“უთხარი არა გადაწერას” – ღონისძიება საავტორი უფლებების დასაცავად

19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება “Artიდეა” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, შაბათს, 10:00-დან 20:00 საათამდე, უნივერსიტეტის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე პროექტში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველ ადგილას განთავსდებიან და დაიწყებენ მიცემული დავალების შესრულებას. დავალება კი მარტივია, – მონაწილეებმა უნდა დაწერონ ჟიურის მიერ შერჩეულ აქტუალურ ან მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკითხზე ნაშრომი …

ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

  დღეს, 15 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ის სტუდენტები (ნაწილი), რომლებმაც 11 და 14 მარტს ბსუ-ს წინ საპროტესტო აქციები მოაწყეს. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას და სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ში თავისუფალი სტუდენტების აქციის მონაწილეებს. შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის …

გამოხმაურება შიმშილობის ზღვარზე მყოფი 6 თვის ბარბარეს ამბავზე

გაზეთ „ბათუმელების“ 7 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას 6 თქვის ბარბარეს შესახებ, მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთ “ბათუმელებს” უკავშირდებოდნენ როგორც საჯარო სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც პატარა ბარბარეს ოჯახთან სურდათ დაკავშირება და დახმარება. ექვსი თვის გოგონას დახმარების სურვილი გამოთქვეს სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში არსებული ჯგუფის: „ქართველი დედების კლუბის“ წევრებმა. მათ თბილისში შეაგროვეს საჩუქრები, რომლებიც …

სამი მინუსით – ადმინისტრაციას, ორი პლუსით – უნივერსიტეტის თვითმმართველობას

ათბალიანი სისტემით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის მუშაობა 5.98 ქულით, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობისა – 5 ქულით შეაფასეს. სკოლაში არსებული ძველი ნიშნების სისტემას თუ შევადარებთ, ეს „3-“-ით და „2+“-ით ნიშნების ექვივალენტია. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის -„ბსუ კულისებში“ – წევრებმა უნივერსიტეტის სწავლებისა და მომსახურების ხარისხის კვლევა ჩაატარეს. კვლევა ინტერნეტის მეშვეობით ანკეტირებული მეთოდით …

ბსუ-ს სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს: „უშიშროება მოცილდეს უნივერსიტეტს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ თსუ-ში კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას. თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის …

შეხვედრა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საგრანტო კონკურსის შესახებ

დღეს, 10 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე წარმოდგინეს დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული სამინისტროს , “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების” 2016 წლის პროგრამის მიზნებისა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ. აღნიშნული საგრანტო კონკურსისთვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 600 000 …

გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია

დღეს, 10 მარტს  ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდმოარემ გიორგი კირთაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა: „რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ [ჭეიშვილმა] ვერ მოუყარა თავი 13 დეპუტატს ვინც მხარს დაუჭერდა ბიუჯეტში ცვლილებას“, –  ცვლილებები ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა. გიორგი …

ინგლისური ენის უფასო ტრენინგ-კურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია “AIESEC”-ის ორგანიზებით,  ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ექვსკვირიანი უფასო ტრენინგ-კურსი ინგლისურ ენაში. პროექტის მიზანს სამეტყველო ინგლისურის გაუმჯობესება და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. როგორც ბსუ-ს თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტრენინგ-კურსს გაუძღვება უცხოელი სტაჟიორი. პროექტში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობაა. მონაწილეობის მსურველებს, დღეს, 10 მარტს, …

ახალი წიგნების პრეზენტაცია მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“

11 მარტს, 19:00 საათზე, გამომცემლობა მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“  სამი ახალი წიგნის – შერონ მ. დრეიპერის რომანი „გონების მიღმა“,  სარა შეფარდის “პატარა საყვარელი მატყუარები” და ისააკ მერიონის “თბილი სხეულები” – პრეზენტაცია გაიმართება. მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ  ერთ-ერთი წიგნის, „თბილი სხეულების” მთარგმნელ დავით ბალიაშვილს. პრეზენტაციის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება ეს და სხვა, ექვსი დასახელების წიგნი.

