მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები – ჯანმოს განმარტება

14.05.2020 • 1534
როგორმა ქვეყნებმა უნდა გაუხსნან ერთმანეთს საზღვრები –  ჯანმოს განმარტება

ვირუსის ახალი შემთხვევების კლების პარალელურად ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნისთვის ემზადებიან. რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა იმ ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში პანდემია კვლავ მძვინვარებს, ზოგან კი ახლა იკრებს ძალებს. ჯანმოს ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი, მაიკ მაიერსი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნა რეკომენდებულია ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნორმა გამართულად მუშაობს.

მიიჩნევა, რომ თავიდან სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას, რადგან მაიკ მაიერს თქმით, „ეს, ძირითადად, გულისხმობს ადამიანის გადაადგილებას ავტომანქანით, ერთი ზონიდან მეორე ზონაში, რაც თავის თავში არ მოიცავს გრანდიოზულ რისკებს… ავიამიმოსვლისგან განსხვავებით, როცა ადამიანებს ერთ დღეში შეუძლიათ მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში აღმოჩნდნენ, შესაბამისად მეტ სირთულეს უკავშირდება”.

მაიკ მაიერსი: “ქვეყნები აკვირდებიან ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას სხვა ქვეყნებში – არის თუ არა იგივე სიტუაცია კონკრეტულ ქვეყანაში, რაც ჩვენთან. თუ ჩვენ გავცვლით მოქალაქეებს, ტურისტებს ასეთ ქვეყნებში, რისკები არ იზრდება. თუ ის ქვეყანაც კარგად მართავს რისკებსა და საპასუხო ზომებს, ადამიანებს შეუძლიათ ამ ქვეყნებს შორის მიმოსვლა.

მნიშვნელოვანია, გავიგოთ რისკის დონე ამა თუ იმ ქვეყანაში. თუ ადამიანი ჩამოდის იმ ქვეყნიდან, სადაც ყველა საჭირო ზომას იღებენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს ზომები ასევე ზედმიწევნით სრულდება – მაშინ რისკი არ იზრდება. მაგალითად, ლიეტუა, ლატვია, ასევე ახალი ზელანდია და ავსტრალია მიმართავს ასეთ მიდგომას. აზიის ქვეყნებიც ამ გზით მიდიან. ვფიქრობ, ვაჭრობა და მოგზაურობა ეტაპობრივად აღდგება სწორედ ამ ფორმით. მალე დავინახავთ, რომ ერთი რეგიონის ქვეყნები, განსაკუთრებით მოსაზღვრე ქვეყნები, რომელთაც აქვთ ისტორიული, მჭიდრო სავაჭრო კავშირები ერთმანეთთან – მოძებნიან გზებს, რომ გაათანაბრონ რისკები და გაატარონ პანდემიასთან ბრძოლის იგივე ზომები, რაც მეზობელ ქვეყანაში ტარდება. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ასე განვითარდება მოვლენები სამომავლოდ”, – ამბობს მაიკ რაიანი.

ჯანმოს პროგრამის ხელმძღვანელმა დეტალურად შეაფასა საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული რისკების მასშტაბები: “რაც შეეხება ფრენებს – აქ საქმე სხვაგვარადაა, რადგან საჰაერო გზით ადამიანებს შეუძლიათ იფრინონ სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ დღეში მათ შეუძლიათ მსოფლიოს მეორე ბოლოში აღმოჩნდნენ და ეს მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული. საჭირო იქნება რისკების უფრო აქტიური შეფასება, სხვა ქვეყნებში სიტუაციის უკეთ გაანალიზება და მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებმაც (ბევრ მათგანთან ჩვენ ვმუშაობთ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ნაწილში) გაითვალისწინონ ასევე უსაფრთხოების საკითხი უშუალოდ თვითმფრინავში, ასევე ჩასვლის ადგილზე…  ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხო ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, თუმცა ვის შეუძლია ჩავიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში და ვის შეუძლია დატოვოს ქვეყანა – უნდა გადაწყვიტონ მთავრობებმა, სახელმწიფო დონეზე. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს სხვადასხვა სიტუაცია”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: