ბრალდებულის ჩვენება შერატონის „აფეთქებაზე“

“ნასვამი ვიყავი… მე მხოლოდ ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი, რომ „შერატონში“ ბომბია. ეს არ იყო ტერორიზმი,” – ამბობს ბრალდებული ორხან ს. მისი საქმის არსებითი განხილვა დღეს, 29 მაისს, დაიწყო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. საუბარია ბათუმში 31 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონი” ნახევარ საათში აფეთქდებოდა. იმ ღამით სასტუმრო და კაზინოც სტუმრებისგან დროებით დაიცალა. …

მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“

“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა …

რა დადგინდა ვიდეოკადრებით – პოლიციის შენობაში განთავსებული ჰოსტელის ძარცვის საქმე

“ამ კადრში ხედავთ, რომ ჰოსტელში შესვლის ინიციატორები ბრალდებულები არ ყოფილან, იქ ჯერ თავად დაზარალებული შედის…” – მიმართა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლე ლევან გელოვანს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მაისს პროკურატურის ბოლო მტკიცებულება – ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლიეს. საუბარია გასული წლის 4 დეკემბერს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 …

ცოლის ცემაში ბრალდებული: არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.კ. სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული 2 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ი.კ.-მ საკუთარ სახლში სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ ცოლს სახეში გაარტყა და თმებში მოქაჩა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ბათუმში მოხდა. “არ ვიცი, რატომ დარეკა მან პოლიციაში… ჩვენ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება გვქონდა…” – აცხადებს ბრალდებული. ა.კ. …

სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ

ჯარიმა და პირობითი მსჯავრი – ეს შედეგი დგება ყველაზე ხშირად, როცა მძღოლები ადამიანებს ქუჩაში სხვადასხვა ტრანსპორტით ეჯახებიან. ჯარიმას ხშირად იყენებენ მაშინაც, როცა ავარიის შედეგად ადამიანი კვდება. ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ გამოძიება ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად იწყება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ამ მუხლით განხილული …

საია ნათია კაპანაძის საქმეზე: ბათუმის სასამართლომ პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებული პრაქტიკა უარესობისკენ შეცვალა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.  ბათუმის სასამართლომ დღეს, 3 მაისს, უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. კონკურსი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის შესარჩევად 25 აპრილს გამოცხადდა. სასამართლოში ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს მიერ …

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი არ შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე უარი თქვა. შუამდგომლობაზე მოსამართლემ სხდომის გამართვის გარეშე დღეს, 3 მაისს, იმსჯელა. სასამართლოს სარჩელით აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიმართა. იგი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას და იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. სარჩელთან …

პროკურატურა: კაცმა ყოფილ ცოლს სცემა და სახლში გამოკეტა – სასამართლო განხილვა

“როცა რაღაცებზე პასუხი ვერ მივიღე მისგან, რაღაც მომენტში ხელი ავიღე, მაგრამ გამეტებით ვერ გავიმეტე…” – ასე აღწერა ყოფილ ცოლზე ძალადობა შოთა ა.-მ. მან დღეს მოწმის სახით მისცა ჩვენება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს, ვიდრე ის განაჩენს გამოიტანდა. პროკურატურა შალვა ა.-ს ოჯახში ძალადობას და ყოფილი ცოლის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. საქმის მასალების მიხედვით, შოთამ რამდენიმე თვის წინ …

ნათია კაპანაძეს აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

“მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა იმპიჩმენტის უფლება, მაგრამ ეს არაა ბერკეტი, რომ მან თვითნებობა ჩაიდინოს,” – აცხადებს ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. დღეს, 30 აპრილს, აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს სასამართლოში ტელევიზიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. მის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაიცავს. ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. მის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. …

ორ მოზარდთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

ორ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებას და სექსუალურ კავშირს გამოძიება ნ.მ.-ს ედავება. საქმის არსებით განხილვას დღეს, 24 აპრილს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იწყებს. რადგან  ორივე დაზარალებული არასრულწლოვანია, პროცესი დახურული იქნება. „ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვს,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი როინ აბაშიძე. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ბიჭებს ქუჩაში მხოლოდ ესაუბრებოდა და გარყვნილ ქმედებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი ასევე ელოდება …

