29-30 მარტს თბილისის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სპორტის დარბაში კინგ-ბოქსინგში კავკასიის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ბათუმელმა სპორტსმენმა გუგა ღვინიაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩემპიონატში კავკასიის ქვეყნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში სულ 150-დან 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აჭარიდან სამი სპორტსმენი იყო წასული, რომელთაგან მხოლოდ ერთმა მოახერხა საპრიზო ადგილის მოპოვება.
გუგა ღვინიაშვილი 10 წელია რაც ამ სპორტის სახეობით არის დაკავებული. მაისისთვის კი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.