თოვლჭყაპი ბათუმში

 

 

დღეს ბათუმში დილიდან თოვლჭყაპია. 

 

 

აჭარის გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მამაუკა თურმანიძის ინფორმაციით ამინდის გაუარესებას ქალაქში პრობლემები არ გამუწვევია, არც გადაადგილება შეფერხებულა.

 

 

ავტო საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გზატკეცილზე, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია ოთხი ადამიანი.  ამ დროისათვის ისინი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით მათი მდგომარეობა მძიმეა.

 

მეწყრული მოვლენები განვითარდა მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში.

 

 

გუშინ ღამის 12 საათზე ქედის მუნიციპალიტეტში,სოფელ ბალაძეეებში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ამ სახლში მცხოვრებთაგან არავინ დაშავებულა.

 

 

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში სამარშუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მგზავრები არ დაშავებულან. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი  სიტაუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით სამარშუტო ტაქსი  მაშველებმა სავალ ნაწილზე უკვე გადაიყვანეს. 

ქედაში მეწყერმა სახლი დაანგრია

 

დღეს, საღამოს, ქედის მუნიციპალტეტის სოფელ ბალაძეებში ჩამოწოლილმა მეწყერმა ცინცაძეების სახლი დაანგრია.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი მოსამართლის აცილებას ითხოვს

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახი მოსამართლე დავით ახალბედაშვილის აცილებას ითხოვს. ამის მიზეზად კი განსასჯელების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზეწოლას ასახელებს.

„ბათუმელებს“ გარდაცვლილი პატიმრის ძმა კობა ფარტენაძე ესაუბრა.

ხვალ ბათუმში ითოვებს

 

ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით  დღეს ღამის ათი საათიდან ბათუმში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ელოდებიან.

„მოხალისეთა კლუბი“ ბათუმში

 

დღეს ბათუმში ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ  ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” ,,მოხალისეთა კლუბი”  ჩამოაყალიბა. 

დღეს ბათუმში ერთი საათით ელექტროენერგია გაითიშება

 

ბათუმში დღეს „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად საღამოს ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე სასტუმრო „შერატონსა“ და ქალაქის გარე განათებებში ელექტროენერგია გამოირთვება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მეციტრუსეებისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ციტრუსის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი თანხის ნაშთის გლეხებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ თემაზე დღეს, 29 მარტს, ორთაბათუმში, ციტრუსის მიმღებ პუნქტთან, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ბარამიძემ  ბრიფინგი გამართა.

საგამოძიებო სამსახური სოფელ ხალას რწუმებულის დაკავების მიზეზებს განმარტავს

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფელ ხალას რწუმებულის დაკავების მიზეზებს განმარტავს:

სოფელ დიდაჭარაში მეწყერი ჩამოწვა

 

ამ დროისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სამანქანო გზა უკვე გაწმენდილია.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალდებას უარყოფს

 

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის ადვოკატის დალი ჭანიძის ინფორმაციით მალხაზ ფარტენაძე მისთვის წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. 

დაკავებულია სოფელ ხალას რწმუნებული

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებული მალხაზ დიასამიძე დააკავა.  მას ბრალად ედება თაღლითობა და   თანხის მითვისება. 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე დააკავეს.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში

 

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი და სამდივნოს შემადგენლობა ფარული კენჭისყრით დააკომპლექტა. პარტიის წევრებისგან არჩეულმა კომიტეტებმა დახურულ პარტიულ ყრილობაზე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

„მკვდარი ჩვილი ვაგონიდან გადააგდეს“

 

1951 წელს ნოდარ ირემაძის ოჯახი ხულოში, სოფელ ღორჯომში ცხოვრობდა. მისი მშობლები, ბებია-ბაბუა და 12 წლის მამიდა შუაღამით სამხედრო პირებმა სატვირთო ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლიდან წაიყვანეს. ნოდარ ირემაძის ოჯახთან ერთად იმ ღამით მათი სანათესაო და სოფელში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ოჯახი გაასახლეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ჩინეთის კონსულს შეხვდა

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ჩინეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში  ში ლიუ ბოს  და ჩინეთის კონსულს შეხვდა.

სხალთა ჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული სოფელი კომპენსაციას ითხოვს

 

დღეს ხულოში, სოფელ კვატიაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და   სოფელში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები ამბობენ რომ სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. მათივე თქმით  ჰესის აშენების შემდეგ  სახნავ-სათეს მიწებს და სავარგულებს დაკარგავენ. მოსახლეობა  კომპენსაციას ითხოვს. 

ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართება

 

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“  სტუდენტებს შეხვდა.  კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს  დასაქმების ფორუმის ჩატარების შესახებ მიაწოდა  ინფორმაცია.  