„მოიყვანეთ დაზარალებული და მომეცით 15 წუთი“ – ცოლზე მუქარაში ბრალდებული 

“მე შეგნებულად დაგაჭერიეთ თავი… აქაც სპეციალურად მოვედი, სალაპარაკო მაქვს,” – თქვა ბრალდებულმა, როგორც კი მოსამართლე დაინახა და შემდეგ ბრალდებულის გისოსებს აღარ მოშორდა – მთელი პროცესის განმავლობაში ცოლზე ფიზიკური განადგურების არაერთგზის მუქარაში ბრალდებული მიხეილ ბ. ფეხზე იდგა და საუბრობდა. შიგადაშიგ მოსამართლე ლევან გელოვანი მის შეჩერებას, განმარტებების გაკეთებას და პროკურორის ჩართვას ახერხებდა. “10 წელი ცოლ-ქმარი ვართ და …

დაუმორჩილებლობისთვის ჯელალ ქიქავა სასამართლოში გადაჰყავთ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ჯელალ ქიქავა სასამართლოში გადაჰყავთ. ახლა იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯელალ ქიქავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმის მერიის შენობაში დაცვის პოლიციელს მიაყენა. ჯელალ ქიქავას წინააღმდეგ პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი შეადგინეს დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების დარღვევის გამო. ჯელალ ქიქავა დღეს, 22 აპრილს, ბათუმის მერიაში მივიდა და ისევ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია …

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებულმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებული 26 წლის ზ.ლ. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. ის საფრანგეთშია. მან საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ მოახერხა, როცა სასამართლომ გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. „ეს არის ცნობა საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან, ის იქ მკურნალობს,“ – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ და მოსამართლეს დოკუმენტი მიაწოდა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული სხდომის გამართვას მისი დასწრების …

ქუჩაში გრაფიტის დახატვა მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია

„თვითონ ქმედება ქმნის შემადგენლობას ამ სამართალდარღვევისა, რაზეც ოქმია შედგენილი…“ – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. დღეს, 17 აპრილს, ამ მოსამართლემ მოქალაქე ლაშა თებიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია კოლონადებთან უნებართვოდ შესრულებული გრაფიტის გამო. ამავე დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გრაფიტის დახატვა ქუჩაში „მცირე მნიშვნელობის მქონედ“ შეაფასა და მოქალაქე დაკისრებული ჯარიმის – 500 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა. გრაფიტი „არა ქიმიურ ტერმინალს“ 5 …

71 წლის დედის ცემაში ბრალდებული: მძიმე მუხლი არ დამირღვევია

“თუ გამიშვებთ, კაი იქნება, მძიმე მუხლი არ დამირღვევია,” – მიმართა მოსამართლეს დედის ცემაში ბრალდებულმა შოთა ს.-მ. “გააჩნია, რა კუთხით შეხედავთ,” – შეაჩერა მოსამართლემ ბრალდებული. 71 წლის დედის ცემისთვის შოთა ს. 10 მარტს დააკავეს. ის მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღესაც წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. დღეს, 16 აპრილს, გამართულ წინასასამართლო სხდომას არც შოთა …

მინდია ლავასოღლის 10 წელი მიუსაჯეს – ხმაური ბათუმის სასამართლოში

„კანონიერ ქურდობაშუ” ბრალდებულ მინდია ლავასოღლის მოსამართლე ლევან გელოვანმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზი მშვიდად შეხვდა – დარბაზში ლავასოღლის ახლობელი არავინ იყო. ლავასოღლი თურქეთში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა ის ამ დრომდე საქართველოში ექსტრადირებული არ არის. სხვა ბრალდებულებზე განაჩენის გამოცხადების დროს კი, დამსწრეთა ჯგუფმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ზაალ ახვლედიანსა და შოთა …

მუსლიმები სასამართლოში: ხვალ დილიდან ვიწყებთ მეჩეთის აშენებას, ბატონო მოსამართლევ

“ვიცი, სიტყვის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ: ხვალ დილიდან მეჩეთის მშენებლობას ვიწყებთ, ბატონო მოსამართლევ,” – ამ სიტყვებით მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ერთ-ერთმა მუსლიმმა მიმართა და თან სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეზე” არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანი ბათუმის მერიის მიერ გამოცემული დოკუმენტების კანონიერების და დისკრიმინაციულობის დადგენაა, რითაც …

“ერთხელ მაინც დაგველაპარაკეთ?” – მუსლიმების კითხვა მერიას [რეპორტაჟი სასამართლოდან]

ბათუმის მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ სასამართლოს იგივე უთხრა, რაც გუშინ, 9 აპრილს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თქვა – „დიალოგის რესურსი არ ამოწურულაო“. საქმე ეხება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის უფლებას, რაზეც მუსლიმ თემს ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა უარი უთხრა. მოქმედმა მერმა ლაშა კომახიძემ გასული წლის თებერვალში განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუსლიმებთან დიალოგს გამართავდა, მაგრამ ეს დიალოგი დღემდე …

მერი მუსლიმებს არ შეხვედრია, მაგრამ ამბობს, რომ დიალოგი არ ამოწურულა – რას ფიქრობენ მუსლიმები

„ჩვენთვის ბუნდოვანია ბათუმის მერის გაცხადება. მუსლიმი თემი სასამართლო პროცესის დაჩქარებას და გააქტიურებას ითხოვს. თემის პოზიცია სკეპტიკურია ბათუმის მერის მორიგ დაპირებაზე,“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია „ტოლერანტობის ინსტიტუტთან“ ერთად მუსლიმი თემის ინტერესს იცავს სასამართლოში. სასამართლოში ხვალ განახლდება დავა ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. „ყველა მხარე ვიბრძვით იმისათვის, რომ საბოლოოდ მიღებული იყოს …

“ქურდული სამყაროს წევრობაში” ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის მოხდა გადაუვადეს

დარბაზი ტაშით შეხვდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებას – მან ბრალდებული იმედა აბაშიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. იმედა აბაშიძეს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა გამოძიება. ის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა, ვიდრე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არ გახდება. მან წელიწადში ერთხელ სასამართლოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა უნდა წარუდგინოს. “გთხოვთ, ციხეს მიხედოთ, ბათუმის ციხეს და რუსთავის… იქ ისევ საშინელება ხდება, …

5 წლით პატიმრობა – განაჩენი ქურდული სამყაროს წევრობისთვის

5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: გიორგი შავლიძეს, რამაზ კომახიძეს და ბადრი ქობულაძეს. მათ ქურდული სამყაროს წევრობას ედავებოდა პროკურატურა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. “სატელეფონო ჩანაწერებით არ დადგენილა თქვენი კავშირი ქურდულ სამყარსთან, ეს არ იყო მტკიცებულება,”- მიმართა მსჯავრდებულებს მოსამართლემ. მან განმარტა, რომ დადასტურდა როგორც ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე გამოძალვა. “რატომ გამოვიყენე სასჯელის ყველაზე …

8 წლით პატიმრობა ვალუტის ჯიხურის დაყაჩაღებისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გ.-მ.-ს. ის „პისტოლეტის მსგავსი საგნით“ ჯიხურიდან 10 693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტის წაღებას ცდილობდა, როცა დააკავეს. საუბარია 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევაზე – „ხოფის ბაზრობის“ შესასვლელთან სავალუტო ჯიხური „თაიმის“ დაყაჩაღება სცადეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებული ჯიხურთან, „ცხელ კვალზე“ დააკავეს. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული …

ბათუმის მეჩეთზე სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება

ბათუმის ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა 10 აპრილს, 10 საათზე განახლდება. ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის 20 თებერვალს გაიმართა. მას შემდეგ სასამართლო განხილვა გაურკვეველი ვადით იყო შეჩერებული. 2018 წლის 20 თებერვალს სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბათუმის მერიის მიმართვა გახდა, რომლის მიხედვითაც, მერი ლაშა კომახიძე მუსლიმ თემთან მოლაპარაკებას გამართავდა. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა …

ქურდულ სამყაროს წევრობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

მოსამართლე ლევან გელოვანის აცილების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე ბრალდებულ ზაალ ახვლედიანის ახლობლები შეიკრიბნენ. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. “მოსამართლემ 8 თვე დაუთმო პროკურატურას, ჩვენი მტკიცებულებების გამოსაკვლევად კი, მხოლოდ რამდენიმე დღე განსაზღვრა,” – ამბობს ადვოკატი პაატა ნაკაიძე. მოსამართლე ლევან გელოვანმა ზაალ ახვლედიანს და ამ საქმის ფიგურანტ კიდევ 10 ბრალდებულს განაჩენი მაქსიმუმ …

პოლიციელისთვის ქვის ჩარტყმაში ბრალდებული სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ა. მოსამართლემ მისი დაკავების წესი დარღვეულად მიიჩნია. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ირაკლი შაქარიშვილია, ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი. საუბარია 27 მარტს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთში პოლიციელებს თავს დაესხნენ. იმავე დღეს პოლიციელებმა ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ც. დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობა უკვე …

პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

“მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს პროკურორები და ადვოკატები დღევანდელ პროცესზე არჩევენ. პროცესი დღის სამ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება. არჩევანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან კეთდება, თუმცა სასამართლო პროცესზე მხოლოდ 21 მოვიდა. აქედან 16-მა მსაჯულობაზე უარი თქვა და მათი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. “თქვენ ხართ, ფაქტობრივად, მოსამართლე. მადლობა, რომ მოხვედით სასამართლოში,” – მიმართა …

ადვოკატი ექსპერტს: როდის შეხვდით ლავასოღლის და სად?

„მინდია ლავასოღლის მე-7 დაწესებულებაში შევხვდი, 2014 წელი იქნებოდა,“ – მიმართა ადვოკატს ექსპერტმა, ეთერ კუნელაშვილმა. შსს-ს ექსპერტს შეკითხვა ლავასოღლისთან შეხვედრის შესახებ ადვოკატმა სოლომონ კოჩალიძემ დაუსვა. ექსპერტმა ეთერ კუნელაშვილმა ხმების ექსპერტიზა ჩაატარა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ და დღეს, 19 მარტს, მოწმის სახით დაიკითხა დისტანციური წესით. ამ საქმეზე ექსპერტი ბოლო მოწმე იყო. რამდენიმე დღეში სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. …

20 წელი პოლიციელის მკვლელობისთვის – მოკლულის ახლობლებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბესიკ ტაკიძეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება “სჭირდებოდა დაფიქრება” და ამიტომ ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება გუშინ. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საქმეზე …

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი მოსამართლემ ისევ არ გამოაცხადა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა “პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” განაჩენი არც დღეს გამოაცხადა. მან ბრალდებულის ბოლო სიტყვას მოუსმინა და სათათბირო ოთახში გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე სკამი ბრალდებულის მეზობლებმა დაიკავეს. “როგორ გაბედეთ აქ მოსვლა,” – წამოიძახეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ბრალდებულის ახლობლებს ხმა არ ამოუღიათ. რამდენიმე …

როდის არ/ვერ შეცვლის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩვენებას – მოსამართლის ხედვა

„მსხვერპლის დაკითხვა სასამართლოში ხდება დაახლოებით 2 თვის შემდეგ, რაც ძალიან დაგვიანებულია,“ – მიიჩნევს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. მისი აზრით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შემთხვევიდან 48 ან 72 საათში მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს, რადგან ამ პერიოდში მასზე სავარაუდო მოძალადე ან ოჯახის წევრები ზეწოლას ვერ განახორციელებენ. დღევანდელი მოცემულობით, ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად პოლიციელებთან ადასტურებენ ძალადობის ფაქტს, შემდეგ კი სასამართლოში …

ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა. საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან …

“რესპუბლიკურში” ორი პირის დაჭრაზე არავინ დაუკავებიათ

“მოჭიდავე ვარ და თავს ვიცავდი. თითო დარტყმა გავუკეთე ერთსაც და მეორესაც… ჩვენ ქურდული სამყაროს წევრებისგან ვიცავდით თავს… ბატონო პროკურორო, სირცხვილია, რასაც აკეთებთ,” – მიმართა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს ბრალდებულმა რეზო წ.-მ, ვიდრე მოსამართლე სათათბირო ოთახში ფიქრობდა, გაეშვა თუ პატიმრობაში დაეტოვებინა დაკავებულები. საქმე ეხება 2 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს, სადაც ჩხუბის მონაწილე 5 პირი დააკავეს.  დღესვე გაირკვა, …

“პოლიციელმა 6 საათით იარაღი თვითონ დაიტოვა” – დაჭრის საქმე “რესპუბლიკურში”

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი ტ.-ს ჩალურჯებულ თვალს მიაქცია ყურადღება. “ხომ არ უკავშირდება ეს სამართალდამცველებთან ურთიერთობას?” – იკითხა მოსამართლემ, რაზეც ბრალდებულმა მოკლედ უპასუხა: “არა” ბრალდებული გიორგი ტ. 24 წლისაა და მახინჯაურში ცხოვრობს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და ტარებას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გიორგის 7 წლამდე პატიმრობა ელის. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში …

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” დღეს, პირველ მარტს დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა დარბაზში ადგილების შევსების გამო. ბრალდებულის ახლობლები და მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებიც დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იგი 9 მარტისთვის გადადო. სასამართლოსთან დღეს მობილიზებული იყო პოლიციაც. დასკვნით სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ის მტკიცებულებები მიმოიხილა, რაც მხარეებმა სასამართლოში …

 სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მედეა გვენეტაძის სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. ის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა გამოყო, თუმცა მისთვის ყველაზე უხეში დარღვევა სკოლაში “ფასიანი მომზადების და ხელზე ფულის აღების ფაქტები იყო”. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასა, რომ მოსარჩელე სამინისტროს მიერ დაფიქსირებულ …

“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე

“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი …

Exit mobile version