ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, 2 აპრილს, 23 საჩივარი დარეგისტრირდა. 17 საჩივარი დაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 2 – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, 3 – „სამართლიანმა არჩევნებმა” და ერთიც – მედია ორგანიზაცია „ოლმედიამ“. საჩივრების ძირითადი ნაწილი ეხება კენჭისყრის პროცედურული დარღვევების ხარვეზებს, რამდენიმე საჩივარი კი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს – ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ …
Author Archives: ნინო ართმელაძე
ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 33,32 პროცენტია – ბოლო მონაცემები
ბათუმში ბოლო მონაცემებით [16:30 სთ], შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33, 32 % მივიდა, სულ – 6 876 ამომრჩეველი. ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები ბათუმში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ …
Continue reading “ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 33,32 პროცენტია – ბოლო მონაცემები”
როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე
ბათუმის №89 საარჩევნო უბანზე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მდებარეობს, დილიდან ხალხმრავლობაა. ამ საარჩევნო უბანზე 2 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მაშინ როცა ერთ საარჩევნო უბანზე მაქსიმუმ 1500 ამომრჩეველია დასაშვები. დღეს, 2 აპრილს, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, შუადღის მონაცემებით, ამ უბანზე 6 საჩივარი და 1 შენიშვნა დაიწერა. საჩივრების ნაწილის ავტორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, ნაწილის კი – „სამართლიანი არჩევნები“. …
Continue reading “როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე”
რიგები ბათუმში საარჩევნო უბნებთან | ფოტორეპორტაჟი
დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საარჩევნო უბნებთან დილიდან რიგებია. ბევრ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჭიანურდება, რადგან დღეს ბათუმში არჩევნები ელექტრონული აპარატის საშუალებით მიმდინარეობს და ამომრჩევლებს უხსნიან, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა. არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.
№76 საარჩევნო უბანზე 6 საჩივარი დაიწერა – არჩევნები ბათუმში
ბათუმის №76 უბანზე ამ დროისთვის [ 10:20 სთ.] ექვსი საჩივარი დაიწერა. ექვსივე საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა. 6 საჩივრიდან ორი საარჩევნო უბნის გახსნამდე, რვა საათამდე დაიწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გია აბულაძის თქმით, უბანზე ნაკლები ბიულეტენებია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ზედმეტად ერევა კომისიის მუშაობაში. №76 საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა 1788. უბანზე …
Continue reading “№76 საარჩევნო უბანზე 6 საჩივარი დაიწერა – არჩევნები ბათუმში”
რა მოიფიქრეს ხულოში ახალგაზრდებმა გასართობად
„ხულოში არანაირი გასართობი არ იყო ახალგაზრდებისთვის. მე და ჩემ მეგობარს, ლაშა ბოლქვაძეს გვინდოდა, რომ ხულოში რაიმე ახალი შემოგვეტანა. ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს და გაგვიჩნდა იდეა „ეარსოფთ ხულო“ გაგვეკეთებინა. ეს სამხედრო სიმულირებული თამაშების ნაკრებია. თამაშს ხელს უწყობს და უფრო ექსტრემალურს ხდის ხულოს გეოგრაფიული მდებარეობაც, ამასთან, არსად გაკეთებულა აქამდე აჭარაში „ეარსოფთი“, – გვეუბნება ჯემალ დეკანაძე ხულოდან. …
Continue reading “რა მოიფიქრეს ხულოში ახალგაზრდებმა გასართობად”
ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით
„2014 წელს, ოკუპაციის პირველივე დღიდან, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენს ბინას ყუმბარა მოხვდა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ. მაშინ შედარებით პატარები იყვნენ. არ მინდოდა, ეს ყველაფერი ახლა თავიდან ენახათ, ეგრძნოთ, ამიტომაც ომის დაწყებიდან მალევე დავტოვეთ სევეროდონეცკი ოჯახმა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 52 წლის თემურ ბერიძე, …
Continue reading “ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით”
ელექტრობოძები შუა ტროტუარზე – დაბა ხულოში ამბობენ, რომ წაქცევაზეა ხის ძველი ბოძებიც
დაბა ხულოში არაერთი ელექტროგადამცემი ბოძი, მოსახლეობის თქმით, ამორტიზებული და სახიფათოა და მათ შეცვლას ითხოვენ. მოძველებულია ტრანსფორმატორებიც, რის გამოც დენი ხშირად ითიშება. მოსახლეობის თქმითვე, საავტომობილო გზის გასწვრივ მერიამ ტროტუარები ისე მოაწყო, ელექტროგადამცემი ბოძები შუაში მოექცა და მათი ადგილმონაცვლეობაცაა საჭირო. ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ და ვერც მერიიდან, როგორც მოქალაქეები ამბობენ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ, თუ როდის მოგვარდება ეს …
ქართველი მუსლიმები უკრაინელებს ანტიბიოტიკებსა და ჰიგიენურ საშუალებებს უგზავნიან
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ქართველმა მუსლიმებმა უკრაინელების დასახმარებლად 14 000 ლარი შეაგროვეს. „ომის დაწყებიდან მალევე დავიწყეთ უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანია. უკრაინელების მხარდასაჭერ კამპანიაში ჩართული იყო საქართველოს შვიდივე სამუფთო. ჩვენ არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი, ჩვენს მრევლს მეჩეთებში პარასკევის ლოცვაზე ვუთხარით უკრაინელების მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ კამპანიაზე და ასე შევაგროვეთ შემოწირულება. შეგროვებული თანხით მედიკამენტები, ძირითადად, ჭრილობის დამუშავებისთვის საჭირო სამედიცინო …
Continue reading “ქართველი მუსლიმები უკრაინელებს ანტიბიოტიკებსა და ჰიგიენურ საშუალებებს უგზავნიან”
„დახურეთ ცა უკრაინის თავზე“ – დღეს ბათუმში მორიგი აქცია გაიმართა
დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმში მყოფი უკრაინელების მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე მოეწყო პერფორმანსი. აქციის ყველა მონაწილეს ცისკენ მიმართული პლაკატები ეჭირა, ისინი უკრაინის ცის დაკეტვას ითხოვდნენ. „გადავწყვიტეთ, ჩვენი ხმაც შევუერთოთ უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის ცის დაკეტვაა. იმ ბავშვების უსაფრთხოება, რომლებიც უკრაინაში ყოველდღე იბომბებიან, უნდა იყოს გარანტირებული. ჩვენ ვიკრიბებით ყოველდღე, რათა …
Continue reading “„დახურეთ ცა უკრაინის თავზე“ – დღეს ბათუმში მორიგი აქცია გაიმართა”
„კიევში მამა და 21 წლის ძმა დარჩა“ – რას ყვება ბათუმში ჩამოსული VI კლასელი ვლადისლავი
ვლადისლავ ალეინიკი მეექვსეკლასელია. ის ბათუმში უკრაინიდან, ქალაქ კიევიდან დაახლოებით ათი დღის წინ ჩამოვიდა დედასთან ერთად. დედა-შვილი უკრაინიდან ომს გამოექცა, ბომბებისა და აფეთქებების ხმას. კიევში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სახლში დარჩნენ ვლადისლავის მამა და სტუდენტი ძმა, რომელიც 21 წლისაა. „ბათუმელები“ ვვლადისლავს ბათუმის №7 საჯარო სკოლაში შეხვდა, სადაც ახლა მან სწავლა დაიწყო. ვლადისლავი ინტერესით ათვალიერებს მისთვის ახალ გარემოს. …
რა არის საჭირო ჭადრაკის განვითარებისთვის ხულოში
ხულოს სასპორტო სკოლაში სხვადასხვა ასაკის 15 მოსწავლე სწავლობს ჭადრაკს. მოსწავლეები კვირაში 4-ჯერ იკრიბებიან სასპორტო სკოლაში და შედეგების გაუმჯობესებას ცდილობენ. ხულოს სასპორტო სკოლაში ჭადრაკს იამზე ბოლქვაძე ასწავლის. როგორც იგი „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწყობილ ჭადრაკის შეჯიბრში მონაწილეობის მსურველი ყოველთვის ბევრია. ბოლო წარმატებას ხულოელმა მოჭადრაკეებმა ამ წლის მარტში მიაღწიეს, როცა აჭარის ჭადრაკის პირველობისთვის გამართულ შეჯიბრში სხვა …
Continue reading “რა არის საჭირო ჭადრაკის განვითარებისთვის ხულოში”
რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ
რა პრობლემებზე საუბრობენ ხულოში მცხოვრები ის დედები, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ? თეონა, 1o წლის თიკას დედა 32 წლის თეონა საგინაძე ხულოში, სოფელ ღურტაში ცხოვრობს. თეონას შვილი, თიკა, 10 წლისაა. თიკა 9 თვის იყო, როცა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. თიკა ახლა უკვე მეოთხე კლასშია, თუმცა სკოლაში ვერ დადის, რადგან გადაადგილება უჭირს, ამიტომაც მასწავლებელი მასთან მიდის …
Continue reading “რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ”
წყლის რესურსები საქართველოშიც მცირდება – ინტერვიუ პროფესორთან
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. თუ შეიძლება დღეს იმის თქმა, რომ საქართველო წყლის რესურსებით ისევ ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა? – დავით კერესელიძე, თსუ-ში ჰიდროლოგიის კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წყლის რესურსი საქართველოშიც მცირდება. დავით კერესელიძე: საქართველო საკმაოდ მდიდარი იყო წყლის რესურსებით – წყლის რესურსების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე მოდის, შედარებით მცირე …
Continue reading “წყლის რესურსები საქართველოშიც მცირდება – ინტერვიუ პროფესორთან”
