უნივერსიტეტში სუნია

 

 

„ბატონო ალიოშა, თუ შეიძლება გამოიარეთ სოციალების კორპუსში, მეოთხე სართულზე, 434-ე აუდიტორიასთან და თქვენ დაინახავთ, დაინახავთ რა სუნი გეცემათ ტუალეტის, სადაც შესვლა შეუძლებელია. იქნებ დაამონტაჟოთ გამწოვები ან აეროზოლები, ისეთი სუნია, რომ ფანჯრებიც თავისით იღება. ტუალეტის სუნის გამო ცხვირის პოლიპები გადაკეტილი გვაქვს, ჩვენ კი მივეჩვიეთ მაგრამ, სტუმართან შევრცხვებით.“

23 დღე კარავში, მთავრობის დახმარების მოლოდინში

ეკომიგრანტები 13 მაისის შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს, კარვებსა და სამარშრუტო ტაქსებში.  მათ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციას მიმართეს დახმარების თხოვნით. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ არავინ არ სცემს პასუხს.

განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მეშინია მარტოობის

 

 <!** Image 1 align="left" alt="გიორგი ქათამაძე " sub="გიორგი ქათამაძე " width="300" height="313" >

ვხედავ როგორ ურტყამს გავეშებული ხალხის მასა მიკროავტობუსს. ადამიანები –  განწირულები ინსტინქტურად წივიან, კივიან, ყვირიან… მიშველეთ. ვინც შველას ითხოვს, ადამიანების გარემოცვაშია, ირგვლივ, ყველგან ადამიანია, ბევრი ადამიანი, ოღონდ მათ გარშემომყოფთაგან არავინ მიეშველება. პირიქით – უმრავლესობა მოსაკლავად ცოტას მისდევს და იმეტებს კიდეც.

 

 

რა არის შესაცვლელი სკოლაში

 

<!** Image 2 align="" alt="მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელი" sub="მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელი" width="360" height="360" >

 

 

რას სთავაზობს სახელმწიფო სკოლებს განვითარებისთვის და რამდენად დამოუკიდებელია დირექტორი სკოლის მართვის პროცესში? რა ქმნის ბარიერებს და რა ხარვეზებს ხედავენ დირექტორები  ზოგადი განათლების  შესახებ კანონში? ამ და სხვა პრობლემებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მესამე და მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორებმა ისაუბრეს.

 

 

<!** Image 3 align="" alt="მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, გენო გოგიბერიძე" sub="მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, გენო გოგიბერიძე" width="360" height="360" >

 

რას იტყვის დომენტი?!

 

 

გავვარდით, მაგრამ დავრჩით! – ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებში ეს ფრაზა უკვე ლამის ანეკდოტად იქცა. ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურამდე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, „დინამო“ გავარდებოდა თუ „სიონი“. გვაჯობეს ბოლნისელებმა. ახლა უკვე, ბატონ დომენტიზეა დამოკიდებული დარჩება ბათუმის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში, თუ ისევ დაუბრუნდება ქვედა დივიზიონს. დომენტი ვინ არის? დომენტი იგივე ზვიად სიჭინავაა, ოფიციალურად დომენტი ჰქვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. სწორედ მის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული უმაღლეს ლიგაში ორი იუბილარის – „დინამოსა“ და „კოლხეთის“ დარჩენის ყოფნა-არყოფნა.

 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="დომენტი სიჭინავა" sub="დომენტი სიჭინავა" width="300" height="337" >

ოთხწლიანი პაუზა და პირველი მედალი ეროვნულიდან



<!** Image 3 align="left" alt="თემურ კახიძე" sub="თემურ კახიძე" width="300" height="3400" >გასულ კვირას, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბილიარდში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მიიღეს მონაწილეობა ბათუმელმა მობილიარდეებმა. მართალია, ოთხი სპორტსმენიდან მხოლოდ ერთმა – დავით ფიფიამ მოახერხა საპრიზო ადგილის დაკავება და ბრინჯაოს მედლის მოპოვება, მაგრამ როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის ახალარჩეული თავკაცი ამბობს, ამდენწლიანი უქმად ყოფნის შემდეგ ეს ურიგო შედეგი არ არის. ბათუმელი მობილიარდეების შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ „ბათუმელებს“ თავად მოუთხრო.

ბავშვთა დაცვის დღე ბათუმშიც აღნიშნეს

 

 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ისე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ბავშვთა დაცვის დღე ბათუმშიც აღნიშნეს. 

 

უფასო გამოკვლევები მოზარდებისთვის

 

 

დღეს ბათუმის  „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“  უფასო გამოკვლევები ტარდება.  ცენტრში მისულ ნებისმიერ 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვსა და მოზარდს უფასო კონსულტაციებს  სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩაუტარებენ.

 

უფასო გამოკვლევები ხვალაც გარძელდება.  1 ივნისს  საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას  „ბათუმის #1 პოლიკლინიკა“, „ბათუმის #4 პოლიკლინიკა“, „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა“ და „მედინა“მიიღენენ. საქველმოქმედო აქციების ერთ-ერთი ინიციატორი სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდია.

 

ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის  რეფერალური საავადმყოფოს ერთობლივი ინიციატივით,  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო ბავშვთა სახლის აღსაზრედელებს  უფასო სამედიცინო გამოკვლევებს  ჩაუტარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგელაძეც  იღებდა.   ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აჭარის მასშტაბით ბავშვთა სახლის  200-მდე აღსაზრდელს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.  

 

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.

ხანძარი კურორტ ბეშუმში


კურორტ ბეშუმში ხანძრის შედეგად 9 სახლი დაიწვა, ხანძრის ლოკალიზებას ხულოს, ქედის, შუახევისა და ადიგენის სახანძრო ბრიგადები ამ წუთებშიც აგრძელებენ. შემთხვევის ადგილზე პირველად ადიგენის ბრიგადა მივიდა, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ადგილზე  შესაბამის სამსახურებთან ერთად ექსპერტკრიმინალებიც მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადების დროულად მისვლა მწყობრიდან გამოსულმა გზამ შეაფერხა.

 

,,მოგეხსენებათ  ცენტრალური გზა რა დღეშიც არის, რამაც  გარკვეულწილად შეაფერხა სახანძრო მანქანების ადგილზე მისვლა. ხანძრის მაშტაბურობა სახლების სიახლოვემ განაპირობა, ხანძარი ერთი სახლიდან მეორეზე გადავიდა… ადგილზე ხუთი ბრიგადა მუშაობს, ამ ეტაპზე ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. არ ვიცით რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამის დასკვნას შესაბამისი სამსახურები დადებენ. რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, წინასწარ ვერ გეტყვით როგორ მოხდება მათი დაკმაყოფილება, მაგრამ ვეცდებით მინიმალურად დავეხმაროთ, ვეცდებით მოვიძიოთ თანხა,  საკრებულოსთან ერთად აღვძრათ შუამდგომლობა აჭარის მთავრობასა აღმოგვიჩინონ კანონის შესაბამისი დახმარება“, – აცხადებს გურამ ხოზრევანიძე.

 

ხანძრის შედეგად ადამიანები არ დაზიანებულან. 

ბავშვთა დღე უფასო სამედიცინო გამოკვლევებით


ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები მიიღებენ.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მითითებულია იმ სამედიცინო ღონისძიებების ჩამონათვალი, რითაც ბავშვები ამ დღეებში ისარგებლებენ:

 

„31 მაისს, 11:00 საათიდან უფასო გამოკვლევები დაიწყება „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“. აქციის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელების უფასო გამოკვლევები.

 

31 მაისს, 10:00 საათიდან უფასო სამედიცინო მომსახურება განხორციელდება ბათუმის „დედათა და ბავშვთა საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“.

 

1 ივნისს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ: „ბათუმის #1 პოლიკლინიკა“, „ბათუმის #4 პოლიკლინიკა“, „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა“ და „მედინა“.

 

უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ 0-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს.

 

საქველმოქმედო აქცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ინიციატივით იმართება“.

 

 

„ოქროს“ კატეგორიის ჯილდო ნავთობტერმინალს


ბათუმის ნავთობტერმინალის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, IQS-ის კომიტეტმა ბათუმის ნავთობტერმინალს ხარსიხის საერთაშორისო სამიტის „ოქროს“ კატეგორიის ჯილდო მიანიჭა:

 

<!** Image 1 align="left" alt="ბათუმის ნავთობტერმინალი" sub="ბათუმის ნავთობტერმინალი" width="300" height="613" >


„ორგანიზატორებმა ჯილდო გადასცეს ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველ დირექტორს გიორგი კილაძეს და გენერალური დირექტორის მოადგილეს ნავთობბრუნვის დარგში ლევან ჯობავას.

 

დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა 2013 წლის 27 მაისს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში მდებარე სასტუმრო მარიოტ მარქუისის სამეჯლისო  დარბაზში.

 

„ბათუმის ნავთობტერმინალმა საქართველოში პირველმა გაიარა ერთდროული სერთიფიცირება მენეჯმენტის ISO 9001:2008, ISO 14001:2004 და OSHAS 18001:2007 სისტემების მიხედვით, რაც ჩვენი პერსონალის ძალისხმევისა და მასერთიფიცირებელი ორგანოს „ბიურო ვერიტასის“ დახმარებით მიიღწა. ბათუმის ნავთობტერმინალმა 2012 წელს ასევე მიიღო ISO/TS 29001:2010 სერთიფიკატი, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მენეჯმენტის მიმართ მოთხოვნებს ნავთობის, ნავთობქიმიისა და აირის მრეწველობაში.

 

2015  წლამდე ვგეგმავთ ენერგომენეჯმენტის  დანერგვის, საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის და „მწვანე ინვესტიციების“ გამოყენების  ღონისძიებების ჩატარებას სასათბურე აირების შესახებ კიოტის პროტოკოლის მექანიზმების საფუძველზე, კლიმატის ცვლილების თაობაზე გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი კილაძემ.

 

დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა 86 ქვეყნიდან.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი დააარსა ლუდვიგ ნობელმა 1883 წელს.

 

მიღების, შენახვის და გადატვირთვის მოხერხებული და კარგად განვითარებული სისტემა უზრუნველყოფს 18-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტის ერთდროულ გადატვირთვას და ერთდროულ ჩატვირთვას 4 ტანკერში. ტერმინალის საპროექტო გამტარუნარიანობა შეადგენს 15 მილიონ ტონას წელიწადში.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი სს ეკ „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიის „ყაზტრანსოილის“ საკუთრებაა და თავის მხრივ ფლობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიურ უფლებას“.

 

მე უკუმიგრირებული ეკომიგრანტი ვარ


15 წლის წინ, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, წალკაში ჩაგვასახლეს. მერე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, უფრო მეტი ოჯახი ჩამოვიდა წალკაში. 15 წელი გვეუბნებოდნენ მე და ჩემს ოჯახს, რომ სახელმწიფო მოგვცემდა მიწას წალკაში და გამოისყიდდა სახლს, სადაც ვცხოვრობდით.


<!** Image 1 align="left" alt="თემურ გელაძე" sub="თემურ გელაძე" width="300" height="512" >

შეგახსენებთ, რომ…


იცოდით თუ არა, რომ… აჭარის უმაღლესი საბჭოს ის დარბაზი, სადაც სესიები იმართება, დეპუტატები მსჯელობენ, კამათობენ, კანონებს იღებენ, მინისტრების ანგარიშებს ისმენენ, წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის ყოფილა. დარბაზი ნაკურთხი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ წმინდანის სახელობის თუ იყო – არ ვიცოდი.


<!** Image 1 align="left" alt="ნათია როყვა" sub="ნათია როყვა" width="300" height="638" >

სკოლის თვითმმართველობები და მათი უფლებები

 

 <!** Image 1 align="" alt="მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა" sub="მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა" width="360" height="360" >

თვითმმართველობები, რომლებიც საჯარო სკოლების სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, გარკვეული უფლებებით არიან აღჭურვილნი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მათ შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს და წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს, რომელმაც მათი ხმა სკოლის ადმინისტრაციამდე უნდა მიიტანოს.  თუმცა, როგორც სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა „ბათუმელებთან“  საუბარში აღნიშნეს, ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარი იდეების რეალიზებას ვერ ახერხებენ და მოკარნახის როლში ადმინისტრაციული ერთეულები გამოდიან. რა უფლებები აქვთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს და ვინ არის იდეების ძირითადი დამკვეთი? ამ საკითხებზე ბათუმის მე-8 და მე-11 საჯარო სკოლების თვითმმართველობის წევრები საუბრობენ.  

 

 

 

მე ათეისტი ვარ


ეს ახლა არ გადამიწყვეტია, როცა ქუჩაში გამოსული „ტაბურეტკებიანი“ და მოძალადე მღვდლები დავინახე. დიდი ხანია ასეა, მაგრამ ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არც მიცდია მისი გასაჯაროვება. ახლა გამიჩნდა სურვილი გამოხატვის. კი, პროტესტმა განაპირობა ეს, რადგან იქ, სადაც ადამიანებს სცემენ გამოხატვის თავისუფლების გამო, შეუძლებელია იგემო თავისუფლება. 


<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე " sub="ჯაბა ანანიძე " width="300" height="498" >

ადამიანის უფლებათა კომისია უმაღლეს საბჭოში


აჭარის უმაღლეს საბჭოში იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. ამ ინიციატივის ავტორის, დეპუტატ სულხან ღლონტის თქმით,  მათი ფრაქცია – „თავისუფალი დემოკრატები“ უახლეს სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. სულხან ღლონტის თქმით, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში არსებული უფლებათა დაცვის კომიტეტის ანალოგი და, შესაბამისად, პასუხისმგებელი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე აჭარაში.


<!** Image 1 align="left" alt="სულხან ღლონტი" sub="სულხან ღლონტი" width="300" height="400" >

ბოლო გაჩერება – ოლიმპიადა 2020

<!** Image 1 align="left" alt="გოჩა სურმანიძე" sub="გოჩა სურმანიძე" width="300" height="932" >გასულ კვირას ბათუმში კარატეს ფედერაცია ჩამოყალიბდა, რომლის თავკაცად ბათუმელი გოჩა სურმანიძე აირჩიეს. რა ფუნქცია–მოვალეობები ექნება ახალ ორგანიზაციას, ვინ გაერთიანდა მასში და რამდენად რეალურია ის, რომ სპორტულ კარატედ წოდებული სახეობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება შეყვანილი?! – ამის შესახებ “ბათუმელებს” ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სურმანიძე ესაუბრა.

წლის ბოლოს ჩემპიონის ქამრისთვის ვიბრძოლებ



K1 ვერსიით მებრძოლი, ბათუმელი რომა აბაშიძე ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, სპარინგ-შეხვედრებს მართავდა და რაც მთავარია, მონაწილეობა მიიღო პროფესიონალურ ტურნირში, რომელშიც რუსეთის მრავალგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ანდრეი ტოფტს შეხვდა. ტოფტს პროფესიულ რინგზე 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ამათგან უმეტესობა მოგებული აქვს. მართალია, ჩვენი მებრძოლი დამარცხდა, მაგრამ ისიც მსაჯების ჩარევის შემდეგ, როდესაც გახეთქილი წარბის გამო მას ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს. რა უსამართლობის წინაშე აღმოჩნდა ბათუმელი მებრძოლი რუსეთში, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად რომა აბაშიძე მოუთხრობს.



<!** Image 1 align="middle" alt="რომა აბაშიძე (შუაში)" sub="რომა აბაშიძე (შუაში)" width="500" height="480" >

გოგონების ოქრო და ვაჟების ვერცხლ-ბრინჯაო

აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე უნივერსალურ ორთაბრძოლებში, აჭარის ნაკრების წევრებმა სხვადასხვა სინჯის ხუთი მედალი მოიპოვეს. ტურნირი აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას მიეძღვნა და მასში ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


<!** Image 1 align="middle" alt="თემურ დანელია და გურანდა აბესლამიძე" sub="თემურ დანელია და გურანდა აბესლამიძე" width="400" height="768" >

„ბათუმი“ ევროლიგაზე ითამაშებს

ბათუმის ხელბურთელთა გუნდმა „ბათუმმა“, რომელიც თბილისში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ტურებს თამაშობს, ფაქტობრივად, უკვე გაინაღდა მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები. გაცილებით სასიხარულო კი ისაა, რომ როგორც ცნობილი გახდა, წელს, ევროლიგის გათამაშებაზე, „ბათუმიც“ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის თაობაზე კომენტარი „ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ჭანტურიამ გააკეთა.

ბათუმიდან რომში

ბათუმის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია მალე ქალაქის ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც ქალაქის ნაკრებ გუნდს დააკომპლექტებს და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატზე. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებს“ ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="640" >

არა – დისკრიმინაციას

 

 

ამ მოსაზრების დაწერა ერთმა ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში, სათამაშოების მაღაზიის წინ შევესწარი. 

„არ ვართ საცდელი ვირთხები“ – პროტესტი უნივერსიტეტში

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები საპროტესტო აქციით დაიწყო. სტუდენტთა ნაწილი აპროტესტებს გამოცდების ფოიეში ჩატარებას, ისინი ითხოვენ გამოცდები აუდიტორიებში ჩატარდეს.

ქობულეთი ტურისტული სეზონის სამზადისში

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, ახალი ტურისტული სეზონის პოპულარიზების მიზნით, „ახალი სეზონის“ ფარგლებში იგეგმება შემდეგი  ღონიძიებები: 

სამეურვეო საბჭოები დამკვირვებლის როლში

 

რა შეცვალა სამეურვეო საბჭოებმა სკოლაში, რამდენად ეფექტურია მათი მუშაობა და როგორ ხედავენ პედაგოგები და მშობლები სკოლის ამ რგოლის მომავალს? „ბათუმელები“ ამ ეტაპზე სამეურვეო საბჭოებში არსებულ პროცესებს ორი საჯარო სკოლის მაგალითზე განიხილავს. 

 

 

<!** Image 1 align="middle" alt="მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეები" sub="მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეები" width="360" height="360" >

რობი კუხიანიძის საღამო ბათუმში

 

 

დღეს, საღამოს ცხრა საათზე „ერედელის ბარში“ მუსიკოს რობი კუხიანიძის საღამო გაიმართება. 

საღამოზე დასწრება თავისუფალია, თუმცა წინასწარ ხდება მაგიდების დაჯავშნა.

 

რობი კუხიანიძე სამი დღეა ბათუმში იმყოფება. 

 

 

პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

 

 

  საქართველოს პოლიტიკური მოწყობა ჯერ კიდევ პლასტიურ მდგომარეობაშია. ფაქტია, 20 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ფუნდამენტური პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური  ინსტიტუტების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ამის ბევრი მიზეზი არსებობს,თუმცა უმთავრესი მაინც შემდეგია:

იგრძენი ქუჩის გულისცემა ბათუმში

 

ამ წუთებში ბათუმში ქუჩის მუსიკის დღე აღინიშნება. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან მდებარე სკვერში ახალგაზრდა მუსიკოსები არიან შეკრებილნი და გამოსვლისთვის ემზადებიან.


„არის ასეთი ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“. დაუკრავენ  პროფესიონალი და არაპროფესიონალი მომღერლები, ბენდები. ჟანრში არ ვზღუდავთ მუსიკოსებს.  დღეს შეხვდებით ბევრ თანამედროვე ბათუმურ და ქობულეთურ ბენდებს“ – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აბელ ლასაძემ.

