„ოცნებამ“ შექმნა დაძაბულობა იმ დროს, როცა ქვეყანა ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს – ბერძენიშვილი

ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია. რა ჩანაფიქრი …

„ჩვენ მოტყუებას ცდილობენ, მაგრამ ტყუილად“ – ბათუმელი სტუდენტი რუსულ კანონზე

21 წლის ლინდა ცინცაძე სტუდენტია. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფარმაციას სწავლობს. ლინდა 2023 წელს ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად საქართველოში რუსული კანონის მიღების პირველ მცდელობას აპროტესტებდა. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. ლინდა ისევ აპირებს ამ კანონის გაპროტესტებას. იგი ფიქრობს, რომ ბსუ-ს სტუდენტები ისევ მოაწყობენ აქციას და რუსული კანონის …

„საბავშვო ბაღში არ იქცევა ჩემი ბავშვი ასე. ეს ქვეყანაა და არა შპს“ – ბიზნესმენი რუსულ კანონზე

„ამ კანონს ისევ გაიწვევენ, სხვა გამოსავალი ხელისუფლებას არ ექნება… ვითომ რომ წერენ: ამას არ ეხება, იმას ეხება, ეს ყველაფერი ტყუილია: რუსული კანონი შეეხება ყველას,“ – პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნებაზე ეს რეაქცია აქვს ბიზნესმენ არკადი კახაძეს, ის ყველის საწარმო „ცეზარის“ მფლობელია და ხულოში დამზადებული ყველი აშშ-ში გააქვს. 2023 წლის მარტშიც აპროტესტებდა ეს ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ მიერ …

რა საფრთხეს ხედავს ხელოვნური ინტელექტი საქართველოსთვის თუ „რუსულ კანონს“ მიიღებენ

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში მოსპო სიტყვის თავისუფლება, გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი. ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა …

მედია მათ ამხელს კორუფციაში, ამიტომ რუსული კანონით სურთ გააჩუმონ – ქარტიის დირექტორი

დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანმიმდევრულად ამხელენ ხელისუფლებას კორუფციაში, ნეპოტიზმში, საუბრობენ ყველა იმ პრობლემაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. სწორედ ამიტომ ეხება რუსული კანონი მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს –  გვიხსნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ლიკა ჩახუნაშვილი რუსული კანონის დასამტკიცებლად „ოცნების“ ინიციატივას. „ქართული ოცნება“ რუსული კანონის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ამჯერად შეცვლილი სახელით დამტკიცებას გეგმავს. რუსული კანონის მომხრეები …

რუსული კანონი პირდაპირ მებრძვის მე – „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია. მისი თქმით, რუსული კანონი შეეხება ყველას. თუკი ხელისუფლება მიიღებს ამ კანონს, ხელისუფლება ჯერ კრიტიკულ მედიას შეუტევს, შემდეგ კი დაიწყება სხვა ადამიანების დევნა, დაჯარიმება და დაპატიმრება. „6 წლის წინ დავაფუძნეთ მშობელთა ასოციაცია – ერთადერთი მიზნით, რომ მშობლებს დავხმარებოდით და სკოლებში მშობელთა ჩართულობის გაზრდისთვის შეგვეწყო ხელი. ჩვენ რომ …

„ეს განსხვავებული აზრის ადამიანების მოგუდვის ეშმაკობა, რუსული დავალებაა – ნათია კაპანაძე

„კანონპროექტის ეს ფორმა არის განსხვავებული აზრის მქონე სეგმენტების ეტაპობრივი მოგუდვის ეშმაკობა. ცხადია, „რუსული კანონის“ მიზანი რუსული დავალებაა, რომელიც აფხაზეთშიც ისეთივე წარმატებით იტესტებოდა, როგორც თბილისში. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პროცესები პარალელური იყო“, – ამბობს უფლებადამცველი ნათია კაპანაძე. ნათია „ბათუმელებთან“ განმარტავს, რა საფრთხეებს შეიცავს პარლამენტში რუსული კანონის კიდევ ერთხელ „შემობრუნება“ და როგორ ეხება ის მედიას. ნათია  კაპანაძის …

„ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს. არჩევანი არ გვაქვს“ – ნანა მალაშხია

გასული წლის მარტში ხალხის პროტესტის შედეგად ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაიწვია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დაერეგისტრირებინათ. კანონპროექტის მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინება, დასუსტება და სამოქალაქო საზოგადოებისგან მარგინალიზაცია იყო. ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ უკან აბრუნებს იმავე კანონპროექტს – ამჯერად რუსულ კანონს ჰქვია „კანონი …

22 წლის მეგი რუსულ კანონზე – ეს კანონი მეხება მე, როგორც მოქალაქეს

მეგი დიასამიძე 22 წლის ახალგაზრდაა შუახევიდან, რომელიც შარშან, 2023 წელს, აქტიურად აპროტესტებდა “რუსული კანონის” მიღების პირველ მცდელობას საქართველოში. მეგი მონაწილეობდა მარტის აქციებშიც სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი წელს ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. მეგის ვკითხეთ, კიდევ თუ აპირებენ ის და მისი მეგობრები გაპროტესტებას. მეგი, რა უნდა გააკეთოს ხალხმა, ვინც ერთი წლის წინ ამ …

როგორ უშლის ევროპისკენ სვლას ხელს რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში

რუსული კანონი, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ ისევ აპირებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უშლის ხელს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები,“ – …

რაში დასჭირდა „ოცნებას“ რუსული კანონის დაბრუნება – პოლიტოლოგის მოსაზრება

რუსულ „რულეტკას“ ახსენებს „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაბრუნება პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. მისი აზრით, ხელისუფლებას, რომელსაც ამ დრომდე ავტორიტარული ტენდენციები ჰქონდა, ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის მიღწევა სურს. „რასაც ისინი ვერ საზღვრავენ, არის ის, რომ საქართველოში ეს არავის გამოსვლია. საქართველო ვერასდროს გახდება ბელარუსი და რუსეთი,“ – მიიჩნევს  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა: რატომ დასჭირდა …

„გეი მეგობრები მყავს“ – რა „ცოდვაზე“ ლაპარაკობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას ეძახის პროპაგანდას

„ქართული ოცნების“ ინიციატივაზე მიიღოს ჰომოფობიური კანონპროექტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ კომენტარისას მსგავსი რამ თქვა: „მიდგომა იქნება კონსტიტუციური და ქრისტიანული – ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს“. რა ცოდვაზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს წევრი და რას მიიჩნევს პროპაგანდად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ცოტნე ანანიძეს ესაუბრა. ბატონო ცოტნე, რა ცოდვაზე საუბრობდით, ვის მიიჩნევთ ცოდვილებად და რა შუაშია …

როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

„ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ… ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით. 21 წლის ლაზარე პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. როცა აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას და ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად რუსთაველზე იდგა. გამოძიება მას ედავება …

ფერადი თმა, როგორც სისტემის იარაღი ახალგაზრდების წინააღმდეგ

„ამ ადამიანს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ – თქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისზე, რომელსაც პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ქერად თმაშეღებილი და მკვეთრად თვალმოხატული ლაზარე ბოლო დღეებია სისტემის მხრიდან მრავალფეროვნების და თავისუფლების დევნის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. განსხვავებულობა სიძულვილის ენის კონტექსტში ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როცა ასევე …

„ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გასვლის“ – ბსუ-ს სტუდენტი

ალეკო ბერიძე ბსუ-ს სტუდენტია. ის მეორეკურსელია, უნივერსიტეტში ტურიზმს სწავლობს. ალეკო ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში ცხოვრობს და ლექცია-სემინარებზე ყოველდღე სოფლიდან დადის უნივერსიტეტში. ალეკო გვიზიარებს თავის ხედვას უნივერსიტეტზე, სტუდენტურ თვითმმართველობასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა. ალეკო, რამდენად რთულია სოფლიდან სიარული უნივერსიტეტში ყოველდღე? მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ტრანსპორტი …

ეს პირველი ტალღა იყო, ისინი კვლავ ეცდებიან მსგავსი კანონის მიღებას – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, 21 წლის საბა ოსანაძე ფილოსოფიის მე-4 კურსის სტუდენტია. მან  თავისი მოსაზრება გაგვიზიარა უნივერსიტეტსა და თვითმმართველობაზე, რა მოსწონს და რისი შეცვლის საჭიროებას ხედავს უნივერსიტეტში. ასევე, რას ნიშნავდა მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტობის“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობა და საით მიაქანებს ქვეყანას მმართველი გუნდი. საბა, ბათუმში აქციას – „არა რუსულ კანონს“ ძალიან ბევრი სტუდენტი შეუერთდა. ისინი …

ყველაფერი „ნაცების ბრალია“ – ღარიბაშვილისა და კობახიძის გზავნილები

12 მარტს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა 18-ჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, 7-ჯერ „ნაციონალები“, 21-ჯერ სიტყვა ომი, 4-ჯერ რუსეთი და 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“. 14 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრესკონფერენცია გამართა. 34-წუთიან გამოსვლაში კობახიძემ 20-ჯერ ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“, 3-ჯერ – მიხეილ სააკაშვილი, ერთხელ – სიტყვა ომი, 6-ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ და 4-ჯერ „ლიბერალური ფაშიზმი“. …

ექიმის კარიერა ნიუ იორკის სამედიცინო ცენტრში და აქცია – არა რუსულ კანონს

27 წლის ბათუმელი თამთა ჩხეიძე ნიუ იორკში, აინშტაინის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ეს ცენტრი მოიცავს უნივერსიტეტს, ჰოსპიტალს და კვლევით ცენტრებს. „საოცნებო გარემოში“ მოხვედრის შემდეგ თამთა მეცნიერებითაც დაინტერესდა. აღფრთოვანებულია იმით, რომ ჩართულია კვლევაში, რომელიც მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე მუშაობს. ერთი წელია, რაც თამთა ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. მან ექიმის სალიცენზიო გამოცდები ჩააბარა, აშშ-ში სამუშაოდ დიპლომის აღიარება მიიღო, …

„27 წლის შემდეგ რუსეთი სამუდამოდ მივატოვე, არც საქართველო დაუბრუნდება წარსულს“

გიორგი ბერიძე ერთი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საქართველოდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის მოსკოვის ოლქში დედასთან ერთად ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა, თუმცა საბოლოოდ დაბრუნების სურვილი პირველად 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩნდა. „მაშინ 13 წლის ვიყავი და წამოსვლა ვერ მოვახერხე, თუმცა რუსეთის მიმართ აგრესია ძალიან გაიზარდა ჩემში“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. რუსეთის საბოლოოდ დატოვების …

თვითმმართველობა არ გამოხატავს ჩვენ ინტერესებს – ბსუ-ს სტუდენტი

ბსუ-ს სტუდენტი, ლინდა ცინცაძე ფარმაციის მესამე კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისთვის კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ“ შემაშფოთებელი იყო. ლინდას ვკითხეთ, როგორ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ბსუ-ს არაერთ ლექტორ-მასწავლებელსა თუ სტუდენტს გაუჭირდა აზრის გამოთქმა რუსულ კანონზე. მიიჩნევს, რომ 8 მარტს სტუდენტების მიერ გამართულ აქციას მოჰყვა ბსუ-ს რექტორის, მერაბ ხალვაშის ისედაც დაგვიანებული ფეისბუქპოსტიც, …

მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“. 7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და …

„ხულოდან თუ ხარ, თბილისში რა ჩემი… გინდაო“ და უკანონოდ დამაკავეს – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ამ დღეებში თბილისშია და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, პოლიციამ 8 მარტს დააკავა. ის წუხელ, 9 მარტს, გაათავისუფლეს. როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, კრიმინალურმა პოლიციამ ის უკანონოდ დააკავა. „შუადღის პირველ საათზე გალერეა „თბილისის“ წინ დავლიე ყავა, გამოვედი, ტაქსიში ვჯდებოდი და შემომარტყა წრე კრიმინალურმა პოლიციამ, ძალიან აგრესიული მიმართვით, სიტყვიერი შეურაცხყოფით …

შსს აქციის მონაწილეებზე გამოძიებას აგრძელებს

დღეს, 10 მარტს, შს სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა და  7-8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონისა და მთავრობის პრორუსული კურსის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ისაუბრა. კუპატაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი და მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში. მან აღნიშნა, რომ …

პოლონეთში მყოფი ემიგრანტები რუსული კანონის წინააღმდეგ

პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში და ვროცლავში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. ვარშავაში აქცია საქართველოს საელჩოს წინ  გაიმართა. აქციაზე სტუდენტები, დიასპორის წარმომადგენლები გამოვიდნენ, რომლებიც აპროტესტებდნენ პარლამენტის მიერ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას. „არა რუსულ კანონს“ – დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს მეორე მოსმენა და კენჭისყრით გაიწვიონ კანონი, რის გამოც ხელისუფლება ძალადობრივი …

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს და ხელისუფლების პრორუსულ კურსს აპროტესტებენ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. „თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში, კერძოდ ბათუმისა და თბილისის ისტორიული ცენტრების მონახულებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს …

პარლამენტში სხდომა ხვალ გაიმართება

ხვალ, 10 მარტს  11:45 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს, 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა. განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ სხდომაზე უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან და ჩააგდებენ. ამ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით თბილისში პარლამენტის წინ და …

როდის გაიმართება რუსული კანონის მეორე მოსმენა – საიას განმარტება

„მეორე მოსმენა შესაძლებელია გაიმართოს 20 მარტის სასესიო კვირაში. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და მეორე მოსმენა 13 მარტის კვირაშიც შედგეს, თუ პრეზიდენტი მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. შემდეგ კვირაში არაა ჩანიშნული სასესიო კვირა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორი, ნანუკა ყრუაშვილი. „მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – განაცხადა დღეს, 9 მარტს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ …

სანამ ტაბლოზე არ გამოჩნდება, რომ კანონი ჩავარდა, „ოცნებას“ არ ვენდობი – პოლიტოლოგი

„არ ვენდობი „ოცნებას“, სანამ არ ვნახავ ტაბლოზე, რომ კანონი ჩავარდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუოს საზოგადოება და არ შეასრულოს დანაპირები „გავლენის აგენტების“ კანონის გაწვევის შესახებ. „კარგია, როცა თქვე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გაიწვევენ კანონს, …

„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენთ გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი …

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, არა“ – პოლიტოლოგი

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – არა,“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. „ოცნებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად კანონპროექტი უკან გაიწვია და ამ ეტაპზე ტაქტიკურად უკან დაიხია, მაგრამ …

„საქართველო არის შენი“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

„არა რუსულ კანონს! საქართველო არის შენი!“ – ამ სლოგანით დღეს, 9 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება.  ამჯერად აქციის მთავარი მოთხოვნა რუსული კანონპროექტის გაწვევის პროცედურის კანონის შესაბამისად დასრულება და დაკავებულების დროულად გათავისუფლება იქნება. აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინ, 8 მარტს, სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორმა გამართეს. პარლამენტში  „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ორი ვარიანტი დააინიცირეს – …

მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს – კორძაია

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი, 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. შეუძლია თუ არა „ქართულ ოცნებას“ ერთი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევა და რა სამართლებრივი პროცედურებია გასავლელი კანონპროექტის სრულად ჩაგდებისთვის? ამ საკითხზე „ბათუმელები“ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს თამარ კორძაიას ესაუბრა. კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და …

პოლიცია ერთდროულად იყენებს გაზსა და წყლის ჭავლს – საიას განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს 9 მარტს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევასთან დაკავშირებით და შს სამინისტოს მოუწოდებს შეწყდეს სპეციალური საშუალებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით. „ამ წუთებში [2:50 სთ] რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად იყენებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დაახლოებით 01:45 საათიდან მნიშვნელოვნად ინტენსიური გახდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ …

„ეს კანონი ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს“ – საკონსტიტუციო სასამართლოს 15 საჯარო მოხელე

„მივიჩნევთ, რომ ნახსენები კანონის პროექტების მიღება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და აზიანებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს 15 თანამშრომელი აწერს ხელს. განცხადებას საჯარო მოხელეები თავად ავრცელებენ ფეისბუქზე. საჯარო მოხელეები ხაზს უსვამენ იმას, რომ „საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, როგორც გარანტი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარებისა, ბოჭავს ნებისმიერი დროის ხელისუფალს, …

პარლამენტთან საპროტესტო აქციას არბევენ – აქციის მეორე დღე

8 მარტს, ღამით, თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბიეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები. აქცია ამ წუთებშიც [9 მარტი, 00:10 სთ] გრძელდება. დარბევის მიუხედავად რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეები ისევ უბრუნდებიან. პარლამენტის შენობასთან ამოყირავებულია პოლიციის ავტომანქანა. აქციის უკანონოდ დაშლამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შემოვლისკენ მოუწოდა. …

Exit mobile version