ჟიული შარტავას ქუჩა ბათუმში

 

დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის ქუჩა გაიხსნა.  ჟიული შარტავას სახელი  იუსტიციის სახლთან მდებარე, მეგობრობის  ქუჩას ეწოდა. 

ვაკანსია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში

 

აჭარის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში სპორტის განყოფილების უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. 

გმირი დედების სოფელი

 

როცა ზეგარდანზე ვფიქრობ, გონებაში ამოტივტივდება ხოლმე ფრაზა: გმირი დედების სამყარო! დიახ, არც მეტი არც ნაკლები, გმირი დედების სამყაროში შევაღწიე, სამყაროში, სადაც განსაკუთრებული დედაშვილობა და სიყვარული იციან, სადაც მიწასაც კი რძის სუნი და ორთქლი ასდის… და ჭაღარაშერეული გმირი დედები შვილთაშვილებს ვეღარ ითვლიან! 

ბათუმში შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლალე პალასი“-ს დროებითი მფლობელი, 1968 წელს დაბადებული რამინ ხ.  დააკავეს. დაკავებულს ბრალად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედება. 

“ასწავლე საქართველოსთვის” – მთაში

 

„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანეთში, იქ, სადაც სხვადასხვა საგნის სპეციალისტთა ნაკლებობაა, პედაგოგები სამუშაოდ მიდიან. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ხუთწლიანი პროგრამა და ხომ არ აპირებს სახელმწიფო სპეციალური პროგრამით მის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს მშობლიურ სოფლებში გარკვეული პერიოდით სამუშაოდ წასვლა დაავალოს. 

ბათუმში ყინულის მოედნით სარგებლობა გაიაფდა

 

 

ბათუმის  საკრებულომ  სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის მოედნით სარგებლობის ახალი ტარიფები  დაამტკიცა. როგორც „ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ბერიძე აცხადებს, ტარიფები შემცირდა. 

10 წლის გოგონაზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ტაქსის მძღოლისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილა და აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. დაკავებული 76 წლის მამაკაცია, რომელსაც შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალად ედება ათი წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედება და გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი. 

უმაღლეს საბჭოს დადგენილების გაბათილება სააპელაციო სასამართლომაც დაავალა

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში ორი წევრის უკანონოდ არჩევის თაობაზე. 

 

<!** Image 1 align="left" alt="აჭარის ტელევიზია" sub="აჭარის ტელევიზია" width="300" height="491" >

საკრებულოს ჯანდაცვის კომისია ავტომანქანას ითხოვს

 

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. სხდომაზე განაცხადეს რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მერია ელექტრონულ ავტომობილებსაც შეისყიდის. სხდომაზე, საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თაცმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ ავტომანქანა საკრებულოს თავმჯდომარეს ჯანდაცვის კომისიისთვისაც მოსთხოვა.

 

 

შსს-მ ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა კვირიკეს მცხოვრები დააკავეს.

პატრიოტიზმი თუ „ღრმა პროვინციალიზმი“

 

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ, ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების პარალელურად, გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვა. მისი განცხადებით, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა დღეს სიმბოლური იქნებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა კი გიორგი კირთაძის ინიციატივას „ღრმა პროვინციალიზმი“ უწოდა.

ქუჩების სავალ ნაწილს მაინც აფართოებენ

ბათუმში ზვიად გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩებზე სავალი ნაწილის გაფართოებისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ციხეში გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე

 

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები სამართლდამცავ ორგანოებს მიმართავენ, გამოიძიონ 25 წლის ავთანდილ მაისურაძის სიკვდილის მიზეზი. 

საზმაუწყებლის საბჭოს წევრობის კანდიდატები აჭარიდან

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობას 60 კანდიდატი მიიღებს. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კანდიდატების სია უკვე გამოქვეყნდა. 

მე-7 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2014”

 

2-4 მაისს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-7 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI 2014″ გაიმართება, რომლის ორგანიზატორი კომპანია შპს „GEONET EXPO”-ა. 

„ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ახალი დირექტორი ჰყავს

 

დღეს, 27 მარტს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი დირექტორი აირჩიეს. ღია კენჭისყრის შედეგად, ცხრა ხმით, დირექტორის თანამდებობა პაატა დუმბაძემ დაიკავა.

სამინისტროს გუნდმა მინიფეხბურთში ჩემპიონობა მოიპოვა

 

საქართველოს დამსახურებული ექიმის, გივი (ჯონდო) ცივაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი მინიფეხბურთში – სამედიცინო დაწესებულებებს შორის, 17 მარტს დაიწყო.

დღეს საკრებულო ავტოტრანსპორტის დირექტორს დაამტკიცებს

 

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. საკრებულო ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის დანიშვნის საკითხს განიხილავს. 

Exit mobile version