„ჩვენ გვინდა შევთავაზოთ რეკომენდაციები და დასკვნა, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რა ვადებში, ამ ვალის გასასტუმრებლად. პირველ რიგში უნდა შეიქმნას კომპენსირების სამართლიანი მოდელი, კომპენსირება იდეაში გულისხმობს, რომ ვეღარ მოხდება ინდექსაცია ერთი-ერთზე. ამის რესურსი არც სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია, მაგრამ არსებობენ ქვეყანაში იურისტები და ეკონომისტები, რომლებიც დასხდებიან და მოიძიებენ კომპენსირების ფორმას. ეს იქნება ფულადი თანხით, წიაღისეულით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხებიდან თუ სხვა ფორმით, ეს საფიქრალია“-აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
ადვოკატების აზრით, ამ ვალის გასტუმრება მინიმუმ ათი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. „ინდექსაციამ უნდა დაადგინოს ის წრე, ვისზეც პირველ ეტპაზე მოხდება ვალდებულებების გაცემა. ეს იქნება სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ან თუნდაც გარდაცვლილი მეანაბრეების მემკვიდრეები“.
ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ანაბრების კომპენსირების ნაწილში სხვადასხვა პოზიცია დაიჭირეს. „როცა საქართველომ ანაბრები შიდა ვალად გამოაცხადა, როგორც მაგალითად სომხეთმა, მოლდავეთმა და ლატვიამ, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ქვეყანა ფაქტობრივად სამი ომის შემდგომ პერიოდში იმყოფება და რეალური ამ ვალების გასტუმრება მოცემულ შემთხვევაში არ არის რეალური. შემდგომში კი ამ თემის წინასაარჩევნოდ პოლიტიზირებამ, პრობლემის მოუგვარებლობა გამოიწვია“-ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.
მისი აზრით, სწორი იყო ლიტვას მაგალითი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა არა მარტო საბჭოთა ანაბრები უნდა დააბრუნოს, არამედ საბჭოური ოკუპაციის თანხაც უნდა აუნაზღაუროს ქვეყანას.
აზერბაიჯანმა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, თუმცა, როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ,ამ სახელმწიფომ ყოფილ მეანაბრეებზე ვალების გასტუმრების ვალდებულება მაინც აიღო: „ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან, ეს 2015 წლამდე აქვთ გაწერილი. აზრებაიჯანი მდიდარი ქვეყნაა და ამის რესურსი მისთვის პრობლემა არ არის“.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მეანაბრეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. „ამის ზუსტი ციფრი არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტმა გვიპასუხა, რომ არ იციან. შეიძლება იცოდეს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც არ მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს.“
„