გონიოში გადაკეტილი გზა გაიხსნა

 

ბათუმი სარფის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გონიოს ციხესთან 3 საათზე მეტხანს იყო გადაკეტილი – გაიხსნა. გზის გადაკეტვის მიზეზი აქცია იყო, რომელსაც გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი კუთვნილი მიწების დაბრუნების მოთხოვნით მართავდა. გზის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა.  

არჩილ ხაბაძე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გონიოში ჩასვლას არ აპირებს

 

გონიოში  მიმდინარე საპროტესტო აქციასთან  დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ხაბაძის განცხადებით  იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც  აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით, განიხილავს. 

გონიოში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

 

გონიოში ამ წუთებში ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია.  გონიოში მცხოვრები 200-მდე ოჯახი კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვს.  აქციაზე გონიოს მცხოვრებნი ბავშვებთან ერთად არიან მისულნი. 

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას  არ აპირებენ. 

 

27 ათასი ლარი სატელეფონო საუბრებზე ბათუმის საკრებულოში

 

სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) და სატელეკომუნიკაციო ხარჯებში ქალაქ ბათუმის საკრებულომ გასულ წელს მთლიანობაში 35 800 ლარზე მეტი დახარჯა.

გონიოში მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან

 

ამ წუთებში გონიოში  საპროტესტო  აქცია იმართება. გონიოს მცხოვრებლები ხელისუფლებას კუთვნილი მიწების დაბრუნებას სთხოვენ.  აქციის მონაწილეთა განცხადებით მანამ არ დაიშლებიან, სანამ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდებიან.  

ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება

 

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავართქილაძის ბრძანებით მიმდინარე წლის 14 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ძირითადი საკითხები ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხება.

ოსტეოქონდროზი – „არ არსებობს წყალზე უკეთესი მკურნალი”

 

ტკივილი კისრის არეში, კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუხვევა, ხმაური ყურებში – თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გეცნობათ, დროა მკურნალობაზე იზრუნოთ, დიდი ალბათობით თქვენ კისრის ოსტეოქონდროზი გაწუხებთ. როგორ ვითარდება ეს დაავადება, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორ შეიძლება მისი მართვა, ამის შესახებ ექიმი-ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე გვესაუბრა. 

ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში

 

 

თეორიული ცოდნის გარდა ამიერიდან მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. რას ითვალისწინებს პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სქემა, როგორ უნდა ჩაერთონ მასწავლებლები ამ სქემაში და რა ბედი ელით იმ მასწავლებლებს, ვინც უკვე გაიარა სერტიფიცირება. „ბათუმელები“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროგრამის“ კოორდინატორს კახა ჟღენტს ესაუბრა. 

ველოსიპედის ქურდობაში ბრალდებული

 

 

პროკურორმა დავით კირჩხელმა ველოსიპედის ქურდობისთვის ბრალდებული 35 წლის მამაკაცისგან გირაოს სახით 2 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა. ადვოკატმა კი იმის გამო, რომ ბრალდებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი და გამოძიებასთან თანამშრომლობს, გირაოს სახით 1000 ლარის გადახდა მოითხოვა. ველოსიპედის ღირებულება 140 ლარია.

ჩაშლილი შეთანხმება – “შევეცდებით ყველა ხერხით გავაჩეროთ ეს მშენებლობა”

 

 

სოფელ ღურტის მცხოვრებლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ხუთი სოფელი არც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ისინი “შუახევი ჰესისთვის” საჭირო წყალსაცავისა და გვირაბის მშენებლობის პროცესის შეჩერებას ყველა საშუალებით აპირებენ. რატომ არ თანხმდება მოსახლეობა ხელისუფლების შეთავაზებას? _ ამ საკითხზე “ბათუმელებს” სოფელ ღურტის მცხოვრებელი, პედაგოგი ოთარ იაკობაძე ესაუბრა.

9 აპრილი ბათუმში

 

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს. 

9 აპრილის დილა ბათუმში [Photo]

 

ბათუმი, დღეს, 9 აპრილის დილას ასე გამოიყურებოდა. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ქალაქში ჯერ კიდევ არ დადგმულა. აჭარის მთავრობის შენობაზე დროშებს შავი ლენტები აქვთ შებმული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დროშებს ახლა უშვებენ, ხოლო ბათუმის საკრებულოს შენობაზე დროშები არ დაუშვიათ.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ანონსი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 9 აპრილს დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებათა ანონსს აქვეყნებს

„ნიუ კონსტრაქშენი“ და კეთილმოწყობა ქობულეთში

 

ქობულეთში, კომახიძის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი წყალსადენის ქსელისა და საკანილიზაციო სისტემის რებილიტაციას ითვალისწინებს.პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 313 400 ლარი დაიხარჯება.

SoundSpring – ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი ბათუმში

 

ბათუმში ექსპერიმენტული, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“  გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას  გოგი ძოძუაშვილი, ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე, ჟორჟიკა, გაჩა, რეზო ღლონტი, ლევან მაისურაძე, ტეტე, გიორგი სამსონია, ქუჯი დავითულიანი, Vincent Volt, ირაკლი აბრამიშვილი მიიღებენ. 

შეთანხმება აჭარის მთავრობასა და მოსახლეობას შორის

 

დღეს აჭარის მთავრობის და “აჭარისწყალი ჯორჯია”-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებისა და სოფელ გელაძეების მოსახლეობასთან, რომლის დროსაც შეთანხმება იქნა მიღწეული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება

 

 

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალი საგზაო ნიშნები დაიდგმება

 

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. უკვე დასრულდა ასფალტის დაგება, ამჟამად კი ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთასთან ე.წ. კუნძულების მოსაწყობად მიმდინარეობს სამუშაოები.

სოფელი ღურტა, ჰიდროპროექტები და სტუდენტები

 

ხულოში, ღურტაში, მიმდინარე ჰესის მშენებლობა და მოსახლეობის პროტესტი იყო სტუდენტების განხილვის თემა გასულ კვირას „პრესკაფეში“. 

ვინ და როგორ დაიცავს ძველ ბათუმს

 

როგორ უნდა გადაარჩინო კულტურული მემკვიდრეობა, როდესაც სასწორზე დევს  –   კულტურული მემკვიდრეობა და ეკონომიკური განვითარება? ამ საკითხზე გასულ კვირას  აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმსჯელეს.  შეხვედრა ორგანიზაცია „ბათომისა“ და „ტფილისის ჰამქარის“  ორგანიზებით გაიმართა. 

ახალი შესაძლებლობა სტუდენტებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების – Tempus და Erasmus Mundus მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა. ამ პროგრამების გარდა უნივერსიტეტში მოქმედებს გაცვლითი პროგრამა – Mevlana, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა აფინანსებს; აგრეთვე უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ უნივერსიტეტებთან.

ქალის უფლებები აჭარაში

 

გასულ კვირას ბათუმის „პრესკაფეში“ დისკუსია გაიმართა, სადაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ არსებულმა ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა საკუთარი მომზადებული სიუჟეტი წარადგინეს გენდერულ თანასწორობაზე აჭარაში. 

მჯერა, რომ გავხდები ცნობილი შემსრულებელი

 

 

გასულმა, 2013 წელმა, 22 წლის ბათუმელ მომღერალს ავთანდილ აბესლამიძეს ორი გრანპრი მოუტანა ბერლინსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ მუსიკალურ კონკურსებზე. 

სახალხო დამცველი შესაძლოა ღურტაში გაემგზავროს

 

 სოფელ ღურტისა და დიაკონიძეების მოსახლეობა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრა სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში გაიმართა და 40 წუთს მიმდინარეობდა. 

„განმანათლებლები“ – ისწავლე და გადაეცი სხვას

 

 

„პუფები, ზედმეტი პუფები ან სკამები არ გვაქვს?“ – კითხულობს ქეთი ადეიშვილი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წევრი. მემედ აბაშიძის #48-ში, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციის დერეფანში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ოთახის წინ ბავშვები გროვდებიან, მათი ჟრიამული თანდათან მატულობს. სწორედ აქ მუშაობენ ახალგაზრდული ცენტრის წევრები, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მეექვსეკლასელია. 

ველოსპორტსმენები ქობულეთში ვარჯიშობენ

 

1-10 აპრილს ქობულეთში სასწავლო-საწვრთნო შეკრება მიმდინარეობს სამთო-საგზატკეცილო ველოსპორტში,  რომელშიც აჭარის ნაკრების წევრები ღებულობენ მონაწილეობას. 

პროექტი ქართული ჰიმნოგრაფიის შესახებ

 

“როცა ასე ახლოს არის ღმერთი” – ასე ქვია პროექტს რომელიც ილია ჭავჭავაძის მუზეუმისა და სკოლა “ევრო 2000”-ის ერთობლივი ნამუშევარია. “ევრო 200-ის” სკოლის მოსწავლეემა ნაშრომები წარმოადგინეს თემაზე:  “ქართული ჰიმნოგრაფიის სათავეებთან”.

სახალხო დამცველი აჭარის მოსახლეობას ხვდება

 

 

სახალხო დამცველის ბათუმის ოფისში, უჩა ნანუაშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

აქცია პირბადეებით

 

დღეს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, ერთჯერადი პირბადეებისა და ხელსახოცების პოპულარიზაციისთვის აქცია მოაწყვეს.

სახალხო დამცველი: „არ მეგონა, რომ აქ ამ მასშტაბის პრობლემა იყო“

 

დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელვაჩაურში, ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“, თვითნებურად ჩასახლებულ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.  

ხელვაჩაურში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ დაამტკიცებენ

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ სავარაუდოდ ერთ კვირაში დაამტკიცებს. შესაბამისი განკარგულების განხილვა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახების კვლევა ჩატარდება

 

დღეს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა. 

100 ათასი ლარი ფარშევანგის კარიებისთვის

 

ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მათი უმეტესობა უკვე მიმდინარეობს. ამ სამუშაოებისთვის აჭარის 2014 წლის ბიუჯეტში 6 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. 

25-ე არხის დირექტორი: სახელმწიფო ქონება დემოკრატიის ხელშეწყობისთვის გადმოგვცეს

 

6 აპრილს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც 25-ე არხის მეპატრონეებისათვის ერთ დღეში სახელმწიფო ქონების გადაცემასა და პროკურატურის მხრიდან არხის მფლობელებზე ზეწოლის შესახებ განცხადებას ეხებოდა, 25-ე არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია სურმანიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ქონება სახელმწიფომ არხის დამფუძნებლებს აჭარაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის გადასცა.

 

საქველმოქმედო კონცერტი ბილვანიძეების ოჯახის დასახმარებლად

 

13 აპრილს, 17:00 საათზე,  ბათუმის  სასპორტო სკოლაში 30-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “აფსაროსი”, ბილვანიძეების ოჯახის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტს  გამართავს.

Exit mobile version