023 წელს გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელსაც სასტუმროში სქესობრივი კავშირის დროს მობილური ტელეფონით ფარულად ვიდეო გადაუღო. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2024 წლის იანვარში, ბრალდებული დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების ნათესავებში გავრცელებით …
Continue reading “კაცი პარტნიორ ქალს ინტიმური კადრების გავრცელებით ემუქრებოდა – საგამოძიებო”
როგორ დასაჯა მოსამართლემ 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის მონაწილეები – განაჩენი
მოსამართლე კოტე ჭილაიამ „ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე“ 3 კაცს განაჩენი გამოუტანა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 12 თებერვალს, მიიღო. საუბარია 2023 წლის 18 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: 19 წლის გიორგი ალხანიშვილი ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოკლეს. მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს და ტყისპირას დამარხეს. საქმის მასალების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგის სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს. …
Continue reading “როგორ დასაჯა მოსამართლემ 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის მონაწილეები – განაჩენი”