მკვლელობაში ბრალდებული, 27 წლის გიორგი გიორგაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17-დან 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. გასანსჯელი თავს განზრახ მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ მიიჩნევდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი გიორგაძეს და კიდევ მასთან ერთად დაკავებული რევაზ ცეცხლაძეს ასევე ხულოგნობაში ადანაშაულებდა. პროკურორის ამ ბრალდებას განსასჯელებიც აღიარებდნენ. შესაბამისად მოსამართლემ დაკავებული ორ ახალგაზრდას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენის გამოცხადების დროს კი ასევე განმარტა, რომ მათ უფლება აქვთ შეწყალების მიღების თხოვნით განცხადება დაწერონ.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა. მის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში განსასჯელების ახლობლები და ადვოკატები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
“მესმის თქვენი, მაგრამ გთხოვთ ემოციები ისე გამოხატეთ ხელი არ შემიშალოთ”- უბრძანა მოსამართლემ დარბაზში მყოფებს.
მოსამართლემ საქართველოს სახელით გამოტანილ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ საქმეში არსებობდა მოწმეებისა და დაზარალებულების, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, თუმცა ყველა ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ბრალდებულის ხელში არ დაუნახიათ ცივი იარაღი, (დანა).
საქმის მასალებით, ირკვევა რომ ქობულეთში, ერთ-ერთ რესტორანის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს დანით დაჭრეს ორი მოქალაქე.
ორევე მათგანი ამბობს, რომ არ დაუნახიათ ვინ დაჭრა დანით.
მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი თენგიზ კახიძე იცავდა. საქმის პროკურორი კი რამაზ შავაძეა.