ბათუმში EMC დისკუსიას გამართავს

11 მარტს 18:00 საათზე ბათუმში NIMD-ის დემოკრატიის სკოლაში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” [EMC] დისკუსიას გამართავს, თემაზე – საჯარო სივრცის ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელი: პერსპექტივა და გამოწვევები. დისკუსიაზე მოხესენებას გააკეთებენ კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაია ჯანელიძე, „სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის“ მკვლევარ-ასისტენტი და მთარგმნელი თორნიკე ჭუმბურიძე და EMC-ის პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე. დისკუსია იმართება პროექტის …

ბათუმში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

9 მარტს, 15:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. “9 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ რუსეთის მიერ უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობას. ვუერთდებით ამ აქციას და გამოვხატავთ პროტესტს იმ საქციელის გამო, რომელიც განვითარებული და ცივილური სამყაროსთვის მიუღებელია”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.   აქცია ფეისბუქზე დაიგეგმა. ნადეჟდა სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა …

141 600 ლარი „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 141 600 ლარი გამოყო ახალგაზრდული ცენტრისათვის. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდული ცენტრი იქნება ინტელექტუალური სივრცე ახალგაზრდებისთვის, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პიროვნულ განვითარებას, კონფერენციების მოწყობას და დაეუფლებიან პროექტების წერის ტექნიკას; ხოლო შემდგომ თავად დაწერენ და განახორციელებენ პროექტებს. …

6 თვის ბარბარე შიმშილის ზღვარზე

ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს.  ექვსი  თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში. 25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი …

“გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა სამყაროს უკეთ შესწავლის საშუალებაა”

აშშ-ში ლაზერული ინტერფერომეტრის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის მეცნიერებმა 1.3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს. აღმოჩენის მნიშვნელობაზე “ბათუმელები” კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრს თეორიულ ფიზიკაში, მიშიკო გელენავას ესაუბრა. იგი 4 მარტს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხავს სემინარს იმავე თემაზე. ბატონო მიშიკო, რას ნიშნავს ეს აღმოჩენა და რას წარმოადგენს გრავიტაციული ტალღა? გრავიტაციული ტალღის არსებობის შესახებ თეორიული ვარაუდი მოვიდა …

150 ათასი ლარი კულტურული პროექტების მხარდასაჭერად ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის დაფინანსება 130 000 ლარიდან 150 000 ლარამდე გაზარდა. როგორც მერიაში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს. „შარშან ბიუჯეტი გათვლილი გვქონდა საშუალოდ 13 აპლიკაციაზე, თუმცა, რადგან ჩვენთან დაფინანსების მხოლოდ ზედა ზღვარია განსაზღვრული (10 000 ლარით), იყო აპლიკაციები, რომლებითაც უფრო დაბალ დაფინანსებას …

ერთიანი ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩაატარებს. „ბათუმელების“ კითხვებს გამოცდების ახალ ფორმატთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ უპასუხა. ბატონო ივა, რას გულისხმობს გამოცდების ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი? როდესაც აბიტურიენტი/გამოსაცდელი შევა საგამოცდო სექტორში, მას მაგიდაზე დახვდება კომპიუტერი და პასუხების ფურცელი. კომპიუტერით მიწოდებული იქნება კითხვები, ხოლო პასუხების ფურცელზე შეეძლებათ, როგორც …

შუახევში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

დღეს, 14 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში დედისა და ქალთა დღესასწაულებისადმის მიძღვნილი კვირეული იმედა მამალაძის სოლოკონცერტით გაიხსნა. კვირეული 9 მარტს დასრულდება და მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლებში გაიმართება. კვირეულის პროგრამაში შედის პოეზიის საღამო, საესტრადო მუსიკისა და ფოლკლორული კონცერტები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. „ასევე მუნიციპალიტეტი გეგმავს დასკვნით ღონისძიებაზე მრავალშვილიან დედებს გადასცეს ფასიანი …

ბათუმის მერიამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს სამი მარტი მიულოცა

ბათუმის მერიამ დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს ფულადი საჩუქრები გადასცა. მრავალშვილიან დედებს [5 და მეტი შვილი] 1000 ლარი, სოციალურად დაუცველ სამ და ოთხშვილიან დედებს შესაბამისად 300 და 400 ლარი და მარტოხელა დედებს 300 ლარი გადაეცათ.   ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გოჩა ჯიბლაძის თქმით, სულ 540 დედა დასაჩუქრდა. …

მერაბ მერკვილაძე “ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვების უფროსად დაინიშნა

“ტელეარხი 25”-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა და დირექტორმა მერაბ მერკვილაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის მედიაკავშირ „ობიექტივში” საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება.   მერაბ მერკვილაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო გუნდის დაკომპლექტება და დაახლოებით თვის ბოლოსთვის გავა გადაცემა ეთერში. „ბათუმელების” შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს და რის გაკეთებას აპირებს “ობიექტივში”, მერაბ მერკვილაძე პასუხობს: „ვაპირებ ახალი ამბების გამოშვების გაკეთებას, ჩვეულებრივი, სტანდარტებზე …

ირინა ყურუა “TV 25”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა

ჟურნალისტი ირინა ყურუა, რომელიც აქამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ კორესპონდენტი იყო აჭარაში, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ირინა ყურუამ დაუდასტურა. ტელეარხზე დაბრუნდა სულხან მესხიძეც, „ტელეარხ 25“-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ირინა ყურუას თქმით, სულხან მესხიძე „ტელეარხ 25“-ის კორესპონდენტი და შაბათ-კვირას პროდიუსერი იქნება. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას …

როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და კონსტიტუცია

 4 მარტს, 16 საათზე, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე -როგორ იცავს დედას შრომის კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია. თემაზე მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ტავლალაშვილი. დისკუსია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო …

როდის შეიძლება ნარკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა პოლიციას

გასულ კვირას ბათუმში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. ისინი დაკავებიდან 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დაუშვებელია, ადამიანს აიძულო ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი პაატა დიასამიძე, რომელიც დაკავებულთა უფლებებს იცავდა. გასულ კვირას …

ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, ნანი გუგუნავასა და ამირან კახიძეს საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნანი გუგუნავას საპატიო ბათუმელის წოდება ბათუმში განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა, ხოლო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ამირან კახიძეს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორია,  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური სკოლის დაფუძნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურისა …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

სახლი სკოლაში კვირაში ხუთი დღე

აქ დღე 07:30 საათზე, დილის ვარჯიშით იწყება. მთელი დღე დაგეგმილია და ხანგრძლივი ზარის ხმაც ამ დღის დაწყებაზე მიანიშნებს. ასე ცხოვრობს 220 ბავშვი კვირაში ხუთი დღე და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არ არიან, ეს ის ადგილია, სადაც, მათი თქმით, თავს სახლში გრძნობენ. ავტობუსის გაჩერების წინ ფართო და მაღალი ჭიშკარია. დიდი ასოებით წარწერა გვამცნობს, რომ აქ …

ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]

დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას სტუდენტები,  არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  აქციის ორგანიზატორი სტუდენტი ედიშერ მჟავანაძეა. მისი თქმით, აქციის მიზანია სოლიდარობა გამოუცხდადოს ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი შესრულებული სამუშაოს ექვივალენტურ ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „მივმართავთ მესამე სექტორს, უფრო აქტიურად ჩაერთოს შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში და მთავარი …

ინკლუზიური განათლება კეთილსინდისიერი მასწავლებლის იმედად

„ის არის“, – თითით მიმანიშნა პატარა ნიკაზე მასწავლებელმა, რომელსაც ვთხოვე ინკლუზიურ კლასში შევეყვანე, რომ საგაკვეთილო პროცესს დავსწრებოდი. ნიკა ბათუმის #26 სკოლის მეორე კლასის მოსწავლეა. ის წინა მერხთან მარტო ზის, მისი მაგიდა კი ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი დაახლოებით 15-20 წუთის დაწყებულია. ნიკას თანატოლები დავალების წერის პროცესში არიან. ჩემი თანმხლები მასწავლებელი მასთან მივიდა და სახატავი რვეული …

Exit mobile version