მთავარი,სიახლეები

„ეს განსხვავებული აზრის ადამიანების მოგუდვის ეშმაკობა, რუსული დავალებაა – ნათია კაპანაძე

05.04.2024 • 3669
„ეს განსხვავებული აზრის ადამიანების მოგუდვის ეშმაკობა, რუსული დავალებაა – ნათია კაპანაძე

„კანონპროექტის ეს ფორმა არის განსხვავებული აზრის მქონე სეგმენტების ეტაპობრივი მოგუდვის ეშმაკობა. ცხადია, „რუსული კანონის“ მიზანი რუსული დავალებაა, რომელიც აფხაზეთშიც ისეთივე წარმატებით იტესტებოდა, როგორც თბილისში.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პროცესები პარალელური იყო“, – ამბობს უფლებადამცველი ნათია კაპანაძე.

ნათია „ბათუმელებთან“ განმარტავს, რა საფრთხეებს შეიცავს პარლამენტში რუსული კანონის კიდევ ერთხელ „შემობრუნება“ და როგორ ეხება ის მედიას.

ნათია  კაპანაძის განმარტებით, პოლიტიკურ ეშმაკობებში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს ყველაზე ლოგიკური გაგრძელებაა:

იდეის დატესტვა ყველაზე კრიტიკულ მომენტამდე, შედეგის შეფასება და მოლოდინი, ჩასაფრება, სამიზნეების დაყოფა და წამოწყებები სამიზნეების ცალცალკე ჩამოსაშორებლადივანიშვილის მმართველობაში ეს შესამჩნევი, მთავარი ტექნოლოგიაა მოწინააღმდეგეების მოგუდვისას.

დღეს მას აქვს მიტაცებული ყველა რესურსი და საკუთარი ხელწერის წყალობით ახერხებს გამდიდრდეს ქართველი ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ამ პროცესში კი მთავარი დისკომფორტი ექმნება სიტყვის თავისუფლებისგან. Მედია და არასამთავრობო სექტორი მისთვის მოწინააღმდეგეთა სათავეშია.

ამიტომ კანონპროექტი გამიზნულია ძირითად მოწინააღმდეგეებზე, შემდეგი ნაბიჯებით კი ეტაპობრივად მოაქცევს ფერმერებს, ლექტორებს, მხატვრებს, მწერლებს, სტუდენტებს, ფეხბურთელებს, კალათბურთელებს, მოჭიდავეებსყველას, ვისაც ექნება დამოუკიდებლობის პრეტენზია. ვინც ისაუბრებს ხალხის საჭიროებებზე, კორუფციაზე ან ხელოვნურად გაძვირებული პროდუქტების შესახებ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ „კანონპროექტის ეს ფორმა არის განსხვავებული აზრის მქონე სეგმენტების ეტაპობრივი მოგუდვის ეშმაკობა“.

ცხადია, „რუსული კანონისმიზანი რუსული დავალებაა, რომელიც აფხაზეთშიც ისეთივე წარმატებით იტესტებოდა, როგორც თბილისში. არ უნდა გამოგვრჩეს, რომ პროცესები პარალელური იყო. საინტერესოა, რომ რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას ზუსტად ამ მომენტში აცხადებენ უცხოეთის აგენტებად.

ვფიქრობ, დავალება იმდენად დიდია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი წავიდა რისკზეთუ გასულ წელს ეს იდეა ხუნდაძესუბარის ინიციატივა იყო, წელს კანონპროექტს ხელს აწერს არაძველი ავტორი“, არამედ თავად მმართველი გუნდისაპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნება“.

ეს საშიში სვლა უნდა იყოს მისთვის, რადგან ამ საავტორო გადათამაშებაშიც კარგად ჩანს, როგორ იტყუებოდა მმართველი პარტიახალხის ძალისნიღბიდან. ჩემთვის, ეს არ არის უმნიშვნელო დაბრუნება, გაბრაზებულია და თაიმლაინზე გაწერილი აქტივობებით დაბრუნებაა~.

ნათიას თქმით, ნიშანდობლივია, რომ იყენებენ ადამიანებსაც სარისკო შედეგების აღმოსაფხვრელად:

„იმ დროს, როცა ვსაუბრობთ მედიის რისკებზე, უკვე ნავში მჯდომი – ჟურნალი „ლიბერალის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი წერს, რომ ეს მედიას პრობლემას არ შეუქმნის, რომ არგუმენტირებულად ვესაუბროთ პარლამენტარებს, რომლებიც ქალებს ტრიბუნიდან გადადგამენ, შეურაცხყოფენ ან ფიზიკურ საფრთხეებს უქმნიან.

პარლამენტზე, საიდანაც გასულ წელს ჟურნალისტები და ოპერატორები გადმოყარეს და ამ დრომდე გამოძიება არ ჩატარებულა, ასევე არ არსებობს შედეგები 2023 წლის მარტის მოვლენებისას დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების დარღვეული უფლებების აღდგენის ნაწილში.

არჩევნების მოახლოების ფონზე „რუსული კანონის“ შემობრუნება არის ამომრჩევლის დაშანტაჟების კიდევ ერთი ეპიზოდი. ამ კანონპროექტზე დამოკიდებულებით ჩვენ მოგვიწევს გავავლოთ ახალი წითელი ხაზი ჩვენსა და რუსეთს შორის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: