მთავარი,სიახლეები

„საქართველო არის შენი“ – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

09.03.2023 • 1092
„საქართველო არის შენი“  – ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

„არა რუსულ კანონს! საქართველო არის შენი!“ – ამ სლოგანით დღეს, 9 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება.  ამჯერად აქციის მთავარი მოთხოვნა რუსული კანონპროექტის გაწვევის პროცედურის კანონის შესაბამისად დასრულება და დაკავებულების დროულად გათავისუფლება იქნება.

აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ გუშინ, 8 მარტს, სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორმა გამართეს.

პარლამენტში  „აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ორი ვარიანტი დააინიცირეს – ერთი, რომელსაც „ოცნება“ „ქართულს“ ეძახის, ანუ კანონპროექტის პირველი ვერსია, ხოლო მეორე, რომელსაც მმართველი გუნდი „ამერიკულს“ უწოდებს. ორივე კანონპროექტის შინაარსი ერთი და იგივეა.

7 მარტს „ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანამად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.“ ეს რუსული კანონისთვის ვერ მოხდება, რადგან ის პირველი მოსმენით, უკვე მიიღეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს

საქართველოს პარლამენტი დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და ოფიციალური საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის, ამ განცხადებას „ქართული ოცნება“ უკან ვერ წაიღებს.

მისი თქმით, ფორმალური პროცედურები ჯერ გავლილი არ არის, „პარლამენტის შენობა დაკეტილია და პარლამენტის წევრებსაც არ უშვებენ შიგნით, მაგრამ ფორმალური პროცედურები მარტივად დასრულდება, როდესაც საპარლამენტო საქმიანობა აღდგება“.

მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს – კორძაია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: