რუსეთიდან 43 278 მოქალაქე შემოვიდა პანდემიის დროს – სტატისტიკა

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა აპრილიდან 98 პროცენტით შემცირდა. სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსვლას მხოლოდ ტვირთის გადამზიდავები ახერხებენ, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რუსეთის მოქალაქეები, ვისი მეუღლე ან 13 წლამდე შვილი საქართველოს მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მარტში ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან საქართველოში სულ 39 618 პირი შემოვიდა. საქართველომ რუსეთთან საზღვარი, პანდემიის …

1086 ახალი შემთხვევა თურქეთში – როდის შეიძლება გაიხსნას საზღვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 1086 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში თურქეთში Covid 19-ით დაინფიცირდა 206 844 პირი. თურქეთში კორონავირუსით 5241 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა – 16. თურქეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეიძლება გაიხსნას საქართველოს საზღვარი თურქეთთან, ისევე, როგორც …

მიმტანები, ბარმენები – ვინც კვირაში 80 საათს მუშაობდა, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღო

„ვმუშაობდი, პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი, მაგრამ მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ვერ მივიღე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადამიანებმა, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. მათი ისტორიები თითქმის იდენტურია – წლების განმავლობაში სხვადასხვა რესტორანში მუშაობენ, კონტრაქტს ზოგჯერ უფორმებენ, ზოგჯერ არა. მათ პანდემიის დაწყებამდე ხელშეკრულებები არ გაუფორმეს, რადგან დამსაქმებელი გადასახადებს მალავს. ისინი არც ახლა ითხოვენ კონტრაქტს, როცა კაფე-ბარები გაიხსნა, რადგან საერთოდ უმუშევრად …

კაცმა გაასაჩივრა ქალზე ძალადობისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი

მოსამართლე კობა გოცირიძემ უარი უთხრა კაცს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას უკანონოდ მიიჩნევდა. ლევან ვ.-ს ორდერი პოლიციელებმა აპრილის ბოლოს გამოუწერეს, როცა ოჯახის მეზობელმა პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ „სახლიდან ქალის და მამაკაცის ყვირილი არ წყდება, ხოლო ქალი პოლიციის შველას ითხოვს“. „ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უკანონოა როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. …

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა. უცხოელმა გარემოსდამცველებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს იმის შესახებ, რომ პანდემიის პრევენციისთვის გამოყენებული ნივთები საგრძნობლად აბინძურებს გარემოს პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და ზღვის ძირითადი დამაბინძურებლების გვერდით. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  COVID19- ის პრევენციისთვის გამოყენებული ინვენტარი: პირბადეები და რეზინის ხელთათმანები გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსგავს …

ვინ დაგაჯარიმებს პირბადის გარეშე საჯარო სივრცეში, ან ტრანსპორტში ყოფნისთვის

პირბადის ტარების შესახებ ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 12 ივნისს შევიდა.ამ ცვლილებების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი – 500 ლარით. ეს წესი ვრცელდება ტაქსებზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილებისას – პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ …

„ჩაი მოვკრიფეთ, მაგრამ აგვისტოში ისევ ქართველებს ველოდებით“ – დამსაქმებელი თურქეთიდან

„მე დღეს უკვე ვამთავრებ ჩაის კრეფას, მაგრამ არ ვიცი, ეს რა იყო, უხარისხოდ იმუშავეს. მოსაკრეფი აქვს კიდე ბევრს. მეორე სეზონზე ქართველებს ვუცდით ისევ… მე თითქმის ყველა დღე ველაპარაკები იმ ბიჭებს, გურჯებს, ვინც ჩემთან მუშაობდა,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ, იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს. „ბათუმელები“ მას ფეისბუქში ესაუბრა. ერჰან ქოსიოღლუ იმერხევული ქართულით გვიყვება, რომ საქართველო-თურქეთის საზღვრის …

კომპენსაციის მისაღებად ყალბი ცნობების დამზადებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 …

პირბადეები და ხელთათმანები – ახალი ნარჩენები ზღვებსა და ოკეანეებში

ერთჯერადი პირბადეები, რეზინის ხელთათმანები და სანიტაიზერის ბოთლები, რომლებიც COVID19- ის პრევენციისთვის გამოიყენება, საბოლოოდ ქუჩებში, ზღვებსა და ველურ ბუნებაში ხვდება. მსგავს ნარჩენებს ბათუმის ქუჩებშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული და გადაყრილი პირბადეები თუ რეზინის ხელთათმანები უკვე საგრძნობლად აბინძურებენ გარემოს. მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  ეს ინვენტარი გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ …

როგორ იმუშავებენ კლინიკები, რესტორნები, ოფისები ზაფხულში კონდიციონერების გარეშე?

