მთავარი,სიახლეები

როდის გაიმართება რუსული კანონის მეორე მოსმენა – საიას განმარტება

09.03.2023
როდის გაიმართება რუსული კანონის მეორე მოსმენა – საიას განმარტება

„მეორე მოსმენა შესაძლებელია გაიმართოს 20 მარტის სასესიო კვირაში. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს და მეორე მოსმენა 13 მარტის კვირაშიც შედგეს, თუ პრეზიდენტი მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. შემდეგ კვირაში არაა ჩანიშნული სასესიო კვირა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის „დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის“ დირექტორი, ნანუკა ყრუაშვილი.

მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – განაცხადა დღეს, 9 მარტს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსულ კანონზე. მას დღევანდელ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება გაიმართოს კანონპროექტის მეორე მოსმენა.

რადგან პარლამენტში კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მისი გაწვევა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს უნდა ჩავარდეს.

საია-მ პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს.

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ შესაძლებელია პარლამენტმა გაურკვეველი ვადით გადადოს რუსული კანონის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანა, ხოლო თუ „ქართული ოცნება“ ამჯერად პირობის შესრულებას მოინდომებს, რუსული კანონის მიღების პროცედურა რამდენიმე დღეში დასრულდება.

იურისტი ნანუკა ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ ხვალ ამ კანონპროექტს ვერ განიხილავენ, რადგან ამ სასესიო კვირაში სესიის დღებაად სამშაბათი და ხუთშაბათი იყო განსაზღვრული, დღეს კი, მეორე მოსმენისთვის პარლამენტი არ შეკრებილა. იურისტი ამბობს, რომ „დაუყონებლივ“ განხილვის მოწოდებაში იგულისხმება პრაქტიკულად მომავალი კვირა, როცა პრეზიდენტს შეუძლია რიგგარეშე სხდომის მოწვევა.

„დღეს და ხვალ ეს საკითხი ვერ განიხილება. პლენარულ სხდომამდე უნდა შედგეს იურიდიული კომიტეტის სხდომა. სხვა კომიტეტებზე კანონპროექტი ხელახლა აღარ გადის… შესაძლებელია, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ იგი არ შედგეს კვორუმის არარსებობის გამო. კვორუმია 76 დეპუტატი, ანუ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ამდენივე დეპუტატის თანხმობაა საჭირო კანონპროექტის მეორე მოსმენით მისაღებად. იგივე წესი მუშაობს კანონპროექტის სასესიო კვირაში განხილვის შემთხვევაშიც,“ – განმარტა ნანუკა ყრუაშვილმა „ბათუმელებთან“.

7 მარტს „ოცნებამ“ რუსული კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“, შესაბამისად, რუსული კანონპროექტის შემთხვევაში ეს ვერ მოხდება, რადგან ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. ახლა კანონი მეორე მოსმენით უნდა ჩავარდეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს.

_______________________

ფოტოზე: საქართველოს პარლამენტი, 7 მარტი. უმრავლესობის წევრები რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების კენჭისყრის დაწყებამდე. ფოტო: ნეტგაზეთი/ნათია ცქიფურიშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008