მთავარი,სიახლეები

„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

09.03.2023 • 1318
„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენთ გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი არ უყრიათ, უკვე გამოწვეულია „ხალხის ძალის“ მიერ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაუგზავნა წერილი ვენეცის კომისიას კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.

„ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ იმას, რომ მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა,“ – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკან ვერავინ წაიღებს“, – თქვა „ოცნების“ დეპუტატმა, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა შეიძლება იყოს ამ დაპირების შესრულების გარანტია.

მამუკა მდინარაძემ დასძინა ისიც, რომ შესაძლებელია გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაც.

„ეს არის წმინდა წყლის დეტალები და ტექნიკური ხასიათი,“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.

—————–

7 მარტს „ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ე.წ. ქართული ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. თუმცა მას უკან ვეღარ გამოიწვევს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანამად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება „აქვს გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.“ ეს რუსული კანონისთვის ვერ მოხდება, რადგან ის პირველი მოსმენით, უკვე მიიღეს. კანონი მეორე მოსმენით უნდა ჩავარდეს.

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, 9 მარტს, გაავრცელა განცხადება, რომ უკან გაიწვევს რუსულ კანონს.

ამავე თემაზე:

„ბრძოლის ეს ეტაპი მოგებულია, თუმცა ომი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, არა“ – პოლიტოლოგი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: