რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე და სხვებზეც 1300 საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსულ გამოცემა „რასისკაია გაზეტასთან“ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92 წევრს ბრალი წარუდგინა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულისთვის. მისივე თქმით, ამ დროისთვის რუსეთს აღძრული აქვს 1300-ზე მეტი საქმე. გარდა აღნიშნული 92 პირისა, რომლებიც უკვე იძებნებიან, ბასტრიკინის თქმით, კიდევ 96 პირი – მათ შორის 51 შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელია ძებნაში. …

უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სურსათის ექსპორტის შეთანხმებას – გუტიერეში

გაეროს ეგიდით უკრაინამ, რუსეთის ფედერაციამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტის შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში Twitter-ზე ავრცელებს. გუტიერეშის თქმით, სტამბულში ხელმოწერილი შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან არიდებაში დაეხმარება. „გაეროს ეგიდით უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის …

გახარია გმობს კობახიძის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს საქართველოს მთავრობის მიერ ელჩებზე [კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი] სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებს. გიორგი გახარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩს, კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ის გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, …

დაგვეხმარეთ, რუსულენოვან მოსახლეობას გავაგებინოთ სიმართლე – Dron.media

საერთაშორისო ჟურნალისტების გამოცდილმა გუნდმა უკრაინიდან, ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ახალი, რუსულენოვანი საინფორმაციო ვებგვერდი – Dron.media შექმნა. მოსკოვის აგიტატორები მარტივად სწვდებიან ქვეყნებს, სადაც რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ და თესავენ განხეთქილებას როგორც დამფუძნებლები წერენ, ახალი გამოცემის მთავარი ფოკუსი ის ქვეყნებია, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. მათ შორისაა საქართველო და კავკასიის რეგიონიც, ისევე როგორც ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, …

„უკრაინა არ არის კორეა“ – პოდოლიაკმა ნატოს ყოფილ მთავარსარდალს უპასუხა

„უკრაინა არ არის კორეა“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ნატოს ყოფილი მთავარსარდლის, ჯეიმს სტავრიდისის ინტერვიუს, რომლის პროგნოზითაც, რუსეთის ომს უკრაინაში კორეის ომის დასასრული ექნება და გაყინულ კონფლიქტად ოთხიდან ექვს თვემდე შუალედში იქცევა. „უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა [ჩრდილოეთ კორეა]. განსხვავებულია კონტექსტი, განსხვავებულია მასშტაბები. ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი“ …

Twitter-ის მუშაობა შეფერხდა

სოციალურ ქსელ Twitter-ს პრობლემები აქვს. Down Detector-ის მიხედვით, რომელიც ონლაინტექნოლოგიების პრობლემებზე ლაივრეჟიმში აგროვებს ინფორმაციას, 14 ივლისს Twitter-ის მომხმარებლები პრობლემების შესახებ იტყობინებიან. ამ დროისთვის Twitter-ზე წვდომის პრობლემა აქვს 54 ათასზე მეტ მომხმარებელს. დაფიქსირებული შეტყობინებების 60% აპლიკაციას ეხება, 31% – ვებსაიტს, ხოლო 8% – სერვერებთან წვდომას. კომპანიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ვებგამოცემები წერენ, პრობლემები დღეს, 14 …

მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა არა შეცდომა, არამედ რუსეთის სამხედრო სტრატეგიაა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ქალაქ ვინიცაში სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდასხმები უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე არა შეცდომა, არამედ სამხედრო სტრატეგიაა. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლაში დამარცხება, რის გამოც მიმართავს ბარბაროსობას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ მოსახლეობაზე თავდასხმითა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტით რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხი …

გერმანია 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს

გერმანია პირველი აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს. როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა, სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც კუკისმა განაცხადა, მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი სიცარიელის შევსება იქნება, რომელიც წარმოიშობა, როცა ევროკავშირი რუსეთის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ 158 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე უარს იტყვის. „ჩვენ რამდენიმე კვირაში …

