მთავარი,სიახლეები

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

10.03.2023
რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

თბილისსა და ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს და ხელისუფლების პრორუსულ კურსს აპროტესტებენ, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

„თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში, კერძოდ ბათუმისა და თბილისის ისტორიული ცენტრების მონახულებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს დაუკავშირდნენ შვეიცარიის საელჩოს თბილისში, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ, მესამედზე მეტი.

____________

ფოტო: EPA-EFE/MAXIM SHIPENKOV

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: