ცოლზე ძალადობა ზღვაზე დასვენების დროს, ქობულეთის პარკში

“თავს დამნაშავედ ვცნობ” – უთხრა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ზურაბ გ.-მ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს. მას ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. ზურაბ გ. თბილისიდანაა და სასამართლოში ადვოკატის გარეშე მოვიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალს, ვისთან ერთადაც ის ბოლო 12 წელია ცხოვრობს, ქობულეთის ზღვისპირა პარკში ყოფნისას სახის და თავის არეში  ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ზურაბ გ.-მ დასაშვებად …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

წელს, აგვისტოს ჩათვლით, ბათუმის სასამართლომ 19 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, განხილული 727 სისხლის სამართლის საქმიდან ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 საქმეზე მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ამას გარდა, სასამართლომ 6 საქმეზე ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ინიციატივით წელს 15 საქმეს შეეცვალა პროკურატურის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. სტატისტიკა ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სულ 16 გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ბათუმის საქალაქო …

“ახალი მეჩეთის აშენებაზე” სასამართლო გადაწყვეტილებას 26 სექტემბერს მიიღებს

„ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმის“ განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე 26 სექტემბერს გამოაცხადებს. დღეს, 12 სექტემბერს, გამართული ბოლო სხდომის დასაწყისში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე დაინტერესდა, რა ბედი ეწია მხარეებს შორის მოლაპარაკებას, რის გამოც სასამართლო განხილვა შეჩერებული იყო. სხდომა მალევე გაგრძელდა, რადგან მერიის იურისტმა და მუსლიმი თემის დამცველმა იურისტებმაც მოსამართლეს უთხრეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა. “გაოცებული …

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ დედასა და დეიდას 17-წლამდე პატიმრობა ელის

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ა.პ.-სა და ქ.პ.-ს საქმის განხილვას დღეს, 10 სექტემბერს, დაიწყებს მოსამართლე დავით მამისეიშვილი. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ ისინი 4 ბავშვს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულად ცნობილი ბავშვების დედა და დეიდაა. „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმის დასადასტურებლად, რომ ეს არ იყო ბავშვთა ტრეფიკინგი. არ არის წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმას, რომ ბავშვებს ბრალდებულები …

6 წლით დააპატიმრეს კაცი, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმროში ბომბია

6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს მოქალაქეს, რომელმაც პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ სასტუმრო „შერატონი“ ნახევარ საათში აფეთქდებოდა. მსჯავრდებული ორხან სელიმზადე აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მამუკა ზოიძე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საუბარია ბათუმში 31 მარტს ღამით მომხდარ შემთხვევაზე – 112-ზე შეტყობინება შევიდა, რომ სასტუმრო “შერატონში” ბომბი იყო. იმ …

ექიმი ნარკოტიკზე ყალბი მოწმობის გაცემას აღიარებს

“თავს დამნაშავედ ვცნობ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ნარკოტიკულ საშუალებაზე ყალბი მოწმობის გაცემაში ბრალდებულმა ექიმმა. ბრალდებული გელა გ. ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. იგი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამრთლოს გათავისუფლებული. ექიმი-უროლოგი გელა გ. სამართალდამცველებმა 17 ივლისს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფულის მიღების სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების მისაღებად ყალბ ცნობებს გასცემდა. საქმის მასალების მიხედვით, ექიმი ნარკოტიკის ყალბი მოწმობის გაცემაში …

კაცმა, რომელმაც კისრის არეში ცოლი დაჭრა, თავად გამოიძახა პოლიცია – ადვოკატი

კაცს, რომელმაც საკუთარ სახლთან ცოლი კისრის არეში დანით დაჭრა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა ახლახან დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საუბარია 31 აგვისტოს მომხდარ შემთხვევაზე. კისრის არეში დაჭრილი ქალი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. გამოძიების ვერსიით, კაცი სახლთან ახლოს ცოლს ეკამათა და დაჭრა, შემდეგ კი, თავად დარეკა 112-ზე. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, ქალის …

ადვოკატი ძალადობის მსხვერპლ ქალს: თქვენ ხომ მეუღლე არ ყოფილხართ?

„პოლიციაში დარეკვა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემ გვერდით ჩემი პატარა გოგო აკანკალებული იდგა, მას ეშინოდა…“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ირინა ს.-მ. ის ძალადობის მსხვერპლი ქალია და დღეს, 29 აგვისტოს, ჩვენება მისცა სასამართლოს, როგორც დაზარალებულმა. ჩვენების მიცემის დროს, რაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, მოწმემ რამდენჯერმე ითხოვა წყალი. ის მანდატურის მიერ მიტანილ სკამზეც ჩამოჯდა, თუმცა საბოლოოდ ბრალდებულის …

მოსამართლე სასამართლოს კარის მინის ჩამტვრევაზე: აქ დალხენილი არავინ მოდის

“რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ჩხუბის საქმეზე” მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი 26 აგვისტოს სასამართლოს შენობის კარის მინის ჩამტვრევას გამოეხმაურა. “ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ… თუ ასე გაგრძელდება, სხდომა დაიხურება და ვერც ერთი თქვენგანი ვეღარ დაესწრება სხდომას. გაითვალისწინეთ, რომ ეს სასამართლოა და აქ დალხენილი არავინ მოდის,” – მიმართა დარბაზს მოსამართლემ. “ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ვაჰაბისტები გვიწოდეს,” – უთხრა მოსამართლეს ერთ-ერთი …

“რატომ არ დააკავეთ სხვები?” – ბრალდებულის კითხვა გამომძიებელს

“რატომ არ დააკავეთ სხვები, ჩხუბში ხომ 15 კაცი მონაწილეობდა?”-  ჰკითხა ბრალდებულმა რევაზ წ.-მ  გამომძიებელ უჩა კახიძეს. “ვის მიმართაც არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები, ის დავაკავეთ,” – უპასუხა გამომძიებელმა კითხვას და დარბაზს გახედა. “კარგით რა, გეყოფათ,” – გაცხარდა ბრალდებული. “რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე” დღეს, 26 აგვისტოს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამომძიებლის ჩვენება მოისმინა. ეს ის საქმეა, სადაც ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილე …

ცოლსა და შვილებზე ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა

ცოლსა და ორ სრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებული ოსმან მადოიშვილი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაამართლა. გადამწყვეტი ფაქტორი დაზარალებულები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს. პროკურატურა ოსმან მადოიშვილს ოჯახში ძალადობას ედავებოდა სამ ეპიზოდში, ანუ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევას, ასევე მუქარას ოჯახის წევრების მიმართ.  ოჯახი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. პროკურატურამ ცოლთან ერთად ბრალდებულის შვილებიც მიიჩნია დაზარალებულებად …

კახა მიქელაძე ბრალს აღიარებს – „ფეისბუქპოსტის გამო მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე“

თანხმობის ნიშნად კახა მიქელაძემ და ირაკლი აბუსერიძემაც თავი დაუკრეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან იკითხა: ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ? კახა მიქელაძე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი – ალეკო თევზაძე მას და კიდევ ირაკლი აბუსერიძეს ფიზიკურ ძალადობას ედავება. დღევანდელ პროცესს ალეკო თევზაძე არ დასწრებია. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. დღეს, …

514 საქმიდან 303 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა – ბათუმის სასამართლოს სტატისტიკა

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმში განხილული 514 სისხლის სამართლის საქმიდან 303 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში 13 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა, 5 საქმეზე – ნაწილობრივ გამამართლებელი, 15 საქმე კი, გადაკვალიფიცირდა სასამართლოს ინიციატივით. 2018 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 29 საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, 12 …

„რატომ არ დააკავეს ის, ვინც 1 მილიონ 370 ათასი მიითვისა?“ – მერიის მაღალჩინოსნების საქმე

„თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანებმა გაფლანგეს ფული, თუმცა ერთი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს ანგარებას, რომ ბრალდებულებმა რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიიღეს… სამაგიეროდ, თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – აღნიშნა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, რამინ პაპიძემ. დღეს, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომის …

გაუპატიურების ახალი საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს გაუპატიურების საქმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დახურვა, დღეს, 23 ივლისს, პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებულის სამივე ადვოკატი და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის ბრალდებულმა ირაკლი თ.-მ გააუპატიურა. პოლიციაში მეზობელმა დარეკა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, …

6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე 3 მუშა დააჯარიმეს – აფეთქება კარიერზე

4-4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ მუშები, რომლებიც ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, კლდის აფეთქებაზე მუშაობდნენ. ეს ის სოფელია, სადაც გასული წლის 31 ოქტომბერს, კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 6 წლის ბიჭი დაიღუპა. უნებართვო აფეთქებაზე ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობა არავის აუღია – ტრაგედიის საპასუხოდ მხოლოდ კლდის აფეთქების სამუშაოები შეჩერდა ჭინკაძეებში. პასუხისგებაში მიცემული სამი მუშა კი, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა …

გადაკეტილი ქუჩა სასამართლოსთან – რას ჰყვებიან „რესპუბლიკურში ჩხუბის საქმეზე“ ბრალდებულები

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები გარეთ,“ – ამ მოთხოვნით დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხულიგნობისთვის ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ბადრაგის სამსახურის იმ ავტომანქანას არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას, რომლითაც ბრალდებულები გადაჰყავდათ. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ხუთს კი – სხვადასხვა სახის დაზიანება …

ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს …

ბათუმის სასამართლო ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა დატოვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ორმა მოსამართლემ დატოვა: ლევან გელოვანმა და ინდირა მაშანეიშვილმა. ლევან გელოვანი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა სამუშაოდ, ინდირა მაშანეიშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე იგი უვადოდ გაამწესეს – 2019 წლის 14 თებერვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე, ინდირა მაშანეიშვილი აბაშის, ვანის და სენაკის …

შვებულებაში გავიდა მოსამართლე, რომელიც განიხილავს ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე, რომელიც „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საქმეს“ განიხილავს, შვებულებაში გავიდა. მას საქმის განხილვა ამ დღეებში დასკვნით სხდომაზე უნდა დაესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი მუსლიმ თემსა და ბათუმის მერიას შორის შეთანხმება ვერ შედგებოდა. შეთანხმება მერიაში 9 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ვერ შედგა. „ბოლო სასამართლო სხდომაზე შევთანხმდით, რომ 8 ივლისს გაიმართებოდა შეხვედრა მერიაში და სავარაუდოდ 9 ივლისს …

სუს-ის ყოფილი უფროსის ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

სუს-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 10 ივლისს, მიიღო. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. ამ დროს ირაკლი ერისთავი სუს-ს ხელმძღვანელობდა აჭარაში. სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელ ბინაში დავით ხიმშიაშვილი და ილია აფხაზავა შევიდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი მაჯის საათები, სამკაულები და …

„ინტურისტი“ ისტორიული ღობის მოშლისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და შესაძლოა ისევ დააჯარიმონ

სასტუმრო „ინტურისტის“ ფასადზე სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსების ამბავი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 9 ივლისს, განიხილა. მოსამართლე დაინტერესდა, რამდენად არის რეკლამის განთავსება ისტორიულ შენობაზე „უნებართვოდ ძეგლზე სამუშაოს შესრულება“. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე სპეციალისტის – ხელოვნებათმცოდნის მოსაზრების მოსმენაა საჭირო. ამ მოტივით სასამართლო პროცესი გადაიდო. სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აჭარის კულტურული …

რატომ გაათავისუფლა პროკურატურამ ჩხუბის მონაწილე შეიარაღებული პირი და დააკავა უიარაღოები

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრის საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პროკურატურის მოთხოვნით გაათავისუფლეს. თავდაპირველად ბრალდებულ გიორგი ტ.-სთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ ითხოვა. რამდენიმე დღეში მოსამართლესთან საკუთარი ინიციატივით ისევ პროკურორმა იშუამდგომლა და იგივე გიორგი ტ.-ს გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა. გიორგი ტ. პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საუბარია 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი …

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. ისინი ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლის – ალექსანდრე თევზაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს. ამ თემაზე: მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს თავდაპირველად პროკურატურა დაკავებულებს ხულიგნობის მუხლით ედავებოდა. მოგვიანებით საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, …

კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. სასამართლომ კახა მიქელაძე 2000 ლარი გირაოს, ხოლო ირაკლი აბუსერიძე 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ისინი მას შემდეგ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, როცა გირაო უზრუნველყოფილი იქნება. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების …

ანგისის ბავშვთა საავადმყოფო 500 ლარით დააჯარიმეს

500 ლარით შპს “ევექსი ჰოსპიტალი” მოსამართლე კობა გოცირიძემ დააჯარიმა. სასამართლო განხილვაზე ამ კომპანიის იურისტმა თქვა, რომ ის შემოწმების ოქმში დაფიქსირებულ დარღვევებს ეთანხმება. “ევექსის” ერთ-ერთი კლინიკა – ანგისის ბავშვთა საავადმყოფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ გასულ წელს შეამოწმა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, კლინიკაში სამედიცინო საქმნიანობის სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის ფაქტები გამოვლინდა. “პირველი დარღვევა იყო ის, რომ პედიატრიულ განყოფილებაში …

ბათუმში უვადოდ დანიშნეს მოსამართლე, რომელმაც 2012 წელს ივანიშვილი 126 მილიონით დააჯარიმა

ერთ-ერთი ადმინისტრაციული დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 26 ივნისს, ახალმა მოსამართლემ კობა გოცირიძემ განიხილა. იგი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმში უვადოდ 3 ივნისს გაამწესა. კობა გოცირიძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე, ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. მაშინ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე კობა გოცირიძემ 126 მილიონამდე …

მერმა მუსლიმებს სასამართლოში შეატყობინა, რომ მათ 8 ივლისს შეხვდება – ახალი მეჩეთის საქმე

8 ივლისს, დილის 10 საათზე შედგება შეხვედრა ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მერის, ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილი მერიის იურისტმა სასამართლოში უკვე მიიტანა, სასამართლო პროცესი ჯერ არ განახლებულა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესი დღეს დილით გადადო, რადგან მერიის მიერ წინა სხდომაზე გაცემული დაპირების მიუხედავად, შეხვერა საერთოდ არ შემდგარა. შესვენება პროცესზე …

„არ დავუშვებთ ახალი კორპუსის დემონტაჟს“ – აქცია სასამართლოსთან

სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა. შეკრებილები ითხოვენ, რომ „სვეტი ჯგუფის“ ახალი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ყოფილ ჭადრაკის სახლთან ახლოს, ბათუმის შემოსასვლელში აშენებული, არ უნდა დაინგრეს. „ჩვენ ვართ 300 მენაშენე, ძირითადად ემიგრანტები… ჩვენ პატიოსნად  ვიხდიდით ფულს, რომ ბინა შეგვეძინა. გთხოვთ, მოგვცეთ სამშობლოში ყოფნის უფლება,“ – აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილები. ახალი კორპუსის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება …

მოსამართლე დღესვე ითხოვს მერისგან პასუხს ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

“ალბათ, მერიას უნდა ვკითხოთ, შედგა თუ არა შეთანხმება. გქონდათ შეხვედრა?” – ამ შეკითხვით დაიწყო დღეს, 12 ივნისს, სასამართლო სხდომა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ – ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა. “ამ კუთხით სიახლე არ გვაქვს… მიზეზი ჩემთვის უცნობია,” – უპასუხა მოსამართლეს ბათუმის მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს. მისივე თქმით, მერია ისევ გამოხატავს მზაობას …

“სახლში შეუვარდნენ, სცემეს და მარიხუანა წაართვეს” – ყაჩაღობის საქმე

ყაჩაღობის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 11 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხალაში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სამმა ბრალდებულმა ხალაში მცხოვრები მამუკა ა. დააყაჩაღეს, სცემეს და დანით “სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები” მიაყენეს. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებიდან წაუკითხა ისიც, რომ იმ საღამოს ბრალდებულები კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში შეიჭრნენ …

კაზინოში ქალის მოკვლისთვის კაცს 17 წელი მიუსაჯეს

მკვლელობაში ბრალდებულ ლევენთ ულუთურქს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით, ლევენთმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, უზბეკი ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და …

სასამართლომ დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლე ლევან გელოვანმა “იაფი სახლის” საქმეზე დაკავებულ შვიდივე მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დარბაზში მოსამართლის დასაბუთება პროტესტის ნიშნად აღარ მოუსმენიათ. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორმა რამაზ შავაძემ წინასასამართლო სხდომის გამართვა ზუსტად ორი თვის შემდეგ მოითხოვა. ეს კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადაა აღკვეთის შეფარდების შემდეგ. “წესით ჩვენ უნდა ვითხოვდეთ მაქსიმალურ ვადას… პროკურატურას სჭირდება …

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე [19:45] გრძელდება “შვიდი მაღალჩინოსნის საქმის” განხილვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, გამოძიებამ ამ საქმეში აუდიტის ანგარიშის გარდა, მოიპოვა ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებაა მერიის სხვა თანამშრომლების ჩვენებები. ადვოკატმა რამინ პაპიძემ თავის …

7 მაღალჩინოსნის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო

ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, პირველ ივნისს დაიწყო. ბრალდებულებს აღკვეთ ღონისძიებას მოსამართლე ლევან გელოვანი შეუფარდებს. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ბრალდებულებს შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ …

Exit mobile version