„გავრილოვებო… თქვენ გელოდებათ ყველაზე სასტიკი, თქვენი შვილების სამსჯავრო – ნაცვლიშვილი „ოცნებას“

„თქვენ გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც, სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ. მაგრამ თქვენ გელოდებათ სამყაროში ყველაზე საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ“, – …

„უნდა მოვაშოროთ სერგო ორჯონიკიძეები და პუტინის მონები“ – მწერალი ივა ფეზუაშვილი

„ახლა ჩვენ უნდა მოვაშოროთ წესრიგის დაცვის ადგილს ქოცები, პუტინის მონები და სერგო ორჯონიკიძეები“, – წერს მწერალი ივა ფეზუაშვილი ფეისბუქში. „სანამ საკუთარი მოქალაქეების დასაგლეჯად და მიწასთან გასასწორებლად ცერბერებს დაგეშავენ, იქამდე ასეთ ტექსტს გვასმენინებენ – „გთხოვთ მოარიდოთ წესრიგის დაცვის ადგილს: ქალები, ბავშვები და მოხუცები“ ამ მზრუნველობამ არ მოგატყუოთ. ამათმა უკვე დაგლიჯეს და მიწასთან გაასწორეს ქალები, როდესაც ქალებზე …

ჟურნალისტების საქმიანობის ხეშეშლაზე გამოძიება არ დაწყებულა – საგამოძიებო

დღეს, 17 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება მოთხოვნით „არა რუსულ კანონს“. წუხელ პარლამენტთან სამართალდამცველებმა აქცია დაარბიეს, აქციის 11 მონაწილე დააკავეს, სცემეს ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-მუხლის მესამე …

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი: „უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე, წინ ევროპისკენ“

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი, ლევან კუტალია რუსულ კანონს აპროტესტებს. ფეისბუქში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ და წერს: „საქართველო ევროპაში. ჩვენს არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. გვახსოვს ისტორია, გვტკივა ოკუპაცია. მე როგორც ფეხბურთელმა, უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე და რუსული კლუბის შემოთავაზებაზე. არ მინდა წარსულში – წინ ევროპული მომავლისკენ!“ – …

აქციაზე დაშავებული მოქალაქე: „ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა“

პარლამენტთა საპროტესტო აქციაზე დაშავებული მოქალაქე, ლევან ბუდაღაშვილი ფეისბუქპოსტს აქვეყნებს: „პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა, მადლობა ვინც მეძებდით, ვინც მიპოვეთ, ვინც მკითხულობდით და მკითხულობთ. ნელ-ნელა გამოვალ კონტაქტზე შეძლებისდაგვარად. ჩემთან არის კიდევ მასწავლებელი, ვინმე თორნიკე და იქნებ თუ არ იციან მისიანებმა იქნებ უთხრათ, ბოკერიაში ვართ. ყველაზე დიდი მადლობა ბოკერიას კლინიკის ექიმებს. არ ვიცი არცერთის სახელი, მაგრამ …

„ხეზე აყუდებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას“ – თამადა „ოცნებას“ მიმართავს

„მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ, ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას. ჰოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!“ – წერს მომღერალი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა”. ასე ეხმაურება მომღერალი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას. დღეს, 17 აპრილს …

„გაიწვიეთ ეს დამღუპველი კანონი“ – მეცნიერები და მკვლევრები რუსული კანონის წინააღმდეგ

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერთა და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს გაიწვიონ რუსული კანონპროექტი. პეტიციის ტექსტი დღეს, 17 აპრილს გავრცელდა. „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე მეცნიერები და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი მოგმართავთ მმართველ გუნდს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიოთ ეს სრულიად დამღუპველი და ქართველი ერის შეურაცხმყოფელი ე.წ. „უცხოური …

მოსამართლე: „თუ ჩემ სამშობლოს ვერ დავიცავ, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს. წინ, ევროპისკენ“

უვადო მოსამართლე, ლევან დარბაიძე ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: „თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას [78-ე მუხლი], ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!“ – წერს ლევან დარბაიძე. ლევან დარბაიძე 2016 წლიდან გორის სასამართლოს მოსამართლეა. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ …

არაფრად ღირს რამის ქონა, თუ სწორ მხარეს არ დგახარ – ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონზე

ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია რუსულ კანონს აპროტესტებს და ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს. „ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, ან ვერ იღებთ, იცოდეთ მეც მეშინია რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ… მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს… ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ …

