კულება სამარცხვინოს უწოდებს მაკრონის მოწოდებას – „არ უნდა დავამციროთ რუსეთი“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც „როიტერსი“ წერს, მაკრონმა რეგიონულ გაზეთში 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიდევე ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთისთვის დამცირების არიდების აუცილებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინის „ისტორიული შეცდომის“ მიუხედავად, აუცილებელია, რომ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური საუბრებისთვის დარჩეს ადგილი. ჩვენ არ უნდა …

უკრაინა მზადაა შექმნას პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა მზადაა შექმნას შესაბამისი პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად. კულებას თქმით, ამას მხოლოდ ის აფერხებს, რომ რუსეთისგან არ არსებობს გარანტიები, სატრანსპორტო გზის ოდესაზე თავდასხმისთვის არგამოყენების შესახებ. თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება გაეროსა და პარტნიორებთან ერთად. „უკრაინა მზადაა შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის …

ემბარგო რუსულ ნავთობზე ჭაბურღილების კონსერვაციას გამოიწვევს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებას ეხმაურება და რუსეთისთვის მოსალოდნელ შედეგებზე წერს. როგორც პოდოლიაკი ამბობს, ემბარგო საბოლოოდ გამოიწვევს რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირებასა და ჭაბურღილების კონსერვაციას. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს იმავე რაოდენობით ნავთობის ჩინეთისთვის მიყიდვას, რაც ევროკავშირში გაჰქონდა ექსპორტზე. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კიდევ ერთხელ უსვამს …

„რუსეთმა მათი ბავშვობა მოიპარა“ – უკრაინაში დღეს ბავშვებს ნაღმებთან ქცევას ასწავლიან

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, უკრაინელი 1-4 კლასის მოსწავლეებისთვის „იუნისეფი“ ონლაინგაკვეთილს მართავს, სადაც ბავშვებს ასაფეთქებელი ობიექტების გარჩევას, აღმოჩენილ ნაღმებთან მოქცევასა და უსაფრთხოების სხვა წესებს ასწავლიან. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვები UNICEF-სგან საჩუქრებსაც მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, …

რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსეთი ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსულმა „გაზპრომმა“ დღეს, 31 მაისს, გამოაქვეყნა. „30 მაისის სამუშაო დღის ბოლოს Gazprom Export-ს არ მიუღია GasTerra B.V.-სგან აპრილში მიწოდებული გაზისთვის გადახდა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის ნომერ 172 ბრძანებულების შესაბამისად. პირველი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე უნდა გადაიხადონ რუბლში ახალი ანგარიშის დეტალებით, რის შესახებაც …

უკრაინიდან ხორბლის ქურდობაში მონაწილე რუს მეზღვაურებს ინტერპოლი დააკავებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, სირიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემის მიერ სავარაუდოდ უკრაინიდან მოპარული ხორბლის ჩატანას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, ყოველი მეზღვაური, ვინც მონაწილეობს მსგავს ქმედებებში, ძებნილთა საერთაშორისო სიაში მოხვდება და მათ ინტერპოლი დააპატიმრებს. „რუსეთი აგრძელებს სისხლიანი უკრაინული ხორბლის ექსპორტს სირიაში. ყოველი მეზღვაური, რომელიც მონაწილეობს რუსულ დანაშაულებრივ სქემაში და ყიდის დანაშაულებრივად მითვისებულ ქონებას, …

უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა – CNN

CNN-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით დატვირთული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ერთ-ერთი გადამზიდი გემი – „მატროსი პოზინიჩი“ სირიის ქალაქ ლატაკიაში შევიდა. როგორც გამოცემა წერს, ეს ამ გემის მეორე მოგზაურობაა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში. ერთჯერადად გემს დაახლოებით 30 000 მეტრული ტონის ტვირთის გადატანა შეუძლია. „მატროსი პოზინიჩი“ 19 მაისს ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, ხორბლით დატვირთვისას Maxar …

პუტინი ვერ გაიმარჯვებს – გერმანიის კანცლერის მიმართვა უკრაინელებს

„პუტინი ვერ გაიმარჯვებს,“ – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინელებს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული მეორე საერთაშორისო საქველმოქმედო სატელევიზიო მარათონის დასაწყისში. გერმანიის კანცლერის ინგლისურენოვანი ვიდეომიმართვა პირდაპირ ეთერში გადაიცა სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიით და მისი მოსმენა შეეძლოთ ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან შეკრებილ ადამიანებს. აქ სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან მონიტორებიდან, არაერთი უკრაინელი შემსრულებელი ადგილზე და კიევიდან პირდაპირი ჩართვის ფორმატით ასრულებენ …

„მხოლოდ რუს ბარბაროსებს შეუძლიათ სასწორის პინაზე აწონონ ტრაგედიები“ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ეხმაურება აფრიკასა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან შედარებით უკრაინისთვის უფრო დიდი საერთაშორისო ყურადღების დათმობაზე დისკუსიას. პოდოლიაკის თქმით, ეს რუსული გავლენის აგენტების მიერ წახალისებული ნარატივია. მიხაილო პოდოლიაკის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის შეჩერება ყველა ცივილური ქვეყნის მისიაა, რადგან რუსეთისთვის გამარჯვების უფლების მიცემა კაცობრიობას შუა საუკუნეებში დააბრუნებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი წერს, რომ მსგავს შემთხვევაში „ნებისმიერ ავტოკრატს …

უკრაინელი რედაქტორი, რომელიც დღეში 100-ზე მეტ შეტყობინებას იღებს დახმარების თხოვნით

ჟურნალმა TIME-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის, მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტივისტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინული მედიაგამოცემა Українська правда-ს [„უკრაინსკა პრავდა“] მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა დაასახელა. იგი, „ბათუმელების“ მკითხველს უკრაინული მედიის მხარდასაჭერი კამპანიიდან – #უკრაინულიმედიისთვის ახსოვს. სევგილი იყო უკრაინული მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ქართველებს მოკლე ვიდეომიმართვა ჩაუწერა, სადაც უკრაინული მედიის წინაშე …

რუსეთი ცოცხლად წვავს ხალხს, მოგვეცით ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტები – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც, მისი თქმით, რუსული მძიმე რეაქტიული ცეცხლსატყორცნი სისტემა „სოლნცეპეკიდან“ (TOS-1) დაბომბვაა ასახული. პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართვას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვერავითარ ესკალაციას ვეღარ გამოიწვევს, რადგან „რუსეთის ფედერაცია უკვე იყენებს ყველაზე მძიმე არაბირთვულ შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ და „ცოცხლად წვავს ხალხს“. შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ქვეყნისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო …

„ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – პოდოლიაკი სანქციების მოხსნაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას გამოეხმაურა. ანდრეი რუდენკომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სურსათით დატვირთულ გემებს უსაფრთხო დერეფანი შესთავაზოს უკრაინის დასატოვებლად. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული გარკვეული სანქციები მოხსნა. მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე რუსეთის განცხადებებს, …

პოდოლიაკის პასუხი „დავოსის პანიკიორებს“ უკრაინის მიწის დათმობის მოწოდებაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კრიტიკულად ეხმაურება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიებს. როგორც ჩანს, პოდოლიაკის განსაკუთრებული გაღიზიანება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, 98 წლის ვეტერანი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის განცხადებებმა გამოიწვია. კისინჯერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიების დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რათა სასწრაფოდ დაასრულოს ომი, რომელიც უკვე სამი თვეა …

„რუსმა ქურდებმა მოიპარეს უკრაინული ხორბალი, არ იყიდოთ“ – კულება ქვეყნებს აფრთხილებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში მოპარულ და საზღვარგარეთ გასაყიდად გატანილი ხორბლის საკითხს ეხმაურება. კულებას თქმით, რუსებმა ბოსფორის სრუტის გავლით, გემებით გაიტანეს ხორბალი, რომელიც უკრაინაში მოიპარეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნებს სიფხიზლისა და „ნაქურდალი ხორბლის“ ყიდვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. „რუსმა ქურდებმა მოიპარეს უკრაინული ხორბალი, ჩატვირთეს თავიანთ გემებში და ბოსფორის გავლით ცდილობენ …

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

ამერიკული გამოცემა CNN-ი სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ჩანს, თუ როგორ იტვირთება, სავარაუდოდ, უკრაინაში მოპარული ხორბლით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი გადამზიდი გემი. გემები ყირიმში, სევასტოპოლის პორტში დგანან. 19 და 21 მაისით დათარიღებულ Maxar Technologies-ის ახალ სურათებზე ნაჩვენებია ხომალდები – „მატროსი პოზინიჩი“ და „მატროსი კოშკა“, რომლებიც, როგორც ჩანს, მარცვლეულის სილოსებთან არიან გაჩერებული. CNN-ი გემების …

არ დავინდობთ კოლაბორაციონისტ ჩინოვნიკებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორაციონისტებად იქცნენ, „არ იქნება დანდობა“. პოდოლიაკი ასევე წერს, რომ უკრაინა მალე გაათავისუფლებს თავის მოქალაქეებს. „არავის შეუძლია განსაჯოს უკრაინელები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. გვესმის მათი, ვისაც იქ მუშაობის გაგრძელება უწევთ: ექიმების, კომუნალური სამსახურების თანამშრომლების და სხვების. თუმცა, არ იქნება იმ ჩინოვნიკების …

მიიღეთ უკრაინის აღდგენაში მონაწილეობა – ზელენსკის მოწოდება ქვეყნებსა და კომპანიებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზელენსკის თქმით, მსოფლიო დგას ისტორიული მნიშვნელობის, გადამწყვეტ მომენტში. „ახლა ჭეშმარიტად ის მომენტია, როდესაც წყდება, მართავს თუ არა მსოფლიოს უხეში ძალა“. უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაუნდობელი, უხეში ძალის გამოყენებით დაიმორჩილოს უკრაინა და რომ სწორედ ეს ახასიათებს უხეში ძალის გაბატონებას. „ის არ აწარმოებს …

ევროპა აგრძელებს დღეში 1 მლრ ევროს გადახდას მოსკოვისთვის ნავთობსა და გაზში – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ომის მესამე თვის ბოლოს, ევროპის მიერ რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე უარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა კვლავაც აგრძელებს „ევროპული საზღვრისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას“, როდესაც ევროპული ქვეყნები ყოველდღიურად 1 მილიარდ ევროს უხდიან მოსკოვს ნავთობსა და გაზში. „რუსეთის უკრაინაში შემოჭრიდან მესამე თვე იწურება. ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ყოველდღიურად მოსკოვისთვის …

ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ითხოვენ | აქცია

დღეს, 22 მაისს ბათუმში,ხიმშიაშვილის #15-ში, 9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანია „ორბის“ უკანონო მშენებლობის შეჩერებასთან ერთად, უკვე აგებული კონსტრუქციის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოითხოვა და არა დემონტაჟი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ არ დაანგრევენ უკანონოდ აშენებულ ნაგებობას, …

სურსათის დეფიციტის თავიდან ასარიდებლად მოგვეცით შეიარაღება – პოდოლიაკი მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ყოველკვირეული ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის 19 მაისის გამოცემის მთავარ თემას გამოეხმაურა. The Economist-ის მიმდინარე კვირის ნომრის გარეკანზე დიზაინერ რიკარდო რეის ილუსტრაციაა, პურის თავთავები, რომლებსაც მარცვლების ნაცვლად თავის ქალები ასხია. „მოახლოებული სასურსათო კატასტროფა,“ – ასე ჰქვია სტატიას. როგორც თავად გამომცემლობა წერს ტვიტერზე, სტატია მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება ომით გამოწვეული მოსალოდნელი მასობრივი …

სევეროდონეცკის მიმართულებით რუსებმა „ტერმინატორები“ განალაგეს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 მაისის მონაცემებით, როგორც ჩანს, სატანკო მხარდაჭერის საბრძოლო მანქანები, იგივე BMP-T  „ტერმინატორი“, დონბასში, სევეროდონეცკის მიმართულებაზე განალაგეს. დაზვერვის ანალიზის მიხედვით, მათი იქ ყოფნა მიანიშნებს, რომ ამ თავდასხმაში ჩართულია „სამხედრო ძალების ცენტრალური დაჯგუფება“ (CGF) – ერთადერთი დაჯგუფება, რომელიც „ტერმინატორს“ ველზე მართავს. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, CGF-ს თავდასხმის პირველ ფაზაში მძიმე დანაკარგები აქვს აღმოსავლეთ კიევის გარღვევის …

გვინდა უზარმაზარი კედლის მიღმა დარჩეს რუსეთი და რუსები – უკრაინელი ჟურნალისტი ომზე

როგორია იყო ჟურნალისტი და იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულმასშტაბიან ომშია – პირად და სარედაქციო გამოცდილებაზე „ბათუმელებს“ უკრაინული მედიაკომპანია „ბაბელის“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი, ანტონ სემიჟენკო უყვება. 15 წელი ჟურნალისტიკაში და ომით გამოწვეული რადიკალური ცვლილებები დაახლოებით 15 წელია ჟურნალისტიკაში ვარ. ყველაფერი რადიოდან დაიწყო. შემდეგ იყო სხვა მედიაპლატფორმები. „ბაბელში“ ბოლო ერთი წელია ვმუშაობ. „ბაბელი“ ომამდე იყო კომერციულად მომგებიანი …

ავსტრალია დამატებით 60.9 მილიონი დოლარის ჯავშანტექნიკას უგზავნის უკრაინას

ავსტრალია უკრაინას დამატებით 60.9 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. ინფორმაციის „ავსტრალიური თავდაცვის ჟურნალი“ [ADM] ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევი მიიღებს თოთხმეტ M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორსა და 20 დაცული გადაადგილების მანქანას ბუშმასტერს. ADM-ის ცნობითვე, ახალი სამხედრო დახმარება, აღმოსავლეთ დონბასში რუსეთის შემოჭრის საპასუხო მოქმედებებისთვისაა განკუთვნილი. „ეს დამატებითი მხარდაჭერა, კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინის მთავრობას რუსეთის სასტიკ, შეუბრალებელ და უკანონო …

უახლოეს კვირებში რუსეთი გააგრძელებს საარტილერიო დარტყმებს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, რუსეთის თავდასხმისა და უკან დახევის შემდეგ, დაახლოებით 3500 დაზიანებული და განადგურებული შენობაა აღრიცხული. აღნიშნული შენობების 80% საცხოვრებელია. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მიყენებული ზიანის მასშტაბი მიუთითებს რუსეთის წინასწარ მზაობაზე გამოეყენებინა არტილერია დასახლებულ პუნქტებში – გარჩევისა და პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მონაცემებში ვკითხულობთ, სავარაუდოდ …

ვაგრძელებთ მოსკოვის იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ კრემლის ამბიციები უკრაინის ტერიტორიების შესახებ მცირდება და „ახლა რუსი ჯარისკაცები, ძალების სიმცირის გამო, კონცენტრირებულნი არიან ლუგანსკის რეგიონზე“. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ერთგვარად მკურნალობს მოსკოვის „იმპერიალურ მეგალომანიას“. „კრემლი ოცნებობდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის ოლქების აღებაზე. შემდეგ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე მაინც. ახლა რუსი ჯარისკაცები, ძალების სიმცირის გამო, კონცენტრირებულნი არიან …

ბელარუსის ქმედებები უკრაინელ სამხედროებს აიძულებს საზღვართან დარჩნენ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ბოლო მონაცემებში საუბარია ბელარუსის მიერ უკრაინისთვის შესაძლო დაბრკოლებების შექმნაზე. როგორც დაზვერვა წერს, ოფიციალურმა მინსკმა თვის დასაწყისში დაანონსებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან სპეციალური ოპერაციების ძალებს განათავსებს, ისევე როგორც ქვეყნის დასავლეთით მდებარე საწვრთნელ პოლიგონებზე განათავსებს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო ქვედანაყოფებს. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ეს ნაბიჯი უკრაინას აიძულებს დატოვოს …

უკრაინამ აღკვეთა რუსების მცდელობა გადაკვეთონ მდინარე ჩრდილო დონეცი – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს იზიუმისა და სევეროდონეცკის მიდამოებში, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად. როგორც ბრიტანული დაზღვერვა წერს, აღნიშნულის უპირველესი მიზანი უკრაინული ძალების იზოლირებაა, რათა მათ ვეღარ მოახერხონ დასავლეთ უკრაინაში მყოფი ქვედანაყოფებისგან დამატებითი ძალებით შევსება ან მათგან სხვა ტიპის მხარდაჭერის მიღება. ბრიტანული დაზვერვის ბოლო მონაცემებში ასევე …

II მსოფლიო ომი არ იქნებოდა, ევროპელ ლიდერებს აგრესორთან რომ არ ეფლირტავათ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ მსოფლიო ლიდერები სიმტკიცეს გამოიჩენდნენ. მისი თქმით, ამ შეცდომის გამეორებას ისტორია არავის აპატიებს, რის გამოც მოუწოდებს ევროკავშირს სასწრაფოდ დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე. „ლიდერებს, რომ მტკიცედ ემოქმედათ 1938 წელს, ევროპა შეძლებდა მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას. მაგრამ პოლიტიკოსები ლაჩრულად მოქმედებდნენ …

