ეკომიგრანტების აქცია ბათუმის მერიასთან

 

 

დღეს ბათუმის მერიის წინ ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პარკირებისთვის დაწესებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და საკვებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ. 

გიორგობა გოგნში

 

ყოველ წლის 6 მაისს, გიორგობას ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თერჯოლის რაიონ სოფელ გოგნში მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში იკრიბებიან.   გადმოცემის თანახმად  წმინდა გიორგის სახელობის მთაზე არსებული სამლოცველოს კარი არასდროს იკეტებოდა, სწორედ ამიტომ მას ხალხმა გოგნის კარუგდებელი უწოდა.

 

ხალხი სამ-ოთხ კილომეტრს გადის ფეხით, იმისათვის რომ ტაძარი მოილოცოს. 

 

 

მომზადებულია ბათუმელების მედიასკოლის მოსწავლის მიერ. 

გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:

84 კომპანია ერთ სივრცეში – ექსპო ბათუმი 2013

 

10 მაისს  ბათუმში მეექვსე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „EXPO BATUMI 2013”  გაიხსნა. 

„კონტრაცეფცია და სპირალი იგივე აბორტია“ – დისკუსია აბორტის აკრძალვაზე

დღეს,  8 მაისს „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის“   ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა დისკუსია თემაზე – აბორტის აკრძალვა.  

 

 

დისკუსიას ესწრებოდნენ საკითხის ირგვლივ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუმრები და აუდიტორია, სასულიერო პირები (მართლმადიდებლური ეკლესიიდან და სამუფთოდან), მედიკოსები,  ფსიქოლოგები  და სამართალმცოდნეები.      

შავფაროსნებს რომში დღესაც გველოდებიან

აჭარაში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის შესახებ „ბათუმელების“ ფურცლებიდან უკვე შეიტყო ჩვენმა მკითხველმა. მას შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა. ფედერაცია აგრძელებს მუშაობას. ამ დღეებში ბათუმმა არეულ კრივში აჭარის ღია პირველობას უმასპინძლა. თუ რას წარმოადგენს არეული კრივი, როგორია ქართული საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების პერსპექტივა, რა სიახლეები და მიზნები აქვთ ბათუმელ მებრძოლებს, ამის შესახებ აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ზვიად ჯაფარიძისგან შეიტყობთ.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="639" >

ევროტურნირზე მომავლისთვის ვიფიქრებთ

<!** Image 1 align="left" alt="თამაზ ფხაკაძე" sub="თამაზ ფხაკაძე" width="300" height="2300" >დასრულდა საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატი. ბათუმის „ბათუმმა“, რომელიც უმაღლეს ლიგას წელს დაუბრუნდა, პროგრამა მინიმუმი შეასრულა – უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. როგორც კლუბის მესვეურები აცხადებენ, იყო თეორიული შანსი იმისა, „ბათუმს“ პლეი-ოფში ეთამაშა, თუმცა ეს სამომავლოდ გადაიდო. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც „ბათუმელებმა“ კლუბის დირექტორს თამაზ ფხაკაძეს ჩამოართვა.

ქართველი მშვილდოსნები ევროპის გრან-პრიზე

რიომში (საფრანგეთი) დასრულდა ევროპის გრან–პრის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრების ვერც ერთმა წევრმა საპრიზო ადგილის დაკავება ვერ მოახერხა. „ბათუმელები“ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თამაზ ფუტკარაძეს ესაუბრა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="540" >

პრესტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

    დღეს  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჟურნალისტებისთვის  პრეს-ტური ეწყობა.  ჟურნალისტები ადგილზე გაეცნობიან იმ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და ხორციელდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.     კერძოდ ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში გასული წლის შუა რიცხვებში დაიწყო და წელს დასრულდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, სარეკრეაციო და საპიკნიკე ადგილების კეთილმოწყობა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, რომელშიც …

დილა მშვიდობისა ბათუმო

 

დილა მშვიდობისა ყოველ დილით გვესმის. ადამიანები ამ ფრაზით ერთმანეთს მშვიდობიან დღეს უსურვებენ.  ბათუმში ყველა ცდილობს დილა ჯანსაღად დაიწყოს.  მიდიან ზღვის სანაპიროზე. ზოგი ბანაობს, ზოგი დარბის მეგობრებთან ერთად. ისინი დადებითად იმუხტებიან და დარჩენილ დღეს მხიარულად და ბედნიერად ატარებენ. 

 

 

 

 

 

 

 

 

გალერეის გასახსნელად დააწკაპუნეთ  პირველ ფოტოზე:

სხვა ბათუმი

 

ქალაქი, რომელშიც დავიბადეთ, ქალაქი რომელიც ზღვით სუნთქავს… ეს ბათუმია, თუმცა ყველა ცდილობს მისი მხოლოდ ერთი მხრიდან ჩვენებას. უტყვი შენობები, მდუმარე ბულვარი. ფოტო-რეპორტაჟის მიზანი სწორედ ესაა.  დაგანახოთ  სხვა ბათუმი, რომელშიც ყველაფრისდა მიუხედავად,  სიცოცხლე მაინც დუღს.

 

გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:

კლასიკური მუსიკის საღამო ხელოვნების ცენტრში

 

 

დღეს, 30 აპრილს, ბათუმის  ხელოვნების ცენტრში  გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო.

 

მონაწილეობენ: უკრაინის, კიევის პეტრე ჩაიკოვსკის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სტუდიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი სერგეი გოლუბნიჩი.

პეტრე ჩაიკოვსკის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის ასისტენტ–სტაჟიორი ილია ინაიშვილი.

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები:

ირმა ჟღენტი, არმაზ დარაშვილი, ლევან მაკარიძე, სულხან გველესიანი,

ალექსანდრე კირეევი (უკრაინა).  

 

ასევე, თბილისის ოპერისა დ ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი მაყვალა ასპანიძე.

 

საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი: მარიამ ჯახუტაშვილი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური  ორკესტრი

პროგრამაშია: არიები და ნაწყვეტები  ჯუზეპე  ვერდის, პეტრე  ჩაიკოვსკის

ოპერები.

 

დასაწყისი:  19:00  საათზე. 

 

“მერე რა ვქნათ ახლა, ხდება მასეც“

 

 

 

<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე " sub="ჯაბა ანანიძე " width="300" height="498" >

ბოლო დროს ხშირად მიჩნდება სურვილი, გავიცინო პირდაპირ ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ფრიად სერიოზული საკითხზე ვმსჯელობთ. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, გლეხებისთვის დასახმარებლად გამოყოფილ სასოფლო ბარათებზე რომ გესაუბრათ და მოულოდნელად მაყურებელს დაესვა შეკითხვა: “ამ ვაუჩერის იმედი მქონდა, მანქანა ძლივს ვნახე, ჩამოვედი ფერმერთა სახლში, აზოტი მინდოდა და მითხრეს, მაგი არ გვაქვს და აგერ, სხვა რამე წაიღეთ, ბატონო”.

ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიის წინ

 

 

ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა ყოფილი ბატალიონის ტერიტორიაზე მათ მიერ ჩადგმული საცხოვრებელი ქოხების დანგრებას აპროტესტებს. ისინი პროცესის შეჩერებას და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.   აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ხელმძღვანელობა არ შეხვდებათ, მერიის შენობაში შეიჭრებიან.  

 <!** Image 1 align="middle" alt="თვითნებურად ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიასთან" sub="თვითნებურად ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიასთან" width="360" height="360" >

ოთხი რესურსცენტრის უფროსი აჭარაში სამსახურს დატოვებს

 

აჭარაში არსებული რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსის მეორე ტური ჩაატარა. კონკურსის შედეგების მიხედვით, ბარიერი მხოლოდ ორი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადალახა. ქედაში დურმიშხან შავიშვილმა ასიდან 77, ქობულეთში მადონა გოგიტიძემ ასიდან 53 ქულა აიღეს.


<!** Image 1 align="left" width="400" height="267" >


მიმართვა ირაკლი ჩავლეიშვილსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს


„მიკვირს, რომ რატომ დუმს საკრებულოს თავმჯდომარე, როდესაც საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაში, საქართველოს მასშტაბით პროექტების დაფინანსების შესახებ, აჭარიდან არც ერთი პროექტი არ მოჰყოლია, არც ერთი კაპიკი არ არის გამოყოფილი აჭარის რეგიონზე“, – ეს განცხადება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კახიძემ გააკეთა. 


<!** Image 1 align="left" alt="ჯუმბერ კახიძე " sub="ჯუმბერ კახიძე " width="300" height="600" >

აჭარის მთავრობის დელეგაცია ბავარიაში მიემგზავრება

აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ბავარიის რეგიონის ოლქ რეგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს. 

მე უნივერსიტეტს ვირჩევ

რედაქტორის სვეტი 

 

ჯერ რადგანაც მხოლოდ აზრი გაცხადდა და გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ამიტომ ვწერ.

არჩევანის წინაშე დგას საზოგადოება – ან უნივერსიტეტი, ან ბათუმის მერია ერთ ფანჯარაში. „ერთ ფანჯარად“ ბათუმის ბულვარში აგებული შენობა უნდათ აქციონ, რომელიც ერთხელ უკვე გაიხსნა, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

ბათუმის უბნები ერთმანეთს ჭადრაკში დაუპირისპირდებიან

 

 

დღეს, ბათუმის სასპორტო სკოლაში დაიწყო ტურნირი ჭადრაკში ბათუმის უბნებს შორის. ტურნირი მუნიციპალური პროგრამის „ბათუმის 13 ადმინისტრაციაში შემავალ უბნებს შორის სპორტული თამაშები” ფარგლებში იმართება. პროგრამაში მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებ სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ.

 

ტურნირი ჭადრაკში 27 აპრილს დასრულდება.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ტურნირი ფრენბურთში – 29 აპრილი – 4 მაისი, კალათბურთში – 17-23 მაისი და მინი-ფეხბურთში – 10-16 მაისი.

ბათუმის მერი დაუგავპილსში იმყოფება

 

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში იმყოფება. დღეს ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქში საერთაშორისო ტურისტული კონფერენცია გაიმართება, სადაც ჯემალ ანანიძე ბათუმის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრებს და კონფერენციის მონაწილე ქალაქებს ბათუმის გამოცდილებას გაუზიარებს.

ლიფტების რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია ერთდროულად 14 მისამართზე მიმდინარეობს.

 

ხიმშვიაშვილის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ახმეტელის, ინასარიძისა და ბესიკის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები „ტექ.სერვისი“ და „ელე“ ასრულებენ.

 

14 ლიფტის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 84 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება.

 

მომზადებულია ბათუმის მერიის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით. 

გლეხებს ჩითილების შეძენა 5,1 თეთრად შეეძლებათ


აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის – “ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა” ფარგლებში მომავალი კვირიდან ჩითილების გაცემას დაიწყებს.

აჭარის განათლების სამინისტრო კინოწარმოების ხელშეწყობას იწყებს

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში, ეროვნულ კინოცენტრში აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართეს.

ლექსების კრებულის პრეზენტაცია

 

დღეს, 24 აპრილს,  ბენზეს #18  საჯარო სკოლაში პოეტ თინა თენიეშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 

ექსკურსია ჭყვიშში

 

 

 გაზაფხულდა და შესაბამისად ექსკურსიების რიცხვმაც იმატა.  საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ექსკურსიები. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ, ალბათ ზედმეტად დამღლელია ჩემთვის, მაგრამ როცა ექსკურსია ისეთ ადგილებშია დაგეგმილი, რომლებიც მართლაც უმაგრესია თავისი ბუნებით და ისტორიით, ვიღებ „მსხვერპლს“ და სამაგიეროდ კარგ შთაბეჭდილებებს და ცოდნას ვიტოვებ.

 

ჰოდა, ერთ დღესაც როცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში მივედი და გავიგე რომ დაგეგმილი იყო მორიგი უფასო ექსკურსია ახლა უკვე  ჩემთვის უსაყვარლესი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, ჭყვიშში, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა და არც მინანია, ჩემი ფილტვებიც ვასიამოვნე ასე მონატრებული სუფთა ჰაერით, ყურებიც –  ახალი ამბების მოსმენით და თვალებიც – შესანიშნავი ხედებით ტკბობით.

 

გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე: 

მურმან დუმბაძე ჟურნალისტებს: „გამოიყენეთ ნაცნობები“

 

 

დღეს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქართველოს პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ, აჭარის ტელევიზიის სტატუსთან და  მაუწყებლის შესახებ ახალი კანონონპროექტის ირგვლივ ისაუბრა.

 

მურმან დუმბაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით საუბარია აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნაზე, რომლის შემდეგაც ტელევიზია დაფინანსებას მიიღებს არა აჭარის მთავრობის ან უმაღლეს საბჭოს გავლით, არამედ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან.

 

„ეს ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოში სახელმწიფო ტელევიზია გარდაიცვალოს“. 

 

მურმან დუმბაძე: ‘პროფაილები, რომელიც შექმნილია ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის’

 

 

პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ კომენტარი გააკეთა იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მისი ღირსების დასაცავად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ შეიტანა სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ.

 

მედეა ვასაძე მერაბ ღოღობერიძეს ბრალს სდებს სოციალურ ქსელებში მურმან დუმბაძის ღირსებისშემლახველი კამპანიის წარმოებაში და მურმან დუმბაძის სახელით ყალბი პროფაილების შექმნაში, სადაც პირადი მიმოწერები იყო გასაჯაროვებული.

 

სამი ბრინჯაო და მოსადის ინსტრუქტორი ბათუმში

სტამბულში გამართულ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში 45 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 110 სპორტსმენით წარსდგა, რომელთა შორის ხუთი მებრძოლი ბათუმიდან იყო (მწვრთნელი – გოჩა სურმანიძე).



<!** Image 1 align="middle" alt="გოჩა სურმანიძე და გაბი მიხაელი" sub="გოჩა სურმანიძე და გაბი მიხაელი" width="400" height="720" >


მომთაბარე ხელბურთელები

ბათუმის ხელბურთელთა გუნდი „ბათუმი“ უკვე დაბრუნდა თბილისიდან, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები გამართა. დღესდღეობით, „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ, ჩემპიონატსაც, რომლის დასკვნითი ტური მაისში გაიმართება, ვერცხლის მედლებით დაასრულებს.

მეოთხე წელია „ბათუმი“ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და ერთი სეზონის გამოკლებით, ყოველთვის საპრიზო სამეულში შედიოდა. დანარჩენს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც „ბათუმელებმა“ გუნდის მთავარ მწვრთნელს მერაბ ჭანტურიას ჩამოართვა.


<!** Image 1 align="middle" width="500" height="1125" >

წიგნის დღე წიგნის გარეშე

 

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, გამომცემლობები ტრადიციულ წიგნის ბაზრობებს არ გამართავენ. მეტიც, დაიკეტება რამდენიმე წიგნის მაღაზიაც – ასე გამომცემლები საავტორო უფლებების დარღვევას გააპროტესტებენ. გამომცემლობების პროტესტს არ შეუერთდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოში წიგნის მაღაზიათა ერთ-ერთი მსხვილი ქსელია.

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მიუღია

 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები არ მიუღია – ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომამდგენლებმა განაცხადეს. 

 

ამ პრობლემის დროულად გამოსწორების მოთხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარისა“ და „ბათუმისათვის“ წევრებმაც: „ეს ხარვეზი დაუყონებლივ უნდა გამოსწორდეს, იმისათვის რომ შეიცვალოს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამართლიანად ნეგატიური განწყობა. მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ყველა იმ პროგრამით რასაც სოფლის მეურნეობის სამინისრო განახორციელებს.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ ბრიფინგზე.

ვაკანსია – მასწავლებელი

მასწავლებლის კვალიფიკაციის მისაღებად სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარებაა საჭირო, თუმცა გამოცდის წარმატებით ჩაბარებაც კი არ არის დასაქმების გარანტია. საჯარო სკოლებში აცხადებენ, რომ ვაკანსია არა აქვთ. 

ჟურნალისტი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს სასამართლო პროცესზე მხარეებს – „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს მორიგება შესთავაზა.


<!** Image 1 align="left" alt="ნინო ხოზრევანიძე" sub="ნინო ხოზრევანიძე" width="300" height="600" >

„მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო“


ხმა, რომელიც ყოველდღიურად გვისურვებს ბედნიერ დღეს და გვთავაზობს სასიამოვნო მუსიკალურ პროგრამას – ეს ილო შავიშვილია,  რადიო „აჭარის“ წამყვანი და გჯუფ „ნემოს“ მუსიკოსი. 

სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები

 

“-ძმებო აბა თქვენ იცით,სულით და გულით თქვენთან ვარ, იმედია კარგი სანახაობა გველის წინ. სტადიონზე შევხვდებით!“

-აბა… უკვე დროა, სკოლაში მივდივარ, თამაშის გამო ძმების წაყვანა მინდოდა საგულშემატკივროდ, მარა ისევ ძილში არიან. ისე როგორ განწყობაზე ხართ?“

„მშობლები თქვენ არ გებრძვიან“

 

გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული ასაკია, როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ეს ის დროა, როცა ადამიანი გადადის ბავშვობიდან მოზარდის ასაკში და ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. ამბობენ, რომ თინეიჯერები ხდებიან უმართავები, მოსდით კონფლიქტები მშობლებთან… რატომ ხდება ასე? ამ თემაზე ფსიქოთერაპევტ ირმა ფეიქრიშვილს ვთხოვე საუბარი. 


<!** Image 1 align="left" alt="ქეთი მათითაიშვილი " sub="ქეთი მათითაიშვილი " width="300" height="512" >

ეს ნამდვილი ხათაბალაა

 

დღე იწყება. აბიტურიენტი ვარ. ყოველი დღე  წინა დღისაგან არ განსხვავდება: სკოლა, მასწავლებლები, მეცადინეობები და ბოლო გაჩერება სახლი, შემდეგ ძილი. მეთორმეტე კლასი  – როდესაც დგება მომავალ პროფესიაზე ფიქრის დრო, ყველაზე დიდი თავსატეხი ჩემთვის და, ზოგადად, აბიტურიენტებისათვის. და აქ იწყება სრული ქაოსი. ყველა თავისი აზრის მოხვევას იწყებს. 

 

Exit mobile version