არა რუსულ კანონს – დღეს საღამოს ბათუმში აქცია იქნება

არა რუსულ კანონს – დღეს, 17 აპრილს, 19:00 საათზე ბათუმში აქცია გაიმართება. „გინდა ევროპა? გამოდი ევროპის მოედანზე, დაგვიდექი ახალგაზრდებს გვერდით“, – აქციის ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტები არიან. ისინი გასულ წელსაც აპროტესტებდნენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღების მცდელობას. „გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა. გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა. გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, …

პოლიცია მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება – არასამთავრობოების განცხადება

„პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდონ …

შსს აცხადებს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე  11 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის მიმართულებით ბლაგვი საგნები ისროლეს: „რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ …

ჩვენი ერის არჩევანია საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი – ეპისკოპოსი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა [ინწკირველი] საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ფეისბუქზე გამოქანებულ პოსტში ის წერს, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი, საზოგადოების ორად გაყოფას ცდილობს. „მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და  განუყოფელი ნაწილი, უნდა …

„ეს კანონი გინდათ, რომ კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს“ – თამარ კორძაია „ოცნებას“

„სინამდვილეში ეს კანონი გინდათ პრევენციისთვის, რომ მერე ხელისუფლების კორუფციული გარიგებები არ გაშუქდეს, ვინც ასე მუშაობს, ისინი ადგნენ და წავიდნენ, რადგან საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანები არ დაირქმევენ აგენტის სახელს არავითარ შემთხვევაში,“ – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა თამარ კორძაიამ. დღეს, 16 აპრილს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ ინიციირებულ რუსულ კანონს განიხილავს. თამარ კორძაიამ რუსული კანონის ავტორებს – „ქართული …

რუსული კანონი შეეხება მოქალაქეებსაც, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უფასოდ იღებენ – საია

„რუსული კანონის ხელახლა მიღება ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის შეურაცხყოფაა“- ასე აფასებს საკანონმდებლო ცვლილებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე. „ბათუმელებთან“ საუბრისას თამარ წულუკიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ იმ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გაჩერებაა, რომლებიც აქტიურად აფიქსირებენ დარღვევებს: „სახელისუფლებო ძალების სურვილია, არსებული ვითარება მხოლოდ ერთი მიმართულებით გაშუქდეს და საზოგადოება მოაკლდეს არჩევნების …

დუგინი „ოცნებას“ მოუწოდებს „ქვეწარმავალი უმოწყალოდ გაანადგურონ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს კვლავ ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „მთელი სერიოზულობით შეუდგეს საქმეს“. „ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც „ქართულმა ოცნება“ მთელი სერიოზულობით უნდა შეუდგეს საქმეს. „ოცნების“ ლიდერზე თავდასხმა პირდაპირ პარლამენტში, რომელიღაც გაცოფებული ლგბტ არსების მიერ არის პირდაპირი აგრესია. თუ საქართველო ქართველებისთვის ძვირფასია, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურონ, …

დღეს ვინც ხოტბას ასხამს „ოცნებას“, მათაც მოიშორებენ, უკეთეს მლიქვნელს ნახავენ – ასლან ჭანიძე

„ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, რომ ველი გაათავისუფლოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მედიასაშუალებებისგან, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან“- ამბობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია აჭარაში წლებია მუშაობს და ათობით პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტები. „ბათუმელებთან“ საუბრისას ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები …

ეს კანონი იქნება ჰიბრიდული იარაღი რუსეთის ხელში – დეპუტატი თეონა აქუბარდია

„ეს კანონი ანტიქართულია, რადგან ის ყოფს ჩვენს მოქალაქეებს, აპირისპირებს, ქმნის საფრთხეებს ქვეყნის შიგნიდან და გარედან,“- ასე მიმართა პარლამენტს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. დღეს, 16 აპრილს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტთან რუსულ კანონის წინააღმდეგ 19 საათიდან საპროტესტო აქცია გაიმართება. „ამ კანონით თქვენ ქვეყანას საფრთხეს უქმნით მაშინ, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. როცა გუშინ …

„ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე“ – დეპუტატი

„არ გქონდეთ იმედი, რომ საქართველო ოდესმე გახდება რუსეთის მოკავშირე. რუსეთის სიძულვილით გაერთიანებული საქართველო მათთან ერთად დაგასრულებთ თქვენ, როგორც ბოლშევიკური კანონის შემოქმედებს,“ – მიმართა დღეს, 16 აპრილს დეპუტატმა ეკატერინე ხერხეულიძემ პარლამენტს, სადაც რუსული კანონი განიხილება. „თქვენი კანონი, სახელწოდებით – უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ადამიანების გამჭვირვალობა – არ არის ახალი მოგონილი ტერმინი: თუ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვინმე …

ეს კანონი სიმსივნესავით გამოჭამს საქართველოს – აკუნინი ქართველებს მოუწოდებს არ დათმონ თავისუფლება

რუსი მწერალი, ბორის აკუნინი [გრიგორი ჩხარტიშვილი], სოციალურ ქსელში საქართველოში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონპროექტის განხილვის პროცესებს ეხმაურება: „რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ მომმართა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით. როგორც წესი, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. ჯერ ერთი, მე მაქვს კომპლექსი, რომ „ნამდვილი ქართველი არ ვარ“ – ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მეც რუსი მწერალი …

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე გამოაცხადა – ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დღეს, 16 აპრილს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდება, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ვებგვერდზე გამოყენებულიყო ინფორმაციით მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ …

14 პირი დავაკავეთ – შსს მშვიდობიან აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 14 პირი დააკავეს. 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მიიღო რუსული კანონი. რუსულ კანონს პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ. მშვიდობიან აქციაზე პოლიციელებმა 14 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით. შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც …

„ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს“ – ელისაშვილის თქმით, მის სახლთან ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი პირებიც გამოჩნდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „აქედან წავედი თუ არა, სახლში ეგრევე მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა, ჩემ ქუჩაზე. ნიღბებით, ტვინარეული ბავშვები, ბავშვებს რაებს აკეთებინებენ წარმოიდგინეთ, დაიწყეს რაღაცების მიხატვა-მოხატვა „მოღალატე“, ესა ისა… …

ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში

დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსული კანონი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი არასდროს დათანხმდებიან რუსული კანონების მიღებას ამ ქვეყანაში. „მტერს დავხვდეთ მტრულად, მოყვარეს მოყვრულად“ – ამბობენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები. მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ისევ უკან არ გაიწვევს. აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ისინი არ …

საქართველო სწორ გზაზეა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი „ოცნებას“ მოქმედებას უწონებს

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი საქართველოში აგენტების კანონის განხილვის პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო სწორ გზაზეა. „თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა“, – მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დუგინი თავის ტელეგრამ არხზე. რუსეთში მეხუთე კოლონად არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია მოიაზრებოდა. „საქართველო სწორ გზაზეა. თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ამ გზას გავყევით და დადებითი ეფექტიც …

შეწყვიტეთ კანონის განხილვა – ეთნიკური უმცირესობების საბჭო რუსულ კანონზე

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება და გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიციირებას. საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „წარმოდგენილი კანონპროექტი მძიმე დარტყმას აყენებს და აკნინებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, ადამიანის უფლებების პრაქტიკულ დაცვასა და დაცვის მექანიზმებს, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების …

8 არასამთავრობო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს

8 არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობას წყვეტს. მათ ამის შესახებ წერილობით აცნობეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს. განცხადებაში ნათქვამია: „მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიციირა  რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ …

მიეცით ონლაინ მედიას კომიტეტზე დასწრების საშუალება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე პარლამენტში მიმდინარე დისკუსიაზე, უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე ონლაინ ონლაინ მედია საშუალებების მიმართ და მისცეს მათ საშუალება, პარლამენტში 15 აპრილს დაგეგმილ საკომიტეტო განხილვას დაესწრონ. „15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჩანიშნული რუსული კანონის განხილვის მიმართ საჯარო ინტერესი გამორჩეულად მაღალია. …

ოხანაშვილი პარლამენტში რუსული კანონის ხსენებაზე დეპუტატებს მიკროფონს უთიშავს

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე მყოფ პარლამენტის წევრებს ოპოზიციიდან, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „რუსული კანონის“ ხსენებაზე მიკროფონს უთიშავს და არ აცდის სიტყვის დასრულებას. „ეს კანონი, რუსული კანონი ….“ – ოხანაშვილმა სიტყვა არ დაასრულებინა და მიკროფონი გაუთიშა დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელიც ამბობდა, რომ რუსული კანონი სწორედ სამოქალაქო სექტორს …

დღეს 19:00 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ბათუმში ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 14:00 საათზე უნივერსიტეტის წინ აქციას მართავენ სტუდენტები, ხოლო მეორე აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე. მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოდიან, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” აპირებს. „ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერპექტივას; ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის გამო უკან გაწვეული კანონი …

„აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი“ – ქართველი სტუდენტი ესპანეთიდან

„ამ კანონის მიღებით უცხოური გავლენის აგენტებად გამოვცხადდებით ათასობით სტუდენტი, რომლებსაც საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა სწავლას საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები გვიფინანსებენ,“ – მიიჩნევს ლია დეკანაძე, ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც კორდოვას უნივერსიტეტში სწავლობს „რელიგიური მრავალფეროვნებად გლობალიზებულ მსოფლიოში“. „ბათუმელები“ ლია დეკანაძეს რუსულ კანონზე ესაუბრა: „რუსულ თარგზე გამოჭრილი კანონი საქართველოს ვეღარასდროს მოერგება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ უკვე …

რატომ არჩია შოლცმა კობახიძის ღიად გაკრიტიკება – ინტერვიუ ზაალ ანდრონიკაშვილთან

„კანცლერმა არათუ გააკრიტიკა ეს კანონი, არამედ საჯაროდ ილაპარაკა პრესკონფერენციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ორმხრივ ურთიერთობაში ენიჭება ძალიან მაღალი პრიორიტეტი,“ – პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი შოლცის გზავნილებზე საუბრის დროს ყურადღებას, პირველ რიგში, იმაზე ამახვილებს, რომ გერმანიის კანცლერმა რუსული კანონის საჯაროდ გაკრიტიკება არჩია. ზაალ ანდრონიკაშვილი ოლაფ შოლცის და ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას თარგმნიდა. რა შთაბეჭდილება დარჩა მას …

რა შეეშალა წულუკიანს კულტურის დამორჩილების დროს – თეატრები რუსული კანონის წინააღმდეგ

„გათითოკაცებული როცა არ არის ეს პროტესტი, გაცილებით მეტი ძალა გაქვს,“ – პირველ რიგში, სოლიდარობაზე ამახვილებს ყურადღებას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელსაც სხვადასხვა თეატრში გააქტიურებულ პროტესტზე ვკითხეთ. მათ შორის, ოზურგეთის თეატრზე, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელს წინ მთლიანად დასი დაუდგა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებია კულტურის სფეროს და თეატრის დამორჩილებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, მინისტრი თეა წულუკიანი აქტიურად ცდილობს, თეატრალები …

„არსამთავრობოები აკეთებენ საქმეს, რისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“ – მოქალაქე

„არასამთავრობო სექტორში არის ბევრი ძალიან მაგარი ორგანიზაცია, რომლებიც კარგ, საჭირო საქმეებს აკეთებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დაფინანსებით. საქმეებს, რომლისთვისაც მთავრობამ „ვერ მოიცალა“. ამ ადამიანებისთვის იარლიყის აკვრა – რომ არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელნი, მინიმუმ არასწორია,“ – ამბობს ნოდარ ქარცივაძე, ის პროფესიით არქიტექტორია, ეტლით მოსარგებლე შშმ პირი. „პირველ რიგში, დაპირების მიუხედავად, კანონის დაბრუნება თუნდაც შეცვლილი სათაურით, მინიმუმ …

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის აგენტია? – ნათია სირაბიძე რუსულ კანონზე

რუსული კანონის მიღების საფრთხეებზე საუბრის დროს ნათია სირაბიძე, პირველ რიგში, ნიჭიერ სტუდენტებზე ამახვილებს ყურადღებას,რომლებმაც უცხოეტში სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვეს. იგი დარწმუნებულია, რომ ეს კანონი ყველას შეეხება. ნათია სირაბიძე მეცნიერებათა დოქტორია, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი. „სტუდენტებო, ემიგრანტებო და ხელოვანებო, მოემზადეთ! ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომმართავს კონსულტაციისთვის, რომ საზღვარგარეთ თავიანთი შვილების სასწავლებლად გაუშვან. უცხოეთში სწავლა ძვირია, მაგრამ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები …

ბათუმელი სტუდენტი: „აქციებს ვიწყებთ, ახალგაზრდების მოტყუება რთულია“

„ვერ უნდა შეგვიზღუდონ ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალს იმსახურებს არამხოლოდ ჩემი თაობა, არამედ თაობები, ვისი სიცოცხლეც ემსხვერპლა თავისუფლებას, საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენი ვალია 9 აპრილს მებრძოლი ადამიანების გზაზე დავდგეთ. ახალგაზრდები ამას იაზრებენ. მჯერა, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ევროპული მომავლისთვის,“ – ამბობს ბათუმელი სტუდენტი მათე ცენტერაძე. მათე ბსუ-ს სტუდენტია და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ დაანონსებული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი …

Exit mobile version