„მეუბნებოდა, ბევრს ჭამო“ – მამამთილის ფსიქოლოგიური ძალადობა რძალზე

„ყოველდღე მეჩხუბებოდა და მამადლიდა საკვებს. მეუბნებოდა, ბევრს ჭამო… ყოველდღე მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაგინებდა. იძულებული ვიყავი, ავსულიყავი სახლის მეორე სართულზე და იქ ვყოფილიყავი სიცივეში…“ – ეს მოსამართლე ბიძინა სტურუას ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ქალმა მოუყვა. სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ კაცს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მალე იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ გაათავისუფლა პატიმრობიდან. ქალმა …

პენსიონერს მოპარული მანქანა გამოძიებამ 3 წელი არ დაუბრუნა – ის პროკურატურას უჩივის

ქობულეთში მცხოვრები გურამ სვანიძე პროკურატურას სასამართლოში უჩივის და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. გურამ სვანიძე პენსიონერია და ამბობს, რომ უმუშევარი არ დარჩებოდა, პროკურატურას სამი წელი რომ არ გაეჩერებინა მისი ავტომანქანა პოლიციის ეზოში. შემთხვევა 2015 წლის სექტემბერში მოხდა – გურამ სვანიძეს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანა მოჰპარეს. იმავე დღეს პოლიციელებმა ავტომანქანა იპოვეს და ამ საქმეზე ლ.გ.-ც დააკავეს. პროკურატურამ …

კაცი ცოლს დაემუქრა – მოსამართლემ ქმარი 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 1000 ლარით დააჯარიმა ე.ბ. ცოლზე მუქარისთვის. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს რომელიმე მოწმის ან დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება არ მოუსმენია. საქმეში დევს დაზარალებულად ცნობილი ქალის ანუ ბრალდებულის ცოლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალის სასიყვარულო მესიჯები. მეუღლე …

რა თქვა მოწმემ, რომელიც ერმაკოვთან შეხვედრას ესწრებოდა

“ბატონო პროკურორო, თქვენთან უფრო ვსინჯავდი მორიგებას, ვიდრე გიორგი ერმაკოვთან… ერმაკოვთან არც ღირს, რამე სცადო,” – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს მოწმე ირაკლი ხარაძემ. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმის ყოფილი მერის – გიორგი ერმაკოვის მეგობარია და ესწრებოდა იმ ბიზნესმენის [კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ მფლობელი] ქალაქის მერთან შეხვედრას, რომელსაც ბათუმში “იაფი სახლი” უნდა აეშენებინა. “ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე” დასრულების ეტაპზეა. …

„ქალისთვის თმის დაგლეჯა“ – რატომ გაათავისუფლეს ბრალდებული პატიმრობიდან

„სწვდა თმებში, ათრია დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში და დააგლიჯა თმები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია… გადაუგრიხა მარცხენა ხელის ცერა თითი, რამაც დაზარალებულში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,“ – ამ ჩანაწერს განაჩენში ნახავთ, საიდანაც ირკვევა, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულ როინ ჯ.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით. ცოლზე …

მოსამართლე გაუპატიურებაზე: წარმოუდგენელია, დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს

გაუპატიურებაში ბრალდებული ირაკლი თ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გაამართლა. გამამართლებელი განაჩენის მიზეზად მოსამართლე ასახელებს კანონის მოთხოვნას: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. სადავო შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით ქალის კივილის ხმა გაიგონეს. პოლიციასაც მეზობლებმა დაურეკეს. „…იმ საღამოს ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში, …

ჯარიმა 1500-1500 ლარი – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 1500-1500 ლარით დააჯარიმა ბათუმში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე. ისინი მთავრობის სახლის პიკეტირების მოტივით დააკავეს. “ოქმი შედგენილია იმიტომ, რომ შესასვლელი კარის გამოთავისუფლებას ითხოვდა პოლიცია. პოლიციელის მოთხოვნის შესრულება იყო კანონიერი…”- აღნიშნა მოსამართლემ. საპროტესტო აქციის 4 მონაწილე 15 ნოემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი, „ახალგაზრდა ლიდერთა კავშირის“ წევრი გია ხალვაში, მოძრაობის „ქვეყნის …

ბათუმში აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს, სასამართლო განხილვა გადაიდო

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გადადო სასამართლო განხილვა, სადაც დღეს, 15 ნოემბერს, საპროტესტო  აქციაზე დაკავებულების საქმე უნდა განეხილათ. „ჩვენ გვსურს გვყავდეს ადვოკატი. იქნებ მომდევნო დღეებისთვის გადაიდოს სხდომა,”- მიმართეს მოსამართლეს აქციაზე დაკავებულებმა: რეზო ხარაზმა, გია ხალვაშმა, ალექსანდრე მილორავამ და ბეგლარ ფუტკარაძემ. “ადვოკატის ყოლის უფლება ყველას აქვს,”- აღნიშნა მოსამართლემ. მან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო სასამართლო სხდომა …

ანთებული სიგარეტი დედას ხელზე მიადო და დანა დაუსვა – შვილის ჩვენება მამის წინააღმდეგ

„…მამამ  დედას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. დედა ხელებს იფარებდა სახეზე… მამა განაგრძობდა ცემას. დედა ტიროდა და ამბობდა, რომ ტკიოდა…“ – მოსამართლეს ეს ბავშვებმა უთხრეს. მათი დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. სამი არასრულწლოვნის მამა გაასამართლეს, თუმცა ის უკვე სახლშია. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად. შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ …

ტრანსგენდერი გოგო: მარკეტში სახეში დამარტყეს, პოლიციამ მე დამაკავა

„მარკეტში მე და ჩემს მეგობარს შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სახეში რაღაც დამარტყეს, პოლიციელმა კი, ჯერ მარკეტიდან გამოგვყარა, მერე მანქანის კარზე სახე დამარტყმევინა,“ – ამბობს ტრანსგენდერი გოგო ქეთი მახარაძე. მისი თქმით, კონფლიქტი მარკეტში გუშინწინ, ღამის ორ საათზე იმის გამო მოხდა, რომ ის და მისი მეგობარი ტრანსი ქალები არიან. „დაბადების დღიდან მოვდიოდით მე და ჩემი დაქალი, ნასვამი ვიყავით… ინასარიძის …

უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთში დაკავებულ სამ საჯარო მოხელეს. გირაოთი მხოლოდ ავთანდილ ნემსიწვერიძე გაათავისუფლეს, რის მიზეზადაც მოსამართლემ ბრალდებულის ასაკი [68 წელი] და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ნოემბერს გაიმართა. “300 ხელმოწერა გვაქვს სოფლიდან. ისინი ადასტურებენ, რომ მათი სოფლის გამგებელი კეთილსინდისიერია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ადვოკატმა ილია წულუკიძემ. იგი …

ბათუმის „აპოლოსთან“ დაკავებულებიდან ორს შენიშვნა მისცეს, ერთი – 1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის „აპოლოსთან“ საპროტესტო აქციაზე გუშინ საღამოს დაკავებული პირების საქმეები უკვე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე კობა გოცირიძემ ორ პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ერთს კი, ჯარიმის – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩიელობლობის ედავებოდნენ. გუშინ, 8 ნოემბერს კინოთეატრ „აპოლოსთან“ სამი პირი დააკავეს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება იმართებოდა. კინოთეატრში შემსვლელი …

დედამ, რომელმაც შვილი ცემაში დაადანაშაულა, სასამართლოში დუმილი არჩია

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა გიორგი ს.-ს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედებოდა ბრალად. პროკურატურის ვერსიით, გიორგიმ ორჯერ სცემა საკუთარ დედას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დედას ხელი მკერდში ჩაარტყა, მეორეჯერ კი – სახეში გაარტყა. მსჯავრდებულის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს. გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოსამართლეს იმ მარტივი მიზეზით მოუხდა, რომ საქმეში ოჯახში ძალადობაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დედამ კი …

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის …

მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი. “კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ …

გიორგი ერმაკოვს სასამართლოში ფენოვანი ხაჭაპური მიუტანეს

„ეს არის არაადამიანური მოპყრობა და წამება. მეც ასე მაშიმშილებდნენ, როცა პატიმარი ვიყავი,”- ამბობს მერაბ ღოღობერიძე, “უდანაშაულოთა დაცვის ორგანიზაციის” ხელმძღვანელი. მან დღეს, 25 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, ფენოვანი ხაჭაპურები და მინერალური წყალი მიუტანა. ამავე თემაზე: ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო მერაბ ღოღობერიძემ წერილითაც მიმართა …

ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო

„თქვენ, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია, სთხოვთ თუ არა ზიანის ანაზღაურებას იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა იაფი სახლის პროექტის შესრულებაზე?” – ამ კითხვით პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენელს, ზურაბ ქამაშიძეს მიმართა. ზურაბი მერიაში 2016 წლიდან სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს. მან დღეს, 24 ოქტომბერს, მერიის პოზიცია წარმოადგინა სასამართლოში. “მერიას მიაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს “კონვენტ ჯორჯიამ”, რომელიც …

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ფიზიკური ძალადობისთვის დააჯარიმეს

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე 2500 ლარით დააჯარიმეს ფიზიკური ძალადობისთვის. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჯარიმის გადახდა კახა მიქელაძის თანმხლებ პირს – ირაკლი აბუსერიძესაც დააკისრა – 3500 ლარის ოდენობით. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. სიტყვიერი კონფლიქტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ბათუმის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრე თევზაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს …

ავარია ბათუმში, რომელსაც მოტოციკლისტი ემსხვერპლა – სასამართლოს განაჩენი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა ერთ-ერთი ავარიის შემთხვევაზე საქმის განხილვა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კახა ფ.-ს, თუმცა ეს სასჯელი პირობით ჩაეთვალა და გამოსაცდელი ვადა დაენიშნა იმავე ვადით. საუბარია გასული წლის 17 დეკემბერს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე – მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა. ავარიის შედეგად …

მოსამართლე გიორგი ერმაკოვს: თქვენ შესაძლოა სახლის გარეშე დარჩენილიყავით

„გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენი ოჯახები შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილიყო,”- მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულ გიორგი ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომაძეს. დღეს, 16 ოქტომბერს, სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამ თემაზე: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პატიმრობაში დატოვეს ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ იმ მოტივით, რომ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან, შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, გამამტყუნებელი …

ბათუმის სასამართლომ ნარკოტიკების საქმეზე ორ პირს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები – ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს …

გაათავისუფლებენ თუ არა ერმაკოვს პატიმრობიდან, ხვალ გადაწყდება

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წინასწარ პატიმრობაში  მყოფ გია ერმაკოვს, არჩილ ვანაძეს და ეგარსლან ლომიძეს დღევანდელ პროცესზე უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ხვალ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან თუ არა მერიის მაღალჩინოსნები. “მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს პოზიცია, მაგრამ მჭირდება გარკვეული სამართლებრივი ანალიზი… ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საქმეზე უნდა მივიღო გადაწყვეტილება,”- უთხრა მოსამართლემ მხარეებს დღევანდელ პროცესზე. …

ციხიდან გამოსული ქმარი ცოლს: „ერთხელ გადამირჩი სიკვდილს და დღეს ვერ გადამირჩები“

ცოლზე მუქარის გამო ჯაბა ბ.-ს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯაბა ბ. 3 წლის წინ იხდიდა სასჯელს ცოლისთვის ყელში დანის დარტყმისთვის. ახალი დანაშაულის ჩადენა მას მაშინ დაუდგინეს, როცა პატიმრობიდან გამოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. დაზარალებულად ცნობილმა ნინო კ.-მ [სახელი პირობითია] მოსამართლეს უთხრა, რომ წლების წინ ქმართან …

რამდენჯერ შეცვალა მოსამართლემ პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის წარდგენილი მუხლი?

2019 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით სისხლის სამართლის 16 საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია. ეს ის შემთხვევებია, როცა გამამტყუნებელი განაჩენი დგება, მაგრამ მოსამართლე პროკურატურის მიერ წარდგენილ მუხლს ცვლის. სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 847 საქმის განხილვა დასრულდა. განხილული 847 საქმიდან ამ დრომდე 550-ზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა [გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 828 საქმიდან 485 საქმეზე იყო …

1000 ლარი ჯარიმა ქსეროქსზე დაბეჭდილი ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ 1000 ლარით დააჯარიმა ზ.ვ. ყალბი მართვის მოწმობის გამოყენებისთვის. შემთხვევა ბათუმში სამართალდამცველებმა ივლისში დააფიქსირეს. საქმის მასალების მიხედვით, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩერებულმა ზ.ვ.-მ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს  უკრაინაში დამზადებული ავტომანქანის მართვის მოწმობა წარუდგინა. პოლიციელი მოწმობის ნამდვილობაში დაეჭვდა და იგი ექსპერტიზას გადაუგზავნა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, „მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური …

მოქალაქემ სასამართლოშიც ვერ გაიგო, რატომ არ აძლევს პოლიცია საზღვრის კვეთის უფლებას

„სასამართლომ სამართლებრივ ვაკუუმში მოაქცია ეს ადამიანები, ისინი ამ გადაწყვეტილებას ვერსად გაასაჩივრებენ“, – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან მოქალაქე გიგა ბ.-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. გიგა ბ. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც საზღვრის დატოვების უფლებას არ აძლევენ. მას არც ერთი ოფიციალური უწყება არ ეუბნება, რატომ შეუზღუდეს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება. …

ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს  

„მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ, გამოძიება დასრულებული არ არის… ეს უკავშირდებოდა ჩემს საპროკურორო საქმიანობას,“ – გვიპასუხა მასამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ – 18 სექტემბრიდან გაამწესა. მოსამართლედ გამწესებული ალექსანდრე გოგუაძე 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით …

ბათუმში სექსუალური შევიწროების 4 შემთხვევიდან 2 ლიფტში მოხდა

მას შემდეგ, რაც სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 4 საქმე განიხილა ამ მუხლით. სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული წესით დასჯადი 2019 წლის 3 მაისს გახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული 4 საქმიდან, 2 შემთხვევაში სექსუალური შევიწროება ლიფტში მოხდა. კიდევ ერთ შემთხვევაში ქალს საჯაროდ შუა თითს უჩვენებდნენ, ბოლო შემთხვევაში კი „ფეისბუქით“ გაუგზავნეს სექსუალური შინაარსის შეტყობინებები და …

პატიმარი ბათუმის ციხის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პატიმარი ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულების ანუ ბათუმის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. პატიმრის თქმით, მას უსამართლოდ მოექცნენ, როცა ხანმოკლე პაემნის და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდეს. პატიმარი ციხეში გამოცემული აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას დისციპლინური სახდელები დაუწესეს. ნუგზარ თაბაგარი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა “გიორგი ოქროპირიძის საქმეში”. მკვლელობისთვის გასამართლებული ამ პირის საქმეში არაერთი კითხვის ნიშანია. თაბაგარი …

აშენდება თუ არა მეჩეთი ბათუმში – რას შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილება

„უფრო თამამი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამართლე“, – ასე აფასებს TDI-ის იურისტი, ანზორ ხატიაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“. დღეს, 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული სამართლებრივი აქტები, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა მერიისთვის მშენებლობის პირველი …

სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად მოეპყრო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს. მუსლიმი თემის სარჩელის განხილვა „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე“ დღეს, 30 სექტემბერს, დასრულდა. სასამართლომ სარჩელის მესამე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობდა მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას. “ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა,” – აღნიშნა მოსამართლემ. მოსამართლემ …

„ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს“ – მოქალაქე ბათუმის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის

ჩაქვში მცხოვრები სულხან დუმბაძე ბათუმის მიწის საკუთრების კომისიას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი მიწის საკუთრებად აღიარებაა, რაზეც კომისიამ უარი იმ მოტივით თქვა, რომ მიწაზე ხის სახლი დგას. მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. „ხის სახლიაო და არ დამირეგისტრირეს… ჩვენი ოჯახი 90-იანი წლებიდან ჩაქვში ვართ. სახლი, რომელიც ჩვენი საკუთრებაა და სადაც ახლა ვცხოვრობთ, ძალიან პატარაა, ძმაც …

რა ახალი საფრთხე გააჩინა აჭარის ტელევიზიისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებამ

დირექტორის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე სააპელაციო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს. ბორდი მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომელსაც მოსამართლემ 23 სექტემბერს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული რიგით მეოთხე კონკურსი შეჩერებულია, ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა – გიორგი კოხრეიძემ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, …

5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება …

რა უთხრა სასამართლოს ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა – მაღალჩინოსნების საქმე

„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 20 სექტემბერს ჩვენება ნუკრი დეკანაძემ მისცა, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა. იგი „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესში იყო ჩართული. მაშინ იგი ბათუმის მერიის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამ საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. “არსებობდა რისკები… მე, …

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

“რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დაკავებული ოთხივე ბრალდებული მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა სასამართლო დარბაზიდან დღეს, 18 სექტემბერს, გაათავისუფლა. მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურამ. ჩხუბი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მოხდა – დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დანით დაჭრეს. ეს ის სისხლის სამართლის საქმეა, რომელზეც ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, თუმცა ის, ვინც ამ კონფლიქტის დროს შეიარაღებული იყო, გირაოს …

Exit mobile version