უკრაინა ადასტურებს, რომ HIMARS-ით ხერსონის რეგიონში რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბა

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული HIMARS რაკეტებით, ოკუპირებული ხერსონის ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარე რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბეს. 12 ივლისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები და ინფორმაცია გასულ ღამეს ნოვა კახოვკაში დაბომბვის შესახებ. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სარაკეტო თავდასხმა სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან – HIMARS-დან მოხდა. რუსული მედიის …

რუსეთი აგროვებს რეზერვებს უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი აგროვებს სარეზერვო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და გადაჰყავს უკრაინასთან ახლოს მომავალი საბრძოლო ოპერაციებისთვის, – წერს ბრიტანული დაზვერვა. გაერთიანებული სამეფოს 9 ივლისის დაზვერვის მონაცემების თანახმად, ახალი ქვედანაყოფების ტრანსპორტირება მოძველებული და დასაწყობებული ჯავშანმანქანებით მოხდება. ახალი ქვეითთა ქვედანაყოფების დიდი ნაწილი სავარაუდოდ MT-LB ჯავშანმანქანებით გაიგზავნება. ეს ჯავშანმანქანები დიდი ხანია მთავარ ტრანსპორტად აღარ გამოიყენებოდა და დასაწყობებული იყო. მიუხედავად იმისა, …

რატომ დგამს რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვას? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი თავისი ქალაქების დაბომბვას დგამს და „კრემლს ტრიბუნალი ელის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარ ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვისაც“. პოდოლიაკის თქმით, მოსკოვის მიზანია ამ გზით შეინარჩუნოს რუსებში ანტიუკრაინული განწყობები და ხელი შეუშალოს დასავლეთიდან იარაღის მიწოდებას. „რატომ დგამს რუსეთი საკუთარი ქალაქების დაბომბვას? „მაცივრიდან“ რუსების ყურადღების გადასატანად, ანტიუკრაინული ისტერიის დონის შესანარჩუნებლად …

დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს – პოდოლიაკი ხერსონის თვითგამოცხადებულ მთავრობაზე

„დედამიწაზე ვერსად იპოვიან სიმშვიდეს, სანამ სასამართლო განაჩენს არ მიიღებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის თვითგამოცხადებული მთავრობის წევრებზე. იგი მათ კიდევ ერთხელ მოიხსენიებს როგორც რეგიონის „გაულაიტერებს“. „ხერსონის რეგიონი. ტიპური ტერიტორიის დაპყრობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და ფსბ-ს თანამშრომლების თვითგამოცხადებული „მთავრობა“. ბიზნესის დარბევა. მარცვლეულის ქურდობა. რეგიონის გაულაიტერებმა ყოველ დღე შიშით უნდა გაიღვიძონ …

უკრაინელმა საჯარო მოხელეებმა 5 მილიონი დოლარი გაიტანეს ქვეყნიდან – სააგენტო

უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, გამოავლინეს უკრაინელი საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 5 მილიონი დოლარისა და 100 ათასი ევროს [15 მილიონზე მეტი ლარი] ოდენობის ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანის ფაქტი. ოფიციალური უწყებას თანახმად, თანხის გატანის მოსურნეებმა, ფულის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ წარუდგინეს. ოფიციალურმა ორგანომ გამოძიება შესაძლო უკანონო გამდიდრებისა და ფულის გათეთრების მუხლით დაიწყო. …

ეიფელის კოშკი დაჟანგულია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს – Marianne

ეიფელის კოშკი ჟანგითაა დაფარული და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს, თუმცა ნაცვლად ამისა, 2022 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მხოლოდ მისი კოსმეტიკური რესტავრირება იგეგმება, რაშიც სახელმწიფო 60 მილიონ ევროს დახარჯავს. აღნიშნულის შესახებ ფრანგულ ჟურნალ Marianne-ს სარწმუნო წყარომ ანონიმურად მიაწოდა ინფორმაცია. „გუსტავ ეიფელს რომ მოენახულებინა ადგილი, გულის შეტევა მოუვიდოდა“, – ეუბნება ეიფელის კოშკის ერთ-ერთი მენეჯერი Marianne-ს. ჟურნალი მის სახელს …

პუტინის თვალთახედვით, ის უკვე ევროპას ეომება – პოდოლიაკი

„პუტინის თვალთახედვით, მას უკვე აქვს ევროპასთან ომი“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთის გამო ხდება, სწორედ ამაზე მიუთითებს და ევროკავშირის ის ლიდერები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან ამას, „უმჯობესია დაემშვიდობონ საშიშ ილუზიებს“. „გაზით შანტაჟი, ფასების ზრდა, საემიგრაციო კრიზისი, კიბერშეტევები, პროპაგანდა… ყველა ეს ელემენტი უფრო დიდი სურათის ნაწილია: პუტინის თვალთახედვით, …

თუ შენ არ გაქვს რაკეტები, მტრის რაკეტები მოვა, რუსული საკონცენტრაციო ბანაკებით – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ქვეყნებისთვის იარაღის ქონის აუცილებლობაზე წერს. მისი თქმით, რწმენა, რომ დიდი ომების ერა დასრულდა და შეიარაღებიდან ტექნოლოგიასა და კომფორტში ინვესტირებაზე შეგვიძლია გადავერთოთ, მცდარია და ამას მოწმობს 2022 წელი. პოდოლიაკის თქმით, „თუ შენ არ გაქვს რაკეტები – მტრის რაკეტები მოვა“. „მსოფლიოს სჯეროდა, რომ დიდი ომების ერა დასრულებული იყო. ტანკები ჩანაცვლდა ტექნოლოგიასა და …

მოსკოვმა კეთილი ნება რომ გამოავლინოს, უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება – პოდოლიაკი

„იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, ჩვენ რეგულარულად უნდა გავაგრძელოთ მისი დამარცხება“, –  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროების გასვლაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 30 ივნისს, განაცხადეს, რომ ეს მათი მხრიდან „კეთილი ნების …

რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერისთვის აშშ-მ სავაჭრო შავ სიაში 5 ჩინური კომპანია დაამატა

28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სავაჭრო შავ სიაში რუსეთის სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის სავარაუდოდ მხარდაჭერისთვის 5 ჩინური კომპანია დაამატა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აშშ ამ ნაბიჯით უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველყოფას ცდილობს. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობს შავ სიას, აცხადებს, რომ აღნიშნული …

ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის წესი 2023 წლიდან იცვლება

საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, 2023 წლის მაისიდან მოგზაურობამდე წინასწარი ავტორიზაციის გავლა და ამ სერვისში 7 ევროს [დაახლოებით, 21 ლარი] გადახდა მოუწევთ. ETIAS – ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, ასე ჰქვია დიდწილად ავტომატიზებულ IT სისტემას, რომელიც, როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „შექმნილია, რათა …

ნატო თითქმის 8-ჯერ გაზრდის სწრაფი რეაგირების ძალების სამხედროების რაოდენობას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის  განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სწრაფი სამხედრო რეაგირების სამხედროების რაოდენობის მნიშვნელოვნად, 300 ათასზე მეტად გაზრდის. „ჩვენ გარდავქმნით ნატოს რეაგირების ძალებს და გავზრდით ჩვენი მაღალი საბრძოლო მზაობის ძალების რაოდენობას 300 ათასზე მეტად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან დღეს, 27 ივნისს, მადრიდში ნატოს სამიტის დაწყებამდე. როგორც „როიტერსი“ წერს, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს ამ დრომდე 40 ათასი …

რისი უნდა გვეშინოდეს, პუტინი ომს დაიწყებს? მაშ ახლა რა ხდება, ჭადრაკის თამაში? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გასულ დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე კვლავ არსებულ „ესკალაციის რისკის“ შიშზე წერს. მისი თქმით, რუსეთი  უკვე იყენებს ყველა სახის შეიარაღებას უკრაინის წინააღმდეგ. „საკრუიზო რაკეტები, სტრატეგიული ავიაცია, აკრძალული ფოსფორის ბომბები, „გრადები“ – ყველაფერი მოფრინავს უკრაინის ქალაქებისკენ… როდესაც 2022 წლის ივნისშიც მესმის „ესკალაციის რისკი“, ერთი შეკითხვა მიჩნდება: რისი უნდა გვეშინოდეს? იქნებ პუტინი …

ზელენსკი თბილისის აქციას მიმართავს – „სირცხვილია“

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ადამიანებს, რამდენიმე წუთში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით მიმართავს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. „რამდენიმე წუთში, აქციაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი! შინ ევროპისკენ! 🇬🇪🇺🇦🇪🇺“, – ვკითხულობთ „სირცხვილიას“ ფეიბუქგვერდზე. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო მოძრაობების და არასამთავრობოების ორგანიზებით აქცია იმართება. როგორც დემონსტრაციის …

აშშ-ის სენატი მხარს უჭერს რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას

23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს. ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რეზოლუციის ავტორები არიან რესპუბლიკელი დეპუტატი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინადან და დემოკრატი დეპუტატი ტედ ლიუ კალიფორნიიდან. „[რუსეთის] ტერორის მმართველობა უნდა შეწყდეს“, – ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯო უილსონს. …

„ახალი ჟანრი: რუსული პატრიოტული საშინელება?“ – პოდოლიაკი რუსეთის მიერ ფილმის გადაღებაზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი გამოდის ინიციატივით, „დონბასის გათავისუფლების სპეცოპერაციის“ შემდეგ გადაიღონ ფილმი, რომელსაც „გათავისუფლება“ ერქმევა. მედინსკის ამ ინიციატივას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მან სარკასტულად იკითხა, იქნებოდა თუ არა ეს ახალი – „რუსული პატრიოტულ საშინელებათა ჟანრი“. „მედინსკის სურს გადაიღოს ფილმი „დონბასის გათავისუფლებაზე“. …

უკრაინელი ჟურნალისტი რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს – RSF-ის გამოძიება

უკრაინელი ფოტოგრაფი მაკს ლევინი და მისი მეგობარი, ოლექსი ჩერნიშოვი, რომელიც ასევე მისი დაცვა იყო, 13 მარტს კიევთან ახლოს მდებარე ტყეში რუსმა ჯარისკაცებმა დახვრიტეს, შესაძლოა მას შემდეგ, რაც დაკითხეს და აწამეს კიდევაც – ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” [RSF] აქვეყნებს. მაკს ლევინის და მისი დაცვის ცხედრები პირველ აპრილს კიევის ოლქის სოფელ მოშჩუნთან მდებარე ტყეში იპოვეს. …

280 დაღუპული და ათობით დაშავებული – ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში

ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში 2800 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მიწისძვრა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, გვიან ღამით, საქართველოს დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე , როცა ხალხს ჯერ კიდევ ეძინა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო 51 კმ სიღრმეზე. …

ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თუმცა, შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს წევრები, კანდიდატის სტატუსის მხოლოდ უკრაინისა და მოლდივისათვის მისანიჭებლად მიიწვია, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციაში იყო აღნიშნული. „ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირია. გიწვევთ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. პარალელურად გავაგრძელებთ …

რომ არა აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში, იხილავდით ქაოსს ევროპაში – ბაიდენი

აშშ-ს რომ არ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის,  ევროპაში ქაოსი დაიწყებოდა – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 17 ივნისს, გამოქვეყნდა. ბაიდენს ჟურნალისტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში აშში-ის ჩართვის გადაწყვეტილებასა და შედეგებზე დაუსვა შეკითხვა. ბაიდენმა თქვა, რომ მისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ მხარდაჭერას ექნებოდა თავისი ფასი, მაგრამ სხვა არჩევანი უარესი იქნებოდა. …

გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ – მედვედევი მაკრონზე, შოლცსა და დრაგიზე

„გორილკით გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ“, – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, კიევში მაკრონის, შოლცისა და დრაგის ვიზიტს გამოეხმაურა და უსარგებლო უწოდა. მედვედევის თქმით, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. მან ასევე გაიმეორა მუქარა და აღნიშნა, რომ „საათი წიკწიკებს“. „ბაყაყების, სპაგეტისა და ლებერვურსტის [ღვიძლის ძეხვი გერმანულად – ავტ.] ევროპელ ფანებს …

თუ პატრუშევს დიალოგი სურს, სიტყვები ქმედებებით გაამყაროს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას. პატრუშევმა 15 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეთანხმებას, თუმცა მოლაპარაკებები კიევს აქვს გაყინული. პოდოლიაკის თქმით, კლასიკური „რუსული სტილია“ თავის მოჩვენება, თითქოს მოლაპარაკებები სურთ. მან პატრუშევს მიმართა, რუსეთმა ქმედებებით გაამყაროს სიტყვები დიალოგის შესახებ. „კლასიკური რუსული …

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები კიევის მიერაა გაყინული – პატრუშევი

„რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევით, რაც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას გახდიდა შესაძლებელს. თუმცა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ამ დროისთვის უკრაინულ მხარეს აქვს გაყინულია,“ – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა, 15 ივნისს BRICS-ის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. როგორც …

ზოგან რუსეთ-უკრაინის შეიარაღების თანაფარდობა ათი ერთზეა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ბრძოლის ზოგიერთ მონაკვეთში რუსეთისა და უკრაინის შეიარაღების თანაფარდობა ათი ერთზეა. მისი თქმით, ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ბრძოლის ველიდან – უკრაინის დამცველები ეკითხებიან, როდისთვის ელოდონ დამატებით იარაღს. მიხიალო პოდოლიაკი აღნიშნულ შეკითხვას ბრიუსელში გასამართ საგარეო საქმეთა მინისტრთა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ამისამართებს: „ბრიუსელი, ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით,“ – წერს იგი. „ზოგიერთ არეალში რუსეთ-უკრაინის …

ღარიბაშვილმა 139 436 დოლარი დახარჯა რეკლამაზე სოცქსელებში – ბოლო ორი წლის მონაცემი

„თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ბოლო ცნობილი კომენტარი, რომელშიც იგი 23-24 ივნისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან მისაღები  გადაწყვეტილების შესახებ იმუქრება, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე 200-299 დოლარითაა დასპონსორებული. ასევე დასპონსორებულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ პრემიერის ერთ-ერთი პირველი განცხადება – „ამ ომით მხოლოდ უკრაინა დაზარალდება“. ამ განცხადების რეკლამირებისთვის 25 …

„თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი“? – პოდოლიაკი ღარიბაშვილს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. „მოხალისეობრივად არავინ დგება რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის რიგში, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის საშინელ ფასს იხდის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოგება [ფინანსური]. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი. No one voluntarily queues for …

რა იარაღს ითხოვს პოდოლიაკი ომის დასამთავრებლად – ჩამონათვალი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იმ საბრძოლო შერიარაღების დასახალებასა და რაოდენობას აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, უკრაინას ომის დასასრულებლად სჭირდება. როგორც პოდოლიაკი წერს, აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხს უკრაინა 15 ივნისს, ბრიუსელში გასამართ თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ელოდება. „პირდაპირი ვიქნები – ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება თანასწორობა მძიმე შეიარაღება 1000 155 მმ კალიბრის ჰაუბიცა; 300 MLRS – ზალპური …

რუსეთს გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ახლა მის ბოლომდე დალევას ეცდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთმა ევროპის სისხლი ერთხელ უკვე გასინჯა და ეცდება ბოლომდე დალიოს ის. პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ამიტომ გამარჯვებისთვის აუცილებელია იარაღის ქონა: „რუსეთი, რომელსაც ერთხელ უკვე გასინჯული აქვს ევროპის სისხლი, ეცდება მის ბოლომდე დალევას. დაშინებით, დამცირებითა და ძარცვით. ერთადერთი ენა, რომლისაც რუსეთს ესმის, არის …

Exit mobile version