ნეტგაზეთი • RU

10 000 ლარიანი კომპენსაცია მეწყერით დაზარალებულ ოჯახს

 

 

ქედის სოფელ ბალაძეებში მცხოვრები ცინცაძეების ოჯახი აჭარის მთავრობისგან 10 000 ლარ კომპენსაციას მიიღებს.   29 მარტს გვიან ღამით ხუთ სულიან ოჯახის სახლი მეწყერმა წაიღო.

 

 

როგორც ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, ამბობს ამ თანხით ცინცაძეების ოჯახმა ხის სახლი ისევ იმ ადგილას უნდა ააშენოს, სადაც ცხოვრობდა. მისივე განმარტებით ეს ადგილი გეოლოგებმა შეისწავლეს და საცხოვრებლად საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

აჭარის მთავრობის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სულხან ოქროპირიძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

ცინცაძეების ოჯახი ამჟამად მეზობელთან აფარებს თავს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი