16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც ზღვაში 16 წლის ლუკას დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს. საუბარია ბათუმში 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე – 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი „ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, „ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ …

„გაურკვევლობაა ლავასოლღლის და ნიკუშას შორის“ – „კანონიერი ქურდის“ მამა ქურდულ გარჩევებზე

„…რაღაც პირადი გაურკვევლობა არსებობს ლავასოღლის და ნიკუშას შორის, მალე მოგვარდებიან, შეხვდებიან და გაარკვევენ ერთმანეთში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მინდია ცენტერაძემ. ის ე.წ. კანონიერი ქურდის – ნიკა ცენტერაძის [„ქურდული სამყაროსთვის“ ნიკუშა ქობულეტსკის] მამაა და მოსკოვში ცხოვრობს. მინდია ცენტერაძეს სოციალური ქსელით დავუკავშირდით და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ: სხვადასხვა ვერსიით, „ქურდულ გარჩევებს“ უკავშირებენ ქობულეთში 31 წლის კაცის …

ქობულეთში 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლუკა გ.-ს. საუბარია 2024 წლის 23 მარტს ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. პროკურატურა განზრახ მკვლელობის ჩადენას 47 წლის კაცს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 31 წლის თამაზ გაგუას „არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან …

„კორპუსთან 2 დღის წინ გამოჩნდა კაცი და ეზოს ნაწილი მოღობა, ჩემიაო“ – აქციაზე ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

„ხანძარიც რომ გაჩნდეს, ჩვენს კორპუსთან მანქანით ვეღარ მიხვალ, ეს პროექტი ხომ შეითანხმა მერიამ, სადაა ახლა?“ – კითხულობენ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #49 წილადი 17-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებლები. მათ დღეს, 25 მარტს, კორპუსებს შორის გამავალი გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 8 წელი ცხოვრობენ, საერთო ეზოს და მანქანით …

3 ადამიანი დაიღუპა ავარიით ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 25 მარტს, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 – დაშავდა. სოფელ ოჩხამურის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაღუპულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“. ———– …

გამოჩნდა რა აქვთ მოსამართლეებს დასამალი, მათ ქონებაზე არაერთი სიუჟეტი მომზადდა – ნატა ფერაძე

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ. „აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? …

მოსამართლეს აქვს დავალება დააშინოს ჟურნალისტი, აქციის მონაწილე, რომ ჩაკლან პროტესტი – მთივლიშვილი

რატომ აშინებთ გავლენიან მოსამართლეებს კეთილსინდისიერებაზე შემოწმება? რას შეცვლის ეგრეთ წოდებული ვეტინგი? – ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გავლენიანი მოსამართლეები საქართველოში ხელისუფლების „დავალებას ასრულებენ“. მათი მიზანი კი პროტესტის ჩაკვლაა. გელა მთივლიშვილი ამ წლის იანვარში პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამის მიუხედავად სასამართლომ ჟურნალისტი 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა კონფერენციამ კეთილსინდისიერების …

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 23 მარტს, საღამოს მოხდა. “ბათუმელების” ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. განახლება: შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. ქობულეთში დააკავეს.

მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან

„ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, რომელსაც ოპოზიციის ერთობაზე ვკითხეთ: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას? ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების ნიშნების არ ჩანს. ერთობის გარეშე კი, კვლევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირდება. როგორ უყურებენ ოპოზიციაში გამარჯვების შანსს, როცა არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება, რაც ცალ-ცალკე …

„ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას“ – ახალი წარწერა ბათუმში, მოქალაქის საშაურმეზე

„ანაფორიან ღ…. მილიონები!!! მშიერ მოსწავლეებს მარხვა???“ – ეს წარწერა მოქალაქე ვაჟა თავართქილაძემ ბათუმში, საკუთარი საშაურმეს ვიტრინაზე დღეს, 22 მარტს გამოაკრა. მოქალაქე ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტეტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწყლიური 25 მილიონის გარდა, დამატებით 35 მილიონი ლარი გამოუყვეს. „ოცნება“ ყიდულობს ეკლესიის კეთილგანწყობას, რათა ამ უკანასკნელმა იმუშაოს მრევლზე სახელისუფლებო პარტიისთვის ხმების მისაცემად. ეს არის აშკარა წინასაარჩევნო მოსყიდვა,“ …

