მთავარი,სიახლეები

ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპელების ხელში უნდა დარჩეს – სი ძინპინი შოლცს

09.05.2022
ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპელების ხელში უნდა დარჩეს – სი ძინპინი შოლცს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ვიდეო-კონფერენციისას უთხრა, რომ ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა უკრაინის კონფლიქტი „უმართავ სიტუაციაში“ არ გადაიზარდოს. ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინურ სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა თავიდან იქნას არიდებული უკრაინის კონფლიქტის გამწვავება და გაფართოება, რამაც შესაძლოა უმართავ სიტუაციამდე მიგვიყვანოს,“ – უთხრა სი  ძინპინმა  შოლცს ვიდეოზარის დროს, 9 მაისს.

ჩინეთის პრეზიდენტმა გერმანია მიიწვია კონფერენციაში – „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ მონაწილეობის მისაღებად. სი ძინპინმა მსგავსი ფორმატის შექმნის ინიციატივით გასულ თვეს გამოვიდა. „გლობალური უსაფროების ინიციატივა“, როგორც „როიტერსი“ წერს, ფართო და ბუნდოვანი ჩარჩოა, რომელიც წინა პლანზე წევს „განუყოფელი უსაფრთხოების“ პრინციპს. ეს სწორედ ის კონცეფციაა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად წამოაყენა.

ჩინური ინგლისურენოვანი გამოცემა, ხაზს უსვამს სი ძინპინის მიმართვას შოლცისადმი, გერმანიამ, როგორც ჩინეთის პარტნიორმა ქვეყანამ, თავისი როლი ითამაშოს ჩინეთ-ევროპის ურთიერთობებში, რომელშიც „მესამე მხარე არ უნდა ჩაერიოს“.

„ჩინეთ-ევროპის ურთიერთობა არ უნდა იყოს მიზანში ამოღებული, არ უნდა ემორჩილებოდეს ან კონტროლდებოდეს რომელიმე მესამე მხარის მიერ“, – თქვა სი ძინპინმა და აღნიშნა, რომ ეს არის სტრატეგიული კონსენსუსი, რომელსაც ორივე მხარემ უნდა დაიცვას გრძელვადიან პერსპექტივაში.

კიდევ ერთი გზავნილი ჩინეთის პრეზიდენტისგან ევროპისადმი იყო, რომ ევროპამ უნდა მოახერხოს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება: „ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპელების ხელში უნდა დარჩეს“, – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: