გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი x-ის [ყოფილი ტვიტერი] საკუთარ გვერდზე წერს, რომ „უცხოელი აგენტების კანონი“ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. როთმა ამ პოსტის ქვემოთ გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასსთან მის შეხვედრას ასახავს. „გერმანიის ბუნდესტაგში განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი ხნის მეგობრობის გაღრმავების გზები. ჩვენი მუშაობა/ერთგულება საპარლამენტო …
Tag Archives: რუსული კანონი
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ვიქნებით ბსუ-ს, აკადემიის, ნავიგაციის, რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები
რა არის მთავარი საფრთხე, რაც შეიძლება მივიღოთ რუსული კანონით ქვეყანაში? – ვკითხეთ ბსუ-ს სტუდენტს ქეთი პაქსაძეს, რომელიც ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. „ეს უკვე იქნება არა ქვეყანა, არამედ რუსეთის პატარა ოლქი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება რუსეთს. ამ ქვეყანაში აღარაფერი არ იქნება ევროპული. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ევროპიდან, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსიც ჩამოგვართვან,“ – გვითხრა …
„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ. პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება. „ხვალ უკვე შესაძლებლობა წართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი“ – წერენ პედაგოგები. „ბათუმელები“ გთავაზობთ პეტიციის ტექსტს უცვლელად: „14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 …
საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს – პედაგოგი რუსულ კანონზე
თბილისის 167-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქრისტინე ღონღაძე რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ევროკავშირის წინააღმდეგ ავრცელებს. „ვინ გვიკრძალავდა ქართულად საუბარს, ვინ გვბომბავდა, ვინ ღობავს საქართველოს ტერიტორიას და იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს?“ – წერს პედაგოგი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში. „რამდენიმე დღეა ვცდილობ, რამე დავწერო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ვწერ. არა …
Continue reading “საგანგაშოა ის მესიჯები, რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს – პედაგოგი რუსულ კანონზე”
ხულოს მუფთი რუსულ კანონზე: „შეუძლებელია ამ კანონის მიღება“
„ერთი ფანჯრიდან ხედვა არ შეიძლება. ეს იყო კომუნისტური სივრცე: დაინგრა, დაიმსხვრა და ღმერთით აღარ აღსდგება“, – რუსული კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთი, ასლან აბაშიძე. ამ თემაზე საუბრის დროს, პირველ რიგში, იგი ყურადღებას კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს. „ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი აზრი, კრიტიკული მედია. ჩვენ თუ ვიღაც არ გვეყოლება, ვინც მიგვითითებს, არ გამოვა. ასაკიანი …
Continue reading “ხულოს მუფთი რუსულ კანონზე: „შეუძლებელია ამ კანონის მიღება“”
22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. გრიგორიადისის …
Continue reading “22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს”
„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე
„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე, რადგან ერთადერთი, ვინც მე განვითარებაში მეხმარება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედიაა“ – ამბობს მაია სურმანიძე, მეწარმე ხულოს სოფელი წაბლიანიდან. „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა …
Continue reading “„მე აუცილებლად ვიქნები საპროტესტო აქციებზე“ – ხულოელი მეწარმე ქალი რუსულ კანონზე”
როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე
„ფაქტია, რომ ივანიშვილი ფსონს დებს რუსეთზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე. ის ხაზს უსვამს, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსულ კანონს პარლამენტი ვერ მიიღებს. „გამოჩნდა, რომ საზოგადოება ყოველგვარი პოლიტიკური მოწოდებების და პარტიული აქტიურობის გარეშე თავად რეაგირებს, როცა მის ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება,“ – ამბობს ხათუნა სამნიძე. ის გასული წლის გაზაფხულზე განსაკუთრებული აქტივობით იბრძოდა …
Continue reading “როგორც ჩანს, ივანიშვილსაც არ აქვს არჩევანი – ხათუნა სამნიძე რუსულ კანონზე”
„რაც მოხდა რუსეთში, ვერ მოხდება საქართველოში“ – უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რუსულ კანონზე
„ამერიკა გეუბნება, რომ არ ვარგა, ევროპა გეუბნება – არ ვარგა. ერთადერთი რუსეთი, ჩინეთი და ვენესუელა არ გეუბნება იმავეს. ხომ უნდა მიხვდე, რომ ცუდია?“ – კითხულობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. „ბათუმელები“ მას რუსულ კანონზე ესაუბრა. თამაზ ბაკურიძის აზრით, გაუგებარია, რატომ აწყობს რუსული კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლებას, როცა „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც ევროპული …
რატომ არის კანონპროექტი რუსული? – კითხვები და პასუხები
ვიდეო მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ მიერ. „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შშმ პირთა უფლებებზე მუშაობს და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით არაერთ სერვისს აწვდის აჭარაში მცხოვრებ შშმ პირებსა და მათ ოჯახებს. ამავე თემაზე: რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში
თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ორშაბათს, 10 საათზე დაიწყება – „ეს გადამწყვეტი დღეა“
15 აპრილს, ორშაბათს, „ქართული ოცნება“ აპირებს უკან დაბრუნებული რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანოს. იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, არსებობს იმის რისკის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს. საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში დილის ათ საათზეა დაგეგმილი. 15 აპრილს, დილიდან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას იწყებენ პარლამენტთან. „ეს არის გადამწყვეტი …
„ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ – არა რუსეთს! კი ევროპას!“ – სტუდენტების აქცია ბათუმში
ბათუმელი სტუდენტების ჯგუფი 15 აპრილს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას აანონსებს. „ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ. ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენი აქციებით შეშინებულმა ხელისუფლებამ უკან დაიხია, რუსული კანონი გაიწვია და პირობა დადო, რომ აღარასდროს აღარ შემოიტანდა. ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო. ოცნება გვართმევს უკეთესი განათლების …
„რომელი პარლამენტარი დარბის ჩვენსავით რაიონში ადამიანების დასაცავად“ – ანა არგანაშვილი
ადამიანის უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, რომელიც წლებია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და წერს, თუ რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს ეს კანონის ადამიანის უფლებების სფეროს და რამდენ ადამიანს დატოვებს დაუცველად. „რატომ ვართ მე და ჩემი თანამშრომელი ადვოკატები უცხო ქვეყნის აგენტები? იმიტომ, რომ ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე, …
ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის – ლია უკლება რუსულ კანონზე
„ევროპელ პოლიტიკოსები ნათლად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაიკეტება. ეს მშვენივრად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და თუ მაინც გაიტანს ამ კანონს, ეს იქნება ნათელი დადასტურება იმის, რომ მმართველმა პარტიამ ფეხებზე დაიკიდა საქართველოს კონსტიტუციაც და მოსახლეობის, მინიმუმ 80 პროცენტის არჩევანი,“ – ასე ეხმაურება მხატვარი ლია უკლება რუსულ კანონს. მხატვარი „ბათუმელებთან“ იხსენებს რუსულ გამოცდილებას, …
Continue reading “ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის – ლია უკლება რუსულ კანონზე”
როგორ იცვლებოდა უცხოური აგენტების კანონი რუსეთში წლების მიხედვით
საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ დაინიციირებული რუსული კანონის ანალოგი, თავად რუსეთში 12 წლის წინ მიიღეს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის პირველი ვერსია, თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ეს ცოტა ვინმეს ეხებოდა. რეალურად კი, ამით საფუძველი დაედო რეპრესიული კანონების სერიას, რომელთა არეალიც წლების განმავლობაში ისე გაფართოვდა, რომ საბოლოოდ შეეხო ყველას – არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, უფლებადამცველებს, ცალკეულ აქტივისტებს, პროგრესულად …
Continue reading “როგორ იცვლებოდა უცხოური აგენტების კანონი რუსეთში წლების მიხედვით”
წინააღმდეგი ვარ ამ კანონის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ბათუმელი პედაგოგი რუსულ კანონზე
რა ზიანს მოუტანს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული რუსული კანონი და რატომ არის ის საფრთხე, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის? რუსული კანონის საფრთხეებზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგს, მინდია ფუტკარაძეს ესაუბრა. „ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ევროპული მომავალი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუშლის, მისი წინააღმდეგი ვიქნები. ერთ-ერთია იმ კანონპროექტის კანონად …
ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე
„რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის,“ – მიიჩნევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია. მას რუსულ კანონზე ვესაუბრეთ. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილზე, თითქოს მსგავსი კანონი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. „რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს,“ – მკაფიოა ნონა წოწორიას პოზიცია. სტრასბურგის …
Continue reading “ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე”
„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია“ – მასწავლებელი ხულოს სოფელ ბოძაურიდან
„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია, მოსინჯვა ქართული საზოგადოების, თუ რამდენად არიან მზად დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებისთვის,“ – რუსულ კანონზე გვესაუბრა პედაგოგი ვარლამ ხოზრევანიძე. ის ხულოში, სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას და სპორტს. „თუ მისი უზენაესობა ხალხი ღირსეულად დაიცავს თავის უფლებებს, მაშინ გამოცდა ჩაბარებული გვექნება და ღირსი ვიქნებით ღირსეულად ცხოვრების, თუ არა, მაშინ გვეყოლება ის …
Continue reading “„ამ კანონის მიღება არის პროვოკაცია“ – მასწავლებელი ხულოს სოფელ ბოძაურიდან”
ეს კანონი გვიქადის აკადემიურ ჩაკეტილობას, რაც რუსეთში უკვე მოხდა – თამთა ხალვაში
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო. რუსული კანონის გავლენას ეხმაურება თამთა ხალვაში, პროფესორი, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში: „სიტყვა …
Continue reading “ეს კანონი გვიქადის აკადემიურ ჩაკეტილობას, რაც რუსეთში უკვე მოხდა – თამთა ხალვაში”
პარლამენტი, სავარაუდოდ, მუხტის შესამცირებლად მუშაობს – ირმა პავლიაშვილი რუსულ კანონზე
„ეჭვი ჩნდება, რომ მთავრობის ტაქტიკური ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მუხტი დავარდეს და საზოგადოების ყურადღება და აქცენტები სხვა მიმართულებით წავიდეს“ – მიიჩნევს „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა პავლიაშვილი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, რატომ გადადო 15 აპრილს პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა და რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ ერთხელ უკვე უკან გაწვეული კანონპროექტი. ქალბატონო ირმა, პარლამენტმა რუსული კანონის განხილვის …
ამ კანონმა რუსებს მონური მორჩილება მოუტანა, ქართველი ერი მონობას არ შეეგუება – პედაგოგი
რა ზიანს მოუტანს „ქართული ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ევროინტეგრაციას – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს, როლანდ შავაძეს ესაუბრა. როლანდ შავაძე, გასული წლის მარტის აქციებზეც აპროტესტებდა რუსულ კანონს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს კანონი ქვეყნის უკუსვლისკენ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის მთელ ქვეყანას. „ამ კანონის წინააღმდეგ …
„რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანოა“ – ლაშა ბაჟუნაიშვილი
„ხელისუფლებამ რაც არ უნდა სახელი და ტერმინები შეუცვალოს უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს, ის მაინც იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანო, რადგან მისი მიღებით საქართველო დაამტკიცებს, რომ იგი რეალურად არა ევროპული ოჯახის წევრობისკენ, არამედ რუსეთის ორბიტაზე დარჩენისკენ ისწრაფვის”, – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების …
Continue reading “„რუსული კანონი ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად საზიანოა“ – ლაშა ბაჟუნაიშვილი”
„წინ აღვუდგეთ რუსულ ჭაობში შესვლას“ – ახალი მეჩეთის იმამი რუსულ კანონზე
