EBRD უჩერებს დაფინანსებას რუსეთსა და ბელორუსს, ის იტოვებს უფლებას, პროექტებიც გააუქმოს

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ამ ინფორმაციას თავად EBRD-ი აქვეყნებს. როგორც ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ისევე როგორც აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა. …

„თქვით სიმართლე ამ ომზე“ – ზელენსკის მიმართვა გრემის დაჯილდოებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გრემის 2022 წლის დაჯილდეობაზე მიმართვის ტექსტში მუსიკალურ სამყაროს მოუწოდა, დაუჭირონ მხარი უკრაინას, რომელიც თავის მიწაზე ებრძვის რუსეთს, „რომელსაც საშინელი –  სიკვდილის სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, გრემის დაჯილდოების მონაწილეებს ვიდეფორმატში მიმართა: „ომი. რა ეწინააღმდეგება უფრო მეტად მუსიკას? – განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ხალხის სიჩუმე. ჩვენი ბავშვები ხატავენ მფრინავ რაკეტებს …

ჩვენ არ დავიმალებით მსოფლიოს უძლიერესების უკან, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს – ზელენსკი

„მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნებით რომელიმე კონკრეტულ ბლოკში თუ ისე, ჩვენ გვესმის ერთი რამ: ძლიერები უნდა ვიყოთ. 14 წლის წინ, რუსეთის ლიდერმა ბუქარესტში დასავლელ ლიდერებს უთხრა, რომ არ არსებობს არანაირი ქვეყანა სახელად უკრაინა. და ჩვენ დავამტკიცეთ რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, ის იყო და იქნება“ – განაცხადა დღეს, 4 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. მან აღნიშნა, …

გაუჩინარებული ხერსონელი ჟურნალისტის ძმა რუსებმა წაიყვანეს, მამა იმალება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტის მამა მიმალვაშია, ძმა კი რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული „კანალ 24“ იუწყება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონსტანტინის მამა – ალექსანდრ რიჟენკო თავად ესაუბრა უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული გაერთიანების ხელმძღვანელს, სერგეი ტომილენკოს. მან ტომილენკოს უთხრა, რომ რუსმა სამხედროებმა, მისი მეორე შვილი ზაქარია დააპატიმრეს და მასაც ეძებენ, რის გამოც იმალება. …

დააწესეთ ემბარგო ან გვითხარით, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიბრძოლოთ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის საკმარისი. მისი თქმით, „რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად და უკრაინელების ხოცვის შესაჩერებლად“ აუცილებელია პირდაპირი ემბარგო რუსეთის ყველა ენერგორესურსზე და არაპირდაპირი ემბარგო რუსული ტვირთისთვის პორტების დაკეტვით. „რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად და უკრაინელების ხოცვის შესაჩერებლად საჭიროა პირდაპირი ემბარგო ყველა …

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ცნობით, კიევის რეგიონში, რუსეთის ომს უკრაინაში ფოტოჟურნალისტი მაკს ლევინი ემსხვერპლა. „ჩვენ ახლახან გავიგეთ ცნობილი ფოტოჟურნალისტის, მაკს ლევინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც კიევის რეგიონში დაიღუპა უკრაინის ომის დროს. წარსულში, ლევინს ჯანმოს რამდენიმე დავალებაზე უმუშავია. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ საშინელ დროს“, – წერს ჯანმოს ევროპის წარმომადგენლობა Twitter-ზე. …

„წითელი ჯვარი” დღეს ისევ ეცდება მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას

„წითელი ჯვარი” დღეს, 2 აპრილს, კიდევ ერთხელ ეცდება მარიუპოლში გუნდის გაგზავნას. პირველ აპრილს გაგზავნილი ჯგუფი, რომელიც მარიუპოლიდან 54 უკრაინულ ავტობუსსა და სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებებს უნდა გამოსძღოლოდა სამოქალაქო პირების ევაკუირებისთვის, უკან – ზაპორეჟიეში დაბრუნდა. როგორც „როიტერსი“ წერს, „წითელმა ჯვარმა“ განაცხადა, რომ არსებულ პირობებში შეუძლებელი იყო მისიის გაგრძელება. მარტში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ევაკუაციის წინა მცდელობაც არ …

ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

დღეს, პირველ აპრილს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა ჩინეთისგან მკაცრად მოითხოვა გარანტიები, რომ იგი რუსეთს არც იარაღს მიაწვდის და არც ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება. სამიტი ონლაინფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები – ურსულა ფონ ჰაიეკი და შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი …

როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული აპარატის მეშვეობით – სიახლე 2 აპრილის არჩევნებზე

2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება. გამოიყენება ორი ძირითადი მოწყობილობა – საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა (VIU Desktop) და ხმის ელექტრონული მთვლელი (PCOS) აპარატები. იცვლება ბიულეტენი და მისი ყუთში მოთავსების წესი. „კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მთვლელი აპარატის მიერ დამუშავებულ შედეგებს „წინასწარი შედეგების“ სტატუსი ექნება და მხოლოდ კომისიის მიერ …

შანხაიში 20 ათასზე მეტი ბანკირი ლოკდაუნის დასრულებამდე ოფისში იცხოვრებს

შანხაიში 20 ათასზე მეტი ბანკირი, აქციებით მოვაჭრე და სააქციო ბირჟაზე დასაქმებული სხვა თანამშრომელი, ლოკდაუნის დასრულებამდე ოფისებში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩინეთის ვოლსტრიტი,“ – ასე მოიხსენიებენ  შანხაიში მდებარე ფინანსური კომპანიების ცენტრს, „პუდონგის ლუჯიაძუის ფინანსურ ქალაქს“ (Pudong’s Lujiazui Financial City). აქ მდებარე თაუერებში განთავსებულია საბროკერო, აქტივების მენეჯმენტისა და სხვა ფინანსური 285 …

ანტისაომარი გზავნილები რუსეთის ქალაქებიდან | ფოტო

რუსეთში ანტისაომარი პროტესტი მკაცრად იკრძალება. აქტივისტებს აპატიმრებენ და აჯარიმებენ. პროტესტმა ქუჩის მხატვრობასა და ფურცლებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად სწრაფად შლიან საპროტესტო წარწერებსა თუ ნახატებს, აქტივისტები ახერხებენ ფოტოების გავრცელებას სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 16 ფოტოს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან.

დღეში რამდენჯერმე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი – ჟურნალისტი ნიკოლაევიდან

„ჩვენ გვჭირდება… არ ვიცი რა გვჭირდება… გვჭირდება დაცვა,“- ამბობს ოლეგ ოგანოვი, ჟურნალისტი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევიდან, რომელიც ინტენსიური თავდასხმის ქვეშაა. ოლეგი საგამოძიებო გაშუქების ცენტრის ჟურნალისტია. ახლა მშობლიურ ქალაქშია და უცხოელ ჟურნალისტებს ეხმარება ნიკოლაევის ამბების გაშუქებასა და თარგმნაში. დეტალურად ლაპარაკი უჭირს, ყველაფერზე მოკლე პასუხები აქვს. ამბობს, რომ საზოგადოებისთვის არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა რაც ხდება. ხოლო რაც …

თბილისი, არ გრცხვენიათ? – უკრაინის საგარეოს სპიკერი კარასინის შექებაზე

„თბილისი – იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“ – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, ტვიტერზე ქართულენოვან პოსტს აქვეყნებს. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს. „რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს …

რუსეთსა და ფინეთს შორის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ჩერდება

ფინეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი 28 მარტს შეაჩერებს ჰელსინკსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მიმოსვლას. ეს სარკინიგზო მარშრუტი ცნობილია როგორც „ალეგრო“ (Allegro). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ალეგროს“ მგზავრთა გადაყვანის ხელმძღვანელმა 25 მარტს განაცხადა, რომ კომპანიამ მითითება მომსახურების შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან მიიღო. ამის მიზეზი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, საქმიანობის გაგრძელების მიზანშეუწონლობა აღმოჩნდა. როგორც „როიტერსი“ წერს, პეტერბურგისა და …

