„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“. 7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და …
Tag Archives: სამართალი
გალიფ ოზთურქს 8 წელი მიუსაჯეს
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გალიფ ოზთურქს შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 27 თებერვალს, გამოაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ. მოსამართლემ სასჯელის მინიმალური ოდენობა შეუფარდა ოზთურქს – ნარკოდანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ედავება ბიზნესმენს, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა …
გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა
„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – პოლიციელი ირაკლი ჯორბენაძე მოსამართლეს მოუყვა, რა უთხრა ბრალდებულმა კაცმა, როცა ძალადობის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები. დისკრიმინაციული მოტივით, კონკრეტულად კი, გარეგნობის და სქესის გამო, ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა თემურ შ.-ს ედავება. ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან. გამოძიების ვერსიით, კაცი ქუჩაში …
Continue reading “გარეგნობის გამო კაცმა ბათუმში 2 მოზარდს სცემა – სასამართლო განხილვა”
ჩვენებას არ გაძლევთ – გალიფ ოზთურქი სასამართლოს
„ჩვენებას არ იძლევა, მხოლოდ საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“, – გალიფ ოზთურქის ეს პოზიცია დღეს, 15 თებერვალს, მისმა ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა გაახმოვანა. ამ პროცესზე მოსამართლე ლევან ყოლბაია გალიფ ოზთურქის ჩვენებას ელოდა. „რა მოგწერათ მიზეზი, რის გამო არ ესწრება სხდომას?“ – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა. მოსამართლემ ადვოკატებს გადახედა და უთხრა, რომ მე-2 დაწესებულებიდან მიღებულ წერილში არ არის …
Continue reading “ჩვენებას არ გაძლევთ – გალიფ ოზთურქი სასამართლოს”
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი იშვილო – ინტერვიუ იურისტთან
„მაგალითად, უპირატესობაა შვილად აიყვანო მეუღლის შვილი, რომელიც მას სხვა ქორწინებიდან ჰყავს, ან მამა არ არის დადგენილი…“ – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი გვიყვება, კიდევ რა შემთხვევები ქმნის უპირატესობას, რომ წყვილმა რიგს აღარ დაელოდოს იმისთვის, რომ ბავშვი იშვილოს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, ბავშვის შვილება რომ შეძლო და რას აქცევს ამ დროს ყურადღებას სასამართლო? – „ბათუმელებმა“ შვილად აყვანის პროცედურაზე …
Continue reading “რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი იშვილო – ინტერვიუ იურისტთან”
ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა
„ნახეთ, ხელის გულზე უდევს პაკეტი გამომძიებელს. რა გამორიცხავს, რომ ამ გამომძიებლის გენეტიკური პროფილიც ყოფილიყო იქ?“ – გალიფ ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული მონაკვეთი გაახსენა ექსპერტმა მოსამართლე ლევან ყოლბაიას. ეს ის მომენტია ვიდეოდან, როცა ოზთურქის აპარტამენტის საძინებლიდან კოკაინის შეფუთვა „ფინანსური პოლიციის“ გამომძიებლებმა ამოიღეს ხელთათმანების, პირბადის და სხვა აღჭურვილობის გარეშე. ნივთმტკიცების ამოღების პროცედურები „ოზთურქის საქმეში“ საკვანძო საკითხია: …
Continue reading “ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა “
მეეზოვე ბათუმიდან: სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულება არაფერს აკეთებს
„სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულებას ველოდები,“ – ამბობს ტარიელ მეგრელიძე. მას ვალი აქვს ასაღები – 3199 ლარი, თუმცა აღმასრულებელი მოვალეს ვერ პოულობს. მოვალე სატელეფონო ზარებს პასუხობს, თუმცა მის საპოვნელად პოლიციის ჩართვაზე ამ დრომდე აღსრულების ბიურო უარს ამბობს. აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ პასუხობს მოქალაქეს, რატომ არ ცდილობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას სახელმწიფო უწყება. ბათუმის …
Continue reading “მეეზოვე ბათუმიდან: სასამართლო მოვიგე, მაგრამ 2 წელია აღსრულება არაფერს აკეთებს”
ჩხრეკა იყო ქაოსური, შეფუთვა შიშველი ხელებით ამოიღეს – გალიფ ოზთურქის ადვოკატის ჩვენება
„მე როცა მივედი ადგილზე, ოზთურქის პირადი ჩხრეკა დასრულებული იყო… ვერანდაზე 15-ზე მეტი კაცი ირეოდა, ზოგიერთი ნიღბით იყო, სამხედრო ფორმაში,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატი იყო მაშინ, როცა ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკა ჩაატარეს და ბიზნესმენი დააკავეს. დღეს, 3 თებერვალს, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა მოწმის სახით მისცა ჩვენება …
„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს
„ლიფტი გაიღო და იქიდან სამი ადამიანი გამოვიდა, ერთი იყო სპეცრაზმის ფორმაში, ორს ჩვეულებრივად ეცვა, მე დერეფნის ბოლოში ვიყავი… ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ნანული ბოლქვაძემ ასე დაიწყო იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს ბათუმში. ნანული ბოლქვაძე ოზთურქის აპარტამენტში დამლაგებლად მუშაობდა. ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღესაც არ დასწრებია სასამართლო …
Continue reading “„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს”
„პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაკავებულს შუბლში წყლის ჭიქა ჩაარტყეს“ – ბათუმელი ადვოკატი
ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაკავებულ მოქალაქეზე იძალადეს. ადვოკატი ფეისბუქზე წერს, რომ დაკავებულს შუბლში ორჯერ ჩაარტყეს წყლის ჭიქა. „…დაკავებულ ადამიანს პოლიციის განყოფილებაში ორჯერ შუბლში წყლის ჭიქას რომ ჩაარტყამ პოლიციელი/პოლიციელები, თავს გაუხეთქავ, ტვინის შერყევას მიაღებინებ, შემდეგ საავადმყოფოში მიყვანისას მთელი ღამე ბორკილებს რომ არ მოხსნი თავგახეთქილ და ტვინის შერყევამიღებულ ადამიანს, წამების ასეთი ფორმა …
ქალი ქმარს და დედამთილ-მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს – რეპორტაჟი სასამართლოდან
„გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ დიანას ჩადრი დაეხურა… არ იღელვო, ეს ჩემი სურვილით გავაკეთეო – ასე მითხრა ბავშვმა. გამიკვირდა, არ იყო ამისკენ მიდრეკილი… მერე მოხდა ეს – ბავშვი აივნიდან გადმოხტა. ღმერთია ზევიდან, მე არ ვიცოდი, როგორ აწვალებდნენ თურმე,“- უთხრა მოსამართლეს როლანდ ზოიძემ. ის იმ ქალის მამაა, რომელიც ამბობს, რომ ქმრის ოჯახის წევრები ჩადრის ტარებას სთხოვდნენ და …
„მეც გამჩხრიკეს“ – რატომ გადაუხადა მადლობა გალიფ ოზთურქის კომპანიის დირექტორმა პროკურორს
„დაახლოებით დღის 2 საათზე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ უნდა მქონოდა საქმიანი შეხვედრა, როცა ორი ბატონი მომიახლოვდა და მითხრა, უნდა გაგჩხრიკოთო,“- ამ სიტყვებით დაიწყო რაულ კახაძემ 2022 წლის 31 მაისის გახსენება. ამ დღეს ბათუმში მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. რაულ კახაძე გალიფ ოზთურქის ბიზნესკომპანიის „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთ აპარტამენტში ცხოვრობდა გალიფ ოზთურქი, …
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ჩხრეკენ? – ინტერვიუ იურისტთან
„ჩხრეკის დროს ფოტოს, ასევე ვიდეოს გადაღების უფლება გაქვთ,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. მას ვესაუბრეთ ჩხრეკის და ამოღების პროცედურაზე – რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ან სამუშაო ოთახს ჩხრეკენ? საინტერესო სიახლე ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც განისაზღვრა, რომ საგამოძიებო ორგანომ „ნეიტრალური მტკიცებულებები“ უნდა შექმნას ჩხრეკის დროს, როცა ამის საშუალება არსებობს, მაგალითად, ჩხრეკის პროცესს …
Continue reading “რა უნდა ვიცოდეთ, როცა ჩვენს სახლს ჩხრეკენ? – ინტერვიუ იურისტთან”
„ოზთურქი ვეღარ სარგებლობდა მე-19 სართულით“ – რა თქვა „მეტროს“ დირექტორმა სასამართლოში
„იმ დღეს ოფისში ვმუშაობდი, როცა მითხრეს, რაღაც ხდება ჩვენთან, შეიარაღებული ხალხია მოსულიო. გარეთ გამოვედი, კითხვებს ვსვამდი, მაგრამ შემაჩერეს…”- ასე დაიწყო ბათუმის სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ქუმსალ სარიმ იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. ქუმსალ სარი ოზთურქის ბიზნესკომპანიის – „მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორია. ეს კომპანია იმავე შენობაში მდებარეობს ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ოზთურქის …
მესაკუთრე სახლიდან უცხო პირს ვეღარ უშვებს და შუქიც ვერ ჩაუჭრა – დავა საკონსტიტუციოში
მოქალაქე დავით მალანია საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც თავის სახლში მყოფ პირს შუქი, ბუნებრივი აირი და წყალი ვერ ჩაუჭრა. დავით მალანიას სახლი ზუგდიდში აქვს, თუმცა იქ ამ დრომდე თამაზ ყურაშვილი ცხოვრობს. სარჩელის მიხედვით, დავით მალანია სახლს უკან ვერ იბრუნებს და ყურაშვილთან სამართლებრივი დავა აქვს. მას სასამართლოში საქმე უკვე მოუგია კიდეც, თუმცა აღსრულების …
გალიფ ოზთურქის საქმეზე რა ვიდეო წარადგინა დაცვის მხარემ სასამართლოში
დღეს, 20 იანვარს, ბათუმის სასამართლოში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. წინა სხდომებისგან განსხვავებით, დისტანციურად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გალიფ ოზთურქი. ვიდრე მოსამართლე საქმის განხილვას შეუდგებოდა, ბრალდებულმა თქვა, რომ სხდომაზე დასწრება აღარ სურს. „ეს თქვენი უფლებაა, შეგიძლიათ დაესწროთ, შეგიძლიათ – არა, თქვენი ადვოკატი ესწრება სხდომას,“ – უთხრა მას მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, რომელსაც თითქმის საათ-ნახევარი …
Continue reading “გალიფ ოზთურქის საქმეზე რა ვიდეო წარადგინა დაცვის მხარემ სასამართლოში”
სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი
„აღსრულების ფურცელი ჩემთვისაა მარტო?“ – კითხვას სვამს მოქალაქე შოთა დევაძე, 80 წლის კაცი, რომელმაც ორჯერ მოუგო სასამართლო ბათუმის მერიას, მაგრამ სამართალს ვერ აღწევს – ბათუმის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს, აღმასრულებელი კი დუმს. მოქალაქე შეხვედრია ბათუმის მერსაც, თუმცა არც მას შემდეგ შეცვლილა რამე. დავის საგანია მიწის ნაკვეთი ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, სადაც …
Continue reading “სასამართლო მოვიგე, მაგრამ არჩილ ჩიქოვანი მიწის დათმობას მთხოვს – 80 წლის კაცი”
რუსეთი შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის – უკრაინა
რამდენი „კალიბრი“ ემუქრება უკრაინას შავი ზღვიდან? – ეს არის კითხვა, რომელსაც დღეს უკრაინული მედია სამხედრო პირებთან ერთად განიხილავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყანას ზღვიდან ათობით მფრინავი რაკეტა ემუქრება. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთი შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობას – სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის. რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტის საბრძოლო ხომალდების რაოდენობა 16-მდე გაზარდა, მათგან 6 სარაკეტოა, ერთი კი …
Continue reading “რუსეთი შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობას ზრდის – უკრაინა”
ბათუმის საკრებულოს წევრი უკრაინაში საბრძოლველად წავიდა – „ომს ვოლონტიორები იგებენ“
„ზოსი“, როგორც მას მეგობრები ეძახიან, იგივე ირაკლი ზოიძე ისევ უკრაინაში წავიდა საბრძოლველად. ირაკლი ბათუმის საკრებულოს წევრია „ენმ“- დან. ის უკრაინის დასაცავად ომში მისი დაწყებიდან მალევე ჩაერთო. გასული წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და მოკლე პაუზის შემდეგ ისევ ომში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. „2022 წლის 24 თებერვალს, სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა… რა თქმა უნდა, ერთი წუთიც არ …
„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს
„ტარდება თქვენი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – ფეხზე მდგომი გამომძიებელი მიმართავს მილიონერ გალიფ ოზთურქს, ის ფართო მაგიდასთან ზის, ნახევრად ზურგშექცევით გამომძიებელთან და არაფერს ამბობს. მერე თარჯიმნის ხმა ისმის და ოზთურქი ხელებს შლის, უფრო იმის მანიშნებლად, პრეტენზია რომ არ აქვს. ეს პირველი კადრია 8-საათიანი ვიდეოჩანაწერიდან, რაც დღეს, 30 დეკემბერს, პროკურორმა აჩვენა მოსამართლე ლევან ყოლბაიას – მოსამართლემ, პროკურორმა …
Continue reading “„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს”
„ღმერთმა არც დაგაჭირვოთ“ – რა მტკიცებულებები აჩვენეს გალიფ ოზთურქის საქმის მოსამართლეს
განსაკუთრებული სიფრთხილით ამოიღო დიდი შეფუთვიდან კოკაინის პატარა შეკვრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე და თქვა: „ეს კოკაინია“. გაშლილ ქაღალდზე დაყრილ კოკაინის ფხვნილს პროკურორის პირისპირ ჩამომდგარმა ადვოკატებმა დახედეს. მოსამართლეც წამოდგა ფეხზე. ეს ის კოკაინია, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მილიონერი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის აპარტამენტიდან ამოიღეს. დღეს, 26 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიას პროკურორმა „ოზთურქის საქმის“ ნივთიერი მტკიცებულებები აჩვენა. …
4-7 წლით პატიმრობა ელით სააკაშვილის მომხრეებს, ვინც პენიტენციურის თანამშრომელს მონა დაუძახა
„მონა, მონას ვეძახდით და ამის გამო დაკითხვაზე გვიბარებენ,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს „მონა“ დაუძახა. ახლახან [15:00 საათი] გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემაც. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მისცემს გამოძიებას ჩვენებას. 14 დეკემბერს მიხეილ …
რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გამომძიებელი, რომელმაც გალიფ ოზთურქი გაჩხრიკა
დღეს, 23 დეკემბერს, სასამართლოს ჩვენება უფროსმა გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ მისცა. ის ოზთურქის აპარტამენტში ჩხრეკის პროცესს ხელმძღვანელობდა, ასევე გალიფ ოზთურქის პირად ჩხრეკას. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. …
Continue reading “რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გამომძიებელი, რომელმაც გალიფ ოზთურქი გაჩხრიკა”
მოსამართლემ კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაუშვა – სავსე დარბაზი ალტ-ინფოს პარტიის წევრებით
„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, მეორედ აღარ განმეორდება“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლეს კაცმა, რომელმაც ქუჩაში, კამერების წინ, გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა და ხელი დაარტყა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ იოსებ სირაბიძე გირაოს – 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის პოზიციით, მიზანშეწონილია ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე …
კაცის უკანონო დაკავებისთვის შსს მხოლოდ 100 ლარით დააჯარიმეს
მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში საქმე მოუგო შს სამინისტროს და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციულ დაკავება ქუჩაში უკანონო იყო. სასამართლომ შსს-ს კომპენსაციის სახით მხოლოდ 100 ლარის გადახდა დააკისრა, ანუ მინიმალური ოდენობა. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მოქალაქემ ამჯერად საკონსტიტუციოს მიმართა. ირაკლი კიკილაშვილი აქტივისტია. ის 2016 წლის 5 ნოემბერს ღამის საათებში …
Continue reading “კაცის უკანონო დაკავებისთვის შსს მხოლოდ 100 ლარით დააჯარიმეს”
შეიძლება გალიფ ოზთურქის ბინაში ვინმე აივნიდანაც შესულიყო? – რეპორტაჟი სასამართლოდან
„ეს საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა წინასწარ“,- თქვა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ. მან დღეს, 16 დეკემბერს „მილიონერ ოზთურქის საქმეზე“ სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. „რა დაიგეგმა ოზთურქის პირად ჩხრეკაზე კონკრეტულად?“- ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან რამდენიმე სხვა მოწმესთან სცადა იმის დადგენა, თუ რატომ არ გადაუღეს ვიდეო ბრალდებულ ოზთურქს პირადი ჩხრეკის დროს, როცა მისი აპარტამენტის ჩხრეკის …
„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში
„გასაგებია“ – მხოლოდ ეს სიტყვა უთხრა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა მოსამართლეს, როცა მან წაუკითხა საქმის მასალები, თუ რას ედავება პროკურატურა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რძლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ბალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მკვლელობა 11 დეკემბერს მოხდა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის …
Continue reading “„არ დავმალულვარ მე“ – კიდევ რა თქვა რძლის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოში”
მსხვერპლი თავშესაფრით მაშინაც ისარგებლებს, თუ კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს – კანონპროექტი
„თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ,“ – ეს კანონპროექტის ჩანაწერია, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პარლამენტი „სტამბოლის კონვენციის“ შესაბამისად ცვლილებების შეტანას აპირებს კანონში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ …
„ექიმთანაც ვერ მივდივართ“ – როგორ ცხოვრობენ ბრალდებულები, რომლებსაც პირადობას ართმევენ
„თითქმის 2 წელი ვიცხოვრე პირადობის გარეშე, ხელფეხშეკრული გამოდიხარ პრაქტიკულად,“ – გვიყვება გიორგი თურაზაშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გირაოთი გათავისუფლების დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობა პროკურატურაში დაატოვებინეს. ბრალდებულებს შორის ბევრია ანალოგიური პრობლემის პირისპირ. ადამიანები ზოგჯერ წლობით ცხოვრობენ პირადობის მოწმობის გარეშე, რადგან არასაპატიმრო საქმეები მოსამართლეებმა წესით 2 წელში კი უნდა განიხილონ, თუმცა ხშირად ეს ვადები ირღვევა. …
„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. „მაგრამ ჩხრეკაში 10 გამომძიებელი მონაწილეობდა, ერთ-ერთ კადრში, რაც თქვენ გადაიღეთ, მხოლოდ 2 გამომძიებლის მოქმედება ჩანს… დაახლოებით 3-წუთიანი კადრია… რას აკეთებდნენ …
Continue reading “„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს”
ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია
„არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო მეორე შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით …
Continue reading “ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია”
გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის – კიდევ რა ჩანს მონიტორინგით?
„გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმეა“, – აღნიშნავენ საია-ს მონიტორები, რომლებიც ბოლო ერთი წელი აკვირდებოდნენ 490 სისხლის სამართლის საქმის განხილვას. საია მონიტორინგს ატარებდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის [დისტანციურად] საქალაქო სასამართლოებში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიგნებაც: უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეებს 15 წუთიც არ სჭირდებათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. იურისტების აზრით, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსამართლე …
„ნარკოტიკი ჩამიდეს, ახლა კი განაჩენის გადახედვაზე უარი მითხრეს“ – პატიმარი სასამართლოს უჩივის
მსჯავრდებული იაკობ ღონღაძე საკონსტიტუციოში უჩივის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც განაჩენის გადახედვაზე უარი თქვა. იაკობ ღონღაძე ნარკოდანაშაულისთვის 2017 წლიდან იხდის სასჯელს. მას 8 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. სარჩელში მსჯავრდებული წერს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. საკონსტიტუციოს პატიმარმა მას შემდეგ მიმართა, როცა გაიგო, რომ 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ქებურიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ჩხრეკას მხოლოდ პოლიციელები …
როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ
სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური. ქალთა მკვლელობების ზრდის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით ელექტრონულ სამაჯურს არ იყენებს. „ბათუმელები“ უფლებადამცველ გოგა ხატიაშვილს ესაუბრა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო, როცა …
Continue reading “როცა ქალის მოკვლის საფრთხეა, რატომ არ იყენებს შსს ელექტრო სამაჯურს – ინტერვიუ”
ოზთურქი პატიმრობაში დატოვეს – რა თქვა მისი სახლის ჩხრეკაზე „ძირითადმა“ გამომძიებელმა
„საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია“, – ასე დაიწყო მოსამართლესთვის ჩხრეკის ამბის მოყოლა ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელმა, ნათია დოლიძემ. ის ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინაში სპეცოპერაციით შევიდა, ფინანსური დანაშაული ვერ იპოვა, თუმცა გამოძიების ვერსიით, იქიდან „კოკაინი“, ასევე სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო. „ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ფინანსური დოკუმენტები, ელექტრომატარებლებიც“, – დასძინა მოწმემ. „ის ამ საქმეში ძირითადი გამომძიებელია“, – უთხრა მოსამართლეს …
გაყალბებული „სტუდენტობა“ – ბათუმში სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს
„სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა ავტორიზაციის საბჭოსთვის, მთლიანი სისტემისთვის და ქვეყნისთვის, საჭიროა ფიქრის დაწყება,“ – უთქვამს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ნანა ყუფუნიას იმ სხდომის დასასრულს, რომელზეც „ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს“ ავტორიზაცია გაუუქმეს. პირველ ნოემბერს გამართული სხდომის ოქმის ჩანაწერების მიხედვით, ამ სასწავლებელში რამდენიმე სახის კანონდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: რამდენიმე სტუდენტი სტუდენტი არ აღმოჩნდა, ანუ მათ შესაბამისი პროფესიული …
Continue reading “გაყალბებული „სტუდენტობა“ – ბათუმში სასწავლებელს ავტორიზაცია გაუუქმეს”