სიახლეები,ჯანმრთელობა

პანდემიის ფონზე რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვა იზღუდება

13.05.2020 • 1770
პანდემიის ფონზე რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვა იზღუდება

რუსეთში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ალკოჰოლისგან სიკვდილიანობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, –  წერს ინტერფაქსი.

ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის გამო მინისტრმა დუმას ინიციატივით მიმართა, რომ რუსეთში ალკოჰოლის მიყიდვისთვის ასაკი 21 წლამდე გაიზარდოს  – “რადგან ალკოჰოლის შემცირება გარკვეულწილად არის სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების გზა”, – წერს ინტერფაქსი.

3 მაისს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მოხმარება რუსეთში, თვითიზოლაციის გამოცხადებიდან 2-3%-ით გაიზარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაშინ მან გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კორონავირუსის ინფექციის ფონზე, ალკოჰოლი ასუსტებს იმუნიტეტს და ასევე შესაძლოა გამოიწვიოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

Sberbank-ზე დაყრდნობით Tvrain-ი  წერდა, რომ მარტის ბოლო კვირაში რუსებმა 22% -ით მეტი დახარჯეს ალკოჰოლში, ვიდრე წინა კვირას და დაახლოებით 32% -ით მეტი, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

რუსეთის რამდენიმე რეგიონში ალკოჰოლის გაყიდვასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეზღუდვები უკვე დააწესა  – იმიერბაიკალეთში სრულად აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა, სხვა რეგიონებში კი – ალკოჰოლის ზოგიერთი სახეობის გაყიდვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: