„როცა ახლა თქვენ გისვამთ კითხვებს, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე გაქცეულია საქართველოდან, დარჩენილების უმრავლესობა კი იბრძვის გადარჩენისთვის. ამ ფონზე მინდა დაგისვათ კითხვა თქვენ, ბატონო მომხსენებელო: თქვენ მიერ ინიცირებული პროექტი ოდნავ მაინც ხელს შეუწყობს დარჩენილების უფლებების დაცვას, როცა მათი უფლებები ასე უხეშად ირღვევა? უნდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ ჯერ სად არიან, ყველაზე მთავარი დარღვევები და შელახვა …
Tag Archives: რუსული კანონი
ამ კანონმა დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას – ბათუმელი ექიმი რუსულ კანონზე
ბათუმელი ექიმი, ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის განვითარებას და ევროინტეგრაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ექიმის თქმით, რუსული კანონის მიღება ხელისუფლებას კრიტიკული მედიისა და თავისუფალი საზოგადოების გასაჩუმებლად სჭირდებათ. „ამდენი ხალხი უარყოფს ამ კანონს, არსად არ გამართლებულა ეს კანონი და ვერც აქ გაამართლებს. მისი მიღების საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ვხედავ. …
Continue reading “ამ კანონმა დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას – ბათუმელი ექიმი რუსულ კანონზე”
პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო
დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ. გუშინ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ. კერძოდ, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სხდომაზე მედიას კვლავ არ შეუშვებენ. კომიტეტთან მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს გადაკეტილი. უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ მეორე …
Continue reading “პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო”
უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსულ კანონზე მიმართვას ავრცელებენ
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის შესახებ მიმართვას ავრცელებენ. „ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, ვაპროტესტებთ საკანონმდებლო ინიციატივას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ და ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყანაში, იმ მიზნით, რომ აქ მიღებული განათლება და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კი გვაშორებს განვითარებასა და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით …
Continue reading “უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსულ კანონზე მიმართვას ავრცელებენ”
„უნდათ გავქრეთ რუკიდან და ეს ქართველების ხელით მოხდეს“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი სოფო გოგოხია მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გაქრობისკენ არის მიმართული. „ვიღაცას უნდა რომ ჩაგვაბარონ, ცეცხლის და ომის გარეშე მიგვისაკუთრონ და გავქრეთ რუკიდან, აღარ ვიარსებოთ, როგორც სახელმწიფომ. ამ ყველაფერს კი ჩვენი ხელით, ქართველების ხელით აკეთებენ“ – ამბობს სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“. მისი თქმით, თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, საქართველოსთვის …
რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური – ვახტანგ ხმალაძის განმარტება
„წარმოდგენილი კანონპროექტები, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან ეწინააღმდეგება რამდენიმე კონსტიტუციურ ნორმას,“ – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რუსული კანონის შესახებ. „კანონის ნებისმიერი ნორმა ან კანონი ანტიკონსტიტუციურია, თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ნებისმიერ ნორმას/ნორმებს. ჩვენს შემთხვევაში ევროკავშირი გვეუბნება, რომ ამ კანონის/კანონების მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაშასადამე, ამ კანონის მიღებით ჩვენი ხელისუფლება დაარღვევს 78-ე მუხლს. აგენტების შესახებ …
Continue reading “რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური – ვახტანგ ხმალაძის განმარტება”
სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ„ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის საგანს აღარ გაივლიან პროტესტის ნიშნად, რადგან სამხარაძე რუსული კანონის მხარდამჭერია. „ბათუმელები“ ერთ-ერთ სტუდენტს, გიორგი ფაჩუაშვილს ესაუბრა, რომელიც სტუდენტური მოძრაობის – „არა რუსულ კანონს“ აქტიური წევრია. მისი თქმით, საგანი – „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე კითხულობს, 21 სტუდენტს ჰქონდა არჩეული ამ სემესტრში და აქედან 18 …
Continue reading “სტუდენტი: სამხარაძის ლექციებს აღარ დავესწრებით რუსული კანონის მხარდაჭერის გამო”
დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“
2 მარტს საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე, 35 მოქალაქე დააკავეს. მოქალაქეები აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვას, რომლის რეალური მიზანი გამოხატვის თავისუფლების, მედიის, არასამთავრობო სექტორის და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაქრობაა. აქციაზე დაკავებულ პირებს შორის არიან სტუდენტები, ძმები – დავით და ნიკა ჩხობაძეები, დავით სეხნიაშვილი და დავით გოჩაშვილი. დავით და ნიკა ჩხობაძეების დედა მაია ძაძამია …
Continue reading “დაკავებულებს შორის სტუდენტები არიან – „ჩემი შვილები რუსული კანონის გამო დააკავეს“”
რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი აჭარიდან როლანდ შავაძე, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში ინგლისურ ენას ასწავლის ბავშვებს, მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, მთელ საზოგადოებას დააზიანებს, რადგან კანონი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, რომ ამ კანონის იდეა კრიტიკული, თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის ჩახშობაა და მსგავსი ტიპის კანონი არ უნდა …
Continue reading “რუსული კანონით ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩაკვლა სურს – მასწავლებელი”
8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში
8 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს 13 ქალაქში ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ. „ეს იქნება ქალების მარში, ქალების წინააღმდეგობა ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ – ამბობს „ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი ნათია გვრიტიშვილი. „წელს გადაწყვეტილი გვქონდა აქციები გაუპატიურებაზე კანონში ცვლილებაზე, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს შეიცვალა, იმიტომ, რომ ახლა უკვე საფრთხე ემუქრება ჩვენს არსებობას, საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. შესაბამისად, პარლამენტთან …
Continue reading “8 მარტს ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვლენ – აქცია 13 ქალაქში”
ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან
„პოლიტიკასთან ახლოს ვიყავი, ახლა ძალიან შორს ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კანონი უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ, ზედმეტი ბარგია. კომუნისტების დროიდან გვესმის სიტყვა „აგენტი“, ეს ჟღერს, როგორც „შპიონაჟი“, „აგენტურა“. შეიძლება ამ სიტყვის იარლიყად მიკერება ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – ამბობს ნოდარ შერვაშიძე, მეწარმე და მევენახე ქედიდან, რომელსაც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ქედის ლაგმა“ [ქედის ადგილობრივი განვითარების …
Continue reading “ევროკავშირმა 46 ათასი ლარით დამაფინანსა, კოტეჯები ავაშენე – მევენახე ქედიდან”
რას ეუბნებიან ქობულეთელები ზაალ მიქელაძეს – რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს
„გამჭვირვალობის მიზეზად დასახელება ხომ დემაგოგიაა? გამჭვირვალობა აკლიათ NGO-ებს? გამჭვირვალობა დეპუტატებს აკლიათ ზუსტად და მთავრობას, მათი შემოსავლები გაასაჯაროვონ, ეს ჯობია. „ალტ-ინფოს“ ვინ აფინანსებს კიდევ, ისიც ძალიან მაინტერესებს. ეს რუსული კანონია და ძალიან სახიფათო თამაშია,“ – ამას ეტყოდა ქობულეთში მცხოვრები ნანა კალანდაძე ზაალ მიქელაძეს, ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში და რუსული კანონის ავტორს. „ბათუმელები“ რამდენიმე ქობულეთელს ესაუბრა: …
Continue reading “რას ეუბნებიან ქობულეთელები ზაალ მიქელაძეს – რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს”
4 პირი დააკავეს პარლამენტთან აქციაზე, სადაც რუსული კანონს აპროტესტებდნენ
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის [166] და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის [173] მუხლებით. აქციის მონაწილეები რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ პარლამენტში. რა ხდება? დღეს, 2 მარტს, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, სადაც რუსული კანონპროექტი განიხილეს. სხდომა თითქმის საათ-ნახევრიანი …
Continue reading “4 პირი დააკავეს პარლამენტთან აქციაზე, სადაც რუსული კანონს აპროტესტებდნენ”
ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე
„ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს. ხელისუფლებები შეიცვლება, სიტუაციები შეიცვლება, მაგრამ ის, თუ ვინ გამოაცხადა დასავლეთი საქართველოს მტრად, ეს არ შეიცვლება და კონკრეტული სახელები და გვარები იქნება ამის ქვეშ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელით ცდილობს ხელისუფლება …
Continue reading “ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე”
„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე
„სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ?“ – ასე მიმართა დღეს, 2 მარტს, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს „ოცნებიდან“, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს. „პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ყველაფერი მოვაგვარეთ აბსოლუტურად, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს… …
Continue reading “„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე”
დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე
საქართველოს მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს. „მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება. ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს …
Continue reading “დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე”
„მიგვაჩნია დაუშვებლად“ – რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს. „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას. წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ …
Continue reading “„მიგვაჩნია დაუშვებლად“ – რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე”
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან არჩილ თალაკვაძეს მიმართავს
საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს. არჩილ თალაკვაძე 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩთან ერთად ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია. თუმცა ამ …
Continue reading “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან არჩილ თალაკვაძეს მიმართავს”
რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს
ყველის საწარმო „ცეზარი“ წელიწადში 2 მილიონ ლიტრ რძეს გადაამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, შებოლილ სულგუნს, კარაქსა და მაწონს. „ცეზარს“ ორი ქარხანა აქვს: ქვემო ქართლის სოფელ წალკასა და აჭარის მაღალმთიან სოფელ დიოკნისში. საწარმოს საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. გარდა ქართული ბაზრისა, „ცეზარს“ რძის პროდუქტები გააქვს აშშ-სა და კანადაშიც. საწარმო მთლიანად დასავლური დაფინანსებით აშენდა. ხულოში ყველის …
Continue reading “რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს”
ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია
„ამ კანონპროექტით მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ სტუდენტი ან მასწავლებელი არ ეთანხმება სახელმწიფოს და ამის გამო ის შეიძლება წავიდეს ციხეში“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. ის „ბათუმელებთან“ რუსული, ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საფრთხეზე საუბრობს. ბატონო სიმონ, როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროში მყოფი ადამიანების რეაქცია რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც …
თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე
„შესაძლოა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ სამომავლოდ არანაირი პერსპექტივა არ ექნება არც სწავლას და არც ამ დიპლომებს, თუ ქვეყანა არ წავა დემოკრატიისკენ, არ წავა ევროპისკენ და თუ არ ვიმოქმედებთ იმის შესაცვლელად, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. რუსული კანონი არა მარტო დაანგრევს ჩვენს მომავალს, სერიოზულ რისკებს შეგვიქმნის ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც“, – ამბობს მარიამ პაქსაძე, ბათუმის …
Continue reading “თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე”
რუსული კანონი ათასობით შშმ პირს სერვისების გარეშე და უმუშევარს დატოვებს – თომა კაკაბაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ოფისი ბათუმშია, თუმცა ეხმარება არამხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრებ შშმ პირებსაც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგის მიღებით ათასობით ადამიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებს, უმუშევრად დარჩება არაერთი შშმ პირიც. „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ და …
უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – მონაზონი ილია II-ს
მონაზონი დედა სიდონია ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის პატრიარქ ილია მეორეს და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით. „უნდა ვიცოდეთ რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ – რუსეთი გვინდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა“, – ამბობს მონაზონი. მონაზონმა ვიდეომიმართვა დღეს, 28 თებერვალს, გაავრცელა: „პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი. იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული …
„მეც აგენტი ვყოფილვარ, ევროკავშირმა მეურნეობა დამიფინანსა“ – მებაღე ხულოდან
გურამ ძირკვაძე და იზოლდა სურმანიძე აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში მცხოვრები მეწარმეები არიან. იზოლდა სურმანიძეს სოფელ სხალთაში საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ აქვს და ყოველწლიურად ასობით ტურისტს მასპინძლობს. გურამ ძირკვაძე სოფელ დიოკნისიდანაა. დიოკნისსა და ხულოს სხვა სოფლებში ჟოლოს მეურნეობა მისი ძალისხმევით გაშენდა, შედეგად მთელ აჭარას წელიწადის ყველა დროს სწორედ ხულოს სოფლები ამარაგებენ ადგილზე მოყვანილი ჟოლოთი. გურამ ძირკვაძემ და იზოლდა …
Continue reading “„მეც აგენტი ვყოფილვარ, ევროკავშირმა მეურნეობა დამიფინანსა“ – მებაღე ხულოდან “
რთული დრო, გეგმები და რუსული კანონი – ინტერვიუ აჭარაში საიას ახალ თავმჯდომარესთან
საიას აჭარის ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ იცის, რომ „ბრძოლა რამდენიმე ფრონტზე მოუწევს“. გაზრდილი მიმართვიანობის გარდა, რაც უამრავ პრობლემას მოიცავს, რის გამო სიაის მოქალაქეები მიმართავენ, ახლა მისი საფიქრალი ახალი რუსული კანონპროექტიც არის. კანონპროექტი, რომლის მიზანიც მისთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, დისკრიმინაციული იარლიყის „მიკერება“ და თავისუფალი სიტყვის კონტროლია. იცის ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად მისი მისია ორგანიზაციის, გუნდის …
Continue reading “რთული დრო, გეგმები და რუსული კანონი – ინტერვიუ აჭარაში საიას ახალ თავმჯდომარესთან”
ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია – პასტორი
„ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია. მე პირადად, არასდროს მივიღებ „აგენტის“ სტატუსს და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, დაცინვას, ქუჩებში ცემას და ამასაც გავუძლებთ“- ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში. „ბათუმელებთან“ მან რუსული კანონპროექტი და მისგან მომავალი …
Continue reading “ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია – პასტორი”
რა წერია რუსული კანონპროექტის ახალ ვერსიაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მეორე, კიდევ უფრო გაუარესებული ვერსია შექმნეს კანონპროექტისა, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა – მეორე ვერსია 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე განმარტავს, კიდევ რა ტიპის დევნას გეგმავს ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ: „ახალი ვერსია წარმოდგენილია განახლებული სათაურით და შინაარსით. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი – ასეთია მისი სახელწოდება. …
Continue reading “რა წერია რუსული კანონპროექტის ახალ ვერსიაში”
ქვეყანამ უსაფრთხოებაზე 241 მილიონი დახარჯა, მაგრამ ერთი ჯაშუშიც არ გამოუვლენია – 2 წლის მონაცემი
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გეგმავს რუსული კანონის მიღებას, რასაც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. სინამდვილეში მიზანი არასამთავრო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციაა – „უცხოური გავლენის აგენტის“ იარლიყის მიწებებით, საბოლოოდ კი, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპული მომავლის გაქრობა. სიტყვა „აგენტის“ „გაკეთილშობილება“ ირაკლი კობახიძემ სცადა, თუმცა რამდენიმე დღეში მანვე აგენტი ჯაშუშთან გააიგივა. მიუხედავად „ოცნების“ მცდელობისა, …
ეს მოქალაქეებს აიძულებს, გაიქცნენ ქვეყნიდან, რომელიც დარჩება ასობით ათას რუსს – ისტორიკოსი
ხელისუფლება აპირებს მიიღოს რუსული კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა, აგენტად მიიჩნევა. რას ნიშნავს აგენტის იარლიყი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და რაში სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი, რომელმაც რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა, „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს. ხელისუფლება, ვგულისხმობ …
მდინარაძემ ქართველ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ნაკაიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ „რადიკალური ისლამიზმის მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში, საიდან რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ?…“ ტარიელ ნაკაიძის თქმით, მსგავსი განცხადება საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაა. მისი თქმით, მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს და რუსულ კანონპროექტს ერთმანეთს …
Continue reading “მდინარაძემ ქართველ მუსლიმებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ნაკაიძე”
რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი
რა შემთხვევაში შეეხება რუსული კანონი ემიგრანტებს ან სხვა ფიზიკურ პირებს, თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღებს ღირსების შემლახავ კანონს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ? საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა და ისეთივე გაგრძელება მიიღო, როგორც რუსეთში, „აგენტის“ სახელით დევნის ობიექტი გახდებიან არა …
Continue reading “რა შემთხვევაში შეეხება ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული კანონი”
რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს
ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი ჟურნალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების და ყველა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, ვისაც დასავლური ფონდები ფინანსურად ეხმარებიან. როგორ აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოებამ თავი რუსული კანონისგან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ბატონო უჩა, „ქართული ოცნება“ ღიად არ ამბობს, რომ არ სურს საქართველოს ევროკავშირში …
Continue reading “რუსეთში დაწერილი სცენარით ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დევნას იწყებს”
დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„ომის შიშის გამო მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ვესაუბრეთ ხალხის პროტესტზე: როდის შეიძლება მოქალაქეებმა გავლენა იქონიონ პროცესზე, როცა ლიდერები არ არიან, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს? „ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. …
Continue reading “დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში
საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონის მიღებას გეგმავს. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ ან დაფინანსებას იღებენ უცხოური ორგანიზაციებიდან, „უცხოური ძალის“ ან/და „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი უნდა მიენიჭოთ. აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არაერთი მაღალჩინოსანი თუ რიგითი თანამშრომელია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, უცხოური დაფინანსებით სწავლობდნენ ან ისეთ პროექტებში იყვნენ ჩართულები, რომლებიც საერთაშორისო დონორებისგან …
Continue reading “ვის აქვს მიღებული დაფინანსება “უცხოური ძალისგან” აჭარის ხელისუფლებაში”
ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ისაუბრა რუსული კანონის – უცხოეთის გავლენის აგენტების საფრთხეებზე და განაცხადა, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობისკენ, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებისკენ. შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) 10 წელზე მეტი მუშაობდა. „ბატონო შალვა, უკვე ხვდებით, რომ ამ კანონს ხელს არ მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი და პირადად თქვენი სახელის …
Continue reading “ამ კანონზე ხელმოწერით, თქვენ გადახაზავთ საკუთარ წარსულს – ნაცვლიშვილი პაპუაშვილს”
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – მიმართვა ხელისუფლებას
საქართველოში მოქმედი 260 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ათობით ადამიანი ერთობლივ მიმართვას აქვეყნებს. მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი, რუსული კანონი. მიმართვის ტექსტს, რომელსაც ხელს 260 ორგანიზაცია აწერს, „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და …
Continue reading “რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – მიმართვა ხელისუფლებას”