მე ვეძებ პროფესიას

 

„როცა დიდი გავიზრდები, უნდა გამოვიდე…“ – ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა, სხვადასხვა გაგრძელებით – ექიმი, მომღერალი, მასწავლებელი, პოლიციელი და ა.შ. მართლაც და რა მარტივი იყო, გეპასუხა ცნობისმოყვარე უფროსებისთვის, თუ ვინ გინდოდა გამხდარიყავი, რა პროფესიას ირჩევდი. ყველაზე კარგი ალბათ უფრო ის იყო, რომ ნებისმიერ წამს შეგეძლო შენს წარმოსახვაში ქცეულიყავი ახალი პროფესიის სამაგალითო და დამსახურებულ პერსონაჟად! 


<!** Image 1 align="left" alt="ირმა დიმიტრაძე" sub="ირმა დიმიტრაძე" width="300" height="2848" >

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის ვინაობა უკვე ცნობილია. თვითმმართველობის 87 წევრიდან 49 -მა ხმა სტუდენტური გაერთიანება “აპოლიტიკას” ლიდერს, ზურა მესხიძეს მისცა, 38-მა კი “ალტერნატიული ინიციატივას” ლიდერს გოჩა სურგულაძეს. 

„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

 

„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ამ ფოტოგამოფენით დღეს ბათუმში მსოფლიო ძეგლთა დაცვვის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით გამართული კვირეული დაიხურა.

მოქალაქემ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში თავის დაწვა სცადა

 

 

დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სოციალურად დაუცველმა ვ. ლ საწვავი შეიტანა და თავის დაწვა სცადა. როგორც სამინისტროს თანამშრომლები აცხადებენ, ვ. ლ-ს ოჯახი სოციალურად დაუცველია და მას დროებითი საცხოვრებლიდან ასახლებენ. 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="ვანო ლომიასა და დავით ბალაძის შეხვედრის ამსახველი კადრების გადაღებაში, სამინისტროს თანამშრომლებმა „ბათუმელებს“ ხელი შეუშალეს" sub="ვანო ლომიასა და დავით ბალაძის შეხვედრის ამსახველი კადრების გადაღებაში, სამინისტროს თანამშრომლებმა „ბათუმელებს“ ხელი შეუშალეს" width="400" height="1944" >

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის ვინაობა ხვალ გაირკვევა

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები გაუქმებულ უბანზე განმეორებით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველ კურსზე არჩევნები ჩაიშალა ბიულეტენში დაშვებული შეცდომების გამო. საარჩევნო ბიულეტენში ორი კანდიდატის სახელი და გვარი შეცდომით იყო დაბეჭდილი.  

 

გოგონები ტაეკვანდოს სექციიდან

 

 

„ოლიმპიადაზე 2016-ში საქართველოდან წავალთ მხოლოდ ბათუმელი ტაეკვანდოს მებრძოლები, რადგან სპორტის ეს სახეობა ყველაზე განვითარებული ბათუმშია. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პირდაპირ ტაეკვანდოს ფორმებით წავალთ რიოს კარნავალზე და კარნავალს შევუერთდებით.“   საქართველოს ჩემპიონები ტაეკვანდოში – ელინა ჯაიანი და თეო ვაშაყმაძე დიდი ხანია ამას გეგმავენ.   

ცემეს თუ არა დაკავებულები პოლიციაში


ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულებს სახეზე აღენიშნება დაზიანება. „ამ პირმა ჩემთან საუბარში არ დაადასტურა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს“, – ამბობს გიორგი ჩარკვიანი. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებული ატესტაციის შედეგები


2013 წლის 13-14 აპრილს ატესტაცია გასაუბრების ფორმით გაიარა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 44-მა თანამშრომელმა.
ატესტაციის საბოლოო შედეგების მიხედვით ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებს მიეცათ შემდეგი შეფასება:

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია გრძელდება

 

ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს მთისძირის ქუჩაზე გამავალი ლიანდაგის აღების სამუშაოები, რაც ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებისთვის გახდა აუცილებელი. სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები მელიქიშვილისა და მთისძირის ქუჩების გადაკვეთაზე მიმდინარეობს.

ბათუმის მერიამ ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე ჩატარდება. სამუშაოებს შპს ,,გზა“ ახორციელებს. 
ბაგრატიონის ქუჩა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და ხელს შეუწყობს ქუჩის მიმდებარე უბნების განვითარებას. ბაგრატიონის ქუჩით იმოძრავებს სატვირთო ავტომანქანებიც.

ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის ჯამში, დაახლოებით 13 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

მოჩქარეს მოუგვიანდა, ანუ ბათუმის მერი პოსტს ინარჩუნებს

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა, „ბათუმელებთან“ მიცემულ ინტერვიუებში ორჯერ დააანონსა მერის გადადგომის თარიღი. `„ანანიძე შვებულებაშია და გამოვა თუ არა, იმავე კვირაში გავიტან მის საკითხს საკრებულოზე“, –  ეს განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილმა თებერვლის ბოლო კვირას გააკეთა. 
ჯემალ ანანიძე ერთი კვირის შემდეგ, 2 მარტს გამოვიდა სამსახურში და თავის უფლებამოსილებას დღემდე ახორციელებს.

უძველესი ნავი და ღუზა დამშრალი ჭოროხის ფსკერზე

 

 

თურქეთის ტერიტორიაზე აშენებულმა ჰესებმა მდინარე ჭოროხში წყლის დონის მკვეთრი კლება გამოიწვია, რასაც სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემა მოჰყვა. თუმცა, ჭოროხის წყლის დონის დაწევის შედეგად, 2010 წელს, სოფელ მარადიდში, მდინარის ფსკერზე ღუზა, ხოლო 2011 წელს, სოფელ კირნათში დასილული ნავი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ნავი უბედური შემთხვევის შედეგად ჩაიძირა, მარადიდში აღმოჩენილი ღუზა კი სწორედ ამ ნავს ეკუთვნის.




ბათუმის საკრებულოს წევრი: ‘ირაკლი ჩავლეიშვილს ვალერი თელიაში შევეშალე’



ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს ნოდარ დუმბაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირკლი ჩავლეიშვილმა „მართვის მოწმობის“ არ ქონის მიზეზით ავტომაქანა ჩამოართვა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება მანქანის ჩამორთმევის თაობაზე 12 აპრილით თარიღდება. ნოდარ დუმბაძემ კი ჟურნალისტებს წარმოუდგინა მართვის მოწმობა, რომელიც მის სახელზე  28 მარტსაა გაცემული.

უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს

 

 

აღსრულების ეროვნული ბიურომ დღეს, 16 აპრილს, 39 პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარაკების დემონტაჟს დაიწყო, რასაც იქ დასახლებული მოსახლეობა აპროტესტებს.  

`მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია



„მოძრაობა 19 აპრილი“ –  ასე ქვია ორგანიზაციას, რომლის დაფუძნების  შესახებაც ერთობლივი განცხადება დღეს, 16 აპრილს, ბათუმში  ფსიქოლოგმა მალხაზ ფიროსმანაშვილმა, პედაგოგმა შორენა გამისონიამ, იურისტმა ირაკლი მარგველაშვილმა და მხატვარმა ირაკლი ლიქვინაძემ გააკეთეს.  მათივე განამარტებით ორგანიზაცია არაპოლიტიკური და არაპარტიულია. თუმცა მისი სახელი და დაგეგმილი დაფუძნების პრეზენტაციის თარიღი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ დაანონსებულ აქციას  ემთხვევა. 

ზღვისგან მიტაცებული მილიონები

 

 

სამი კვირის წინ  ექვსბალიანმა შტორმმა აჭარის სანაპირო ზოლს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა. ქობულეთში, სანაპირო ზოლში, 40 მეტრი სიგრძის ჯებირი ზღვამ წაიღო. დაზიანდა  ბათუმის სანაპირო ზოლიც.  სტიქიამ  ახალი ბულვარის ტერიტორიაზე პლაჟის  200-მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა.  ელექტროგანათების ბოძები, ფეხით სავალი ბილიკის ნაწილი  და  ნარგავები ზღვამ მიიტაცა.  

 

ციფრებში ზარალი ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თავის დროზე სანაპირო ზოლში რამდენად სწორად იყო განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იყო თუ არა დაცული მშენებლობის ნორმები და შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის წინააღმდეგ წინასწარი, შემარბილებელი ღონისძიებების გატარება. 

ტურიზმის დეპარტამენტმა საინფორმაციო ბუკლეტები განაახლა

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2013 წლის სარეკლამო მასალების პრეზენტაცია მოაწყო. სულ გამოიცა 18 სახის თემატური ბროშურა, შეიქმნა აჭარა-ბათუმის ახალი გზამკვლევი (გაიდი), რომელიც წინა წლების გაიდებთან შედარებით უფრო ინფორმაციულია და მთლიანად ასახავს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. 

 

<!** Image 1 align="middle" width="300" height="300" >

სტუდენტური არჩევნების ქრონიკა

 

 

<!** Image 2 align="" alt="ქეთი ლაბაძე" sub="ქეთი ლაბაძე" width="180" height="868" >


წინა საარჩევნო პროცესი

 

შვიდი თვეა ველოდები თვითმმართველობის არჩევნებს. თავიდან აჟიტირებული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ რაღაც კარგისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ბოლო დროს მომხდარმა ფაქტებმა ილუზიები დამიმსხვრია. თუმცა შეცვლით ბევრი რამ შეიცვალა, ასეთი კონკურენცია ბსუ-ს არ ახსოვს, თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილი ოთხმა სტუდენტმა გამოთქვა (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ციფრი ერთ კვირაში უფრო გაიზრდება), როცა აქამდე ერთკანდიდატიანი არჩევნები ტარდებოდა, ერთი გუნდი იკავებდა ყველა მანდატს, თუ განსხვავებული აზრი მოხვდებოდა თვითმმართველობაში, ის ისე უხმაუროდ და უმტკივნეულოდ ტოვებდა თვითმმართველობას, აქაოდა არც ყოფილაო. 

 

ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების შესახებ

 

 

დღეს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ” საბჭოთა ანაბრების საკითხზე კვლევა წარმოადგინა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რადგან საქართველომ საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად აღიარა, მისი გასტუმრების გზებზეც უნდა იფიქროს. 

 

 

ეკო-კონფერენცია ბათუმში

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პან-ევროპული სტრატეგიის ფარგლებში ბათუმში იმართება კონფერენცია ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიებას ევროპის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციებაში 120-ზე მეტი წარმომადგენელიმონაწილეობს.


<!** Image 1 align="left" width="300" height="642" >


აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

 

დღეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო  პალატაში აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანს რეგიონის სამოქალაქო სექტორში ჩართულობის ხარისხის გაზრდა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. 

მოხალისეობის პროგრამა სტუდენტებისთვის

 

 

ორგანიზაცია „ბორჯღალი“, ბათუმელ სტუდენტებს და მოსწავლეებს, ევროპის მოხალისეობის სერვისში მონაწილეობას სთავაზობს. ახალგარდებს 18-იდან 30 წლამდე შესაძლებლობა ეძლევათ ევროკავშირისა და მის პარტნიორ ქვეყნებში მოხალისედ გაემგზავრონ. პროექტი ხორციელდება ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) ფარგლეგში, რომლის მიზანია განავითაროს სოლიდარობა და ხელი შეუწყოს აქტიურ მოქალაქეობასა და ურთიერთგაგებას ახალგაზრდებს შორის. 

 

<!** Image 1 align="middle" alt="მოსწავლეები და სტუდენტები პროექტის პრეზენტაციაზე" sub="მოსწავლეები და სტუდენტები პროექტის პრეზენტაციაზე" width="330" height="330" >

იურისტები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტები.  



“ჰუმანა ჯორჯია” სოციალურად დაუცველ ერთწლამდე ბავშვებს გამოკვებავს

„აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტომ“ და „ჰუმანა ჯორჯიამ“ დღეს ერთობლივ საქველმოქმედო აქციას გამართეს.

საქველმოქმედო ღონისძიებით ჰუმანას წარმომადგენელობა საქართველოში “ჰუმანა ჯორჯია” ეხმიანება აქციას “ყველა ბავშვი ყველას ბავშვია” და აჭარაში მცხოვრებ უმწეო ოჯახების პატარებისთვის „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ გადასცა ბავშვთა კვების პროდუქტებ, რომლებიც დღესვე მუნიციპალიტეტებში გადაიგზავნება.

პროდუქტების სიაში შედის 210 ყუთი რძე, 110 ყუთი ფაფა და 230 ქილა ბოსტნეულისა და ხილის პიურე და მზა სადილი.

ამასთან, “ჰუმანა ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობა ვალდებულებას იღებს, რეგიონის უმწეო ოჯახების 7 ახალშობილი, დაბადებიდან 1 წლის ასაკამდე უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის ბავშვთა კვების პროდუქტებით. ისინი ასევე თავის თავზე იღებენ ზევით ჩამოთვლილი კვების პროდუქტების ტრანსპორტირებას აჭარაში.

აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გადანაწილების პროცესის დასულების შემდეგ, დასაქმების სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შენგელიების ოჯახს ეწვევიან, სადაც სამი ტყუპი ცხოვრობს და მათ 1 წლის განმავლობაში კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ „ჰუმანა ჯორჯია“-ს გადაწყვეტილებას აცნობებენ.

რაც შეეხება ბენეფიციარებს, ისინი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის მითითებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის მონაცემთა სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოქალაქეთა სიიდან, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მონაცემების გათვალისწინებით შეარჩიეს.

საქველმოქმედო აქცია „აჭარის დასაქმების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის და შპს “ჰუმანა ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა და მას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

`ქრისტიან-დემოკრატებს’ ბათუმში ოფისის დატოვებას სთხოვენ

 

ბათუმის საკრებულო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგან” მოითხოვს დატოვოს ის შენობა, სადაც პარტიის ბათუმის ორგანიზაცის ოფისია განთავსებული.

 

ბათუმის ბიუჯეტი 150 ათასი ლარით გაიზარდა


ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქალაქის ბიუჯეტი 150 ათასი ლარით გაიზარდა. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში აღნიშნული ცვლილება საკრებულოს დღევანდელ, 12 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე შევიდა.

დარღვევები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.  

ბათუმის საკრებულო მრავალშვილიან ოჯახებს ბინებს გადასცემს

 

სპარტაკ ანთაძისა და მარინე ქილიფთარის ოჯახი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 124 კვმ ფართს მიიღებს. ოჯახს  ქალაქის თვითმმართველობა დამატებით 30 875  ლარს სარემონტო სამუშაოებისათვის გამოუყოფს.

`ბავშვური’ თუ საარჩევნო თამაშები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში

 

 

11 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერისტეტში სტუდენტების ერთმა ჯგუფმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის კარები აჭედა. მათ ასე გამოუცხადეს უნდობლობა კომისიას და უნივერსიტეტში 9 აპრილს მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს. 

რატომ გადავდექი უნივერსიტეტის ცესკოს თავმჯდომარეობიდან


2013 წლის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში (ბსუ) გახლდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 22 თებერვლიდან 20 მარტამდე. ყველას აინტერესებს, თუ რატომ გადავდექი.


თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტებმა ცესკოს კარი აჭედეს

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტებმა უნივერსიტეტის თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის კაბინეტის კარები თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, დღეს აჭედეს. 

პასუხად დეპუტატ დავით ბაციკაძეს


მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ ჩვენ, ყოფილ პოლიტპატიმრებს, არ გვაქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, ბევრი ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ელექტრონული წერილი მივიღე. შევხვდი უამრავ ადამიანს, ყველგან საუბარია ერთი და იმავეზე: „როგორ არ რცხვენია, თქვენი ბრძოლის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში და ნაცვლად იმისა, თქვენ დაგიწყოთ ბრძოლა…“ – ასეთია ამ ადამიანების შეფასება. 


<!** Image 1 align="left" alt="ცოტნე ანანიძე" sub="ცოტნე ანანიძე" width="300" height="768" >

ვინ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე


არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივითა და  NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარების“ ფარგლებში „პრესკაფეში“ ჩატარდა დებატები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დისკუსიის სრული ჩანაწერი  შეგიძლიათ ნახოთ  მისამართზე: presscafe.ge 


<!** Image 1 align="left" alt=" გულო თურმანიძე, გოჩა სურგულაძე, ლევან დუაძე და დისკუსიის მოდერატორი ლელა ფაღავა" sub=" გულო თურმანიძე, გოჩა სურგულაძე, ლევან დუაძე და დისკუსიის მოდერატორი ლელა ფაღავა" width="400" height="510" >

საფრთხის ველი

სამართლიანობის აღდგენის საკითხი… საკითხი, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. მას პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ თავიანთ გამოსვლებში. საინფორმაციო ველი დატვირთულია სამართლიანობის აღდგენის თემასთან დაკავშირებული ცნობებითა და სიუჟეტებით. სოციალური შეკვეთა აშკარაა – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. 


<!** Image 1 align="left" alt="კახა მიქელაძე" sub="კახა მიქელაძე" width="300" height="512" >

რა დგას წინასწარ დაანონსებული მერის ცვლილების უკან

 

31 იანვარს ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების ისტორიულ სხდომას დავესწარი. ბათუმის საკრებულოს სადავეები ახალმა პოლიტიკურმა ძალამ გადაიბარა. რამდენად მოერგებოდა საკრებულოში არსებულ ვითარებას ცნობილი ფრაზა – „ცვლილებები ყოველთვის უკეთესობისკენაა“ – ძნელი შესაფასებელია, რადგან იგი უფრო მეტად დრომ უნდა გამოსცადოს. სანამ დაველოდებოდი შედეგს, მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. 


<!** Image 1 align="" alt="ნინო გაბუნია" sub="ნინო გაბუნია" width="300" height="512" >

რას აირჩევს სოფელი

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. 50- მილიონიანი ფონდიდან მაღალმთიანი აჭარის – ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტები პროგრამის განხორციელებისთვის 214 3449 ლარით დააფინანსეს.

 

 

<!** Image 1 align="left" alt="სოფელი მასაურა" sub="სოფელი მასაურა" width="500" height="2448" >

„ნაციონალური მოძრაობა“ ჯუმბერ თავართქილაძეს პასუხობს

 

 

„შენობა, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური ოფისია განთავსებული, არის პარტიის საკუთრება“  – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმზღვანელის ჯუმბერ თავართქილაძის განცხადებას, რომელმაც დღეს აჭარის პროკურატურას მიმართა თხოვნით,  გამოძიებული იქნას, თუ რამდენად კანონიერად სარგებლობს ნაციონალური მოძრაობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 44-ში მდებარე შენობით.

Exit mobile version