29 წლის ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან – „ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს სკოლაში“
29 წლის დათო მამულაძე ხულოში, სოფელ გორგაძეებში უკვე მესამე წელია, რაც ინგლისურს ასწავლის. მისი თქმით, როცა მიხვდა, რომ მასწავლებლობა უნდოდა, გამიზნულად აირჩია მაღალმთიანი აჭარა სამუშაო ადგილად. „როცა სოფელში ვსწავლობდი, არ გვქონდა ინტერნეტთან წვდომის, განვითარების შესაძლებლობა. სოფელში ძალიან ჩაკეტილი წრეა. მინდოდა, რომ სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებამდე მიმეტანა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი, რასთანაც შეხება მქონდა და რისი გაზიარებაც …
Continue reading “29 წლის ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან – „ფერადი პრინტერიც კი არ გვაქვს სკოლაში“”
თვეში 15 დღე სკოლას ვაცდენ – ბიჭი ხულოდან, რომელიც რეაბილიტაციაზე ბათუმში დაჰყავთ
18 წლის შოთა გელაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, დიაგნოზი – ბცდ (ბავშვთა ცერებრალური დამბლა). შოთა ამბობს, რომ ყოველ თვე 10-15 დღე უწევს სკოლის გაცდენა, რადგან ხულოში არ არის რეაბილიტაციის ცენტრი: მინდა, რეაბილიტაციის ცენტრი იყოს ხულოში, რადგან რეაბილიტაციისთვის ბათუმში მიწევს ჩასვლა და ხშირად ვაცდენ სკოლას, თვეში დაახლოებით …
Continue reading “თვეში 15 დღე სკოლას ვაცდენ – ბიჭი ხულოდან, რომელიც რეაბილიტაციაზე ბათუმში დაჰყავთ”
რა პრობლემები შექმნა მარტის დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში
დღეს, 17 მარტს, მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში – ქედაში, შუახევსა და ხულოში დილიდან ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს. ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ გზებზე შეფერხება არ არის და გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით შესაძლებელია. გზაზე გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში. „დიოკნისისა …
Continue reading “რა პრობლემები შექმნა მარტის დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში”
სოფელ ირემაძეებში გზაზე მეწყერი ჩამოწვა
დღეს, 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტთან და მეზობელ სოფლებთან აკავშირებს. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბათუმელებთან“ საუბრისას ხულოს მერიის სპეციალისტმა დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ირემაძეებში, თამაზ გობაძემ, აღნიშნა, რომ ცენტრალურ გზაზე თოვლის საფართან ერთად ჩამოწვა მიწა და ჩამოიტანა ხეები. „მხოლოდ თოვლი არ არის ჩამოსული, …
25 000 ლარი და 4 წელი დავხარჯე – აბიტურიენტი რომ ვიყო, უნივერსიტეტში არ ჩავაბარებდი
გოჩა ხმალაძემ საჯარო მართვისა და პოლიტიკის სპეციალობა ბათუმში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ისწავლა. მან ბაკალავრი 2018 წელს დაამთავრა. ამბობს, რომ სტუდენტობის წლებში თავს თურქეთში, სეზონური სამუშაოებით ირჩენდა და მხოლოდ სწავლის საფასურში 20 000 – 25 000 ლარი აქვს დახარჯული. გოჩა ახლა 31 წლისაა და იხსენებს, რომ სტუდენტობის წლებში ქირით ცხოვრობდა და ცდილობდა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ემუშავა კიდეც. …
სადაც ახლა კონსერვატიული მოძრაობაა, ადრე იქ ქართული მარშის ოფისი იყო – აქტივისტი მარნეულიდან
დღეს, 14 მარტს, მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულში პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატა. სამირა პარტია „კონსერვატიულ მოძრაობის“ წევრებს მოღალატეებს უწოდებს. „დღეს, დაახლოების საღამოს 18:00 საათზე, მივედი მარნეულში გახსნილ „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან და ფანჯრები უკრაინის და ევროკავშირის დროშის ფერებში მოვხატე, ამით მინდა მათ ვაჩვენო, რომ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა …
თუ გინდა შვილებს ასწავლო, საკუთარ თავს ყველაფერი უნდა მოაკლო – 5 შვილის დედა ხულოდან
61 წლის გულიკო ზანდარაძე 5 შვილის დედაა სოფელ დიოკნისიდან. ის ამბობს, რომ ბედნიერია, რახან მცირე შემოსავლისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, შეძლო ხუთივე შვილისთვის მიეცა უმაღლესი განათლება. ის საუბრობს იმ ოჯახების რთულ მდგომარეობაზე, რომელთა წევრებიც არსად არიან დასაქმებული, ბოლომდე დამოკიდებულნი არიან სოფლის მეურნეობაზე და სტუდენტი შვილი ან შვილები ჰყავთ. „ყველა მშობელს უნდა, რომ შვილს განათლება მისცეს …
3430 ლარი შეუგროვეს კაცს ხულოდან, რომელმაც „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი დაატოვებინა
ხულოში მცხოვრებ დათო სოლომონიძისთვის მოქალაქეებმა უკვე შეაგროვეს 3430 ლარი. დათოსთვის თანხის შეგროვების კამპანია სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას შემდეგ დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემმა“, რაც მან „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ თავისი შენობა ოფისის გახსნის დღესვე დაატოვებინა. დათო ამბობს, რომ შეგროვებული თანხიდან 1000 ლარს უკრაინელების მხარდასაჭერად გადარიცხავს. „გუშინ დილიდან, ერთი დღის განმავლობაში, 3430 ლარი დაირიცხა …
Continue reading “3430 ლარი შეუგროვეს კაცს ხულოდან, რომელმაც „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი დაატოვებინა”
„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად
კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდნენ. მათ შორისაა ელენე შუბლაძე, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 31 წლის ელენე შუბლაძისთვის უკრაინელების დასახმარებლად აქციაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „მე თვითონ დევნილი ვარ სოხუმიდან. ომის შესახებ მოსმენილი ისტორიებით გავიზარდე. ომი ჩემი ყოველდღიურობა იყო. ამასთან, ჩემი ოჯახის წევრი უკრაინელია და კიევში ჰყავს ოჯახის წევრები“, – გვითხრა …
Continue reading “„მეც სოხუმელი დევნილი ვარ“ – სტუდენტები კიოლნიდან უკრაინელების დასახმარებლად”
სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად
ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს. ხულოს სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და სკოლის მასწავლებლებს უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანიის წამოწყების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გაუჩნდათ. მისი თქმით, კამპანიის წამოწყების ინიციატივა მათ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ჯგუფის აქტიურობამ გაუჩინა. „უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული …
Continue reading “სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად”
ბსუ-ში სწავლა 21 მარტს განახლდება, ლექციები კვლავ დისტანციური იქნება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 21 მარტს განახლდება. ბსუ-ს ადმინისტრაციის ცნობით, ყველა ტიპის პრაქტიკული, ჯგუფური და ლაბორატორიული მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში განახლდება და მხოლოდ სალექციო პროცესი დარჩება დისტანციურ რეჟიმში. სწავლების ეს მოდელი შეეხება ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებს. ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრი 14 მარტს იწყებოდა, თუმცა ერთი …
Continue reading “ბსუ-ში სწავლა 21 მარტს განახლდება, ლექციები კვლავ დისტანციური იქნება”
ბათუმში მეშვიდე დღეა იმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია
დღეს, 2 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს ბათუმში მცხოვრებმა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებმა. აქციაზე ისმოდა უკმაყოფილებაც მთავრობის განცხადებებზე რუსეთისთვის სანქციების არდაკისრებისა და მოხალისეების გამგზავრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გუშინ კონსულტაციებისთვის საქართველოდან გაიწვია უკრაინის ელჩი. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმში ჰუმანიტარული დახმარებისთვის აგროვებენ ნივთებსა …
Continue reading “ბათუმში მეშვიდე დღეა იმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია”
„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში
დღეს, 28 თებერვალს, სლოგანით – „ბსუ უკრაინისთვის“, აქცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. „ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის და ერთი ერის ტკივილი, ეს არის მთელი მსოფლიოს და ქართველების ერთ-ერთი მთავარი ტკივილიც. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის, რაც ამ მომენტში ხდება უკრაინის ტერიტორიაზე“ – …
Continue reading “„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში”
„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 2 აქცია გაიმართა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. პირველი აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა 15 საათზე და მასში სტუდენტები მონაწილეობდნენ. „სტუდენტები მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ერთიანობას, გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ. თუკი უკრაინაში ომია, ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, რადგან ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს …
Continue reading “„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა”
როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს
65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა. ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება. „ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების …
რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან
მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში. „ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი …
Continue reading “რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან”
რატომ გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში – 3 ამბავი
თათა ბერიამ, თინა სამადალაშვილმა და თეკლა კობახიძემ ბათუმში საცხოვრებლად ჩამოსვლა თბილისიდან სხვადასხვა დროს გადაწყვიტეს, თუმცა მიზეზი ერთი – ბათუმის სიყვარული და როგორც თავად ამბობენ, ამ ქალაქთან მიჯაჭვულობა იყო. „მე და ბათუმს ჯერ თაფლობის თვე გვაქვს“ – თათას ამბავი 30 წლისაა. ბავშვობაში ხშირად ჩამოდიოდა ბათუმში დეიდასთან. ახსოვს, როგორ უყურებდა დეიდაშვილთან ერთად მაღალი კორპუსის აივნიდან სტადიონზე გამართულ …
Continue reading “რატომ გადმოვედი საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში – 3 ამბავი”
როცა კილომენტრებს გადიხარ ფეხით, რომ გამოცდებისთვის მოემზადო – აბიტურიენტები ხულოდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებს ხშირად არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ. მთავარი გამოწვევა ინგლისური ენა და ამ საგანში მომზადებაა, რადგან, როგორც მოსწავლეები ამბობენ, კარგი საბაზისო ცოდნა ამ საგანში არ აქვთ, ზოგს სკოლას ბევრჯერ მოუხდა ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცვლა, ყველა მასწავლებელს კი სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს. ხულოელ აბიტურიენტთა ნაწილი მეზობელ სოფლებში ემზადება, …
ხულოში ოჯახის ექიმები საწვავის სიმცირესა და ავტომანქანების გაუმართაობაზე საუბრობენ
ხულოს მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმები ამბულატორიისთვის გამოყოფილი ავტომანქანების მუდმივ გაუმართაობასა და ყოველთვიური საწვავის სიმცირეზე საუბრობენ. ინგა აბულაძე სოფელ რიყეთის ამბულატორიის ექიმია. ეს ამბულატორია სამ სოფელს ემსახურება. ექიმის თქმით, სოფელში ახლა კორონავირუსის ტესტირებაზე ბევრი პაციენტი მიმართავს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ტესტირების ბინაზე გასაკეთებლად მისვლა მისთვის რთულია, რადგან უკვე ერთი თვეა ამბულატორიის ავტომანქანა გაფუჭებულია, ფეხით ერთ პაციენტთან …
„არ გადადო“, ეს შენს ოჯახს, მეზობლებსა და ნაცნობებს ეხება – აქტივისტების ჯგუფი ბათუმში
დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“ ჟურნალისტებს შეხვდა და განხორციელებული პროექტები გააცნო. „არ გადადო“ თავისუფლების აკადემიის სტუდენტების პროექტია, რომელიც ბათუმში ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფი 30-მდე წევრს აერთიანებს. „არ გადადოს“ წევრები სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ – ავარიული სახლები, სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა ბათუმში. თავისუფლების აკადემიის პროგრამის მენეჯერის, გვანცა კვარაცხელიას თქმით, მათი …
„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში
ბათუმში, ფიროსმანის №1-ში მდებარე შენობა ავარიულია, აქ მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. 2 თებერვალს ამ მისამართზე, ნატალია კახიძის საცხოვრებელ ბინაში, ჭერიდან ბეტონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. აქ გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახლში სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, მსგავსი რამ ხდება. შენობა ფიროსმანის პირველ ნომერში ორსართულიანია და სამი სადარბაზო აქვს. შენობაში …
Continue reading “„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში”
„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან
ჟორა კოჩალიძე 72 წლის დურგალია, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. ჟორას ხისგან ნივთების დამზადება მეტწილად ბაბუისგან უსწავლია, თუმცა ის ყველაფერს ხელით აკეთებდა, ჟორამ კი ხის საჩარხი დაზგები ააწყო. დურგლის თქმით, თავიდან ფიქრობდა, რომ ხის დამუშავების სწავლა აუცილებელი იყო მისთვის, რათა მისი წინაპრების საქმიანობა გაეგრძელებინა, მაგრამ როცა ხესთან შეხება ყოველდღიურად დაიწყო და შეუყვარდა, მიხვდა, რომ ხეზე მუშაობა …
Continue reading “„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან”