დღეს, 28 მარტს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში „ხალხური რეწვის ნიმუშების” გამოფენა გაიმართა.
Author Archives: ბათუმელები
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას ცვლის
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მალხაზ ხალვაშმა გადაწყვეტილება თანამშრომლების სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ გააუქმა.
არჩილ ხაბაძე: ამ სამსახურში დემოკრატია არ გამოდის
თურქეთში მივლინებიდან დაბრუნებულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბათუმში შესაძლოა მეჩეთი არ აშენდეს და არსებული გაფართოვდეს. რა გახდა ამ განცხადების მიზეზი, შეხვდა თუ არა აჭარის პირველი პირი თურქეთში ინვესტორებს, გაგრძელდება თუ არა 1 ლარად ქონების გასხვისების პრაქტიკა და რა პრობლემების გადაჭრა უჭირს არჩილ ხაბაძეს – ამ და სხვა საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ბათუმელებს“ ესაუბრა.
ქალები პოლიტიკაში
ქალების მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში – ამ თემაზე დღეს, 27 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.
ბათუმი ფანჯრებს მიღმა
ბათუმელების მედიასკოლა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მედდების აქციის შესახებ
„რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ მედპერსონალის მოთხოვნებით, რომლებმაც დღეს გამართეს აქცია, ირღვევა როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა პერსონალის, ასევე პაციენტის უფლებები“ – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაში დღეს, 26 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების მიერ გამართულ აქციას, სადაც მედდებმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, სხვა სამსახურში პარალელურად მუშაობის აკრძალვის შესახებ, გააპროტესტეს.
გაზაფხული ჩემს სოფელში
სოფელი ხალა, აჭარა
24 მარტი, 2013
“ბათუმელების” მედიასკოლა
მოგზაურობა, როგორც ნარკოტიკი
თუ კოცონთან ღამე არ გითევია, უცნობი ადამიანი ერთ ღამეში, ცეცხლის პირას მოყოლილი ამბებით თუ არ გაგიცნია, დილას ჩიტებს და ტყის შრიალს არ გაუღვიძებიხარ, ხოლო ტანსაცმელს კვამლის სუნი არ ჰქონია, თუ ხევში არ დაკარგულხარ, თუ დიდი ხნის ფეხით სიარულის შემდეგ, მხრიდან მძიმე ჩანთის მოხსნის და ჩრდილში თავის შეფარების გემო არ იცი, თუ არც ანაკომის სუპის გემო არ იცი და არც სასურველი მწვერვალის მიღწევის სიხარული არ განგიცდია – მაშინ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჯერ წინ გქონია. ეს სტატია არის ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურობას, რუტინას, ქალაქს, ნაცნობებს დროებით გაურბიან, ბევრს მოგზაურობენ, საკუთარ თავს იცნობენ და ახალ მწვერვალებს იპყრობენ.
„ქრისტიან-დემოკრატები” სანდასუფთავების თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანებიან
დღეს, 26 მარტს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სანდასუფთავების სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.
ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურმან დუმბაძეს გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის მიერ ადლიის სანაპირო ზოლის სტიქიის შედეგად დაზარალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გამოეხმაურა.
ექთნის არჩევნები პოლიტიკური ნიშნით
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში მცხოვრებლები სამედიცინო პუნქტში ახალი ექთნის, მზისადარ მანველიძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მზისადარ მანველიძე ჯანდაცვის სამინისტრომ იმიტომ დანიშნა, რომ „ნაციონალია“, ხოლო „ოცნების“ კადრი, თამარ ვარდმანიძე, სოფელში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად არ დანიშნეს.
„ჩვენმა კადრმა, ვარდმანიძე თამარმა სამი ხმით მოიგო, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან გორგილაძემ გვითხრა, სამი ხმით მოგება მოგება არ არისო“.
<!** Image 1 align="" alt="უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ" sub="უჩხითის მაცხოვრებლები ექთნის პოლიტიკური ნიშნით დანიშვნას აპროტესტებენ" width="300" height="300" >
„იმასაც აქვს დიპლომი და ამასაც, მაგრამ კომპეტენციას კი არ აქვს აქ მნიშვნელობა ან დიპლომს, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ექთნის დანიშვნა“- ამბობენ უჩხითელები.
„სამინისტროში მითხრეს, მანველიძე იმიტომ დავნიშნეთ, რომ მას ბათუმში აქვს დამთავრებული შენ კი მახუნცეთშიო. მე რეკომენდაცია არ ჩამომივიდა გამგეობიდან, რადგან სატყეო მეურნეობის უბნის უფროსის როლანდ კობალაძის ცოლი დანიშნეს. კობალაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო“-ამბობს თამარ ვარდმანიძე
ნოდარ ბედინაძე კი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „ლევან გორგილაძემ პირდაპირ გვითხრა, რადგან თქვენი კანდიდატი „ოცნების“ მომხრეა, არ დავნიშნეთ და თუ გინდა იდავეთო. კაბინეტიდან გარეთ გამოგვყარა“.
„აგერ გვაქვს ოქმი. სადაც ხმების უმრავლესობა მიიღო თამარ ვარდმანიძემ. თუ არჩევნებს არ ჰქონდა ძალა, რატომ ჩაგვატარებინეს. მოატყუეს სოფელი“-ამბობს ნაზი გოჩაძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლელა სურმანიძის განცხადებით, მზისადარ მანველიძე გამგეობის წარდგინებით დაინიშნა:
„გამგეობამ შემოგვთავაზა ორი კანდიდატურა, ვინაიდან, ორივე კანდიდატურას ჰქონდა ერთნაირი პირობები იმ მხრივ რომ არ ჰქონდათ სამუშაო გამოცდილება, მზისადარ მანველიძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ მიენიჭა უპირატესობა რომ უფრო უკეთესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. თანაც მანველიძეს აქვს ფერშალის კვალიფიკაცია, ვარდმანიძეს კი მედდის“.
ლელა სურმანიძე, ექთნის დანიშვნის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
სოფლის ექთნის ანაზღაურება გამოწერით 250 ლარია, ხელზე კი 200 ლარს იღებენ.
ნადირობა შველზე მყვირალობის თვეში
მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მობინადრე შვლებს საფრთხე ემუქრება. ეროვნული პარკის ერთი მხარე სოფელ ქოქოლეთს ესაზღვრება. სოფლის მცხოვრებთა თქმით, სოფელში მონადირე ძაღლები არიან, რომლებიც ტყიდან შვლებს სდევნიან. თუმცა შვლებს საფრთხეს მხოლოდ ძაღლები არ უქმნიან, ორი კვირის წინ ტყე-პარკთან ახლოს ნაპოვნ შველს ნატყვიარი აღმოაჩნდა.
ოჯახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმის წინააღმდეგ
დღეს, 25 მარტს, ქობულეთში მცხოვრები იური დევაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ექიმის, თემურ ბრეგვაძის წინააღმდეგ განცხადება „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გააკეთეს. ოჯახის წევრების თქმით, ექიმმა იური დევაძეს ფსიქოტროპული საშუალების დიდი დოზა დაუნიშნა, რის გამოც პაციენტი კომაში ჩავარდა.
იური დევაძე ორმოცი დღის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იწვა, დღეს კი პალატაშია გადმოყვანილი, თუმცა პაციენტი ისევ უგუნო მდგომარეობაშია. ოჯახის წევრები ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და სამედიცინო საქმიანობის შეჩერებას მოითხოვენ.
<!** Image 1 align="middle" alt="დევაძის ნათესავების განცხადებით, ექიმმა პაციენტს წამლის გადაჭარბებული დოზა დაუნიშნა" sub="დევაძის ნათესავების განცხადებით, ექიმმა პაციენტს წამლის გადაჭარბებული დოზა დაუნიშნა" width="300" height="1944" >
ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის გადაყენებაზე მსჯელობენ
„მუშაობის ლათინო – ამერიკული სტილი მაქვს და ამას მიწუნებენ“ – ასე აუხსნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ „ბათუმელებს“ საკრებულოში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის სავარაუდო მიზეზი. ჯუმბერ კახიძის გადაყენებაზე საკრებულო 29 მარტს, პარასკევს, რეგლამენტით გათვალისწინებული მარტის თვის სხდომაზე იმსჯელებს.
პარლამენტარ მურმან დუმბაძის განცხადება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია.
როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ რომ ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჯებირები გაემაგრებინათ, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.
მისი თქმით, წლების მანძილზე, ექსპერტები, მეცნიერები, კონსულტანტები, ეკოლოგთა ჯგუფის წევრები წერდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყანას ემუქრება, თუმცა ხელისუფლებამ მათი რჩევები არ გაითვალისწინა.
მისივე თქმით, შესაძლებელია ბულვარის სანაპირო ზოლის გალამაზება, თუ ჯერ მოხდება ჯებირების გამაგრება, რასაც საბჭოთა კავშირიც ახერხებდა, წინა ხელისუფლებამ კი მიზანმიმართულად არ მოახდინა მათი გამაგრება და რამდენიმე მილიონი ლარი მხოლოდ პიარისთვის დახარჯა, რაც სახელმწიფო დანაშაულია.
ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ის აპირებს მიმართოს ახალ ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება და მათი მშენებლობა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ გაგრძელდეს.
<!** Image 1 align="" width="300" height="300" >
ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა
დღეს დილით სოფელ კირნათში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.
ნუთუ
იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმში, იუსტიციის სახლის წინ მოშიმშილე სურიე დიასამიძე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში სურიე დიასამიძის მიყვანას ადასტურებენ. მათი განცხადებით, მოშიმშილე ქალბატონი თერაპიულ განყოფილებაში, არტერიული ჰიპერტენზიისა და პნევმონიის დიაგნოზითაა გადაყვანილი.
სურიე დიასამიძე იუსტიციის სახლთან ყოფილ პატიმრებთან ერთად რამდენიმე დღეა შიმშილობს. ის ცუდად ოთხი დღის წინაც შეიქმნა, თუმცა შიმშილობის პროცესი არ შეუწყვეტია.
მოშიმშილეები თანამდებობიდან ყოფილი ბათუმის პროკურორის, ავთანდილ კილაძის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელია.
<!** Image 1 align="" width="300" height="300" >
„ნაციონალები“ დახურულ ობიექტებზე განცხადებას აკეთებენ
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, დღეს გამართულ ბრიფინგზე დახuრული კომერციული ობიექტების სია წარმოადგინა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, რომ შეესწავლა ამ ობიექტების დახურვის მიზეზი. მან დღევანდელ ბრიფინგზე რეგიონში ტურისტების შემცირებაზეც გააკეთა აქცენტი.
წარმოდგენილ სიაში ათი კაფე-ბარი და რესტორანი, თექვსმეტი მაღაზია და შვიდი სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტია დასახელებული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო გადაამოწმებს.
<!** Image 1 align="" width="300" height="300" >
ბათუმში თანამედროვე შუქნიშნებს ამონტაჟებენ
ბათუმის ქუჩებში თანამედროვე შუქნიშნების მონტაჟი მიმდინარეობს. მოდერნიზებული შუქნიშნები ქალაქის 16 გზაჯვარედინზე განთავსდება. შუქნიშნები რადარებითა და მოძრავი კამერების მეშვეობით სრულად გააკონტროლებს საგზაო მოძრაობის ინტენსივობას და შესაბამისი ფერის ჩართვით დაარეგულირებს მოძრაობას, რაც გზაჯვარედინებზე საცობის შექმნას თითქმის გამორიცხავს.
ასევე, გათვალისწინებულია პარკომეტრების დამონტაჟება და მართვის ცენტრის მოწყობა, საიდანაც შუქნიშნები და საგზაო მოძრაობა ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება. სამონტაჟო სამუშაოები დაახლოებით თვენახევარში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა მოადგილესთან ერთად მოინახულა.
გარდა შუქნიშნების, პარკომეტრებისა და საგზაო ნიშნების მონტაჟისა, ხიმშიაშვილის ქუჩასა და თამარ მეფის გამზირზე მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც რადარებით, შესაბამისი ღილაკითა და ხმოვანი სიგნალით აღიჭურვება, რაც მხედველობადაქვეითებული მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო უკვე მეორე წელია თანამშრომლობს ბელგიურ კომპანია ,,ვიალისთან”, რომელსაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია. სააგენტომ სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა 16 გზაჯვარედინის შუქნიშნებით გამართვისთვის საჭირო მოწყობილობა – კომპიუტერული ტექნიკა, მართვის პულტები, რადარები, ვიდეოთვალი, დენის წყარო და ა.შ. 1500 საგზაო ნიშანი და მართვის ცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობა.
ამავე კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ შუქნიშნების გამართვასა და ცენტრის მოწყობას. სახელშეკრულებო ღირებულება მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით
ბათუმში მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა
რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მახინჯაურის რკინიგზის სადგურში სატვირთო მატარებელმა ორი ადამიანი გაიტანა.
ოლიმპიადაზე მოხვედრა უკვე წარმატება იქნება
ირაკლი დარცმელიძე
მშვილდოსნობით დაწყებული და ძიუდო-სამბოთი გაგრძელებული სპორტული გზა, ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ჭიდაობის ორ სახეობაში არაერთი ტიტული მოიპოვა და დღესდღეობით, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ძიუდოისტ ქალად მიიჩნევა. ბათუმელი ირინა ლეონიძე მიღწეულით არ კმაყოფილდება და მთავარი მიზნისკენ, ოლიმპიადისკენ ისწრაფვის.