როგორ შეიძლება უმკურნალონ პაციენტებს კლინიკებში, სადაც ზაფხულში არ იქნება კონდენციონერი, ან როგორ იმუშავებენ, მაგალითად, რესტორნები სიგრილის გარეშე? – შეკითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არც მთავრობას აქვს და არც ორგანიზაციებს, რომლებსაც კონდიციონერების გამოყენება შესაძლოა აუკრძალონ. გუშინ, 28 მაისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება პანდემიის დროს საშიშია. „ის კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან …

ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, როგორ დავიცვათ თავი COVID19-სგან? – რეკომენდაციები

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხული რეკორდულად ცხელი იქნება, რის გამოც ორგანიზაციის ჯანდაცვისა და კლიმატის ექსპერტთა ქსელი იუწყება, რომ საჭიროა კარგად მომზადება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება ცხელ ამინდში, COVID19-ის გავრცელების რისკის მომატების გარეშე. „2020 წელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. ცხელი ამინდი ცალკეულ ადამიანებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ახალი გამოწვევების წინაშე …

კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს – რას ამბობენ ვიცე-სპიკერი და იურისტები

„კომენდანტის საათი შესაძლოა ისევ დაწესდეს და საპროტესტო აქციების გამართვაც შეიზღუდოს…“ – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, გურამ იმნაძე ახალ რეგულაციებზე, რომელიც რამდენიმე დღეში შესაძლოა ძალაში შევიდეს. 19 მარტს, ბიურომ დაარეგისტრირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა მიეცეს …

ჩრდილოეთ ოსეთში 380 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა კორონავირუსით

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსი დაუდგინდა 380 სამედიცინო მუშაკს. ამის შესახებ „ოსეთი – ერისტონის” სატელევიზიო ეთერში რუსეთის სოციალური დაზღვევის ფონდის რეგიონალური განყოფილების მენეჯერმა ზალინა აილაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან 2882 სამედიცინო მუშაკი მუშაობს. დაინფიცირებულ 380 მედმუშაკთაგან 123 ექიმი კორონავირუსით დაზარალებულთა სიაში  მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი ფულად კომპენსაციას, 68 ათას …

უკვე გადაიხადე 122 ლარი, მაგრამ პრაქტიკულს ვერ აბარებ – ავტოსკოლები დაკეტილია

„ადამიანები, რომლებმაც თეორიული გამოცდა ჩააბარეს, პრაქტიკული გამოცდისთვის ვერ ემზადებიან, რადგან ყველა ავტოსკოლა დაკეტილია. არ გვეუბნებიან, როდიდან შეიძლება დავიწყოთ მუშაობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი, ვიქტორ კვირკველია. ავტოსკოლები 17 მარტიდან აღარ მუშაობენ, როცა მომსახურების მართვის სააგენტომ ავტომანქანის მართვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება პანდემიის გამო შეაჩერა. 18 მაისიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ …

ხელფასი 6 ათასი, დანამატი 4385 ლარი – საკონსტიტუციოს მოსამართლეების შემოსავლი

თითქმის 100 ათასი ლარი, ზუსტად კი – 94 880 ლარი აიღეს გასამრჯელოს სახით საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლემ პანდემიის დროს, აპრილში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პანდემია მხოლოდ კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლებზე აისახა – აპრილში მათ დანამატი არ მისცეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასი კანონითაა განსაზღვრული, ყოველთვიური დანამატები კი მოსამართლეებმა, უფრო კონკრეტულად კი პლენუმმა თავად დაადგინა. …

პირველი სხდომა საკონსტიტუციოში საგანგებო რეჟიმის შემდეგ, საგანგებოს ერთ-ერთ შეზღუდვაზე

სამართლიანი იყო თუ არა მარნეულსა და ბოლნისში გადაადგილების შეზღუდვა – ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 მაისს, დაიწყო. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა აქტი ჯამში ხუთმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ გაასაჩივრა. ერთ-ერთი სარჩელის არსებითად განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე უარი თქვა – საქმე ეხებოდა …

ვიდეოთამაში, რომელშიც მოთამაშეს პანდემიისგან მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია

Plague Inc-ი 2012 წელს გამოსული კომპიუტერული თამაშია, რომლის საშუალებითაც მოთამაშე მთელ მსოფლიოში ავრცელებს დაავადებას მანამ, სანამ წამალს არ გამოიგონებენ. ვიდეოთამაშის მომხმარებელთა რაოდენობა კორონავირუსის გავრცელებისთანავე, იანვრიდან მარტის ჩათვლით 123%-ით გაიზარდა. თამაშის შემქმნელი ბრიტანული კომპანია Ndemic Creation-ის თანახმად, ყოველ ჯერზე, როცა დაავადებები ვრცელდება, იზრდება ინტერესი ამ თამაშის მიმართაც. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ ადამიანებს აინტერესებთ დაავადებების გავრცელების …

როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება

ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის …

ვირუსი შეიძლება არასოდეს გაქრეს – ჯანმო კორონავირუსსა და ვაქცინაზე

COVID19- ის გამომწვევი კოროვირუსი, შეიძლება აივ-ინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსი გახდეს – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა იმაზე საუბრისას, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ცირკულაცია მსოფლიოში. „ეს ვირუსი შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ენდემური ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში და შესაძლოა, ეს ვირუსი არასოდეს გაქრეს. აივ-ი არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ …

covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, 14 მაისს, Covid 19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გარდაცვლილი 81 წლის ქალია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 12-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევაა – 652, გამოჯანმრთელდა – 383, კარანტინის რეჟიმშია – 4246, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 394.

აჭარაში COVID 19-ზე კიდევ 391 პირი გამოიკვლიეს

აჭარაში 391 პირს ლაბორატორიული კვლევის შედეგად Covid19 არ დაუდასტურდა. კვლევები დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დღის ბოლომდე კიდევ 20 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის  კურსს მხოლოდ  4 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში აჭარაში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უკვე ორი …

პანდემიის ფონზე რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვა იზღუდება

რუსეთში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ალკოჰოლისგან სიკვდილიანობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, –  წერს ინტერფაქსი. ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის გამო მინისტრმა დუმას ინიციატივით მიმართა, რომ რუსეთში ალკოჰოლის მიყიდვისთვის ასაკი 21 წლამდე გაიზარდოს  – “რადგან ალკოჰოლის შემცირება გარკვეულწილად არის სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების გზა”, – წერს ინტერფაქსი. 3 მაისს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა …

სარფში დაკავებულ პირს Covid19 დაუდასტურდა

სარფის საბაჟოზე 24 აპრილს დაკავებულ ბრალდებულს Covid19 დღეს, 12 მაისს, დაუდასტურეს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისთანავე ანუ 24 აპრილს გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც კარანტინია მოწყობილი. „ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. ამავე …

კორონავირუსის პანდემია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში [ინფოგრაფიკა]

13 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 4 200 953 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 502 591 ადამიანი და გარდაიცვალა 284 150, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ახლა ინფიცირებულია 2 414 212 ადამიანი. „აქტიური შემთხვევები“ გულისხმობს რამდენი COVID-19-ით ინფიცრებული ადამიანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ დღეს. კონკრეტული ქვეყნის მონაცემების გამოსაკვეთად, კურსორი დააყენეთ დიაგრამაზე, ქვეყნის დასახელებასთან.

ბათუმში 250 პირს covid19 არ დაუდასტურდა

დღეს, 12 მაისს, ბათუმში Covid19 250 პაციენტს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კლინიკა „მედალფაში“ 13 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე. აჭარაში ჯამში 43 პირი განიკურნა კორონავირუსისგან. კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გუშინ, 11 მაისს გარდაიცვალა – 81 წლის კაცი „ქობულეთის კლასტერიდან“ იყო. პირველი პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა, 73 წლის ქალი, რომლის ინფიცირებაც …

„აბაზანაც არაა, ავტომანქანებში გვძინავს“- მძღოლები საკარანტინო სივრცეში გადაყვანას ითხოვენ

„აქ არიან მძღოლები, რომლებიც რეისში იყვნენ. ზოგი ერთი თვეც კი აქაა. აქ არც აბაზანაა, ვერც დაიძინებ სადმე, ისეც ტრაილერში უნდა იძინო,“ – გვიყვება ბათუმელი რომან ძნელაძე. ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონაში ის მძღოლები ითხოვენ საკარანტინო სივრცეში გადაყვანას, რომლებიც ტრანზიტულ რეისებს ასრულებენ სატვირთო ავტომანქანებით და ბათუმში რამდენიმე დღით, განბაჟების პროცედურების დასრულებამდე, უწევთ გაჩერება. „…საკვები შემოაქვთ, კი, ძირითადად, …

ბათუმში 25 პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა

ბათუმის ცხელების ცენტრში დილით მოთავსებულ 25 პაციენტს Covid-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მერვე დღეა ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის მკურნალობას 15 ინფიცირებული განაგრძობს. აჭარაში, ჯამში, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეს, 8 მაისს, ქობულეთის 6 სოფელი გაიხსნა, აქ თერმოსკრინინგი 33 788 ადამიანს ჩაუტარდა. საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კი, მე-10 პაციენტი გარდაიცვალა. 8 …

„ვის დააბრალებს კრიზისს ამომრჩეველი – ვირუსს თუ ხელისუფლების პოლიტიკას?“ – ინტერვიუ

„ახლა მთავარია, არჩევნებამდე ყურადღების ცენტრში რამდენად დარჩება პანდემია…. ხელისუფლებისთვის პანდემია იყო ციდან მოსული დახმარება პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია. იგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გაზრდილი რეიტინგი არჩევნებამდე შეინარჩუნოს იმ შემთხვევაში, თუკი პანდემია მთავარ თემად დარჩება, მაგრამ ხელისუფლება კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს. რა ტიპის არჩევნები გველის, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ საგანგებო ვითარებაა? რა შანსებს …

კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის კულტურის მინისტრი 

რუსეთის კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო interfax-ი ავრცელებს. ლიუბიმოვას სპიკერის თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლიდან მუშაობს და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. 30 აპრილს კორონავირუსი აღმოაჩნდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიხაილ მიშუსტინს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და მისი მოვალეობის შემსრულებლად იმავე დღეს დაინიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველი …

„კედელი, რკინის გალია და კაი ჯოხი“ – სიძულვილი პანდემიის დროს

მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უკვე მეორედ გახდნენ სიძულვილის სამიზნე. პირველად მაშინ, როცა ერთ ადამიანს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა და მთელი რეგიონი კარანტინში მოაქციეს, სულ ახლახან კი ბოლნისში, სოფელ მუშევანში [დელლარი] მომხდარი ინციდენტი გახდა სიძულვილისა და ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზეზი. „კედელი კი არა, რკინის გალია და კაი ჯოხი უნდა მაგათ,“ – წერს ფეისბუქში ერთ-ერთი …

,,ვარშავა ბარის” თანამშრომლებს თბილისში პოლონელმა მეპატრონემ ხელფასი შეუნარჩუნა

14 მარტიდან მოყოლებული დღემდე, თვე-ნახევარზე მეტია,  ,,ვარშავა ბარი“ თბილისში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა, ისევე როგორც ყველა მსგავსი ადგილი ქვეყანაში. სახლში წავიდა ბარში დასაქმებული შვიდივე თანამშრომელი, მათ შორის მანო სვანიძეც, რომელიც უკვე მესამე წელია ამ ბარში მუშაობს. როგორც მანო ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს თვის ბოლოს შეტყობინება მიუვიდათ მეპატრონისგან, რომ ბარის დაკეტვის მიუხედავად მიიღებდნენ ხელფასს. ბარის პოლონელმა …

„ნასვამ მდგომარეობაში ვერ მივიღებთ“ – როცა პანდემიის დროს ღამის თავშესაფარში არ გიშვებენ

„მას თავშესაფარში არ იღებენ, რადგან ნასვამია…“ – ამბობს მოქალაქე მზია ქედელიძე, რომელმაც დღეს ბათუმში, გრიბოედოვისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთაში, ტროტუარზე მძინარე მოხუცის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში გაავრცელა. „…იქნებოდა დაახლოებით 70 წლის მოხუცი და 112-ზე დავრეკე. პოლიციელებმა მითხრეს, რომ წინა დღეებშიც გამოიძახეს, მაგრამ მოხუცს თავშესაფარში არ იღებენ, რადგან ხშირად ნასვამია. აქ მცხოვრებმა ადამიანებმაც მითხრეს, რომ უკვე რამდენიმე …

რუსეთში ზედიზედ მესამე დღეა კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID19-ით ინფიცირების 10 102 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 95 ადამიანი. რუსეთმა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში მერვედან მე-7 ადგილზე აინაცვლა. ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა რუსეთში 155 370-ია. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში [5714]. ეპიდემიის დაწყებიდან COVID19-ით რუსეთში დაიღუპა  1451, გამოჯანმრთელდა 1770 ადამიანი. რუსული გამოცემა„დოჟდი“ წერს, რომ რუსეთში …

„დენის ფული 50 ლარია, პენსია 22 ლარი მაქვს“ – აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც შუქი გაუთიშეს

„…50 ლარი აქვს გადასახდელი ჩემს ოჯახს, საიდან უნდა გადავიხადო? ჩემი პენსია, როგორც ომის ვეტერანის, 22 ლარია…“ – ამბობს ლევან კეკელიძე. ის ბათუმში, ქიქავას 11-ში ცხოვრობს და კიდევ 51 ოჯახის მსგავსად დღეს დილით შუქი გამოურთეს. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში 2012 წელს თვითნებურად შესახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ვინაიდან ისინი მესაკუთრეები არ არიან, არც აბონენტებად არიან რეგისტრირებული. …

დაგვიანდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება – ჯანმოს განმარტება

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იგი ბევრჯერ დაადანაშაულეს გადაწყვეტილების დაგვიანებით მიღებაში. რა პასუხი აქვს ჯანმოს ამ ბრალდებაზე, ამის შესახებ ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრეს. ჯანმოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში …

ხვალიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება, თბილისი და რუსთავი – ჯერჯერობით არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში, თუმცა გახარია აღნიშნავს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლოა ეს ქალაქებიც გაიხსნას: „მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება …

Exit mobile version