რატომაა ბულვარი ჩაბნელებული

იმის მიუხედავად, რომ 2023 წელს ბათუმის საახალწლოდ მორთვისა და განათებისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ბათუმის ახალი ბულვარი ჩაბნელებულია. აქ პალმის მცირე განათებაც კი გამორთულია. ბათუმის ახალი ბულვარი 27 ნოემბერს შტორმმა დააზიანა, თუმცა პრომინადი, ასევე ველობილიკი გაწმენდილია და დღისით სეირნობაც შესაძლებელია. ღამით კი, მუსიკალური შადრევნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებული საზაფხულო ამფითეატრის ჩათვლით, გადაადგილება მხოლოდ ზღვისპირას აშენებული მაღალსართულიანი …

მოსამართლემ ტელეწამყვან თეონა ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის სარჩელი. თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო და 2020 წელს გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 დეკემბერს გამოცხადდა. „თეონა ბაკურიძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. მოსამართლემ განმარტების გარეშე დატოვა სხდომათა დარბაზი. გადაწყვეტილების გამოცხადებას აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი არ დასწრებია. თეონა …

„ამ ცივ იატაკზე შევხდებით ახალ წელს“ – ბათუმში 20-მდე უსახლკარო სახელმწიფო შენობაში შეიჭრა

ბათუმში 20-მდე ოჯახი ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში შეიჭრა. შენობას ჯარისკაცები იცავენ. „უკანა ეზოდან შევედით ღამის 2 საათზე, ფანჯარა გამოვაღეთ და შევედით, ისე ჩვენ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთია, რომელიც 27 დეკემბრის ღამით სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეიჭრა. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ეს ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაა და იგი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა. „ახალ …

რატომ აჯარიმებს სასამართლო მოქალაქეს 2000 ლარით, შსს კი მხოლოდ 500 ლარით

„ეს შერჩევითი სამართალია და დაცინვაც: აი, მოგიგდებ რაღაცას და თითქოს სამართალი გვაქვს ქვეყანაში“, – ბათუმელი თემურ გორგაძის შთაბეჭდილება ასეთია იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო: მოქალაქემ დაადასტურა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი უკანონოდ დააკავეს. თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავებისთვის მოსამართლემ შსს-ს 500 ლარის გადახდა დააკისრა. იგივე ბათუმის საქალაქო სასამართლომ „რუსული გემის წინააღმდეგ“ …

რას წერს შშმ უფლებადამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

„თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარჩენალდაკარგული პირი ერთდროულად ორივე სოციალური პაკეტით არ სარგებლობს, მას პრაქტიკულად ერთმევა სრულფასოვანი და თანასწორი განვითარების შესაძლებლობა,“ – წერს ესმა გუმბერიძე ამიკუსში [სასამართლოს მეგობრის მოსაზრება] საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ესმა გუმბერიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველია, მან ამიკუსი მოსამართლეებს სახალხო დამცველის სარჩელზე მისწერა, რომლითაც გასაჩივრებულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ჩანაწერი. ამ …

აჭარის გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „გზის პრობლემა არ გვაქვს“

„შიდა სასოფლო გზები არ გაწმენდილა, შუქი გუშინ გაითიშა და დღეს დილით მოვიდა ნახევარი საათით, ახლა ისევ უშუქოდ ვართ,“ – ამბობს გიგლა ანთაძე. ის ხულოში, სოფელ რიყეთში ცხოვრობს. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, მას შემდეგ, რაც თოვა დაიწყო, მათ უშუქობის და უგზოობის პრობლემა აქვთ. აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, დილიდან განახლდა დათოვლილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და …

„მიწა გადავუფორმე და $150 000-ს არ მიხდიან“ – რა კავშირი აქვს თაღლითობის საქმესთან მერიის მოხელეს

„ომის დაწყების შემდეგ კიევში ბინა გავყიდეთ და საცხოვრებლად ბათუმში წამოვედით. ბათუმში თაღლითობის მსხვერპლი გავხდით,“ – გვიყვებიან ჰანნა და ირაკლი ბერიძეები. ჰანნა უკრაინელია, თუმცა ჰანას და ბათუმელ ირაკლის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ: უკრაინის და საქართველოს. წყვილი თაღლითობის იმ საქმეზე გვესაუბრება, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პროკურატურის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ამ საქმეზე უკვე გამოკითხულია ბესიკ ცეცხლაძე …

„ბათუმში მოზარდს პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოსტეხეს“ – ადვოკატი

„როგორც ლაშამ განაცხადა, მას პოლიციელებმა მოტეხეს ხელი დაკავების დროს. მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ასევე უთხრა, რომ მიაყენეს შეურაცხყოფა გარდაცვლილი დედის მიმართულებით,“ – ამბობს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა, რომელიც 17 წლის ლაშა ც.-ს ინტერესებს იცავს. არასრულწოვნის დის და ადვოკატის მტკიცებით, მოზარდზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს – ხელი მოტეხეს და ფსიქოლოგიური ზემოქმედებით აიძულეს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში სასურველი ჩვენების …

სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა აჭარის საპატრულო, რომელმაც მოქალაქე უკანონოდ დააკავა

ბათუმელმა თემურ გორგაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. მოქალაქემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ის სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს, შემდეგ კი 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, პირის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა,“ – აღნიშნულია საია-ს …

„არც ერთი საათი არ უმუშავია“ – ბათუმის მერიამ ჩაიბარა შადრევანი, რომელიც 2 წელია არ მუშაობს

„როგორც კი დაიწყო ამის გაკეთება, ჩართეს ერთი, გასინჯეს და მის მერე საერთოდ არ უმუშავია, არც ერთი საათი არ უმუშავია, წყალიც არ გაუშვიათ შიგ,“ – მოქალაქე სულიკო აბუსერიძე ბათუმის ცენტრში, ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთასთან და პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მდებარე პატარა სკვერში მოწყობილ შადრევანზე გვესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ამ შადრევნის სარეაბილიტაციო …

„ნაქირავებიდან გამომიშვეს, ბრეზენტი გადავაფარე და სხვის ეზოში ვცხოვრობდი“ – დევნილი ქალი

„წლების წინ დევნილებს 7 ათას დოლარს აძლევდნენ, ეს ფული თავის დროზე არ ავიღე, რადგან ბინა მინდოდა,“ – გვიყვება დოდო ფაჩულია, აფხაზეთიდან დევნილი, – „30 წელია ქუჩაში ვარ, ნაქირავებში, ახლა 22 ათას ლარს მაძლევენ, მაგრამ ამ ფულით ვერ ვყიდულობ ვერაფერს. „ასტუპნოით“ რომ ვისარგებლო, მაგის საშუალებას არ მაძლევენ, მეუბნებიან, ასე კანონი დაირღვევაო,“- ამბობს ის. დოდო ფაჩულია ბათუმში, …

რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს – „რუსეთშიც დადგა მოთხოვნა ხარისხზე“

მეციტრუსეები მანდარინს ვეღარ ყიდიან იმ მოლოდინის მიუხედავად, რომ წინასაახალწლო პერიოდში ციტრუსი კარგ ფასად გაიყიდებოდა. ფერმერების თქმით, მანდარინის რუსეთში ვეღარ გააქვთ, თუმცა ექსპორტიორები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. რატომ ვეღარ ყიდიან მეციტრუსეები მანდარინს და რა გამოსავალს სთავაზობს ფერმერებს აჭარის მთავრობა? – აჭარის მთავრობის აპარატსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კითხვები უპასუხოდ დატოვეს. აჭარაში წელს დაახლოებით 55 ათას …

„პოლიციელმა დაზარალებულს ხელმეორედ სცემა“ – საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა. ახალციხეში  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  ინსპექტორი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცველმა კონკრეტულ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა, რამდენიმე დღის შემდეგ დაზარალებულის შვილს და მის მეგობარს სცემა, შემდეგ კი, დაზარალებულს განმეორებით სცემა. „2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის …

ალკოჰოლის სმის ფაქტზე რეაგირება – კიდევ რას გააკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება“ – ეს მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი ფუნქციაა. თბილისისა და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები 13 დეკემბრიდან ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ …

რას წერენ ნაცემი თუ მოკლული ქალების საქმის მასალებში პოლიცია და სასამართლო

4-ჯერ შეგხვდებათ ფრაზა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 4 ივლისს მიიღო და პოლიციელის მხრიდან ქალზე ფიზიკურ ძალადობას ეხება. ფრაზებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვხდებით. „ეჭვიანობის ნიადაგზე“, „დაქორწინების მიზნით,“ „ცოლად შერთვის მიზნით“ – ამ და სხვა ტერმინებს აქტიურად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა; ამ ლექსიკით ადგენს პროკურატურა დოკუმენტებს, მაგალითად, ბრალის …

აქ მცხოვრები სომეხი ქართულად უნდა საუბრობდეს და უყვარდეს თავისი ქვეყანა – არტური ბათუმიდან

„ის, რაც გვაქვს საქართველოში, სომხეთში, კავკასიაში, თითქმის აღარსად აღარაა: ელემენტარული სითბო, ჩვენი ჩახუტება, კაი სალამი,“ – არტურ ოგანესიანს, აჭარაში სომხური დიასპორის პრესმდივანს, ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებს ჯერ კიდევ გადარჩენილ იტალიურ ეზოში შევყავართ. არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ ამ ეზოში მის ბავშვობაში შვიდი სხვადასხვა ეროვნების 18 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი, ეზოს მხოლოდ ქართული და …

რას გააკეთებენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ბათუმში მუშაობა დაიწყეს

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მართლწესრიგის 20-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მართლწესრიგის ოფიცერმა უნდა იმუშაოს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან. „მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ …

კაცმა ცოლს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაუღო და გაუვრცელა – რა თქვა მოსამართლემ

„რ. ბ-მ კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით თანაცხოვრების პერიოდში მის მეუღლეს მ. მ-ს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შემდგომ ხელმისაწვდომი გახდა მისი არასრულწლოვანი შვილის ძიძის – ნ. ბ-სათვის,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 მაისს მიღებულ განჩინებაში. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა ყოფილ ცოლს თანაცხოვრების პერიოდში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი …

„ნაკლები ინტერესი იგრძნობა შშმ ადამიანების მიმართ“- ექსპერტი აშშ-დან

„სამწუხაროდ, ცივი დამოკიდებულება იგრძნობა საქართველოში შშმ პირთა მიმართ როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან,“ – ამბობს ჰარი ვაისმენი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის კონსორციუმის ადვოკატირების პროგრამის დირექტორია და აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში მუშაობს. ჰარი ვაისმენმა შშმ პირთა ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრა ბათუმში გამართა. ამერიკელ ექსპერტს შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ: რა ქმნის ყველაზე მეტად პრობლემას საქართველოში შშმ პირების უფლებების …

„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

„ეს ციფრები რომ იზრდება კარგია, მაგრამ თუ აკონტროლებს ვინმე, როგორ იხარჯება?“ – მერიის სამსახურის უფროსებს მიმართა მოქალაქე მანანა ხაბაძემ, როგორც კი, პრეზენტაცია დასრულდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ. დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, კონკრეტულად კი, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიამ მსგავსი დისკუსია რამდენიმე დასახლებაში გამართა. მიუხედავად …

გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა

„შეიძლება, კუმულაციურად რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, ვგულისხმობ იმას, რომ ზღვის დინამიკა შეიცვალოს მთლიანად და აქ თუ არ მოხდა დაწოლა, სხვაგან მოხდეს დაწოლა… მიზანშეწონილობა უნდა გამოვიდეს აქედან: კუმულაციურად ამან ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში?“ – კითხულობს ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი. ნინო ჩხობაძეს …

მოსამართლემ ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლა

დღეს, 7 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციელი, ვისაც ცოლზე ძალადობას ედავებიან. სხდომის დაწყებიდან მალევე მოსამართლეს ადვოკატმა დაზარალებულად ცნობილი ქალის წერილი გადააწოდა – ნახეთ, პრეტენზია აღარ აქვს, უკვე შერიგდნენო. ამ წერილს დაეყრდნო მოსამართლეც. „როგორც ჩანს, კონფლიქტი ამოწურულია“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია. შესაბამისად, კაცს …

ბათუმში მოძალადე კაცი ყოფილ ცოლს ურთიერთობას აიძულებდა – როდის [არ] აბამენ ელექტროსამაჯურებს

„ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო.-მ მუცლის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე“, – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში ვკითხულობთ. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო მანამდე, ვიდრე მას ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავებდნენ, თუმცა მოძალადისთვის არ გაუკეთებიათ ელექტრონული სამაჯური. არადა ელექტრონული …

პოლიციამ 78 მოძალადეს დაუმაგრა ელექტრონული სამაჯური – 6 თვის მონაცემები

„ამ კატეგორიის საქმეებთან მიმართებით ერთ-ერთ გამოწვევად რჩება გარეშე პირების მხრიდან მომართვაზე თავის შეკავება, როდესაც იციან ძალადობის ფაქტების შესახებ, ესწრებიან ძალადობრივ ქმედებებს,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ: რა მიაჩნია შსს-ს გამოწვევად, როცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პოლიცია ელექტრონული სამაჯურების სისტემას იშვიათად იყენებს. ელექტრონული სამაჯური ძალადობის განმეორებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ევროპულ პრაქტიკაში. …

ვინ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ოჯახებს, რა გამოცდილება აქვთ ევროპაში – ინტერვიუ

„არსებობს იპოთეკური სესხების შეღავათის პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავალიანება აქვთ და არსებობს რისკი, საცხოვრებელი დაკარგონ. მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ ადამიანი უსახლკარო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს,“ – დასავლეთის პრაქტიკას გვიზიარებს მარიამ ჯანიაშვილი, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტია და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ აგვარებენ უსახლკარობის პრობლემას ევროპის ქვეყნები. უსახლკარო ადამიანები, მაგალითად, ბათუმში დღემდე ყოველ ხუთშაბათს იკრიბებიან ბათუმის მერიასთან და …

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მანქანა დაეჯახა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 6 დეკემბერს მოხდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, „სამი დაშავებული სხვადასხვა ტრავმით გადანაწილებულია რესპუბლიკურსა და რეფერალურ საავადმყოფოებში“. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.  

აბორტი გაუპატიურების შემდეგ – ომბუდსმენის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ორსულობის შეწყვეტა ნაყოფის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის პერიოდშიც შეიძლება, თუ ქალი დაორსულდა „სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად“ . კანონით ორსულობის შეწყვეტა 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია სამედიცინო ჩვენების დროს. ორსულობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული მეორე საფუძველი კი, სადავო შემთხვევაა და რომლითაც პრაქტიკულად ვერავინ სარგებლობს, რადგან …

რეზინის ტყვიები აქციებზე – მაკო გომური პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციოში უჩივის

მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური „პოლიციის შესახებ“ კანონში, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს. მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. მას რეზინის ტყვია …

თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

„საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ხელისუფლების ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დღეს, 4 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. რა სტრატეგიით აპირებენ „ნაციონალური …

ხაშურში ქალი ყოფილი ფაბრიკის შენობაში გამოკეტეს და აწამეს – განაჩენი

საქმის მასალების მიხედვით, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბერს მიღებული განჩინებაშია მოცემული, ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ქალი აწამეს. ქალის ჯგუფურად წამების საქმეში სულ 5 კაცი იყო ჩართული, მათ შორის, ერთს კი, უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. შემთხვევა 2020 წლის მაისში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ქალი მიტოვებული ფაბრიკის შენობაში გამოკეტეს და ჯგუფურად აწამეს, ფიზიკური ძალადობის გარდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა წამების …

ენმ ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა დატოვა

„ურთულესი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა,“- ამბობს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის რამდენიმე სხვა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტიის უკვე ყოფილი ლიდერები დღეს, 4 დეკემბერს მოწყობილ ბრიფინგზე აცხადებდნენ, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ენმ-ს ახალი მენეჯმენტი და მისი გადაწყვეტილებებია. „ჩვენ ამ …

აბაზანაში ქალს ვიდეო გადაუღეს და გაუვრცელეს – რა გადაწყვიტა ხელვაჩაურის სასამართლომ

„ს. ს.-მ ფარულად დამონტაჟებული მობილური ტელეფონის ვიდეოკამერის მეშვეობით უკანონოდ მოიპოვა პირადი საიდუმლოს – ა. შ-ს სრულიად შიშველი სხეულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რამაც მნიშვნელოვანი მორალური ზიანი გამოიწვია,“ – წერია საქმეში, რომელიც ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უკვე განიხილა. საქმის მასალების მიხედვით, კაცმა, რომელმაც ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, სოციალური ქსელის მეშვეობით სხვა პირს გადაუგზავნა ქალის შიშველი სხეულის ამსახველი …

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია – პროკურატურის კვლევა

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია, ეს იმ კვლევაში ჩანს, რომელიც პროკურატურამ 2023 წელს გამოაქვეყნა და სადაც 2022 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგებია გაანალიზებული. პროკურატურის კვლევის მიხედვით 585 არასრულწლოვნიდან 124-ის [ანუ 21%-ის] ორივე, ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია. პროკურატურის მონაცემებით, მოზარდები კანონთან კონფლიქტში ყველაზე ხშირად ისევ ქურდობის გამო შედიან. 2022 წელს 14-დან 18 წლამდე ასაკის განრიდებული …

Exit mobile version