კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5552-მდე გაიზარდა. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, გამოჯანმრთელდა 148, კარანტინშია 5650 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში – 800 პირი.

ბათუმის რესპუბლიკურის დირექტორი კოვიდითაა ინფიცირებული და ბინაზე მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ბინაზე მკურნალობს. განმეორებით PCR ტესტი სოლომონ ფუტკარაძეს დღეს, 25 სექტემბერს გაუკეთებია იმის გასარკვევად, გამოჯანმრთელდა უკვე თუ არა. „მერვე დღეა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობას… მე მომცეს დანიშნულება და პირველადი ჯანდაცვის რგოლის დახმარება არ დამჭირვებია. სიმპტომები არ მქონდა, მხოლოდ სისუსტეს ვგრძნობდი… ახლა კარგად ვარ, გამოჯანმრთელებულად ვითვლები და ტესტის პასუხს ველოდები,“ – გვითხრა …

კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 25 სექტემბერი

დღეს, 25 სექტემბერს, კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 1759 , გარდაიცვალა – 26, კარანტინის რეჟიმშია – 5584, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.    

ხელვაჩაურის სასამართლოში 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაურის სასამართლოს აპარატში 5 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა. ისინი საკარანტინო სივრცეში მკურნალობენ, როგორც უსიმპტომო პაციენტები. კორონავირუსი არ დაუდასტურდათ მოსამართლეებს, ისინი დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სასამართლოში დისტანციის წესის დაცვით მუშაობენ, სასამართლომ გადადო იმ საქმეების განხილვა, რომელთა ვადებიც შეზღუდული არ იყო. ხელვაჩაურის სასამართლოში ამ დროისთვის სულ ორი მოსამართლე მუშაობს – გოჩა ფუტკარაძე …

რამდენიმე პრობლემა, რაზეც ბათუმში კოვიდპაციენტები ჰყვებიან

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ეპიდსიტუაციის მართვის პრობლემებს არ აღიარებს და მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობს, კოვიდპაციენტები არაერთი მძიმე პრობლემის შესახებ ჰყვებიან, მათ შორის, ფეისბუქში. ზოგიერთი პაციენტი წერს იმასაც, თავად რომ არ მოეკითხა ტესტის პასუხი, ვერც კი გაიგებდა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ამ დროს ისინი სხვებთან ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ. ტესტირების დაგვიანებული პასუხები, კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში დაგვიანებით გადაყვანა, საკმარისი ადგილების არქონა… …

ბათუმის სამშობიაროში ორმა კოვიდინფიცირებულმა შვილი გააჩინა

ბათუმის სამშობიარო სახლში დღეს, 23 სექტემბერს, ორმა ქალმა იმშობიარა, ვისაც კორონავირუსი აქვს. ამ დროისთვის უცნობია, აქვთ თუ არა კორონავირუსი ახალშობილებს. ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდგანყოფილებაში სულ სამი ახალშობილია – კიდევ ერთი ახალშობილი კლინიკაში დედასთან ერთად ორი დღის წინ მიიყვანეს. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კლინიკაში სულ 23 კოვიდინფიცირებულია, დილით აქ 24 ფეხმძიმე იყო, თუმცა 2 …

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელევიზია არ წყვეტს მაუწყებლობას და ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, თვითიზოლაციაში გადავლენ, ხოლო შემხებლობაში მყოფ პირებს ტესტირება ჩაუტარდებათ. აქამდეც დაუდასტურდა აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი, თუმცა, მაშინ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა. stopcov.gov.ge-ს მონაცემებით, 22 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 218 …

ბათუმში კორონავირუსით კაცი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს კოვიდის დიაგნოზით, თუმცა მას კოვიდთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. „ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის …

ბათუმში ექიმს სცემა კაცმა, რომელიც კოვიდპაციენტთან არ შეუშვეს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიზეზი კოვიდინფიცირებულის მონახულებაა, რომლის საშუალებაც ექიმმა კლინიკაში მისულ კაცს არ მისცა. „…ეს ამბავი შუაღამით მომხდარა, მე ახლა გავიგე. ეს კაცი იყო ნასვამი და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას… ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყეს რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია კიკაბიძემ, „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ …

„ევექსის“ პოლიკლინიკამ ბათუმში მუშაობა განაახლა

„ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკამ, სადაც კორონავირუსზე უფასოდ ტესტირებაა შესაძლებელი, ბათუმში პაციენტების მიღება განაახლა. ამ პოლიკლინიკამ მუშაობა 17 სექტემბერს შეაჩერა, როცა სამედიცინო პერსონალიდან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა. „სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება. PCR ტესტირება ჩაუტარდათ კლინიკის თანამშრომლებს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექციაც. ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა აგრძელებს საქმიანობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ …

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

„იმ დღეს ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ადრე წასვლა გადავწყვიტე სახლში. სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს,“ – გვიყვება ადვოკატი როინ აბაშიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ბათუმელები“ კოვიდ19-ით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ესაუბრა ამ დაავადების სიმპტომებზე – რას გრძნობენ ისინი. „…დამირეკეს თუ არა, რესპუბლიკურის ცხელების ცენტრში …

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს და ბაღების გაერთიანების უფროსს covid19 აქვთ

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს, კახაბერ ფუტკარაძეს და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს – ნატო შერვაშიძეს კორონავირუსი აქვთ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა. ხელვაჩაურის მერის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ამ თანამდებობის პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. კახა ფუტკარაძე კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, ნატო შერვაშიძე – ორი დღის წინ. ჯუმბერ ვარდმანიძე განმარტავს, რომ მერიის ყველა …

ბათუმის „ევექსის“ პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა – 3 თანამშრომელს covid 19 დაუდასტურდა

კომპანია „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკაში გეგმური ტესტირების შედეგად 3 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა. კომპანია „ევექსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული თანამშრომლები უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება, მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება და უკვე იდენტიფიცირებული პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. კლინიკაში ტარდება დეზინფექცია. უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია …

ჯანდაცვის მინისტრი: დამატებით 350 საწოლი გამოიყო, მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში უკვე 6 სამედიცინო კლინიკაშია შესაძლებელი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა, გამოიყო 350 საწოლი, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი. „ჩვენ უკვე ავამუშავეთ საავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. …

ბათუმის სამშობიარომ Covid 19-ით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო

კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო. ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის იზოლირებული ბლოკი მოეწყო და აქ სულ 22 ორსული ქალის მიღებაა შესაძლებელი. იზოლირებული იქნებიან კოვიდინფიცირებული პაციენტების ჩვილებიც. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი 9 სექტემბერს რამდენიმე დღით დაიკეტა, როცა კორონავირუსი აქაც დაფიქსირდა. კლინიკის ადმინისტრაციაში …

შეამოწმეს 820, შესამოწმებელია 1493 სკოლა – როდის დაასრულებს შრომის ინსპექცია ამ პროცესს

არ დააკონკრეტა, რამდენი, თუმცა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე სკოლა ინსპექტირების დროს „დახარვეზდა“. ბექა ფერაძემ დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სკოლები, რომლებმაც ინსპექტირება ვერ გაიარეს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე დარეგისტრირდებიან და მათ ხელახლა, უახლოეს დღეებში შეამოწმებენ. „არა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებები, არამედ ბევრი ბიზნესობიექტი, მათ შორის, განთავსების ობიექტები ოპერირებას იწყებს ან განახლებას …

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ქეიფია თუ ქორწილი

როგორ დაადგენს შრომის ინსპექცია, რესტორანში ჩვეულებრივი ქეიფია თუ ქორწილი? – ვკითხეთ შრომის ინსპექციის უფროსს ბექა ფერაძეს დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. ბექა ფერაძე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების გაძლიერებაზე საუბრობს – შრომის ინსპექცია დღეიდან ბათუმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად კერძო და სავაჭრო ობიექტებში მონიტორინგის გააქტიურებას გეგმავს. „შინაარსობრივი მხარე იქნება მნიშვნელოვანი, კოორდინირებულად უნდა …

ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა, დადასტურებულია 5 შემთხვევა

ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა. აქ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია და სავარაუდოდ ისინი ე.წ. „დონას“ კლასტერს უკავშირდებიან. „შეაჩერა მუშაობა, რა თქმა უნდა. შესულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მთლიანად იტესტება სამშობიარო. არც ერთი მელოგინე, არც ერთი ბავშვი აღარ არის უკვე სამშობიაროში… “ – ამბობს რუსუდან …

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურიდან: ონკანში ყვითელი წყალი მოდის, იატაკიც არ იწმინდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ნათია დუმბაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ინფრასტრუქტურული და სანიტარული პრობლემებია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა. ნათია დუმბაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს. „სასმელი წყალი არ გვაქვს, ვერ დავლევთ ონკანის წყალს, ყვითელი ფერის წყალი მოდის. იატაკიც არ იწმინდება, ანტიბაქტერიული ხსნარები არ გვაქვს… ვითხოვე სპირტი, რომელიც რამდენიმე დღის მერე მომაწოდეს …

3 შემთხვევა „ხოფის ბაზრობაზე“, 21 ახალი ინფიცირება ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი. გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უკავშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, მათ შორის მამა-შვილია ინფიცირებული. ამ ბაზორბაზე დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება. „ხოფის ბაზრობაზე“ დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი …

აჭარაში აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 156 შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სტატისტიკა მზარდია, თუმცა ქვეყანა მწვანე ზონად რჩება. „ინციდენტობის მაჩვენებლებით, რაც ნიშნავს …

8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, რვა დაინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 4 „დონას“ კლასტერს უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია, თუმცა ჯერ ნიმუშების კვლევა არ დასრულებულა. რუსუდან შავიშვილის თქმით, 8 ახალი შემთხვევა პოლიკლინიკებში, ასევე კარვებში ჩატარებული ტესტირების შედეგად …

ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

„რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა…. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბათუმში ახალი …

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. …

13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის …

38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ეზუგბაია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა ჟურნალისტებთან. „ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ და რეგულაციები უნდა დავიცვათ. საუკეთესო საშუალება თავის დაცვის არის დისტანცირება და პირბადე, სადაც 10 კაცზე მეტი …

აქცია ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით

კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე საბავშვო ბაღების მენეჯერები, ასევე მშობლები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, კერძო საბავშვო ბაღები მზად არიან შეასრულონ პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები და საჯარო ბაღების გახსნას არ უნდა ელოდნენ. „ჩვენ უნდა დაგვეწყო მუშაობა 3 სექტემბერს. ახლა გვითხრეს, რომ საჯარო ბაღებთან ერთად, პირველი ოქტომბრიდან გავიხსნებით, მანამდე მოემზადეთო. …

ბათუმში „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს

ბათუმში ნამცხვრების მაღაზია „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შემთხვევის წყარო ჯერ დაზუსტებული არ არის. განცხადებას ახალი შემთხვევების შესახებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხანში გააკეთებენ. საკონდიტრო მაღაზიის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი უკვე დაკეტეს. მაღაზიის შესასვლელთან გამოკრულია აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 14 სექტემბრამდე თვითიზოლაციის გამო მუშაობა შეაჩერეს.  მუშაობას განაგრძობს გორგასლის ფილიალი. კორონავირუსზე უფასო ტესტირების …

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – 31 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ორი არის თურქეთის მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ისინი საკუთარი სურვილით დაბრუნდნენ თურქეთში… დანარჩენი სამი მოთავსდა ჩვენთან, ერთი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ორი – საკარანტინო სივრცეში,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გუშინ, 30 აგვისტოს, სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის კლინიკაში 28 …

ბათუმში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოლდოველი მძღოლია, მეორე – გუშინ გამოვლენილი ტრაილერის მძღოლის ოჯახის კონტაქტი. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1455, გამოჯანმრთელდა – 1196, გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5943.

ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი მოზარდია – 27 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 2 საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, 4 – საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების ოჯახის წევრებს, 2 – ქობულეთის საოჯახო სასტუმროს. ახალი შემთხვევიდან ერთი 15 წლის მოზარდია. 8 ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს, აქ ამ დროისთვის სულ 30 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში ბოლო …

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 2316-მა ადამიანმა მიიღო – 25 აგვისტოს მონაცემი

„ჩაის კრეფის მეორე სეზონი უკვე დასრულდა, ახლა ველოდებით მესამეს დაწყებას რამდენიმე დღეში. იმედი მაქვს, ამ დროისთვის მაინც ჩამოვლენ ქართველები,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ. იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს და ჩაის პლანტაციები აქვს. ერჰანის თქმით, ჩაი ძირითადად სინეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან თურქეთში ჩასულმა მიგრანტებმა დაკრიფეს, თუმცა მას მეზობლები დაეხმარნენ. „გავიგე, რომ რამდენიმე ქართველი უკვე ჩამოსულა სამუშაოდ. …

ქობულეთში covid 19 სასტუმროს მესაკუთრეს დაუდგინდა – 18 პირი კარანტინში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირება დღეს, 21 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ის თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება და PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ინფიცირებული 60 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. რუსუდან შავიშვილის თქმით, ახალი შემთხვევის გამო ქობულეთში 18 კონტაქტირებული პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, 2 – თვითიზოლაციაშია. ამ დროისთვის …

ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან

ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი. ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, …

ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი

covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი …

თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასულ 24 საათში 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში 222 402-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელების რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. თურქული მედიასაშუალების „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში covid19-ით ამ დრომდე 5 545 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 19. პანდემიის გამო თურქეთთან საზღვარი საქართველომ 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება …

Exit mobile version