სასმელი წყალი, შაურმა, ხორცი, ფარში, ყველი, საკონდიტრო ნაწარმი, ღვინო, თაფლი _ ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელთა ნიმუშების გამოკვლევით დადგინდა, რომ ისინი საკვებად უვარგისია. პროდუქტების შემადგენლობა შეუსაბამო იყო დაშვებულ ნორმებთან და მათში აღმოჩენილი იქნა ისეთი მიკროორგანიზმები, რომელთა არსებობა სურსათში არ დაიშვება.