შეიძლება მარსთან შეერთებაც ითხოვონ, უკრაინა გაათავისუფლებს ხერსონს – პოდოლიაკი

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება პუტინს სთხოვს, რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალი ამბების რუსული სააგენტო TASS-ი ავრცელებს კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით, რომელიც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ხერსონის ნაწილის რეგიონული სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. „მსგავსი მიმართვის, ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს პირველი. ხერსონის მხარის მცხოვრებლებმა  საკუთარი ბედიც უნდა განსაზღვრონ. …

საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქის პირად გვერდზე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მათ მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. ვოლინას დანაყოფი „აზოვსტალში“ იბრძვის. „თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ შერჩა საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ სხვისი ტანჯვისა და ტკივილის განცდას, თუ დახმარების მუდარას შეუძლია გამოიწვიოს მოქმედება, …

რუსეთი კვლავ ცდილობს კუნძულ ზმეინზე თავისი გარნიზონის გაძლიერებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 მაისის განახლება უკრაინაში, კუნძულ ზმეინზე, მიმდინარე ბრძოლებს მიმოიხილავს. დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ და კვლავ ცდილობს იქ მყოფი თავისი გარნიზონის გაძლიერებას. განახლებულ მონაცემებში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ ბაირახტარების გამოყენებით წარმატებით დაარტყა რუსულ საჰაერო თავდაცვასა და მარაგების გემებს. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის მარაგების გემები მინიმალური დაცვის ამარა დარჩნენ  შავი ზღვის დასავლეთში, …

უკრაინამ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სხვა სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობას სახის შენარჩუნების მცდელობას ადარებს. მისი თქმით, ევროპული არჩევანისთვის ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა – უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „სახის შენარჩუნების მცდელობა – აი, ასე გამოიყურება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სიმბოლური ფორმატებით ჩანაცვლების მცდელობები. ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით ევროპული არჩევანისთვის გადაიხადა …

კულება: შეიძლება ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება – Financial Times

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ჟურნალ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საბრძოლო მიზნების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, მანამ პარტნიორი ქვეყნები შეპირებულ მძიმე შეიარაღებას დროულად აწვდიან, უკრაინას შეუძლია რუსული ძალების ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევებაზე კონცენტრირდეს. როგორც გამოცემა წერს, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში მოსკოვის შეკავების შემდეგ, კიევის თავდაჯერებულობის ზრდის ნიშნად კულებამ აღნიშნა, რომ „გამარჯვების სურათი განვითარებადი კონცეპტია“. „ომის …

შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოდესა დაბომბეს – უკრაინა

„რუსული რაკეტებით ოდესის დაბომბვა ხდება თითქმის ყოველდღე, ისევე როგორც დღეს – შარლ მიშელის ჩვენთან ვიზიტის დროს,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის დროს, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც შმიგალი წერს, შარლ მიშელთან ერთად მოინახულა დაბომბვისას განადგურებული სახლი, სადაც სამი თვის გოგონა, დედა …

ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპელების ხელში უნდა დარჩეს – სი ძინპინი შოლცს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ვიდეო-კონფერენციისას უთხრა, რომ ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა უკრაინის კონფლიქტი „უმართავ სიტუაციაში“ არ გადაიზარდოს. ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინურ სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა თავიდან იქნას არიდებული უკრაინის კონფლიქტის გამწვავება და გაფართოება, რამაც შესაძლოა უმართავ სიტუაციამდე მიგვიყვანოს,“ – უთხრა სი  ძინპინმა  შოლცს ვიდეოზარის …

რუსეთის გაყინული ვალუტა უკრაინის აღდგენას მოხმარდეს – დისკუსია ევროკავშირში

ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გაყინული უცხოური ვალუტის რეზერვების ჩამორთმევა და უკრაინისთვის გადაცემა აღდგენის პროცესისთვის, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალ Financial Times-თან ინტერვიუში. ბორელმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი და აღნიშნა, რომ თუკი აშშ-მ ავღანეთში ძალაუფლების თალიბების ხელში გადასვლის შემდეგ მილიარდობით დოლარი ჩამოართვა ავღანეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს …

Exit mobile version