„ქართულმა ოცნებამ“ უკან დააბრუნა რუსული კანონი განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მარტში „ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ მმართველმა პარტიამ პირობა დაარღვია. „ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით. კითხვებით, თუ რას ფიქრობს ამ კანონის შესახებ, რა საფრთხეებს შეგვიქმნის მისი მიღება, რატომ უკეტავს ეს …
Continue reading “„წინ აღვუდგეთ რუსულ ჭაობში შესვლას“ – ახალი მეჩეთის იმამი რუსულ კანონზე”
როგორ უნდა აუხსნა სტუდენტებს, რომ ერთი წლის წინანდელი განცხადების ამოყირავება ნორმაა – ლალი ანთიძე
ხელისუფლებამ უკან დააბრუნა რუსული კანონი, რომელიც, მიღების შემთხვევაში, მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს და უცხო ქვეყნის გავლენის მქონე აგენტების იარლიყს ამკვიდრებს. 2023 წლის მარტში მოქალაქეების პროტესტმა იგივე კანონი უკან გააწვევინა ხელისუფლებას. მაშინ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეებს პირობა მისცეს, რომ კანონი უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია. კითხვებით: რას ფიქრობს …
„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე
„მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ქვეყანა დააშოროს ევროპას, მაგრამ მას არ შეუძლია წინ აღუდგეს ხალხის ნებას. მთავრობას არ უნდა მივცეთ ამ კანონის მიღების საშუალება“, – მიიჩნევს რეჟისორი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ოთარ ქათამაძე. პირველ რიგში რეჟისორი „დასავლური მხარდაჭერის მარგინალიზებაზე“ ამახვილებს ყურადღებას, რის მიღწევაც „ქართულ ოცნებას“ სურს რუსული კანონის მიღებით. „რამდენადაც საქართველო წინ წაიწევს, ევროპისკენ, ამ დროს იგონებს …
Continue reading “„ამ კანონის მიღება თუ დავუშვით, ქვეყანას აღარ ექნება პერსპექტივა“ – ოთარ ქათამაძე”
„ოცნების“ მიერ დაწყებული ეს პროცესი ხაფანგია, რომელიც ქვეყანას გაანადგურებს – ელზა გურგენიძე
„ოცნების“ მიერ წამოწყებული პროცესი ქვეყნისთვის ხაფანგია, მცოცავი ქვიშა, რომელშიც მთელი საზოგადოება და საბოლოოდ, ქვეყანა გაეხვევა და განადგურდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლებამ ეს ცალსახად რუსული, ე.წ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღოს’’ – აცხადებს მწერალი ელზა გურგენიძე. ელზა გურგენიძე, რომელიც პრემია „საბას“ 2023 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში – „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, …
„ჩვენ ისევ ჯიუტად გამოვალთ აქ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“ – რატი ამაღლობელი
დღეს, 9 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქცია 18:00 საათზე დაიწყო. მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. აქციას შეუერთდა პოეტი რატი ამაღლობელი. „საქართველოს დამოუკიდებლობა დგას ჩვენი თანამოქალაქეების მსხვერპლზე. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ისტორიის ყველაზე ჭეშმარიტი ამბების გამეორება გვიწევს. საქართველო 200 წელია იბრძვის დამპყრობელი რუსეთისგან გასათავისუფლებლად. დღეს ჩვენ მათი ღირსება, მათი ბრძოლა უნდა დავიცვათ. …
Continue reading “„ჩვენ ისევ ჯიუტად გამოვალთ აქ, სანამ არ მივაღწევთ მიზანს“ – რატი ამაღლობელი”
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
დღეს, 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არა მარტო ეს კანონპროექტია რუსული, არამედ თავად ხელისუფლებაც რუსულ ინტერესებს ატარებს. „დიახ, ეს კანონი ნამდვილად არის რუსული და ეს ხელისუფლებაც ნამდვილად არის რუსული, ამ შინაარსით“ – ამბობს აქციაზე მყოფი ნანა მალაშხია, ქალი, …
Continue reading “„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს”
„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს. ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო. „ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით. „არა რუსულ კანონს!“ – ამბობს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე [ჟან …
Continue reading “„ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“ – მალხაზ ნაკაშიძე”
„ცდილობენ შექმნან მდგომარეობა, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი“ – პედაგოგი რუსულ კანონზე
„იმ ყველაფრის ფონზე, რაც შარშან გადაიტანა ამ ქვეყანამ, პირველი რეაქცია, რაც მქონდა ამის გაგებაზე, რომ დააბრუნეს რუსული კანონი, ერთგვარი ცივი წყლის გადასხმა იყო, თან იმ ეიფორიის ფონზე, როცა ჩვენი ნაკრების გამარჯვებას ვზეიმობდით. შემეშინდა იმისიც, რომ მიუხედავად იმისა, იციან როგორი რეაქცია მოჰყვება ამას ხალხისგან, მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი. ესე იგი რაღაც უარესისთვისაც არიან მზად. მგონია, რომ …
ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე
„ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია“, – ამბობს ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გუშინ, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ რუსული კანონის განხილვა ჟურნალისტების საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. ნანა ტრაპაიძე, ფილოლოგიის დოქტორი და ბსუ-ს პროფესორია მიიჩნევს, რომ ეს კანონი „გამოიწვევს დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას“. „ვფიქრობ, ნებისმიერი მოქალაქისთვის საკითხი უნდა იდგეს ასე: რუსეთს ოკუპირებული …
Continue reading “ეს კანონი რუსეთის გაცხადებულ ინტერესებშია – ნანა ტრაპაიძე რუსულ კანონზე”
„9 აპრილით მიღწეულსაც ვკარგავთ, ოცნება ისევ წუმპეში მიგვათრევს“ – მოქალაქე რუსულ კანონზე
„მიღწეულსაც ვკარგავთ, ისევ წუმპეში მიგვათრევენ,“ – მიიჩნევს ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე. აქტიურ მოქალაქეს, რომელიც 9 აპრილის მოვლენებშიც ჩართული იყო, ვკითხეთ: რამდენად ანადგურებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეას რუსული კანონის მიღება საქართველოში? ეროვნულობას და ევროპულობას შორის არის თუ არა ტოლობის ნიშანი? ვაჟა თავართქილაძე ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე 2023 წელს …
„ეს კანონი შეეხება ნებისმიერი პროფესიის და ასაკის ადამიანს“ – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე
20 წლის ილია აბულაძე სტუდენტია. ის ბსუ-ში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით სწავლობს. მან და რამდენიმე სტუდენტმა რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობისას, გასულ წელს, დისკუსია გამართეს უნივერსიტეტში თემაზე – „რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი”. ილია ბსუ-ს სხვა სტუდენტებთან ერთად აპროტესტებდა რუსული კანონის მიღებას 2023 წელს და ახლაც იმავეს აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი ხელახლა შეიტანა პარლამენტში განსახილველად. …
რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე – მსახიობი მეგი კობალაძე რუსულ კანონზე
„ქართული ოცნება“ რუსული კანონპროექტის განხილვას მიუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ აღარასდროს მიუბრუნდებოდა რუსულ კანონს. რატომ მოატყუა „ოცნებამ“ ხალხი, რატომ დაუბრუნდა რუსულ კანონს და თქვენ როგორც მოქალაქე, ხელოვანი, ხედავთ თუ არა საფრთხეს რუსულ კანონში? – ვკითხეთ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს მეგი კობალაძეს. მეგის აზრით, „ქართული ოცნება“ ამჯერადაც რუსეთის დავალებებს …
Continue reading “რუსეთის დავალებებს ასრულებენ ყოველ ნაბიჯზე – მსახიობი მეგი კობალაძე რუსულ კანონზე”
პარლამენტში რუსული კანონის განხილვაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ – მობილიზებულია პოლიცია
საქართველოს პარლამენტთან პოლიციის კორდონია მობილიზებული. შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ იმ ჟურნალისტებსაც კი, ვისაც საშვი აქვს. „ეშინიათ იმის, რომ რუსულ კანონს იღებენ, სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს“, – ასე აფასებს „ნეტგაზეთის“ რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ამ აკრძალვას. „არა ცენზურას!“, „არა რუსულ კანონს!“ – ამ პლაკატებით დგანან პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები. „ეს არის შიში, თავისუფალი, დამოუკიდებელი, …
ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი
„ილუზიაა, რომ რუსული კანონი მხოლოდ ენჯეოს და მედიას შეეხება. ეს კანონი თითოეულ მოქალაქემდე მივა საკმაოდ სწრაფად, არ არის ეს არც თეორიული და არც გრძელვადიანი ამბავი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან წამოსული დაფინანსება, რომელსაც მიემართება ეს კანონი, არის საზოგადოების, ყველა მოქალაქის ცხოვრებაში. დაწყებული ჯანდაცვით, გაგრძელებული უსაფრთხოების სექტორით, აბსოლუტურად ყველგანაა“ – „ღია სივრცე კავკასიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი თეონა მაჭარაშვილი …
Continue reading “ეს კანონი სწრაფად მივა თითოეულ მოქალაქემდე – თეონა მაჭარაშვილი”