ხელვაჩაურის საკრებულოში ადასტურებენ, რომ მალხაზ ფარტენაძეს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს თავმჯდომარეს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს – 50 ათასი ლარის გადახდა შეუფარდეს. მალხაზ ფარტენაძე თანხის გადახდამდე რჩება პატიმრობაში.
დღესვე აღკვეთ ღონისძიებად შეუფარდეს გირაოს გადახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას რწმუნებულს – მალხაზ დიასამიძეს. სასამართლომ მას 8 ათას ლარის გადახდა დააკისრა გირაოს სანაცვლოდ.
მალხაზ დიასამიძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი დღის წინ დააკავა. მას ბრალად ედება თაღლითობა და თანხის მითვისება.
მალხაზ დიასამიძეს 2013 წელს ციტრუსის მოსავლისათვის გამოყოფილი სახელწიფო სუბსიდიების მითვისების ბრალდებით ედავებიან.