მთავარი,სიახლეები

ბათუმში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქტივისტებს, რომლებიც ფლაერებს არიგებენ

30.06.2022
ბათუმში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქტივისტებს, რომლებიც ფლაერებს არიგებენ

დღეს, 30 ივნისს, ბათუმში აქტივისტებს, რომლებიც თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ – „შინ ევროპისკენ“ – ავრცელებდნენ ინფორმაციას და ფლაერებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათთვის ხელის შეშლა სცადეს.

ამის შესახებ „ბათუმელებს“ „არ გადადოს“ აქტივისტმა, ნიაზ ჩიტიძემ უთხრა.

„მოვიდნენ გარკვეული პირები, 3-4 ადამიანი, რომლებიც გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვეუბნებოდნენ – „თქვენ ხართ ომის პარტია“, „ომის ხალხი“… იხსენებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არც კი ვიცით, ვინ არიან.

ამ შეურაცხყოფის ფონზე ცდილობდნენ, რომ აერიათ ის სიტუაცია, რის გამოც ვართ შეკრებილები დღეს. ჩვენ ხალხს 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვაწვდით ინფორმაციას.

ხელის შეშლის მცდელობებს ისევ ველოდებით, რადგან საკმაოდ აქტიურად ხორციელდება მსგავსი ფაქტები“, – გვითხრა ნიაზ ჩიტიძემ.

აქტივისტებმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, რომელიც, ნიაზ ჩიტიძის თქმით, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მივიდა.

აქტივისტები ბათუმში კამპანიას აგრძელებენ.

დღეს, 30 ივნისს, თბილისში აგრესიულად განწყობილი პირები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სტუდენტებს, რომლებიც 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ სტუდენტები 3 ივლისს აქციაზე არ უნდა მივიდნენ.

3 ივლისს თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნის მოთხოვნით, რომელიც შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს.

_____________

ფოტოზე: პირი, რომელიც ბათუმში მოხალისეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ფოტო „ბათუმელებს“ თავად აქტივისტებმა მოაწოდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: