დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ტარდება.
Author Archives: ბათუმელები
როგორი იქნება ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური
ბათუმის ახალი რკინიგზის სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები თამარის დასახლებაში რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.
„ეროვნული ფორუმი“: „ნაციონალებს არ მივიღებთ“
„ეროვნულმა ფორუმმა“, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნების“ წევრია, დღეს ქედაში რაიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. პარტიის მხარდამჭერებს ქედის ოფისის თავმჯდომარედ რამაზ გოლომანიძე ეროვნული ფორუმის გენერალური მდივნის მოადგილემ და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ანანიძემ წარუდგინა.
გაერთიანება „ზნეობა, მამულიშვილობა“ რეფერენდუმს ითხოვს
საზოგადოებრივი გაერთიანება „ზნეობა, მამულიშვილობა, ერთობა სამართლიანობისათვის“ „ნატოსთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანების წევრებმა ბრიფინგი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ რეფერენდუმი აჩვენებს დამოკიდებულებას, უნდა თუ არა საქართველოს საზოგადოებას „ნატოში“ გაწევრიანება. „ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებას. დღეს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება. …
Continue reading “გაერთიანება „ზნეობა, მამულიშვილობა“ რეფერენდუმს ითხოვს”
ზღვა ფეხბურთის მოედნის ადგილას
გრიგოლეთში სანაპირო ზოლი ზღვამ მიიტაცა. ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ზღვამ ნაპირისკენ დაახლოებით 50 მეტრით გამოიწია. მოშლილია ინფრასტრუქტურა, ამოთხრილია ხეები. გრიგოლეთის მცხოვრებნი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. ბოლოს შტორმი გრიგოლეთში რამდენიმე დღის წინ იყო. შედეგად ათამდე ფიჭვის ხე ძირფესვიანადაა ამოთხრილი.
1 აპრილიდან სახელმწიფო დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყებს
მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით 2013 წელს დარიცხული აქვს წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6000 ლარი (ანუ წლის განმავლობაში ხელზე აღებული აქვს მაქსიმუმ 4800 ლარი) მას სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს. ხოლო, მათ, ვისაც ხელზე აღებული აქვს 4800 ლარზე ნაკლები, თანხა დაუბრუნდებათ შესაბამისად, 360 ლარზე ნაკლები.
ქონება იაფად და სასათბურე პირობები ბიზნესში
აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წლის განმავლობაში პირობიანი აუქციონის გზით რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ქონება მთლიანობაში 1 711 665 ლარად გაყიდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებს კომპანიების უმრავლესობა ვერ ასრულებს. ბევრმა მათგანმა უკვე მიმართა აჭარის მთავრობას ვალდებულების შესრულების გადავადების თხოვნით. თანხმობა თითქმის ყველამ მიიღო.
კონფერენცია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებმა კონფერენცია გამართეს.
კლასიკური მუსიკის საღამო
29 მარტს, შაბათს, საღამოს 7 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდია წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის საღამოს.
როგორ აისახება პროსტატიტი კაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე
პროსტატიტს, მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებას, ბევრი უკავშირებს სექსუალური ცხოვრების სხვადასხვა პრობლემებს. სტატისტიკის თანახმად, პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის, 30 წლის შემდეგ პროსტატიტით მამაკაცების 30% ავადდება. ეს მაჩვენებელი ასაკი მატებასთან ერთად იზრდება.
აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან
2012-2013 წლების ფინანსური მონიტორინგის ანგარიშებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის სამინისტროებს არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ მიუთითა. შეფასებაში სიტყვები: „სარისკო“, „არამიზნობრივი“, „გადახრა“ და „უხარისხო“ სჭარბობდა.
ქედაში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა
რამდენიმე საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა ტყის მასივს ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ უჩხითთან, რამაც დაახლოებით 2 000 კვადრატი ფართი გაანადგურა.
ბათუმის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ
ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის კონსულტაციები.
თოჯინების თეატრის საქმე სასამართლოდან
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის თოჯინებისა თეატრის დირექტორის მედია ჩარკვიანისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმის განხილვა დაიწყო.
“ერი”, რომელსაც თვლემს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
ამ წუთებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქე ია უჯმაჯურიძის სარჩელის განიხილავს.
უნივერსიტეტის რექტორის შესახებ
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი
შეზღუდული გარემო
დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის მსმენელთა შეხვედრას აჭარის ავტონომიური რექსპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, სადისკუსიო კლუბმა „პრესკაფე“ უმასპინძლა.
შს სამინისტრომ ბათუმში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულები დააკავა
შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს და ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბათუმსა და ლაგოდეხში ერთდროულად ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 5 ადამიანი დააპატიმრეს.
აქცია „ერთად დავამარცხოთ ტუბერკულოზი“
დღეს, 15 :00 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამა (URC) და ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღნიშნავს.
შეხვედრის მიზანია დაავადების არსის, მისი პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროდიუსერების ბრალდებებს პასუხობს
აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი სოფო ჟღენტისა და ქეთი დუმბაძის სამსახურიდან წასვლას სოციალური ქსელში გამოეხმაურა. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქამდე ვერ შევძელი სატელევიზიო კომენტარით მეპასუხა კოლეგებისთვის, ვინც დღეს აჭარის ტელევიზიის დატოვების შესახებ განაცხადა.
„წინასაარჩევნო ძალების გადასინჯვა“ აჭარის ტელევიზიაში
დღეს აჭარის ტელევიზია პირადი განცხადების საფუძველზე ორმა პროდიუსერმა დატოვა. ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზებზე „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მათგანი, დღის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი სოფო ჟღენტი საუბრობს.
<!** Image 1 align="left" width="300" height="876" >
„ჩემი ოჯახის კლინიკას“ 12 470 ლარის დავალიანება აქვს
სადაზღვეო კომპანია – „ჩემი ოჯახის კლინიკას“ ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის ვალი აქვს. მას კლინიკისთვის ნახევარ წელზე მეტია სამედიცინო მომსახურების თანხა არ გადაურიცხია.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის თამაზ ირემაძის თქმით, აღნიშნული საკითხის გასარკვევად კომპანიასთან დაკავშირება ვერ შეძლო. 21 მარტს კი წერილით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და სადაზღვეო კლინიკასთან შუამდგომლობა სთხოვა.
მამული ჟღენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ბათუმის საკრებულოს წევრმა მამული ჟღენტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მამული ჟღენტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა.
საკრებულოს წევრის ადვოკატის, აკაკი თოიძის განცხადებით, საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დღეს შეიტანეს.
ჯარიმები ხე-ტყისა და ხრეშის უკანონო მოპოვებისთვის
შუახევის მუციპალიტეტში, სოფელ პაპოშვილებში, გარემოს დამცველებმა 1500 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც ბებიის სასაფლაოს მოსაპირკეთებლად მდინარიდან ქვა-ღორღი ამოიღო. გასული სამი წლის განმავლობაში ინერტული მასალისა და გათბობის მიზნით ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო აჭარაში ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს. ჯარიმების ოდენობა საშუალოდ ნახევარ-მილიონზე მეტი ლარია.
წყლის დაცვის დღეს ჭოროხის დელტა დაასუფთავეს
წყლის დღესთან დაკავშირებითა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და ,,მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრებმა“ ერთობლივი აქციის ფარგლებში ჭოროხის დელტა დაასუფთავეს.
მიწა გლეხს თუ კომპანიას-სახელმწიფოს არჩევანი
საჯარო რეესტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათში, მარადიდსა და აჭარისწყალში ასამდე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის კანონიერებას სწავლობს. სააგენტო საჯარო განხილვებს ბათუმის იუსტიციის სახლში აწყობს. შეხვედრებს მესაკუთრეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. სასამართლოში იმავე ნაკვეთებზე
საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს კომპანია „აჭარ-ენერჯი- 2007“, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. მოსახლეობის თქმით,
საკუთრების უფლების გაუქმებით ისინი მიწის ნაკვეთებისა და შესაბამისი კომპენსაციის გარეშე დარჩებიან. ეს ნაკვეთები მათ 2012 წელს დაუკანონდათ. „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ ყოლბაიამ უპასუხა.
მოხუცთა მოვლის პროგრამა ბათუმში
ბათუმის მერია ხანდაზმულებისთვის ახალ – „მოხუცთა დახმარებისა და შინმოვლის პროგრამას“ იწყებს.
პროგრამით სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პენსიონერები ისარგებლებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათას შეადგენს. ხანდაზმულებს პროგრამის ფარგლებში კვირაში ორჯერ სამედიცინო და სოციალური მომსახურება გაეწევათ
გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი ბათუმელია
გეგუთის ციხეში გარდაცვლილი 26 წლის პატიმარი ავთანდილ მაისურაძე ბათუმელია. ის სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის 23 მარტს, დაახლოებით 8:10 საათზე, სასჯელაღსრულების N14 (გეგუთის) დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მომხდარი მალევე ეცნობა ოჯახს. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
<!** Image 1 align="" alt="ციხე" sub="ციხე" width="600" height="398" >
დღეს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა
24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
1982 წლის 24 მარტს გერმანელი მეცნიერის რობერტ კოხის მიერ გაკეთებული უდიდესი აღმოჩენიდან 100 წლისთავი აღნიშნება. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
აჭარის მასშტაბით ტუბერკულოზზე პირველად შემოწმებას თვეში 25-მდე პაციენტი გადის.
„შავი ზღვის აუზში ტურიზმის მდგრადი განვითარების ქსელის ფორმირება“ – პროექტის პრეზენტაცია
21 თებერვალს ქ. ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის (IBDIPC) პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, პროექტის პარტნიორები თურქეთიდან.
ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
23 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. თამაშებში მონაწილეობას ბათუმის 22 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები ღებულობდნენ.
ტანვარჯიშის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი
„თომა, ნუ გეშინია, არ ჩავარდები! გიო, ყურადღებით, იგივე შეცდომა!“ – ასე არიგებს ვარჯიშის დროს გურამ ოსანაძე ბავშვებს. ის 21 წელია ტანვარჯიშის მწვრთნელია. გურამ ოსანაძე აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის წევრებმა 26 თებერვალს აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭისყრით აირჩიეს. ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და ტანვარჯიშში არსებულ პრობლემებზე ფედერაციის პრეზიდენტი „ბათუმელებს“ ესაუბრა.
სამსაუკუნოვანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების ხის, კოჭებიანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 25-მეტრიანი სიგრძის ხის ხიდი სამი საუკუნის ისტორიას ითვლის.
არჩევნების სამზადისი
როგორ ემზადება თვითმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მაღალმთიან აჭარაში, რა კრიტერიუმით არჩევენ საპარლამენტო პარტიები კანდიდატებს და როგორ დაკომპლექტდება პროპორციული თუ მაჟორიტარული სიები – ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ შეეცადა.
„რაც კარგები ვართ…“
„რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, „ჰუმანური ერი ვართ“, „ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მორწმუნე და ზნეობრივი“, „ყველაზე ტოლერანტი“, – ჩვენი ცხოვრების გარკვეულ რეფრენად იქცა. ამ ნომრის „სტერეოტიპის“ თემაა, როდის უჩნდება ერს მსხვერპლად ყოფნის განცდა და რა სტერეოტიპები წარმოშობს ნარცისიზმს?