„აბა, მინისტრმა რომ თქვა, ფქვილი 51 ლარიო“ – რა ღირს პურის ფქვილი ბათუმში

„პურის ფქვილი 58 ლარი ღირს, 3-4 ლარით გაძვირდა… 51 ლარი მხოლოდ ერთი ფირმის პურის ფქვილი ღირს, „კარმენი“ ჰქვია, მაგრამ არ გვაქვს, არავის არ აქვს, ვერ ნახავთ…“ – გვითხრეს ბათუმის ავტოსადგურთან ახლოს სავაჭრო ჯიხურებში, სადაც ტრადიციულად პურის ფქვილი ქალაქში ყველაზე იაფად იყიდება. აქ უკვე ყველა მყიდველს აღიზიანებს 51-ლარიან პურის ფქვილზე საუბარი, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დასახელებულ …

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს

ევროპარლამენტის შენობაში, ბრიუსელში, 100 უსახლკარო ქალი შეიფარეს, რომელთა უმრავლესობაც ბელგიაში, კორონავირუსის პანდემიისას, კარანტინის პირობებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. BBC-ის ცნობით, ევროპარლამენტის ოფისი მათთვის ოთხშაბათიდან, 29 აპრილიდანაა ღია. ოფისები საძინებლებად იქცა. თითო ოთახში ერთი ან ორი ქალი ცხოვრობს. მათ ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებით და უწევენ სამედიცინო დახმარებას. ბელგიის დედაქალაქის ცენტრში განთავსებულ ევროპარლამენტის შენობაში ძალადობის მხვერპლი ქალების განთავსების …

როგორია მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – EMC

პანდემიის გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი და არავინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი რამდენი ხნით დარჩება სამუშაოს გარეშე. COVID 19-ის პანდემია საყოველთაო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს იწვევს, რომელიც მასშტაბურ რისკებს აჩენს.  ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ვისმენთ, რომ ის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გადააზრებისა და ახალ დღის წესრიგზე გადაწყობის საშუალებასაც ქმნის. პირველი მაისი მშრომელთა …

გაერო: ვირუსის მასიურ გავრცელებას ქვეყნებს შორის კოორდინაციის არარსებობამ შეუწყო ხელი

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშიმ BBC-სთან ინტერვიუში პანდემიის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის კოორდინაციის სიმცირემ გამოიწვია. მან ასევე უპასუხა კითხვებს ჯანმოს კრიტიკასთან დაკავშირებით და განმარტა, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლიო პანდემიის შემდეგ. როგორ გაუმკლავდა კორონავირუსს მსოფლიო? შოკირებული? – აშკარად ვარ, ძალიან დრამატულია, ხედავდე, რომ ამდენი ადამიანი კვდება, ხედავდე, როგორი დამანგრეველი …

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო აშშ-ში გასულ კვირას 3.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო განაცხადი უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა. CNN-ი წერს, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, უმუშევრობის სოციალური დახმარება უხეში დათვლით 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ითხოვა, „რაც აშშ-ს მუშა ძალის 18,6%-ია”. სპეციალისტების შეფასებით ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და უმუშევრობის პრობლემის …

ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ

„…განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის პაციენტი, რომელიც პირველი გამოჯანმრთელდა: ყველას უხაროდა, ექიმებს, ექთნებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა პაციენტებს… მანამდე სტრესი გაცილებით დიდი იყო. გამოჯანმრთელებული ადამიანი როცა ვნახეთ, ამან დიდი მოტივაცია მოგვცა, უფრო დიდი ინტერესით შევუდექით საქმეს,“ – გვიყვება სტუდენტი შოთა მესხიძე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის კიდევ 5 სტუდენტთან ერთად კლინიკა „მედალფაში“ მოხალისედ 27 მარტიდან …

რუსეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 7 099 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 39,9%-ს არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები  – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის ოპერატიუული რეაგირების შტაბი ავრცელებს. ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის 85-ივე რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 106 498-ია, გარდაცვლილია 1 073 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 11 619. რუსეთში დღე-ღამეში Covid-19-ის ახალი შემთხვევების ასეთი …

9 374 ლარი ერთ მოსამართლეს – უზენაესში დანამატი და ხელფასი პანდემიის დროსაც აიღეს

პანდემიის მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ხელფასებითან ერთად დანამატებიც აიღეს. რა რაოდენობით აიღეს დანამატები მოსამართლეებმა და რატომ? – ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც დანამატების გაცემას უკავშირდებოდა, „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა. ბოლო ინსტანციის სასამართლომ, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ოფიციალურ წერილში, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მივიღეთ, მხოლოდ ჯამური ციფრი წერია …

შაბათის ქანთრი – უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსის ლაივკონცერტები ფეისბუქზე

მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ბოლოს ბარში 14 მარტს დაუკრა. მას შემდეგ, როგორც ყველა, დღემდე შინაა, თვითიზოლაციაში. შოთას მსგავსად პანდემიის გამო სამსახური არაერთმა მუსიკოსმა დაკარგა, რომელთა შემოსავლის მთავარი წყაროც კაფე-ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში დაკვრა იყო. „ორი მუდმივი სამსახური მქონდა, ხანდახან ესეც არ იყო საკმარისი და ქუჩაში ვუკრავდი. ქირით ვცხოვრობ და დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. ბევრი ახალგაზრდა  მუსიკოსია ჩემს …

თურქეთის საელჩომ და TIKA-მ ხულოსა და ქედაში სოციალურად დაუცველებს საკვები მიუტანეს

ხულოსა და ქედაში მცხოვრებ 100 ოჯახს თურქეთის საელჩომ, ასევე თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TIKA-მ საკვები პროდუქტები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს პროდუქტი. ეს ოჯახები ხულოსა და ქედის მერიის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. თურქეთის საელჩოსა და ორგანიზაცია TIKA-ს მსგავსი საქველმოქმედო აქცია ჰქონდათ გურიასა და სამეგრელოში. შემდეგ ჯერზე საკვები პროდუქტების გაცემა ბათუმში იგეგმება.

რამდენად გააიაფებს საცხოვრებელ ბინებს პანდემია?

„კლიენტი თუ გამოჩნდა ვინმე, 10-15 პროცენტით დავუკლებ ალბათ ფასს, მაგრამ არავინ ჩანს,“ – ამბობს ამირან ბერიძე, სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი. როგორ აისახა პანდემია ბინების ფასზე, ან გაიაფდება თუ არა ბინები? – ამ თემაზე საუბარი კომპანიების ნაწილს არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მაისიდან დაახლოებით 10 პროცენტით უფრო იაფად გაყიდის ბინას ბათუმში. „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორმა …

როგორ გახსოვს კარანტინამდელი ხმები? [ტესტი]

COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ფიზიკურმა დისტანცირებამ და კარანტინმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. შეამოწმე, როგორ გახსოვს ერთ დროს თითქოს უმნიშვნელო ხმები.

„ვერ ვმუშაობთ, საკვები გვითავდება“ – ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში დახმარებას ითხოვენ

„პურის ფქვილის ტომარა დღეს სულ ბოლომდე დავცალე, რა ვაჭამო შვილებს? ერთი 10 წლისაა, მეორე – 12 წლის, ინტერნეტის ლიმიტიც ამოიწურა, გაკვეთილებს ვეღარ დაესწრებიან,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები შორენა აბაშიძე. ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც 12 აპრილიდან საკარანტინო ზონაა, ადამიანები საკვებს ითხოვენ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არ არიან, მაგრამ უმუშევრად დარჩენამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა. …

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? – ჯანმოს პასუხი

განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? ამის შესახებ განმარტება ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა გააკეთა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ვირუსოლოგების ლაბორატორიათა გლობალურ ქსელთან მთელი მსოფლიო მასშტაბით. ისინი დეტალურად სწავლობენ და აკვირდებიან იმ ვირუსების გენის თანმიმდევრობას, რომლებიც ცირკულირებენ მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის ცნობილია მთლიანი გენის სულ ცოტა 10 000 თანმიმდევრობა. …

ჩაის მკრეფავები წინასწარ დარდობენ ზამთარს – „ჩვენი დახმარება არავის უხსენებია“

ზუსტად მათი რაოდენობა არასდროს არავის დაუთვლია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ათასობით ქართველი თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა თავს – სეზონი მაისში იწყებოდა. ჩაის მკრეფავებს არც ხელშეკრულება ჰქონდათ და არც შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დღეს მათ არც თვითდასაქმებულად მიიჩნევს ვინმე. ჩაის მკრეფავები ახლა წინასწარ დარდობენ ზამთარს. დარდობენ თურქი დამსაქმებლებიც: „საზღვარი თუ არ გაიხსნა, ვინ მოკრეფს ამდენ …

რატომ მოიყვანს აჭარის მთავრობა ბოსტნეულს ფერმერების ნაცვლად

აჭარის მთავრობა ბოსტნეულის მოყვანას იწყებს. საუბარია ქობულეთში, სოფელ გვარაში დაახლოებით ორ-ნახევარ ჰექტარზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც 43 სათბურია განთავსებული. მთავრობას წელს ეს სასათბურე მეურნეობა აუქციონის წესით უნდა გაეყიდა, თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აუქციონის ჩაშლას მოწყობილ სათბურში ბოსტნეული მოყვანა არჩიეს. გარდა ამისა, წელს მთავრობამ ვერ შეიძინა სასათბურე კონსტრუქციები, რომლებიც ფერმერებისთვის უნდა გადაეცა. „რისკი …

იოგა კარანტინის დროს – სპეციალისტის რჩევები [ვიდეო]

ახლა, როცა პანდემიის გამო მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია სოციალური დისტანცია დაიცვას და სახლში დარჩეს, სხეულისა და გონების სიჯანსაღის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. საამისოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად ბევრი იოგას მიიჩნევს, რომელიც იოგის ინსტრუქტორის, მარიკა ჩხიკვაძის განმარტებით, სწორედ ფიზიკური, სულიერი და გონებრივი პრაქტიკის, ვარჯიშების ერთობლიობაა. მარიკა ირლანდიაში, უსახლკარო ადამიანებთან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოხალისედ მუშაობს და პანდემიის დაწყებამდე …

როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა

„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო …

ბათუმში კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა Covid 19 – ისინი კლინიკას დატოვებენ

ბათუმში დღეს კიდევ ორი პაციენტი დატოვებს „მედალფას“ – მათ Covid 19 დაამარცხეს. კლინიკიდან გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში იქნებიან. კლინიკა „მედალფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის თქმით, კლინიკას სავარაუდოდ დღის ბოლოს საშუალო ასაკის ქალი და კაცი დატოვებენ. აჭარაში ამ დრომდე 15 პირი იყო კორონავირუსით დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელებული. ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში 24 აპრილის მდგომარეობით 38 პაციენტი  მკურნალობს. მათ …

„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე

„…აღდგომის ღამეს, მაგალითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ტაძრებამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისი, ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი ქვეყნის გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ“ – აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის …

ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულები: „სტრესი აღარ გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ“

„მგონი, აქაურობას ვეღარ მივატოვებ აწი…“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქალაქიდან დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი. ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წლების წინ მიტოვებულ მანდარინის ბაღში გავიდა და მუშაობას შეუდგა. გიორგი და სოფლად დაბრუნებულები ერთ რამეს გეტყვიან, ან მათ საუბარში შეატყობთ, რომ მიწაზე მუშაობა ახალისებთ და პანდემიის ან მანამდე გამოწვეული სტრესი აღარ აქვთ. სოფელში სხვადასხვა მიზნით …

ჯანმო: წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა, ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ სახლში დარჩენის მოთხოვნამ და სხვა ფორმის ფიზიკურმა დისტანცირებამ წარმატებით შეამცირა ვირუსის გადადების შემთხვევები ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვირუსი კვლავ უკიდურესად საშიშია. „ადრეული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვლადია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიებს შეუძლიათ ადვილად აალდნენ ხელახლა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება, რის წინაშეც ვართ, უკავშირდება …

ესპანეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აპირებს

ესპანეთის მთავრობა გეგმავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მაისის მეორე ნახევარში შეამსუბუქოს. ესპანეთი COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.  დაახლოებით ერთი კვირის წინ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილლა ამბობდა, რომ ესპანეთმა პანდემიის პიკი გადალახა. ამის საფუძველი გახდა სააღდგომოდ დაფიქსირებული ახალი შემთხვევების რაოდენობათა კლების ტენდენცია. როიტერსი წერს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა …

როგორ აისახება ნავთობის გაუფასურება პუტინის რეჟიმზე – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიომ მოძრაობა შეწყვიტა, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ფასი ამ დღეებში „ნეგატიურიც“ კი გახდა, რაც სპეციალისტების განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ მწარმოებელი უხდის თანხას მყიდველს, რათა საცავები არ გადაეტვირთოს. ნავთობის ისტორიული ფასის ვარდნას რუსეთისთვის უბრალო ეკონომიკურ პრობლემად არ აღიქვამს  საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. იგი ამბობს, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ კიდევ …

კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება აჭარაში დაშვებული არ არის 

გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებმა დილის 6-დან 8-მდე, ასევე, საღამოს 6-დან 7 საათამდე ავტომანქანით გადაადგილება დაუშვეს. ამ ეტაპზე უცნობია, 27 აპრილამდე, სანამ ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდულია, დაუშვეს თუ არა სხვა მუნიციპალიტეტმა კონკრეტულ საათებში ავტომანქანით გადაადგილება. რაც შეეხება აჭარას, აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და, შესაბამისად, მითითებულ საათებში ავტომობილით გადაადგილება დაშვებული არ არის. …

„ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა“ – რატომ სურს ლავროვს სავაჭრო წარმომადგენლობა 

„ეს იქნება ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ… არა მგონია, მთავრობამ ეს გააკეთოს, ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა,“ – ასე აფასებს ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღეს გაკეთებულ შეთავაზებას სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ყოფილი ელჩია რუსეთში და ამჟამად „რონდელის ფონდის“ მკვლევარი. ვალერი ჩეჩელაშვილი განმარტავს, რომ სავაჭრო წარმომადგენლების გახსნა მოძველებული მეთოდია და მას …

აღებულია საკვების ნიმუში – სურსათის სააგენტო კარანტინში ადამიანების მოწამვლის შესახებ

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, სადაც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევას სწავლობენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი. სასტუმრო სხვა რესტორნიდან იღებდა კვების მომსახურებას. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე …

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო. ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა …

ბენქსი კარანტინის თემას ეხმიანება – „ჩემს ცოლს სძულს, როცა სახლიდან ვმუშაობ“

გრაფიტის ანონიმურმა ინგლისელმა მხატვარმა ბენქსიმ ინსტაგრამზე თავისი უახლესი ნამუშევარი გამოაქვეყნა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული სოციალური დისტანცირების გამო მან აბაზანაში გააკეთა. ბენქსიმ სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებს თან დაურთო წარწერა: „ჩემს ცოლს სძულს, როდესაც სახლიდან ვმუშაობ“. ბენქსის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილია მხატვრის აბაზანაში დიდი არეულობის ამტეხი 9 ვირთხა. ერთ-ერთი მათგანი თხევადი საპნის გადმოსხმას ცდილობს, ერთიც ტუალეტის …

კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

„იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ამბავია ქართული, მაგრამ პრორუსულად მიჩნეული გამოცემიდან – „საქართველო და მსოფლიო“. ეს ნიუსიც იმაზეა, თუ როგორ გახდა რუსეთის შემყურე ევროპა, რომელმაც პუტინს სანქციები დაუწესა. იგივე ინფორმაციას ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია ობიექტივი და ასევე ათობით სხვა მედია. რუსული მედია ცინიკურად განიხილავს იმ საკითხს, რომ როგორც იქნა ამერიკა …

„ხელისუფლებას უნდა სულ არ ამოვიღოთ ხმა“ – მუსლიმი ლიდერი სუს-ში გამოკითხეს

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა… ხელისუფლებას უნდა, რომ გავჩუმდეთ, სულ არ ამოვიღოთ ხმა, “ – ამბობს „ბათუმელებთან“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი. დღეს, 17 აპრილს, ის სუს-ის თანამშრომლებმა მარნეულში გამოკითხეს. შეიხი და კიდევ რამდენიმე მუსლიმი ლიდერი სუს-ში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. საქმე მარნეულში 13 აპრილს გამართულ საპროტესტო …

რესპუბლიკურის ექთანი: ექიმები ვირუსით დაავადებულების შემდეგ რიგით პაციენტებს იღებენ

„…ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, მუშაობენ სხვა პაციენტებთანაც. ეს გვაშინებს და ამას არავინ ითვალისწინებს,“ – ეს ინფორმაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა მოგვაწოდა. ის ამ კლინიკის ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს ექთნად და ამბობს, რომ მისი განყოფილების ექიმები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებიც არიან. „არიან სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც გადაჰყავთ ცხელების ცენტრში ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეთ. სასწრაფოს …

იურისტი ამბობს, რომ უჩივლებს სახელმწიფოს, რადგან ის კოვიდ 19-ისგან სათანადოდ არ გვიცავს

„ვიღაცამ უნდა უთხრას სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში, ამ შემთხვევაში კი, სასამართლომ, რომ, აი, ასე უნდა მოქცეულიყავი,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი, იგი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელისუფლებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. „გაგვწირა ერმაც და ბერმაც!… პირობას ვდებ, როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, ერთ ძალიან დიდ სამართალწარმოებას დავიწყებ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. ძირითადი მოთხოვნა იქნება მთავრობის …

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებით განათდა

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის მხარდასაჭერად მიიღეს. „ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის,“ – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღევანდელი, 15 აპრილის მდგომარეობით, თურქეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის გავრცელების 69 392 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 1518 ადამიანი. თურქეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით …

მეუფე საბა ტაძარში მისვლაზე: ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ

„…ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ასი აშენებული ტაძარი და ნებისმიერი სხვა მატერიალური რამ, რაც კი არსებობს. სახლში დარჩენით თქვენ უფრთხილდებით თქვენი ოჯახის წევრებს და საკუთარ სიცოცხლეს. სიყვარული გადაგვარჩენს. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს რწმენაში. მე, მაგალითად, ვერავის შევეჯიბრები…. ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ და გახარებთ ქრისტეს აღდგომას,“ – აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის …

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

„…მესმის, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ მოერიდეთ ამას ყველაფერს. მესმის, რომ ტრადიცაა, მაგრამ ერთხელ უარი თქვით ამაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეს გავიგოთ, იგივე ეკლესია, რომ გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში. პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. …

Exit mobile version