<!** Image 1 align="middle" alt="ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)" sub="ირინა ლეონიძე (მარჯვნივ)" width="600" height="881" >
მკლავჭიდელებმა ჩემპიონატი 17 მედლით დაასრულეს
ირაკლი დარცმელიძე
თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი მკლავჭიდში. აჭარის ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილი) საერთო ჯამში სხვადასხვა სინჯის 17 მედალი მოიპოვა.
<!** Image 1 align="middle" alt="აჭარის ნაკრები" sub="აჭარის ნაკრები" width="500" height="768" >
დისკუსია მოსამართლისა და პროკურორის მონაწილეობით
ხვალ, 21 მარტს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაიმართება დისკუსია.
ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის
ვებგამოცემა „გურია ნიუსის” კორესპონდენტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს სასამართლოში უჩივის პირადი შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.
ახალი სახელმძღვანელო საბავშვო ბაღებისათვის
დღეს ბათუმის საკრებულოში საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის ორგანიზებით სახელმძღვანელოს, „სასწავლო სააღმზრდელო პროგრამა ბაგა – ბაღებისათვის“, განხილვა გაიმართა.
სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის შესახებ
21 მარტს, ხუთშაბათს, 14-16 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის შესახებ. დასწრება თავისუფალია.
ქალი, ოჯახი და საზოგადოება
პარასკევს, 22 მარტს, 17:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა”
„გადადგეს გამგებელი“ – ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია ხულოში
ამ წუთებში ხულოს გამგეობის შენობასთან ასზე მეტი ადამიანი მუნიციპალიტეტის გამგებლის გადადგომას ითხოვს. „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქციას კოალიციის მხარდამჭერები მართავენ, თუმცა, მისივე თქმით, შტაბის ხელმძღვანელობას აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.
პროკურატურა მოშიმშილეთა მოთხოვნებს შეისწავლის
დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენინსპექციის წარმომადგენლები შოთა კაკულია და დემეტრე გრიგალაშვილი ბათუმში, იუსტიციის სახლთან მყოფ მოშიმშილეებთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თბილისიდან სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ და აქციის მონაწილეების პრეტენზიების შესწავლას აპირებენ.
<!** Image 1 align="" alt="გენინსპექციის წარმომადგენლები მოშიმშილეებთან" sub="გენინსპექციის წარმომადგენლები მოშიმშილეებთან" width="300" height="300" >
ბათუმის ბაზარში [ფოტორეპორტაჟი]
ნია აფხაზავას ფოტორეპორტაჟი. გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლა
მიწა შესაძლოა გაძვირდეს
შეიცვლება და განვითარდება თუ არა მიწის ბაზარი მთავრობის აგრარული პოლიტიკის შედეგად?
მსოფლიო ჩემპიონი სამართლიანობის აღსადგენად პროკურატურას მიმართავს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ასევე ოლიმპიური თამაშების მონაწილე როსტომ აბაშიძემ „სამართლიანობის აღდგენის“ მიზნით პროკურატურას მიმართა. ყოფილი სპორტსმენის თქმით, მას 2006 წელს სოფელ გონიოში 1200 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წაართვეს.
როცა მეთევზე თევზს მდინარეში აბრუნებს
Fly fishing -ი ანუ როგორც მას უწოდებენ ხელოვნურ სატყუარაზე თევზაობა, საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია. თევზაობის ამ სტილს ერთეულები მისდევენ. ნიკა ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოში Fly fishing -ს მისდევს. თევზაობის ამ ფორმის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ მეთევზე თევზის მოსაზიდად არ იყენებს ბუნებრივ სატყუარას და დაჭერილ თევზს უკან, მდინარეში აბრუნებს.
იუსტიციის სახლთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, სურიე დიასამიძე ცუდად გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მას პირველადი დახმარება გაუწიეს.
<!** Image 1 align="middle" alt="საპროტესტო აქციის მონაწილეები" sub="საპროტესტო აქციის მონაწილეები" width="400" height="1944" >
გუბეებში არეკლილი ქალაქის ფოტოგრაფი
23 თებერვალს ბათუმში, „პრესკაფეში“, სულხან სალაძის ფოტოგამოფენა, „2 ცა 1 ბათუმი“ გაიხსნა. სულხანი ამჟამად თბილისში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს. გარდა იმისა, რომ მას იცნობენ, როგორც იურისტსა და ფოტოგრაფს, სულხანი ასევე ძველი წიგნების კოლექციონერი და ბლოგერია.