რას უპირებენ ბავშვებს, რომლებიც კანონს არღვევენ – იზოლირებულ სახლებში „ჩასმის“ პერსპექტივა

„ფაქტობრივად არარსებულ სისტემაში ერთ შენობას აწყვეტინებ თითქოს პრობლემას. ვერ გადაწყდება ასე ეს პრობლემა,“ – კატეგორიულია ბავშვთა უფლებების იურისტი, ანა არგანაშვილი, რომელსაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ვესაუბრეთ. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების იზოლირებულ …

ბათუმის ციხეში პატიმარი 27-ჯერ გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში – საქმე საკონსტიტუციოში

„მაგალითად, N3 დაწესებულებაში [ბათუმის ციხე], ერთ შემთხვევაში პატიმარი 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი იქნა 27-ჯერ, საიდანაც აღნიშნული პატიმარი 4 შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად წუთებისა და საათების ინტერვალებით მოთავსებული იყო 9, 7, 6 და 4 დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან პატიმრის გამოყვანისა და შეყვანის დროდ ერთი და იგივე …

რატომ არ იაფდება პროდუქტები, როცა რუსები საქართველოს ტოვებენ? – ეკონომისტის მოსაზრება

რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ? სურსათის ფასების მკვეთრად გაზრდის დროს ვისმენდით არგუმენტს, რომ საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოდის, მოთხოვნა გაიზარდა და ესაა ფასების მატების მიზეზი. როდის გაიაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში? – „ბათუმელები“ სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. ის კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია. ბატონო სოსო, რატომ არ იაფდება საკვები პროდუქტები საქართველოში, …

„ბევრი რამ აქვთ დასამალი“ – მოქალაქეები მოსამართლეებზე, რომელთაც შემოწმება აშინებთ

მედიაში არაერთი სიუჟეტი მომზადდა მოსამართლეების ქონებაზე, გამოჩნდა, რამდენი რამ აქვთ მათ დასამალი, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე დანაშაულს ჩადის… ამიტომაც, არ სურთ ეს შემოწმება, ამას კი, „ქართული ოცნება“ ფუთავს ისე, რომ აი, „დამპალი ევროპა გვმართავს“, იქეთ თავდასხმაზე გადადიან ნაცვლად იმისა, რომ გამჭვირვალობას დათანხმდნენ,“ – გვითხრა ნატა ფერაძემ. „აქციებზე როცა გვაკავებენ, სასამართლო პროცესის გამართვამდე წინასწარ ვარკვევთ: რამდენი დაგვაკავეს? …

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერით 5.3 მილიონი მიიღო – TI

აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია „ესია ჯგუფის“ შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 5 მილიონ 344 077 ლარი მიიღო. „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ კომპანიის შესახებ კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, როცა კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბოლო 8 თვეში კი, …

2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა

წუხელ, 17 მარტს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა ,,მედინასთან” მოხდა, მეორე  კი – სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“. დაახლოებით 40 წლის ქალს კლინიკა „მედინასთან“ იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა იგი მათთან შეიყვანეს. „მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა …

„რა ვქნა, რიჟვაძე, პენსიით ვერ ვიყიდი ბინას?“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„მე 30 წლის შვილს ხელმოკიდებული ვატარებ, ახლაც სახლში ჩავკეტე და ისე წამოვედი აქციაზე. რა ვქნა, რიჟვაძე, მე პენსიის ფულით ხომ ვერ ვიყიდი ბინას? ერთი კუთხე მომცენ, როცა ამდენი ცათამბჯენია ბათუმში და ამდენი უსახლკარო ადამიანი,“ – მეგაფონიდან მიმართა უსახლკარო მაგული ფუტკარაძემ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქციაზე, რომელიც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ დღეს, 15 მარტს გაიმართა. …

TV 25-ის ჟურნალისტებს ბათუმში თავს დაესხნენ – გამოძიება არ დაიწყო

„შენ გაგწევ ახლა მე“ – მიმართავს „ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირი TV25-ის გადამღებ ჯგუფს, რომელსაც გუშინ, 14 მარტს, თავს დაესხნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ დრომდე ვერ გვიპასუხეს, დაიწყო თუ არა გამოძიება. ჟურნალისტებს ადგილზე დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება. დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის …

რა იცვლება მოწმის დაკითხვის დროს სასამართლოში – ცვლილება კანონში

უკვე ამოქმედდა ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დაკითხვას ეხება სასამართლოში. აქამდე არსებობდა ჩანაწერი: „არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება“. კანონის …

რკინის თაღში მერიამ 128 ათასი ლარი დახარჯა – რატომ მიბაძა ბათუმს ქობულეთმა

ლითონის კონსტრუქცია ქობულეთშიც გამოჩნდა. წლის დასაწყისში რკინის  მსგავსი კონსტრუქციები ჩადგეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერშიც. ლითონის კონსტრუქცია, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში „პერგოლით“ არის მოხსენიებული, ქობულეთის ბიუჯეტს 61 012 ლარი დაუჯდა. ჩაქვში მდებარე სკვერში, ქობულეთის მერიის დაკვეთით, სულ 10 პერგოლა ჩადგეს. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სკვერის შემთხვევაში კი, 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაიდგა – 128 008 ლარად. ბათუმის და …

სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ

„უნდა ევაჭრონ მსესხებლები ბანკს და საუკეთესო პირობა წამოიღონ“ – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა? „მსესხებელმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში,“ – განმარტავს …

„საბაგირო უნდა გადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ“ – ზიპლაინი ქედაში მერიის ნებართვით

„საბაგირო გზა უნდა გადიოდეს საჰაერო, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ… დარღვეულია შპს „ჯეტ გრუპის“ მიერ ელექტროგადამცემი მოწყობილობის წესების“ მე-6 გამოცემის 2.5 166-ე მუხლი,“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წერილში, სადაც კომპანია ასაბუთებს, თუ რატომ შეუწყვიტა ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან მოწყობილ ზიპლაინს ელექტროენერგია, როგორც კი კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყო. ზიპლაინი კანონდარღვევით ქედაში უკვე მესამე წელი მუშაობდა ისე, რომ …

როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება

დღეს, 13 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე. სასამართლომ მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. „როინ შავაძის საქმეზე“ …

„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე

„მაგალითად, BMC-ის კლინიკაში რომ შეხვიდე, დაახლოებით 3 კილომეტრი უნდა გაიარო მოსაბრუნებლად, თუ გინდა, რომ არ დაჯარიმდე. სკოლასთანაც დამატებით კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარო, რომ მობრუნდე,“ – გვიყვებიან ხელვაჩაურში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ საგზაო მონიშვნებს აპროტესტებენ. საუბარია ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე – 2 თვის წინ აქ უხარისხოდ დაგებული ასფალტი აყარეს და ხელახლა დააგეს. ამ გზის …

სახალხო დამცველის განცხადება თანამშრომელზე, რომელიც მას სასამართლოში უჩივის

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 13 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს. „ბათუმელებმა“ გუშინ, 12 მარტს, გამოაქვეყნა სტატია სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის შესახებ, რომელიც ლევან იოსელიანს სასამართლოში …

ომბუდსმენს თანამშრომელი სასამართლოში უჩივის, ის დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო და სხდომაც ჩაინიშნა. მას მოქმედი თანამშრომელი უჩივის და „განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას“ ითხოვს. ლევან პაპავა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს კოორდინატორია და ამბობს, რომ სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა. „როცა სახალხო დამცველი მსგავს შემთხვევას …

„31 წლის კაცის გადმოსვენებას ვითხოვთ საფრანგეთიდან, ის 3 თვის წინ მოკლეს“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ მთავრობას არც ფულს ვთხოვთ და არც საჭმელს, დაგვეხმაროს მთავრობა იმაში, რომ ცხედარი ჩამოგვასვენებინოს,“ – ამბობს გენადი შაინიძე, რომელსაც დღეს, 11 მარტს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ შევხვდით. საუბარია 2023 წლის 17 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – 31 წლის მარადი სურმანიძე საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში მოკლეს. ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიებას აქვს ვერსია, რომ კაცის მკვლელობას თავის ცოლს ედავებიან. …

რას ითხოვენ პლაჟის მოიჯარეები და როგორია აჭარის მთავრობის პასუხი – ვიდეო

„ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, 3-წლიანი ხელშეკრულებებით გადასცეს პლაჟი. თუმცა დავიშალეთ იმ პირობით, რომ ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დაელაპარაკება,“ – ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც პლაჟის მოიჯარეების დახურულ შეხვედრას დაესწრო აჭარის მთავრობაში. დღეს, 11 მარტს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბათუმის სანაპირო ზოლზე დასაქმებულმა, პლაჟის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია …

როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება ერგოს არარეგისტრირებულ მეუღლეს ქონება? – „ბათუმელები“ ბათუმში მცხოვრებ 83 წლის „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო. „წინამდებარე საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ 1985 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელე მამკვიდრებელთან, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. არავის სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი მამკვიდრებელთან 29 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას …

ერგეში ანგრევენ სტადიონს, რომლის მოწყობაზეც 50 ათასი დაიხარჯა – აქ სოციალური სახლი უნდა ააშენონ

ხელვაჩაურში, ერგეში სოციალურ სახლს აშენებენ და მინი-სტადიონს ანგრევენ. „აუცილებელი იყო ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა იქ დაგეწყოთ, სადაც ცოტა ხნის წინ მინისტადიონი ააშენეთ? 10 მეტრით ვერ გაიწევდა სამშენებლო მოედანი? კორპუსს რომ ააშენებთ და იქ ოჯახებს შეასახლებთ, ამ ხალხს არ დასჭირდება სპორტული სივრცე თუ ახალ სტადიონს ააშენებთ? ბევრი ფული გაქვთ?“ – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მალხაზ ჭკადუამ …

„ძმამ მითხრა, ქონება ბიჭისააო და ჩემს სახლში ვეღარ შევდივარ“ – 75 წლის ქალი 9 წელია სამართალს ეძებს

„ძმამ მითხრა, ქონება მარტო ბიჭს ეკუთვნისო და ჩემზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა, სახლში ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს 75 წლის ლიანა გიორბელიძე. სმენადაქვეითებულ, მარტოხელა ქალს აღარ სურს დაბრუნდეს სახლში, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრეც [50%] თავადაა. სახლი ბაგრატიონის ქუჩაზეა და იგი საზიაროა ძმასთან. ლიანა გიორბელიძე ქონების თანაბრად გაყოფას ითხოვს და ამბობს, რომ მოძალადე ძმასთან ცხოვრება აღარ სურს. დაპირისპირება და-ძმას …

3 შვილის დედას ახალგაცნობილი კაცი მასთან ქორწინებას აიძულებდა – რა თქვა სასამართლომ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში ადევნებისა და უკანონო თვალთვალის [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს კი – 115. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადევნების მსხვერპლი გახდა, ზუგდიდში მცხოვრები ხატია [სახელი შეცვლილია] იყო. ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს …

მუსლიმების აქცია ბათუმის მეჩეთთან – „ვითხოვთ სამართლიან პირობებს“

„ხელისუფლებას მინდა მივმართო: ერთი თვის შემდეგ, როცა მარხვა დასრულდება, თქვენ აუცილებლად მოხვალთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვაზე, ამას მუდმივად აკეთებთ,“ – თქვა დღეს, 10 მარტს, ბათუმის მეჩეთთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ჰურიე აბაშიძემ, – „მოხვალთ და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანებს, ეტყვით, რომ ტოლერანტული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა თქვენ თუ ამ …

ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.3 %-ით გაიზარდა – „მხოლოდ საფუარი გაიაფდა“

2024 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 6.83 ლარი იყო. ეს 3.3 %-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს, თუმცა წლიურ მაჩვენებელში,  2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 1.5%-ით შემცირდა. ეს ISET-ის, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „ხაჭაპურის ინდექსის“ ახალი მონაცემია. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. …

„მიუღებელია რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა“ – ომბუდსმენი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე

„სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი დღეს, 9 მარტს ავრცელებს. ადიგენის ცენტრში მუსლიმებს კერძო საკუთრებაში პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ. „გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავ თუ არ დაგტოვო კოჭლი“, – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა. სახლის …

Exit mobile version