 

 <!** Image 3 align="middle" alt="ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

ქუჩის მუსიკის დღე 2007 წელს  ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას. ეს არის დღე, როდესაც მთელი ლიტვა მუსიკის ჰანგების ქვეშ ერთიანდება. 2007 წელს ის პირველად ვილნიუსში ჩატარდა, მოგვიანდებით 2009-ში ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოო ჯამში 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში.

ევროპის ქვეყნებმა არ დააყოვნეს და შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელს მსოფლიოში, იდეაც სწრაფად გავერცელდა და მოძრაობას შეუერთდა ბელარუსია და ლატვია.

2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოშიც.

 

ტექსტი: ანა გვარიშვილი  | ბათუმელების მედიასკოლა

ვიდეო: ნია აფხაზავა | ბათუმელების მედიასკოლა

 

 

 

 

ფოტორეპორტაჟი ქუჩის მუსიკის დღიდან

 

<!** Image 2 align="middle" alt="ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

 

 

<!** Image 4 align="middle" alt="ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: მარი მუთიძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

 

 <!** Image 5 align="middle" alt="ფოტო: ნინო ბერიძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: ნინო ბერიძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

<!** Image 6 align="middle" alt="ფოტო: ხატია ზუხუბაია | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: ხატია ზუხუბაია | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

<!** Image 7 align="middle" alt="ფოტო: თათია ბოლქვაძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: თათია ბოლქვაძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

<!** Image 8 align="middle" alt="ფოტო: ქეთი ჭანიძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: ქეთი ჭანიძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

<!** Image 9 align="middle" alt="ფოტო: მარიამ ნაკაშიძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: მარიამ ნაკაშიძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

<!** Image 10 align="middle" alt="ფოტო: თათია ბოლქვაძე | ბათუმელების მედიასკოლა" sub="ფოტო: თათია ბოლქვაძე | ბათუმელების მედიასკოლა" width="600" height="500" >

 

 

სიძულვილისგან თავისუფალი ზონა პრესკაფეში

 

„სიძულვილისგან თავისუფალი ზონა“  –  ამ სახელწოდებით გაიხსნა დღეს  ბათუმის პრესკაფეში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ფოტო გამოფენა.  

 

გამოფენაზე  Stray Cat–ის მიერ მომზადებული, სხეულზე ტატუს ფორმით გამოსახული ანტიჰომოფობიური სლოგანების  ფოტოების სერია იყო წარმოდგენილი.  დეპერსონალიზებული, ჯგუფური და იმავდროულად ფრაგმენტირებული პროტესტი ერთგვარი ირონიით ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენი საზოგადოება იმყოფება – პერსონალური ბუნტისა და ჯგუფური პროტესტის მიჯნაზე. ფოტოებს რამდენიმე ავტორი ჰყავს.

 

ფოტოები პრესკაფეს გამოფენისათვის ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ მიაწოდა.

 

 

<!** Image 2 align="middle" width="600" height="500" >

„დინამოს“ შანსი და ბათუმელი, რომელიც „ბარსელონაში“ მიიწვიეს



<!** Image 1 align="left" alt="ლევან ქორიძე" sub="ლევან ქორიძე" width="300" height="373" >საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა, ორი ტური დარჩა. ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია – თბილისის „დინამომ“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა ქვეყნის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვება. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია ბათუმის „დინამოსათვის“, რომელიც კვლავ იქცა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის რეალურ კანდიდატად. მეორე წრეში ოთხმატჩიანი წაუგებელი (3 მოგება, 1 ფრე) სერიის შემდეგ, „დინამომ“ წაიფორხილა და ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგო, რითაც კვლავ დაუბრუნდა მე-11 ადგილს და ფოთის „კოლხეთთან“ ერთად პირველ ლიგაში დაქვეითებაც, ფაქტობრივად გაინაღდა. თეორიული შანსი არის, რომ ზღვისპირელებმა უმაღლესში ადგილი შეინარჩუნონ.

თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მომდევნო წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის გუნდების გაზრდას გეგმავს ოთხი გუნდით. თუ ასე მოხდა, მაშინ ბათუმელებიც გადარჩებიან გავარდნას და დიდი შანსია, უმაღლეს ლიგაში ქობულეთის „შუქურაც“ ვიხილოთ, რომელიც ახლა პირველ ლიგაში მეორე ადგილისთვის იბრძვის.

ამის და სხვა საინტერესო თემების შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს ლევან ქორიძეს ესაუბრა.

მესამე გუნდური

ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელშიც ოთხი ბათუმელი ფალავანი ირიცხება, გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 

 

<!** Image 1 align="middle" width="500" height="485" >

ლეონიძემ მეშვიდე იკმარა

ბაქოში გამართულ „დიდი სლემის“ ტურნირზე ბათუმელმა ძიუდოისტმა ირინა ლეონიძემ, რომელიც ამ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონია, მეშვიდე ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში ის ბრაზილიელ კლაუდირენ სეზართან იპონით დამარცხდა, შემდეგ სანუგეშო წრეში გადაერთო, თუმცა ასევე იპონით წააგო ხორვატ ივანა სუტალოსთან და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ბათუმი BIAFF-ის მოლოდინში

 

ბათუმის საავტორო  ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესიტვალზე მნიშნელოვანი სიახლეები იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

 

წელს პირველად, ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა. კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ფილმები  ბათუმის პლაჟზე და ბულვარში ნახონ. რაც შეეხება ძირითად კინოჩვენებებს, კინოთეატრ „აპოლოში“ და ბათუმის თოჯინების თეატრში მოეწყობა.

 

BIAFF-ზე კინოპროგრამის გარდა რამდენიმე დამატებითი ღონისძიება იქნება, მათ შორის დოკუმენტური კინოს ერთკვირიანი ვორქშოფი. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ოთხი 3-4 კაციანი გუნდი, რომელსაც ჩაუტარდებათ პრაქტიკული ხასიატის ტრენინგები დოკუმენტურ კინოში. ერთკვირიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ კინოს გადაიღებენ.

 

კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსი მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებზე იქნება. ასევე წარმოდგენილი იქნება ე.წ. „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ (კავკასია, ირანი, თურქეთი, ცენტრალური აზია).

 

კინოფესტივალი 2013 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება და მასზე  დასწრებას აკრედიტირებული სტუმრები უფასოდ შეძლებენ. 

შავი ზღვის ქალაქების ქალ მხატვართა გამოფენა

 

დღეს, 16 მაისს, ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, 4 საათზე, შავი ზღვის ქალაქების ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნება. 

ბრიფინგი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

 

დღეს, ბათუმში, საზოგადოების ერთი ჯგუფი, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის წინააღმდეგ ბრიფინგს გამართავს. როგორც ბრიფინგის  ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაურ ბოლქვაძე ამბობს, „თბილისში გეი აღლუმის გამართვას აპირებენ“. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ეს ჯგუფი დღეს მიმართვას გაავრცელებს.

 

„აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო ბრიფინგი გვაქვს. გავაკეთებთ მიმართვას. მიმართვის ტექსტი ისაა, რომ არ უნდა ჩატარდეს. მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ,“ – განაცხადა ზაურ ბოლქვაძემ.

 

ბრიფინგი და შეხვედრა თანამოაზრეებთან დღეს ორ საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

 

ხვალ, 17 მაისს, თბილისში მვიდობიანი აქცია  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იგეგმება.  

 

ლიმიტი ამოიწურა – წადით!


ლიმიტი ამოიწურა – წადით! სწორედ ამ შინაარსის მოწოდებებით გამართეს ბათუმის „დინამოს“ ფან–კლუბის – „შავი ზღვის მეკობრეების“ წევრებმა აქცია ქალაქის მერიასთან, რომლებიც „დინამოს“ ხელმძღვანელობისა და მისი პრეზიდენტის, სულხან გოგიბერიძის წასვლას მოითხოვდნენ.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="720" >

Exit mobile version