მთავარი,სიახლეები

რუსეთი კვლავ ცდილობს კუნძულ ზმეინზე თავისი გარნიზონის გაძლიერებას – ბრიტანეთის დაზვერვა

11.05.2022 • 2011
რუსეთი კვლავ ცდილობს კუნძულ ზმეინზე თავისი გარნიზონის გაძლიერებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 მაისის განახლება უკრაინაში, კუნძულ ზმეინზე, მიმდინარე ბრძოლებს მიმოიხილავს.

დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კვლავ და კვლავ ცდილობს იქ მყოფი თავისი გარნიზონის გაძლიერებას. განახლებულ მონაცემებში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ უკრაინამ ბაირახტარების გამოყენებით წარმატებით დაარტყა რუსულ საჰაერო თავდაცვასა და მარაგების გემებს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის მარაგების გემები მინიმალური დაცვის ამარა დარჩნენ  შავი ზღვის დასავლეთში, მას შემდეგ, რაც კრეისერ „მასკვას“ დაღუპვის შემდეგ რუსი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ყირიმში დაბრუნდა.

„თუ კი რუსეთი კუნძულ ზმეინზე თავისი პოზიციების კონსოლიდერებას მოახდენს, სტრატეგიული საჰაერო თავდაცვითა და სანაპირო დაცვის საფრენი რაკეტებით, შესაძლოა მოახერხოს ჩრდილო-დასავლეთ შავ ზღვაზე დომინირება,“ – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ბოლოს გამოქვეყნებულ მონაცემებში.

___

რუსეთის სამხედრო ხომალდი კუნძულ ზმეინს 24 თებერვალს, ანუ ომის დაწყების დღესვე მიადგა და იქ მყოფ მესაზღვრეებს მოუწოდა, დანებებულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბომბავდნენ.

კრეისერი „მასკვა“, რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო და რომელმაც უკრაინელებს დანებება მოსთხოვა ზმეინზე, 13 აპრილს უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს.

„მასკვა“ ჩაიძირა.

__

ამავე თემაზე:

„რუსკი კარაბლ“ – ფრაზის ავტორი: რუსებს რომ სცოდნოდათ ეს მე ვთქვი, სახლში ვერ დავბრუნდებოდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: