„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე სტუდენტები და მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რა მდგომაროება გენდერული თანასწორობის მხრივ აჭარის მაღალმთიანეთში.
ბათუმელები
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისე სტუდენტები და მოსწავლეები დაინტერესდნენ თუ რა მდგომაროება გენდერული თანასწორობის მხრივ აჭარის მაღალმთიანეთში.
უკვე ოთხი თვეა ქართველი მეზღვაურები მიტოვებულები არიან თურქეთში გემთმფლობელის მიერ,ისინი საქართველოს მთავრობას სთხოვენ დახმარებას. მეზღვაურების ინფორმაციით, ხვალიდან მათ სასმელი წყლის მარაგიც ეწურებათ. “ბათუმელების” კითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა ახალაძე პასუხობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა მარტში სამოქალაქო კამპანია – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ წამოიწყო. კამპანიის სლოგანი ისმის ყველა ტელევიზიაში, ვრცელდება ინტერნეტში და პრესაში. ამის მიუხედავად საქართველოს პარლამენტში აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას კამპანიის შესახებ არაფერი სმენია. არადა, პარლამენტში შესულ კანონპროექტს მხარი სწორედ მათ უნდა დაუჭირონ.
<!** Image 8 align="left" width="400" height="576" >
დღეს ბათუმში სასტუმრო ინტურისტში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანზაცია იურიდიულად 28 თებერვალს დაფუძნდა და ამჟამად 50-მდე სტუდენტია გაერთიანებული.
პატივცემულო აბიტურიენტებო!
ყოველი ადამიანის ცხოვრება განსაზღვრულ ეტაპებს მოიცავს. ასაკობრივი ზრდის მიხედვით თქვენ თქვენი ცხოვრების იმ საწყის ეტაპზე იმყოფებით, როდესაც მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელიც დაკავშირებულია პროფესიის არჩევასთან. პროფესიის არჩევანი რთული საკითხია. სწორად არჩეული პროფესია და ამ პროფესიის დაუფლება რეიტინგულ უნივერსიტეტში თქვენი სამომავლო ცხოვრების წარმატების გასაღებია. ანტიკური ხანის ფილოსოფოსს უთქვამს, რომ კარგი დასწყისი ნახევარია საქმისაო. ამიტომაც, ჩვენ შევეცდებით თქვენი ცხოვრების ამ მეტად საპასუხისმგებლო ეტაპზე პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ საქართველოში ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით უმაღლესი განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერას წარმოადგენს. ფაკულტეტის მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს საინჟინრო და აგრარული მიმართულებით მაღალი ხარისხის, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი განათლება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საჯარო რეესტრს მიმართა და იმ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერების განახლება მოითხოვა, რომელიც 2012 წელს „ტელეარხი 25“-ის მფლობელების ნათესავებს გადაუფორმეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით მამისეიშვილმა შეაჩერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მურმან აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გონიოს 40-მდე მცხოვრები შეიკრიბა და ერთობლივი განცხადება გააკეთა. გონიოელები აჭარის მთავრობას კუთვნილი მიწების დაბრუნებას სთხოვენ.
ხელვაჩურის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მალხაზ ფარტენაძეს პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლებენ-ამის შესახებ “ბათუმელებს” ინფორმაცია მისმა ადვოკატმა რამინ პაპიძემ მიაწოდა.
საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს, ურჩევნია, სხვებმა შეაფასონ. რაზეც თამამად საუბრობს, არის საკუთარი მიზანსწრაფულობა, სიჯიუტე და გამოცდილება, რომელიც ხასიათის წყალობით დაუგროვდა: „სწავლის გაგრძელება მინდა, არ ვაპირებ გაჩერებას, არ დავჯერდები იმას, რომ ვიყო კომპანიის დირექტორი და მქონდეს მაღალი ხელფასი. მე ყოველთვის მინდა, უფრო მეტი, ერთ ადგილზე არ ვჩერდები.” – ამბობს ირმა კიღურაძე, ტურისტული კომპანია “ინტერტრაველის” დირექტორი.
იყიდება ბინები ბათუმის ყველაზე ელიტარულ, მყუდრო და ლამაზ უბანში, მემედ აბაშიძის 54 (ყოფილი სტალინის ქუჩა). ზღვისპირა პარკიდან (ბათუმის ბულვარიდან), „შერატონიდან“ და 26 მაისის პარკიდან 200 მეტრში.
ეს არის დასრულებული ელიტარული სახლი ელიტარულ უბანში. ერთი სადარბაზო, დაცვის სამსახური, მუდმივი დენის წყაროთი (ავტონომიური გენერატორი) უზრუნველყოფა, თანამედროვე სტანდარტების ლიფტი, მიწისქვეშა ავტოსადგომი, მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები, ტიხრები, ბინაში შეყვანილი კომუნიკაციები (წყალი, გაზი, შუქი, ტელევიზია, ტელეფონი, ინტერნეტი), გრანიტითა და მოზაიკით მოპირკეთეთებული ეზო და სადარბაზო – სახლი რომელიც ბათუმის ისტორიულად პრესტიჟულ უბანს ამშვენებს.
ერთი ბინის ფართი: 54-დან 270 კვადრატულამდე
ფასი: 800-დან 1700 $-მდე
საკონტაქტო ტელეფონი 577502200
მკვლელობაში ბრალდებული, 27 წლის გიორგი გიორგაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17-დან 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. გასანსჯელი თავს განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
ქედის სოფელ ბალაძეებში მცხოვრები ცინცაძეების ოჯახი აჭარის მთავრობისგან 10 000 ლარ კომპენსაციას მიიღებს. 29 მარტს გვიან ღამით ხუთ სულიან ოჯახის სახლი მეწყერმა წაიღო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა ორი ახალგაზრდის, რომლებიც ბრალდებულები არიან განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობაში. განზრახ მკვლელობის მუხლი 16-დან 20 წლამდე, ხულიგნობის ბრალდება კი 2-დან 5- წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
29-30 მარტს თბილისის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტის დარბაში კინგ-ბოქსინგში კავკასიის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ბათუმელმა სპორტსმენმა გუგა ღვინიაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ხელვაჩაურის საკრებულოში ადასტურებენ, რომ მალხაზ ფარტენაძეს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს – 50 ათასი ლარის გადახდა შეუფარდეს. მალხაზ ფარტენაძე თანხის გადახდამდე რჩება პატიმრობაში.
დღესვე აღკვეთ ღონისძიებად შეუფარდეს გირაოს გადახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებულს – მალხაზ დიასამიძეს. სასამართლომ მას 8 ათას ლარის გადახდა დააკისრა გირაოს სანაცვლოდ.
გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ 2015 წლის ბოლომდე და მიიღეთ საჩუქრად წიგნი „მოგზაურობა ძველ ბათუმში.“
ბათუმის ბულვარში, თეთრი კოლონადების ირგვლივ ქვაფენილი აყრილია და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“-ის სამუშაოთა მწარმოებელი რეზო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ კოლონადების ირგვლივ ახალი ქვაფენილი უნდა დაიგოს. ახალი ქვაფენილების დასაგებად ბიუჯეტიდან 342 332 ლარი დაიხარჯება.
ვიწრო ოთახში მხოლოდ მინის კარადებია განათებული. თეთრ ფონზე დალაგებულ ნივთებს შორის ფერადი მინით გაწყობილი საყურეები და ბეჭედია, ნატიფად დაქარგულ ბუდეში ჩასმული ძოწის თვლით, რომელიც ელექტრონის განათების ქვეშ მელნისფერია. დაახლოებით 17 საუკუნის წინ ამ საყურეებსა და ბეჭედს კოლხი ქალი ირგებდა. მისი სახელი არ ვიცით, არც იმ ოქრომჭედლის ვინაობა ვიცით, რომელმაც ეს სამკაულები დაამზადა, მაგრამ ვიცით, რომ ქალი კოლხი იყო. მისი სახლი იმ ადგილებში იყო, რომელსაც ახლა ფიჭვნარს ვუწოდებთ და ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პოლიტიკაზე საუბრისას ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, რა იყო მთავარი თემა: ამ პერიოდში ლაზეთის სამეფო ძლიერდებოდა, ჯერ ისევ ახალი რელიგია, ქრისტიანობა ვრცელდებოდა და ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია თანდათან იკრებდა ძალებს.
საქართველოს სახალხო დამცელის ანგარიში 633 გვერდიანია.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საკნებში პატიმრების მდგომარეობას. უჩა ნანუაშვილი, წერს რომ პატიმრების განცხადებები, ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან პატიმრების მიმართ უსაფუძვლო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. ანგარიშში წერია, რომ ადგილი აქვს საკნებში ძალის გამოყენებას, როდესაც ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო განპირობებული თავისუფლებაშეზღუდული პირის ქმედებით, რაც ლახავს ადამიანურ ღირსებას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა.
საანგარიშო პერიოდში პატიმრები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებენ მაშინაც კი, როდესაც პატიმრები არ ეწინააღმდეგებოდნენ ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. უფრო მეტიც, პატიმრების განმარტებით, მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება წინ უსწრებდა ადმინისტრაციის სიტყვიერ მითითებას კონკრეტული მოქმედების შესრულებაზე. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრების ტენდენცია, განსაკუთრებით, პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის დროს იკვეთება- წერს სახალხო დამცველი.
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი უზრუნველყოფს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას სამეცნიერო (ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის) და პრაქტიკული (პრაქტიკოსი მედიკოსები, ეკოლოგები) საქმიანობისათვის.
როკჯგუფ „ინდიგო ბავშვების” ყოფილი წევრი მარიამ ქიქავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. მარიამი მეორე კურსზეა, პროფესიის თვალსაზრისით დიდი გეგმები აქვს, თუმცა ამბობს, რომ მუსიკა კვლავაც დიდ ადგილს იჭერს მის ცხოვრებაში. ჯგუფიდან წამოსვლის შემდეგ სოლოშემსრულებლად აგრძელებს მუშაობას, უფრო მეტად საკუთარი „ჭიის გასახარებლად”, ჯერჯერობით ასეა, მერე კი ღია ცის ქვეშ აკუსტიკური მუსიკის საღამოს მოწყობაზე ოცნებობს.
<!** Image 4 align="left" width="300" height="755" >ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც აჭარის ა.რ. მთავრობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალისხმევით ტურიზმის ფაკულტეტი შეიქმნა. გადაწყვეტილების მიღება რეგიონში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების აუცილებლობამ განაპირობა.
ბათუმის მერის მოადგილე დავით ლეკვეიშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შტორმის შედეგად ქალაქს მატერიალური ზარალი არ მიუღია.
„რით არის ცნობილი საქართველოს ისტორიაში 31 მარტი? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გამოკითხა.
თინათინ დუმბაძე: „ 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა“.
<!** Image 3 align="" width="600" height="640" >
კახა ბუკია: „ არ ვიცი არ მახსენდება არაფერი განსაკუთრებული” .
<!** Image 2 align="" width="600" height="640" >
ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის მუხლით ძებნილი იუსუფ ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებული ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმის განხილვას. ძიების ვერსიით, არალეგალმა ლაკაევმა ბათუმში პოლიციელი დაჭრა. სასამართლოში მოწმედ დაბარებულ პროკურორებს კითხვები გასულ კვირას ბრალდებულმა დაუსვა.
ოქსანა ზაიცევამ და სოსლან თურაძემ თავიანთი ქორწინება ოფიციალურად 2013 წლის 22 იანვარს დაარეგისტრირეს. ბათუმის იუსტიციის სახლში მათ საქორწინო მოწმობას მინიჭებული აქვს ნომერი: 77131000136. ოქსანა რუსეთის, ხოლო მისი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა. ოქსანა სამ თვეში შვილს ელოდება, სოციალურად დაუცველ მეუღლეს კი იმის ფული არ აქვს, რომ საკეისრო კვეთა დააფინანსოს
ნანა ჩემი მეგობარია. ახლო მეგობარი. მიყვარს მასთან საუბარი – მშვიდია, პროგრესულად მოაზროვნე, უყვარს კითხვა და ზღვა. მისი პატარა საბა სამი წლისაა. ცელქი, ჯიუტი, თავისნათქვამა… ერთხელ, როცა მათთან სტუმრად ვიყავი, საბამ დედა ისე გააბრაზა, რომ მწარედ გაილახა…
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ზოგიერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
„დროა, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის“ – ეს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ დევიზია. „მწვანე მუშტს“ არ ჰყავს ლიდერი, არ არის ორგანიზაციულ სტრუქტურად ჩამოყალიბებული. დაახლოებით 100 სტუდენტი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და საქართველოში უპრეცედენტო, სტუდენტური მწვანე მოძრაობა დაიწყო.
ამინდის გაუარესების გამო დღეს აჭარის მუნიციპალიტეტებში ელეტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
შპს „ჰესტოკის“ დირექტორის გიორგი ქავჟარაძის ინფორმაციით საბაგირო შეუფერხებლად მუშაობს.
კინოთეატრი ”აპოლო”
16:30სთ -”სასტუმრო The Grand Budapest” – ბილეთის ფასი: 7 ლარი სტუდენტებისთვის 4 ლარი
19:00სთ და 22:00 სთ – „ნოე“ 3D – ბილეთის ფასი: 8ლარი სტუდენტებისთვის 5ლარი
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი-
„ ოჯახური იდილია“ – 19:00 სთ ბილეთი 2-5 ლარი
ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი –
საბავშვო სპექტაკლი ”ნაცარქექია” – 15:00 სთ. – ბილეთი 5 ლარი
ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი
საქველმოქმედო კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
დღეს 18:00
ბილეთის ფასი: 3 ლარი
35 მეტრი სიგრძის ხიდი – პირსი ბათუმის ბულვარის პლაჟზე, რომელიც შპს „ბატუნნ“-მა მერიის ქონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით ააშენა, ამავე უწყების ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლოა დაანგრიონ. ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში სამი წლის დაგვიანებით აღმოაჩინა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად საგზაო უსაფრთხოების თემაზე ადვოკატირების კამპანიას იწყებს.