კულება ევროპას მოუწოდებს, რუბლით არ იყიდონ რუსეთის ნავთობი და გაზი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნას „არამეგობრული ქვეყნებისადმი“, ბუნებრივი აირის საფასური რუბლში გადაიხადონ. კულებას თქმით, თუ ამ მოთხოვნას ევროკავშირის რომელიმე წევრი დაეთანხმება, ეს იქნება „ერთი ხელით უკრაინის, ხოლო მეორით რუსების დახმარება უკრაინელების მკვლელობაში“. If any EU country bows to Putin’s humiliating demands to pay for oil and gas in rubles, it will …

Fortnite-მა 50 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა უკრაინის დასახმარებლად

ამერიკული ვიდეოთამაშებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულმა და გამომცემელმა კომპანია „ეპიკ გეიმსმა“ (Epic Games) უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონი ამერიკული დოლარი შეაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. ამ თანხის მობილიზება 2 დღეში მოხერხდა. როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული თანხა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ქვეყანამ ამ დრომდე გამოყო. „ეპიკ გეიმსის“ განცხადებით, მისი ერთ-ერთი ონლაინვიდეო …

ხელში ჩავიგდეთ რუსეთის ცენტრალური ბანკის 35 000 ფაილი, საიდუმლო ხელშეკრულებები – ანონიმუსი

24 მარტს ჰაკერების საიდუმლო ჯგუფმა, რომელიც თავს „ანონიმუსს“ (Anonymous) უწოდებს, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჰაკეს რუსეთის ცენტრალური ბანკი. მათი თქმით, ხელში ჩაიგდეს 35 000-ზე მეტი ფაილი, მათ შორის, საიდუმლო ხელშეკრულება. „ანონიმუსი“ აღნიშნული ფაილების გასაჯაროებას მომდევნო 48 საათში აანონსებს. JUST IN: The #Anonymous collective has hacked the Central Bank of Russia. More than 35.000 files …

რა სურს ჩინეთს

რა პოზიციას დაიჭერს ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში, ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საინტერესოა იმის ცოდნა, რა სურს ჩინეთს თანამედროვე მსოფლიოში. „ბათუმელების“ კითხვებს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს. ბატონო მარჩინ, რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, თუ შეიძლება ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ – როგორია ჩინეთის როლი მსოფლიოში, როგორ ხედავს მას თავად ჩინეთი, დასავლეთი და …

„ქართველები და უკრაინელები ერთ ნავში ვსხედვართ“ – ინტერვიუ კიევში მყოფ ჟურნალისტთან

ფედირ სიდორუკი უკრაინაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტია. ამბობს, რომ ახლა ყველაზე მთავარი მათთვის ინფორმაციის გავრცელებაა, ერთი მხრივ მოსკოვის პროპაგანდა რომ გადაიფაროს, ხოლო მეორე მხრივ „თუ უკრაინის ამბები გადაინაცვლებს მეორე, მესამე, მეოთხე და სხვა გვერდებზე“, მაშინ უკრაინის ომს დაივიწყებენ ძალიან სწრაფად, ის „როგორც თქვენ გაქვთ ამის გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელსო“. ფედირი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში ხედავენ „ქართველი …

ჩინეთის დილემა – რა უფრო აწყობს უკრაინის ომში 

უკვე ოთხი კვირაა გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში. ქვეყნებმა, რომლებიც ომის წინა და პირველ დღეებში, არა თუ ეხმარებოდნენ უკრაინას, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მიმართულებით გაგზავნილ სამხედრო დახმარებას, პოზიციები შეიცვალეს. დასავლეთი და რამდენიმე აზიური ქვეყანა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციები და ზომებია მიღებული. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა – რამდენად შორს წავა ჩინეთისა და რუსეთის …

„რაშა თუდეის“ ლიცენზია დიდმა ბრიტანეთმაც გააუქმა

რუსულ ტელეარხ Russia Today-ს [RT], რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მედიამაუწყებელია, გაერთიანებულ სამეფოში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მარეგულირებელმა – კომუნიკაციების ოფისმა დღეს განაცხადა. როგორც მარეგულირებლის განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილება „ძალაშია დაუყოვნებლივ“. „მივიჩნევთ, რომ RT-ს ლიცენზიანტი ANO TV Novosti არ ერგება და შეუსაბამოა გაერთიანებული სამეფოს მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. კომუნიკაციების …

