გახარიას ჯგუფმა სხდომა დატოვა: „არცერთ პოლიტიკურ ფსკერზე მყოფ პოლიტიკოსს არ უკადრია ეს“

„თქვენ მოგიწევთ იმის კადრება, რაც არცერთ პოლიტიკურ ფსკერზე მყოფ, არცერთ ნაძირალა ამ ქვეყნის პოლიტიკოსს არ უკადრებია და არ გამოუცხადებია მტრად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა, საპარლამენტო ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ. გახარიას პოლიტიკურმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა პლენარული სესია, სადაც რუსული კანონის მიღებას აპირებენ. პოლიტიკურ ჯგუფში „საქართველოსთვის“ 5 დეპუტატია. „ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა …

„ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა“ – დეპუტატი გიორგი ვაშაძე

„დღეს ამ კანონის მხარდაჭერა არის ქვეყნის და ერის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ამ კანონის მხარდაჭერა არის მუხლზე ჩოქვით რუსეთის წინაშე დგომა,“ – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. დღეს, 17 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან აქციის დარბევის მიუხედავად, საპროტესტო აქცია გრძელდება.. „დღეს ჩვენ ყველა ერთიანები ვართ: პოლიტიკოსი, თუ არა პოლიტიკოსი, სპორტსმენი, …

ჟურნალისტების საქმიანობის ხეშეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა – საგამოძიებო

დღეს, 17 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება მოთხოვნით „არა რუსულ კანონს“. წუხელ პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქცია დაარბიეს, აქციის 11 მონაწილე დააკავეს, სცემეს ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე …

აქციაზე დაშავებული მოქალაქე: „ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა“

პარლამენტთა საპროტესტო აქციაზე დაშავებული მოქალაქე, ლევან ბუდაღაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს: „პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა, მადლობა ვინც მეძებდით, ვინც მიპოვეთ, ვინც მკითხულობდით და მკითხულობთ. ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად. ჩემთან არის კიდევ მასწავლებელი, ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა იქნებ უთხრათ, ბოკერიაში ვართ. ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს. არ ვიცი არცერთის სახელი, მაგრამ …

მოსამართლე: „თუ ჩემ სამშობლოს ვერ დავიცავ, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს. წინ, ევროპისკენ“

უვადო მოსამართლე, ლევან დარბაიძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: „თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას [78-ე მუხლი], ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!“ – წერს ლევან დარბაიძე. ლევან დარბაიძე 2016 წლიდან გორის სასამართლოს მოსამართლეა. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ …

„მცემეს, დამიჭირეს“ – პარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე დააკავეს

„მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს“ – წერს ფეისბუქში „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე. დღეს, 16 აპრილს, ღამით, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები უზღუდავენ გადაადგილების საშუალებას. აქციის მონაწილეების თქმით, გამოიყენეს წიწაკის …

„ეს კანონი გინდათ, რომ კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს“ – თამარ კორძაია „ოცნებას“

„სინამდვილეში ეს კანონი გინდათ პრევენციისთვის, რომ მერე ხელისუფლების კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს, ვინც ასე მუშაობს, ისინი ადგნენ და წავიდნენ, რადგან საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანები არ დაირქმევენ აგენტის სახელს არავითარ შემთხვევაში,“ – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა თამარ კორძაიამ. დღეს, 16 აპრილს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ ინიციირებულ რუსულ კანონს განიხილავს. თამარ კორძაიამ რუსული კანონის ავტორებს – „ქართული …

ეს კანონი იქნება ჰიბრიდული იარაღი რუსეთის ხელში – დეპუტატი თეონა აქუბარდია

„ეს კანონი ანტიქართულია, რადგან ის ყოფს ჩვენს მოქალაქეებს, აპირისპირებს, ქმნის საფრთხეებს ქვეყნის შიგნიდან და გარედან,“- ასე მიმართა პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. დღეს, 16 აპრილს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან რუსულ კანონის წინააღმდეგ 19 საათიდან საპროტესტო აქცია გაიმართება. „ამ კანონით თქვენ ქვეყანას საფრთხეს უქმნით მაშინ, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როცა გუშინ …

„ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე“ – დეპუტატი

„არ გქონდეთ იმედი, რომ საქართველო ოდესმე გახდება რუსეთის მოკავშირე. რუსეთის სიძულვილით გაერთიანებული საქართველო მათთან ერთად დაგასრულებთ თქვენ, როგორც ბოლშევიკური კანონის შემოქმედებს,“ – მიმართა დღეს, 16 აპრილს დეპუტატმა ეკატერინე ხერხეულიძემ პარლამენტს, სადაც რუსული კანონი განიხილება. „თქვენი კანონი, სახელწოდებით – უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ადამიანების გამჭვირვალობა – არ არის ახალი მოგონილი ტერმინი: თუ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვინმე …

14 პირი დავაკავეთ – შსს მშვიდობიან აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 14 პირი დააკავეს. 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მიიღო რუსული კანონი. რუსულ კანონს პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ. მშვიდობიან აქციაზე პოლიციელებმა 14 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც …

რატომ არჩია შოლცმა კობახიძის ღიად გაკრიტიკება – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან

„კანცლერმა არათუ გააკრიტიკა ეს კანონი, არამედ საჯაროდ ილაპარაკა პრესკონფერენციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ორმხრივ ურთიერთობაში ენიჭება ძალიან მაღალი პრიორიტეტი,“ – პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი შოლცის გზავნილებზე საუბრის დროს ყურადღებას, პირველ რიგში, იმაზე ამახვილებს, რომ გერმანიის კანცლერმა რუსული კანონის საჯაროდ გაკრიტიკება არჩია. ზაალ ანდრონიკაშვილი ოლაფ შოლცის და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას თარგმნიდა. რა შთაბეჭდილება დარჩა მას …

რა შეეშალა წულუკიანს კულტურის დამორჩილების დროს – თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

„გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს,“ – პირველ რიგში, სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა თეატრში გააქტიურებულ პროტესტზე ვკითხეთ. მათ შორის, ოზურგეთის თეატრზე, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს წინ მთლიანად დასი დაუდგა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კულტურის სფეროს და თეატრის დამორჩილებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად ცდილობს, თეატრალები …

რიკოთზე მინივენი სატვირთოს დაეჯახა, დაიღუპა 3 ადამიანი

რიკოთის უღელტეხილზე მინივენი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად, 3 მგზავრი დაიღუპა, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დღეს, 14 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის აგენტია? – ნათია სირაბიძე რუსულ კანონზე

რუსული კანონის მიღების საფრთხეებზე საუბრის დროს ნათია სირაბიძე, პირველ რიგში, ნიჭიერ სტუდენტებზე ამახვილებს ყურადღებას,რომლებმაც უცხოეტში სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვეს. იგი დარწმუნებულია, რომ ეს კანონი ყველას შეეხება. ნათია სირაბიძე მეცნიერებათა დოქტორია, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი. „სტუდენტებო, ემიგრანტებო და ხელოვანებო, მოემზადეთ! ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომმართავს კონსულტაციისთვის, რომ საზღვარგარეთ თავიანთი შვილების სასწავლებლად გაუშვან. უცხოეთში სწავლა ძვირია, მაგრამ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები …

ბათუმელი სტუდენტი: „აქციებს ვიწყებთ, ახალგაზრდების მოტყუება რთულია“

„ვერ უნდა შეგვიზღუდონ ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალს იმსახურებს არამხოლოდ ჩემი თაობა, არამედ თაობები, ვისი სიცოცხლეც ემსხვერპლა თავისუფლებას, საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია 9 აპრილს მებრძოლი ადამიანების გზაზე დავდგეთ. ახალგაზრდები ამას იაზრებენ. მჯერა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის,“ – ამბობს ბათუმელი სტუდენტი მათე ცენტერაძე. მათე ბსუ-ს სტუდენტია და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

ისტორიული ხის მეჩეთებიდან მხოლოდ ექვს აქვს ძეგლის სტატუსი – შეხვედრა ბათუმში

„სულ 25 მეჩეთი ვიკვლიეთ, აქედან 23 არის ხის მეჩეთი, 14 არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, 2 ავარიულია… მხოლოდ 6 მეჩეთს აქვს აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,“ – ამბობს თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი. ამ ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს, ბათუმში ხის მეჩეთების მნიშვნელობასა და მძიმე მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგზე დისკუსია გამართა. შეხვედრაზე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელნაკეთი …

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები 

რა არის მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ რუსული კანონით ქვეყანაში? – ვკითხეთ ბსუ-ს სტუდენტს ქეთი პაქსაძეს, რომელიც ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. „ეს უკვე იქნება არა ქვეყანა, არამედ რუსეთის პატარა ოლქი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება რუსეთს. ამ ქვეყანაში აღარაფერი არ იქნება ევროპული. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროპიდან, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც ჩამოგვართვან,“ – გვითხრა …

ხულოს მუფთი რუსულ კანონზე: „შეუძლებელია ამ კანონის მიღება“

„ერთი ფანჯრიდან ხედვა არ შეიძლება. ეს იყო კომუნისტური სივრცე: დაინგრა, დაიმსხვრა და ღმერთით აღარ აღსდგება“, – რუსული კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთი, ასლან აბაშიძე. ამ თემაზე საუბრის დროს, პირველ რიგში, იგი ყურადღებას კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს. „ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი აზრი, კრიტიკული მედია. ჩვენ თუ ვიღაც არ გვეყოლება, ვინც მიგვითითებს, არ გამოვა. ასაკიანი …

როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე

„ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე. ის ხაზს უსვამს, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსულ კანონს პარლამენტი ვერ მიიღებს. „გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება,“ – ამბობს ხათუნა სამნიძე. ის გასული წლის გაზაფხულზე განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა …

„რაც მოხდა რუსეთში, ვერ მოხდება საქართველოში“ – უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე

„ამერიკა გეუბნება, რომ არ ვარგა, ევროპა გეუბნება – არ ვარგა. ერთადერთი რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა არ გეუბნება იმავეს. ხომ უნდა მიხვდე, რომ ცუდია?“ – კითხულობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. „ბათუმელები“ მას რუსულ კანონზე ესაუბრა. თამაზ ბაკურიძის აზრით, გაუგებარია, რატომ აწყობს რუსული კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებას, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ევროპული …

შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები – „მოვითხოვთ, სასამართლომ უმკაცრესად დასაჯოს“

„მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას, უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს,“ – ამბობენ შუახევში მოკლული 33 წლის მელანო ქიზინიძის ოჯახის წევრები. ისინი დღეს, 11 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ფემიციდის შემთხვევებზე ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირება მოითხოვეს. შუახევში, ნენიის ხიდთან, პროკურატურის ვერსიით, ქმარმა ცოლი დანით 2024 წლის 4 აპრილს მოკლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს …

„დღევანდელ წვიმაში კაცი გარეთ რომ ილოცებს, მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – ბათუმის ახალი მეჩეთი

„დღევანდელ წვიმაში რომ კაცი გარეთ ილოცებს, ამაზე მეტი ჩაგვრა რა გინდა?“ – გვითხრა ბათუმში მცხოვრებმა მუსლიმმა, ასლან ქამადაძემ პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, 10 აპრილს, ბაირამის ლოცვის შემდეგ, ბათუმის ახალ მეჩეთში მოეწყო. პრესკონფერენციაზე მუსლიმმა მრევლმა ადიგენის ინციდენტი გააპროტესტა – მუსლიმებს ადიგენში ლოცვაზე მიუვარდნენ და დაემუქრნენ. გამოძიება კი, არ დაწყებულა. ბათუმში შეკრებილმა მუსლიმებმა გააპროტესტეს ისიც, რომ მეშვიდე წელია …

ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე

„რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის,“ – მიიჩნევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია. მას რუსულ კანონზე ვესაუბრეთ. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილზე, თითქოს მსგავსი კანონი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. „რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს,“ – მკაფიოა ნონა წოწორიას პოზიცია. სტრასბურგის …

„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია“ – მასწავლებელი ხულოს სოფელ ბოძაურიდან

„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია, მოსინჯვა ქართული საზოგადოების, თუ რამდენად არიან მზად დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებისთვის,“ – რუსულ კანონზე გვესაუბრა პედაგოგი ვარლამ ხოზრევანიძე. ის ხულოში, სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას და სპორტს. „თუ მისი უზენაესობა ხალხი ღირსეულად დაიცავს თავის უფლებებს, მაშინ გამოცდა ჩაბარებული გვექნება და ღირსი ვიქნებით ღირსეულად ცხოვრების, თუ არა, მაშინ გვეყოლება ის …

„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე

„მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ქვეყანა დააშოროს ევროპას, მაგრამ მას არ შეუძლია წინ აღუდგეს ხალხის ნებას. მთავრობას არ უნდა მივცეთ ამ კანონის მიღების საშუალება“, – მიიჩნევს რეჟისორი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე. პირველ რიგში რეჟისორი „დასავლური მხარდაჭერის მარგინალიზებაზე“ ამახვილებს ყურადღებას, რის მიღწევაც „ქართულ ოცნებას“ სურს რუსული კანონის მიღებით. „რამდენადაც საქართველო წინ წაიწევს, ევროპისკენ, ამ დროს იგონებს …

„9 აპრილით მიღწეულსაც ვკარგავთ, ოცნება ისევ წუმპეში მიგვათრევს“ – მოქალაქე რუსულ კანონზე

„მიღწეულსაც ვკარგავთ, ისევ წუმპეში მიგვათრევენ,“ – მიიჩნევს ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე. აქტიურ მოქალაქეს, რომელიც 9 აპრილის მოვლენებშიც ჩართული იყო, ვკითხეთ: რამდენად ანადგურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეას რუსული კანონის მიღება საქართველოში? ეროვნულობას და ევროპულობას შორის არის თუ არა ტოლობის ნიშანი? ვაჟა თავართქილაძე ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე  2023 წელს …

„სროლების დროს რა იქნება?“ – გენერალი ახალ აეროპორტზე ვაზიანში, სადაც ნატოს საწვრთნელი ბაზაა

„რუსებს რომ არ ეხატებოდათ გულზე, ცნობილია. ეს რომ გადაკეთებულიყო ნატოს თვითმფრინავების მიღების ადგილად, არც ეს დაეხატებოდათ,“ – გვითხრა გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ის საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე ორჯერ იყო და პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს, 8 აპრილს გაჟღერებულ სიახლეზე ვესაუბრეთ: მთავრობა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მოწყობას აპირებს. ვაზიანში სამხედრო ბაზაა, სადაც ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში წვრთნები ტარდება. …

„საბავშვო ბაღში არ იქცევა ჩემი ბავშვი ასე. ეს ქვეყანაა და არა შპს“ – ბიზნესმენი რუსულ კანონზე

„ამ კანონს ისევ გაიწვევენ, სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ ექნება… ვითომ რომ წერენ: ამას არ ეხება, იმას ეხება, ეს ყველაფერი ტყუილია: რუსული კანონი შეეხება ყველას,“ – პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნებაზე ეს რეაქცია აქვს ბიზნესმენ არკადი კახაძეს, ის ყველის საწარმო „ცეზარის“ მფლობელია და ხულოში დამზადებული ყველი აშშ-ში გააქვს. 2023 წლის მარტშიც აპროტესტებდა ეს ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ მიერ …

„მეხუთედ მოგვივარდნენ“ – მუსლიმებს ლოცვის გამო ადიგენში აქციას უმართავენ

„მეხუთედ მოგვივარდნენ, მუსლიმებს გზა გადაუკეტეს და სალოცავად მოსვლის საშუალებას არ აძლევენ… ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ სიმშვიდეს და კანონით ჩვენთვის მონიჭებული უფლებების დაცვას,“ – ამბობს მერაბ მიქელაძე, ადიგენში მცხოვრები მუსლიმი. მის სახლში მუსლიმები დღეს, 5 აპრილს პარასკევის ლოცვაზე შეიკრიბნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპროტესტო აქციას მერაბ მიქელაძის სახლთან მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მუსლიმების შეკრებას, …

რაში დასჭირდა „ოცნებას“ რუსული კანონის დაბრუნება – პოლიტოლოგის მოსაზრება

რუსულ „რულეტკას“ ახსენებს „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაბრუნება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი აზრით, ხელისუფლებას, რომელსაც ამ დრომდე ავტორიტარული ტენდენციები ჰქონდა, ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის მიღწევა სურს. „რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი,“ – მიიჩნევს  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა: რატომ დასჭირდა …

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა – ფემიციდის ახალი შემთხვევა

შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალს კაცმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება. შსს-გან ველოდებით ინფორმაციას. სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. 27-ჯერ კი სცადეს ქალის მკვლელობა.

„ქალებმა რუსული კანონის წინააღმდეგ მედგრად იბრძოლეს… ოცნებას ეშინია ქალების“ – გამოკითხვა ბათუმში

„ქიძინიძეების სკოლაში 18 მოსწავლე დარჩა, ადრე ერთ კლასში ვიყავით ამდენი“ – დაცლილი სოფლები აჭარაში

„აქ სულ ცარიელი სახლებია. დაცარიელდა, მინდა, რომ აქ იცხოვრონ, ფუტი აადინონ,“ – მწვანებალახიან ეზოში გამოდის ნელი ბეჟანიძე, ხის ღობეს უახლოვდება და ხელით გვანიშნებს სოფელ ქიძინიძეებში რამდენიმე სახლს, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუკეტავთ. შუახევის სოფლები დღვანი და ქიძინიძეები ბოლო წლებია აქტიურად იცლება. აქ აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სოფელში დარჩენილები ამბობენ, რომ სოფელი შემოსავლის გარეშე დარჩა, მოსავალს …

რატომ წააგო ერდოღანმა არჩევნები: „მშიერი კუჭი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. მან ის პროვინციებიც კი წააგო, სადაც ტრადიციულად არჩევნებს იგებდა. რატომ დაკარგა ამომრჩევლის ნდობა თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის პარტიამ და რა იცვლება მეზობელ სახელმწიფოში? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ თურქოლოგ ქამრან ოსმანლის. ბატონო ქამრან, რას აჩვენებს თქვენთვის არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში: ოპოზიცია ლიდერობს, ერდოღანმა დამარცხება აღიარა…  ეს მართლა …

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან

„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით. სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა. თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ …

Exit mobile version