აჭარაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
<!** Image 1 align="left" width="150" height="430" >
სამინისტროს ინფორმაციით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება.
ვაქცინაცია ჩაუტარდებათ არასრულად იმუნიზირებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, სამედიცინო პერსონალსა და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, კონტაქტში მყოფ პირებს, მიუხედავად აცრის სტატუსისა.
ამასთან, დაავადების კერებში გამოვლენილ კონტაქტებს ვაქცინით აცრები უტარდებათ: 6-დან 11 თვის ჩათვლით ყველა ბავშვს, 7-დან 40 წლამდე ასაკის ყველა პირს; 2, 3, 4 და 6 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არ აქვთ ჩატარებული აცრა, აცრა ასევე ჩაუტარდებათ, 40 წლის და უფროსი ასაკის პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის კოორდინატორის ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც მან 3 მარტს განაცხადა, წითელას ვირუსით 2 ადამიანი – 11 თვის ჩვილი და 19 წლის მოზრდილი გარდაიცვალა.