მედვედევი აშშ-ს: გვაქვს ძალა, თქვენი ადგილი მიგიჩინოთ

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მოსკოვს აქვს ძალა, მსოფლიოს აღიარებულ სუპერსახელმწიფოს „ადგილი მიუჩინოს“ და დასავლეთს რუსეთის გასანადგურებლად ველური რუსოფობიის შეთქმულების გაჩაღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, განცხადებები 17 მარტს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. მედვედევის განცხადებით, აშშ-მ რუსეთის დასაჩოქებლად „საზიზღარი“ რუსოფობია გააჩაღა. „ეს არ იმუშავებს – რუსეთს აქვს ძალა …

ჩინეთი უკრაინის მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ დაგეხმარებით – ჩინეთის ელჩი უკრაინაში

„ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დაგეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად… მდგომარეობაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით. ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩს, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება სასიკეთო ძალა უკრაინისთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად,“- უთხრა ჩინეთის ელჩმა უკრაინაში, ფან სიენჟუნმა, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაქსიმ კოზიცკის. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ CNN-ი …

სად დგას ჩინეთი უკრაინის საკითხზე – ელჩის წერილი და პეკინის პოზიცია

„მტკიცება, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა, დაეთანხმა ან ჩუმად დაუჭირა მხარი ამ ომს, არის წმინდა დეზინფორმაცია”, – წერს ჩინეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინ განგი. მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრის იან ჯიეჩის რომში შეხვედრიდან ორ დღეში The Washington Post-ში გამოაქვეყნა მოსაზრება, სახელწოდებით – „რა პოზიცია გვაქვს უკრაინის საკითხთან …

პესკოვი: უკრაინის მთავარი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშე შეგვიძლია

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარება არ უთხოვია. როგორც Reuters-ი წერს, 14 მარტს პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, რუსულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ სრული კონტროლის დამყარება უკრაინის მთავარ ქალაქებზე და მას აქვს უკრაინაში თავისი მიზნების შესასრულებლად საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა ჩინეთის დახმარების გარეშე. 13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო …

UK-მა რუსეთის დუმის 386 დეპუტატს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ქვეყანამ სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის იმ 386 დეპუტატს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – ლუჰანსკისა და დონეცკის აღიარებას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს. გაერთიანებული სამეფო დუმის აღნიშნულ დეპუტატებს უკრძალავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას – დაუბლოკავს აქტივებსა და აუკრძალავს საქმიანობას მათ, ვინც ხმა მისცა ლუჰანსკის …

ყაზახური ავიაკომპანია რუსეთთან ფრენებს წყვეტს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana წყვეტს ფრენებს რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა. კომპანიის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში კომერციულ ფრენებზე დაზღვევის შეწყვეტაა. ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს გამოცხადებული სანქციები კრძალავს რუსეთისთვის სამოქალაქო თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, ასევე, მათ ტექნიკურ მომსახურებას და დაზღვევას. გარდა ამისა, სანქციები ავალდებულებს მეიჯარეებს მარტის …

დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

სტატია გამოქვეყნებულია „ვაშინგტონ პოსტში“, ენტონი ფაიოლა და ლესლი როუტონი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობამ თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან და მას მოსკოვსა და ნატოს შორის დაპირისპირება უწოდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ მისი ერი „არ დაიჭერს მხარეს“ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კნინობითად „კომიკოსი“ უწოდა. სამხრეთ აფრიკის მაღალი თანამდებობის …

ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ვალერი კუდინოვმა, „როსავიაციის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთი თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებისთვის შესაძლებლობების მოძიებას თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-იც, თუმცა ჩინური მხარეს ამ საკითხზე …

ზელენსკის თქმით, მარიუპოლის სამშობიარო დაბომბეს და „ბავშვები არიან ნანგრევებში“ | VIDEO

Walla News-ის საგარეო საკითხთა განყოფილების რედაქტორი, გაი ელსტერი წერს, რომ ქალაქ მარიუპოლის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ბომბდამშენებით დაბომბვის შედეგად, მთლიანად განადგურდა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო სახლი – რამდენიმე კორპუსი. დაბომბილი საავადმყოფოს ვიდეო ვრცელდება Украина Online-ის ტელეგრამის არხზეც. თვითმხილველები აცხადებენ, რომ „უამრავი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში“. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი: „მარიუპოლი! რუსი სამხედროების პირდაპირი შეტევა …

Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25 000 კრიპტოსაფულე დაბლოკა

კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Coinbase-მა რუსეთთან დაკავშირებული 25 000 საფულის მისამართი დაბლოკა. პლატფორმის თქმით, მისამართები დაკავშირებული იყო რუს პირებთან ან სუბიექტებთან, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. მისამართები დაიბლოკა იმის შიშით, რომ კრიპტოვალუტა შეიძლება გამოყენებული იქნას სანქციების თავიდან ასაცილებლად. Coinbase-ის მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, პოლ გრევალმა, განცხადება კომპანიის ბლოგზე გამოაქვეყნა. მან ხაზი გაუსვა, თუ როგორ ემორჩილებოდა კრიპტო …

სი ძინპინი მაკრონს და შოლცს აფრთხილებს, რომ სანქციები გლობალურ ეკონომიკას „თან ჩაიყოლებს“

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად ესაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც მაკრონი წერს, მათ ისაუბრეს „უკრაინაში ომის ტრაგიკულ შედეგებზე“. „პრეზიდენტმა სიმ მხარი დაუჭირა ჩვენს ქმედებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,“ – ვკითხულობთ საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. როგორც ჩინეთის სამთავრობო მედია CGTN წერს, ჩინეთის …

პოდოლიაკი: რუსებმა ჩვენი ბავშვები ომის შვილებად აქციეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე თავისი შვიდი წლის შვილის ნახატს ავრცელებს და წერს: „რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს. ვისაც სარდაფებში სძინავთ, ვინც გამუდმებული სარაკეტო ცეცხლის ქვეშაა, ვინც ხედავს შეიარაღებულ თავდამსხმელების მიერ ძარცვას, სროლასა და მოროდიორობას. ჩემი შვიდი წლის ვაჟი ისე ხედავს ომს, როგორც ამ ნახატზეა. ახლა ყოველივე ეს ჩვენი ბავშვების მეხსიერებაშია“. The …

საწყისი შენატანი 25 მილიონი დოლარი – სოროსი უკრაინის დემოკრატიის ფონდს ქმნის

„ღია საზოგადოების ფონდმა“ უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად „უკრაინის დემოკრატიის ფონდი“ დააფუძნა და საწყის შენატანად 25 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. „მოვუწოდებთ სხვა დამფინანსებლებს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დემოკრატიაზე თავდასხმის საპასუხოდ, შემოგვიერთდით უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ეს ინიციატივა ეფუძნება „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ საქმიანობას უფლებადამცველი ორგანიზაციების, დამოუკიდებელი …

ბევრი მსჯელობს როგორ დატოვოს ქვეყანა, ის განწირულია – ინტერვიუ პეტერბურგელ ბიზნესმენთან

„ბათუმელები“ რუსეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა ყოფილ მედიამენეჯერს პეტერბურგიდან. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მან გვთხოვა არ გამოვიყენოთ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. მასთან შეთანხმებით, სტატიაში გამოვიყენებთ პირობით სახელს – გრიშა. გრიშას შვილი ომის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს და რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც გრიშა ამბობს, ეს ახალი კანონის შემოღებამდე მოხდა და შედარებით მარტივად გადარჩნენ. ახლა ვითარება …

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. იგი სიდიდით უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზე. მას აქვს ექვსი რეაქტორი, რომელთაგან თითოეული გამოიმუშავებს 950 მეგავატ ელექტროენერგიას და საერთო სიმძლავრე 5700 მეგავატია, რაც საკმარისი ენერგიაა დაახლოებით 4 მილიონი სახლისთვის. ჩვეულებრივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აწარმოებს უკრაინის ელექტროენერგიის მეხუთედს, რაც ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარია. …

Exit mobile version